მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაცემაში "მოგებული" ქმარი და "მუსუსად" ქცეული მიშა ცინცაძე
გადაცემაში "მოგებული" ქმარი და "მუსუსად" ქცეული მიშა ცინცაძე

"კო­მე­დი ჯგუ­ფის" ნი­ჭი­ე­რი წევ­რი - მიშა ცინ­ცა­ძე და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ნა­თია ჩე­მია გახ­ლავთ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მა­ყუ­რებ­ლებს გა­და­ცე­მი­დან - "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე" ახ­სოვს... ჯვრის­წე­რას, ხე­ლის მო­წე­რა­სა და ქორ­წილს წყვი­ლი ზა­ფხულ­ში, ზღვის პი­რას აპი­რებს. ამ­ჟა­მად კი ისი­ნი თბი­ლის­ში, ქი­რით ცხოვ­რო­ბენ.

მიშა:

- ქმრის ამ­პლუ­ა­ში თავს ფან­ტას­ტი­კუ­რად ვგრძნობ! თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის შექ­მნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ცო­ტა­თი მა­ში­ნებ­და.

ნა­თია:

- ჩემ­თვის ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის ნამ­დვი­ლად არ შემ­ში­ნე­ბია...

- რო­გორ და სად და­ი­წყო თქვე­ნი რო­მა­ნი?

- მი­შას, რო­გორც ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს, ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. მისი გა­და­ცე­მა - "სო­ლო­ხუ­თე­უ­ლი" მომ­წონ­და... მე "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მიშა იქ რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვე­სა­უბ­რე, - კარ­გად ვცეკ­ვავ და კლიპ­ში ხომ არ გა­და­მი­ღებ-მეთ­ქი? ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ი­წყო, შემ­დეგ კი "ფე­ის­ბუკ­ზე" გაგ­რძელ­და...

მიშა:

- ვუ­თხა­რი, - რა თქმა უნდა, რა პრობ­ლე­მაა? რო­გორც კი ახალ კლიპ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ, მა­შინ­ვე და­გი­კავ­შირ­დე­ბი-მეთ­ქი. არა­და, იმ დრო­ის­თვის "სო­ლო­ხუ­თე­უ­ლი" უკვე 2 თვის და­ხუ­რუ­ლი იყო (იცი­ნი­ან).

ნა­თია:

- მე კი ეს არ ვი­ცო­დი.

- შენი მი­ზა­ნი კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო თუ მიშა თა­ვი­დან­ვე მო­გე­წო­ნა?

- უბ­რა­ლოდ, მომ­წონ­და რო­გორც ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მერე ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მის მი­მართ სხვა­ნა­ი­რი სიმ­პა­თი­აც გა­მიჩ­ნდა, დავ­მე­გობ­რდით...

მიშა:

- ...და ერთ დღე­საც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ერ­თმა­ნე­თი სი­გი­ჟემ­დე გვიყ­ვარ­და. ურ­თი­ერ­თო­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ნა­თი­ას მე­გო­ბა­რი ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო. ჰოდა, რამ­დენ­ჯე­რაც ნა­თია იმ მე­გო­ბარ­თან მი­ვი­დო­და, მი­რე­კავ­და - "აქეთ" ვარო... მერე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ღრმა გრძნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

- ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რულ­ში რო­გორ გა­მო­უ­ტყდით?

ნა­თია:

- "ოფი­ცი­ა­ლუ­რი" სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა არ გვქო­ნია, ერ­თმა­ნეთს უსი­ტყვოდ ვუ­გებ­დით.

მიშა:

- ჰო, სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ფრჩხი­ლე­ბის "ჭამა" არ გვქო­ნია. უბ­რა­ლოდ, ორი­ვე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ვი­ყა­ვით გა­ჩე­ნი­ლი.

- შე­გიძ­ლი­ათ, ერ­თმა­ნე­თი და­ა­ხა­სი­ა­თოთ?

ნა­თია:

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და უნი­კა­ლუ­რი მუ­სი­კო­სია. ზო­მი­ე­რად მხი­ა­რუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა, მი­შამ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ვინ­მეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­უ­ტო­ვოს, მაგ­რამ რომ გა­ვი­ცა­ნი, მივ­ხვდი - ასე­თი არ არის. ის მზრუნ­ვე­ლი და კარ­გი, მე­ო­ჯა­ხე ქმა­რია.

მიშა:

- ოჯა­ხის მუ­სუ­სი ვარ!

- მუ­სუ­სი?

- მუ­სუ­სი მუ­ჭუ­ჭზე ცო­ტა­თი პა­ტა­რა მე­ო­ჯა­ხეა (იცი­ნი­ან).

ნა­თია:

- ჩვე­ნე­ბუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გვაქვს და ერ­თმა­ნეთს ამი­თაც ვგა­ვართ. სხვა­თა შო­რის, მი­შას უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბიც აქვს: ცო­ტა­თი "ფე­თხუ­მაა" ან ში­ნი­დან გას­ვლი­სას სახ­ლში რა­ღაც რჩე­ბა, ან შე­საძ­ლოა, ფეხ­საც­მლის ჩაც­მა და­ა­ვი­წყდეს და ქუ­ჩა­ში ჩუს­ტე­ბით გა­ვი­დეს.

მიშა:

- ეს ბევ­რი გე­ნი­ო­სის თვი­სე­ბაა...

- მიშა, მე­უღ­ლეს თა­ვად რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?

- მისი ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს. ამ მხრივ, სრულ კომ­ფორ­ტში ვარ. ალ­ბათ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ.

- ოჯა­ხის შექ­მნის სურ­ვი­ლი ერ­თდრო­უ­ლად გა­გიჩ­ნდათ თუ რო­მე­ლი­მეს ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო?

- ეს მა­მა­ჩე­მის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო (იცი­ნის). რა თქმა უნდა, ადრე თუ გვი­ან, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას ვა­პი­რებ­დით. უბ­რა­ლოდ, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა და­აჩ­ქა­რეს.

ნა­თია:

- დე­და­ჩე­მი მი­შას ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან იც­ნობ­და და მის მი­მართ სიმ­პა­თი­ით იყო გან­წყო­ბი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი რო­მა­ნის შე­სა­ხებ არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში, როცა ქო­ბუ­ლეთ­ში ვის­ვე­ნებ­დი, მიშა და დედა ერ­თმა­ნეთს გა­ვა­ცა­ნი. სა­სი­ძო მო­ე­წო­ნა. სხვა­თა შო­რის, ვი­საც მიშა გა­ვა­ცა­ნი, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, - ერ­თნა­ი­რი "ტი­პა­ჟე­ბი" ხარ­თო, რაც ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- შენ შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე: რას საქ­მი­ა­ნობ?

- ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ საქ­მე­ში ჩა­ვერ­თო. ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დად, ბავ­შვთა გა­სარ­თობ ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ: ზღაპ­რის გმი­რის ამ­პლუ­ა­ში პა­ტა­რებს ვარ­თობ, ასე­ვე - ფო­ტოგ­რა­ფო­ბა­საც ვი­თავ­სებ. "ფე­ის­ბუკ­ზეც" ვსაქ­მი­ა­ნობ - სა­რეკ­ლა­მო გვერ­დი მაქვს და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის გვერ­დე­ბის "ად­მი­ნიც" ვარ...

- მი­შას ფა­ნე­ბის "ფე­ი­ჯიც" შენი შექ­მნი­ლია?

- კი, "ფე­იჯს" მე ვუვ­ლი, თვი­თონ არ აქ­ტი­უ­რობს.

- მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის წე­რი­ლებს აკონ­ტრო­ლებ, რომ რო­მან­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სის მე­სი­ჯი არ "შე­მო­ი­პა­როს"?

- არა. წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რან­ზე ხში­რად ჩანს, თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ყო­ველ­თვის ეყო­ლე­ბა. ზო­მი­ე­რად ეჭ­ვი­ა­ნი ვარ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი არ მაქვს.

მიშა:

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მე­სი­ჯებს მე ვა­კონ­ტრო­ლებ: ვცდი­ლობ, სა­მე­გობ­რო­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნი არ და­ვი­მა­ტო, ვინც შე­იძ­ლე­ბა, "შე­ტო­პოს".

ნა­თია:

- მათ ჩე­მამ­დე არ უშ­ვებს (იცი­ნის).

მიშა:

- შე­ნამ­დე კი არა, ჩე­მამ­დე არ ვუშ­ვებ... ისე, ძი­რი­თა­დად, ბავ­შვებ­ში უფრო მე­ტად ვარ პო­პუ­ლა­რუ­ლი: "სო­ლო­ხუ­თე­უ­ლის­თვის" ბევ­რი ანი­მა­ცი­უ­რი კლი­პი "გა­ვა­კე­თეთ". ერთ-ერთი, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი "ჯუმ­ბერ ტყაბ­ლა­ძე" იყო.

- რო­გორც ვიცი, წი­ნათ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო...

ნა­თია:

- კი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით სახ­ლში კერ­ძებს არ ამ­ზა­დებს. მხო­ლოდ ერთხელ, სა­ლა­თი მო­ამ­ზა­და.

მიშა:

- ნა­თია კერ­ძებს ისე კარ­გად ამ­ზა­დებს, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა არ შე­მიძ­ლია - ვით­რგუ­ნე­ბი, ვიჩ­რდი­ლე­ბი.

- ნა­თია, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მთლი­ანად სა­კუ­თარ თავ­ზე გაქვს აღე­ბუ­ლი?

ნა­თია:

- მთლად ასეც არ არის საქ­მე. რო­გორც ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სი, შინ რა­ღა­ცებს ვა­ლა­გებ, კერ­ძებს ვამ­ზა­დებ...

მიშა:

- შე­სა­ბა­მი­სად, რაც ჩემი საქ­მეა, თა­ვად ვა­კე­თებ: ფილ­მის შერ­ჩე­ვა, საჭ­მლის ჭამა, მა­ღა­ზი­ა­ში ჩას­ვლა...

- რაზე კა­მა­თობთ?

ნა­თია:

- ფილ­მის შერ­ჩე­ვა­ზე. ამ მხრივ, ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა არა­სო­დეს ემ­თხვე­ვა.

- ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზებს უწყ­ობთ?

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბას არ აღ­ვნიშ­ნავთ, მაგ­რამ ამ დღეს მა­ინც მხი­ა­რუ­ლად ვხვდე­ბით. 13 თე­ბერ­ვალს ჩემს მშობ­ლებს ვეს­ტუმ­რეთ, ვი­ქე­ი­ფეთ. სა­ღა­მოს 11 სა­ა­თი ხდე­ბო­და, როცა მიშა აწ­რი­ალ­და, - ვა­ლენ­ტი­ნო­ბა მო­დის, აბა, დავ­ფა­ცურ­დე­თო... ვე­რა­ფერს მივ­ხვდი. მერე მის მე­გო­ბარ­თან შე­ვი­ა­რეთ და შინ მოს­ვლა დაგ­ვაგ­ვი­ან­და. ცოტა არ იყოს, უხა­სი­ა­თოდ ვი­ყა­ვით, რად­გან მი­შას სახ­ლში მოს­ვლა ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე სურ­და.

მიშა:

- სახ­ლში პირ­ვე­ლის 4 წუთ­ზე ვი­ყა­ვით.

ნა­თია:

- დიდი სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა ჩვე­ნი დიდი ფო­ტოს სა­ხით, რო­მელ­საც წარ­წე­რა ჰქონ­და - "მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლეს". ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და! ცრემ­ლე­ბიც კი წა­მო­მი­ვი­და... არ და­ვა­ყოვ­ნე და 14 თე­ბერ­ვალს, მი­შას სა­ჩუქ­რე­ბი მეც მი­ვუ­ძღვე­ნი.

მიშა:

- ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი უმ­ნიშ­ვნე­ლოა ხოლ­მე, მაგ­რამ ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა: ნა­თი­ამ ტყა­ვის მა­გა­რი ქუდი, სა­ა­თი და სა­ყუ­რე მა­ჩუ­ქა.

- ნა­თია, "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე­ში" რა­ი­მე თან­ხა მო­ი­გე?

- თან­ხა - არა, მაგ­რამ ქმა­რი მო­ვი­გე (იცი­ნის). მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლე მყავს - მზრუნ­ვე­ლი და სიმ­პა­თი­უ­რი. ამი­სათ­ვის მის მშობ­ლებს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გადაცემაში "მოგებული" ქმარი და "მუსუსად" ქცეული მიშა ცინცაძე

გადაცემაში "მოგებული" ქმარი და "მუსუსად" ქცეული მიშა ცინცაძე

"კომედი ჯგუფის" ნიჭიერი წევრი - მიშა ცინცაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ნათია ჩემია გახლავთ, რომელიც შესაძლოა, მაყურებლებს გადაცემიდან - "გააცინე და მოიგე" ახსოვს... ჯვრისწერას, ხელის მოწერასა და ქორწილს წყვილი ზაფხულში, ზღვის პირას აპირებს. ამჟამად კი ისინი თბილისში, ქირით ცხოვრობენ.

მიშა:

- ქმრის ამპლუაში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ! თუმცა, თავდაპირველად ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა ცოტათი მაშინებდა.

ნათია:

- ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მოულოდნელი იყო, მაგრამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების ნამდვილად არ შემშინებია...

- როგორ და სად დაიწყო თქვენი რომანი?

- მიშას, როგორც ნიჭიერ ადამიანს, ვგულშემატკივრობდი. მისი გადაცემა - "სოლოხუთეული" მომწონდა... მე "გააცინე და მოიგეში" ვმონაწილეობდი. მიშა იქ რომ დავინახე, გავესაუბრე, - კარგად ვცეკვავ და კლიპში ხომ არ გადამიღებ-მეთქი? ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო, შემდეგ კი "ფეისბუკზე" გაგრძელდა...

მიშა:

- ვუთხარი, - რა თქმა უნდა, რა პრობლემაა? როგორც კი ახალ კლიპზე მუშაობას დავიწყებ, მაშინვე დაგიკავშირდები-მეთქი. არადა, იმ დროისთვის "სოლოხუთეული" უკვე 2 თვის დახურული იყო (იცინიან).

ნათია:

- მე კი ეს არ ვიცოდი.

- შენი მიზანი კლიპში მონაწილეობა იყო თუ მიშა თავიდანვე მოგეწონა?

- უბრალოდ, მომწონდა როგორც ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ მერე ურთიერთობისას მის მიმართ სხვანაირი სიმპათიაც გამიჩნდა, დავმეგობრდით...

მიშა:

- ...და ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ურთიერთობისას აღმოვაჩინეთ, რომ ნათიას მეგობარი ჩემი მეზობელი იყო. ჰოდა, რამდენჯერაც ნათია იმ მეგობართან მივიდოდა, მირეკავდა - "აქეთ" ვარო... მერე ჩვენი ურთიერთობა ღრმა გრძნობაში გადაიზარდა.

- ერთმანეთს სიყვარულში როგორ გამოუტყდით?

ნათია:

- "ოფიციალური" სიყვარულის ახსნა არ გვქონია, ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით.

მიშა:

- ჰო, სიყვარულის ახსნა და ნერვიულობისგან ფრჩხილების "ჭამა" არ გვქონია. უბრალოდ, ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი.

- შეგიძლიათ, ერთმანეთი დაახასიათოთ?

ნათია:

- უპირველეს ყოვლისა, ნიჭიერი ადამიანი და უნიკალური მუსიკოსია. ზომიერად მხიარულია. შეიძლება, მიშამ ტელეეკრანიდან ვინმეს არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება დაუტოვოს, მაგრამ რომ გავიცანი, მივხვდი - ასეთი არ არის. ის მზრუნველი და კარგი, მეოჯახე ქმარია.

მიშა:

- ოჯახის მუსუსი ვარ!

- მუსუსი?

- მუსუსი მუჭუჭზე ცოტათი პატარა მეოჯახეა (იცინიან).

ნათია:

- ჩვენებური გამონათქვამები გვაქვს და ერთმანეთს ამითაც ვგავართ. სხვათა შორის, მიშას უარყოფითი თვისებებიც აქვს: ცოტათი "ფეთხუმაა" ან შინიდან გასვლისას სახლში რაღაც რჩება, ან შესაძლოა, ფეხსაცმლის ჩაცმა დაავიწყდეს და ქუჩაში ჩუსტებით გავიდეს.

მიშა:

- ეს ბევრი გენიოსის თვისებაა...

- მიშა, მეუღლეს თავად როგორ დაახასიათებ?

- მისი ყველაფერი მომწონს. ამ მხრივ, სრულ კომფორტში ვარ. ალბათ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახლავართ.

- ოჯახის შექმნის სურვილი ერთდროულად გაგიჩნდათ თუ რომელიმეს ინიციატივა იყო?

- ეს მამაჩემის ინიციატივა იყო (იცინის). რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ამ ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდით. უბრალოდ, ჩემმა მშობლებმა დააჩქარეს.

ნათია:

- დედაჩემი მიშას ტელეეკრანიდან იცნობდა და მის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. თავდაპირველად, ჩვენი რომანის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ზაფხულში, როცა ქობულეთში ვისვენებდი, მიშა და დედა ერთმანეთს გავაცანი. სასიძო მოეწონა. სხვათა შორის, ვისაც მიშა გავაცანი, ყველა აღნიშნავს, - ერთნაირი "ტიპაჟები" ხართო, რაც ჩემთვის სასიამოვნოა.

- შენ შესახებ გვიამბე: რას საქმიანობ?

- ენერგიული ადამიანი ვარ და ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრ საქმეში ჩავერთო. ამ ეტაპზე ძირითადად, ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობ: ზღაპრის გმირის ამპლუაში პატარებს ვართობ, ასევე - ფოტოგრაფობასაც ვითავსებ. "ფეისბუკზეც" ვსაქმიანობ - სარეკლამო გვერდი მაქვს და სხვადასხვა კომპანიის გვერდების "ადმინიც" ვარ...

- მიშას ფანების "ფეიჯიც" შენი შექმნილია?

- კი, "ფეიჯს" მე ვუვლი, თვითონ არ აქტიურობს.

- მისი თაყვანისმცემლების წერილებს აკონტროლებ, რომ რომანტიკული შინაარსის მესიჯი არ "შემოიპაროს"?

- არა. წარმატებულ ადამიანს, რომელიც ტელეეკრანზე ხშირად ჩანს, თაყვანისმცემელი ყოველთვის ეყოლება. ზომიერად ეჭვიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეჭვიანობის მიზეზი არ მაქვს.

მიშა:

- თაყვანისმცემლების მესიჯებს მე ვაკონტროლებ: ვცდილობ, სამეგობროში ისეთი ადამიანი არ დავიმატო, ვინც შეიძლება, "შეტოპოს".

ნათია:

- მათ ჩემამდე არ უშვებს (იცინის).

მიშა:

- შენამდე კი არა, ჩემამდე არ ვუშვებ... ისე, ძირითადად, ბავშვებში უფრო მეტად ვარ პოპულარული: "სოლოხუთეულისთვის" ბევრი ანიმაციური კლიპი "გავაკეთეთ". ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული "ჯუმბერ ტყაბლაძე" იყო.

- როგორც ვიცი, წინათ კულინარიული გადაცემის წამყვანი იყო...

ნათია:

- კი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით სახლში კერძებს არ ამზადებს. მხოლოდ ერთხელ, სალათი მოამზადა.

მიშა:

- ნათია კერძებს ისე კარგად ამზადებს, რომ კონკურენციის გაწევა არ შემიძლია - ვითრგუნები, ვიჩრდილები.

- ნათია, საოჯახო საქმეები მთლი­ანად საკუთარ თავზე გაქვს აღებული?

ნათია:

- მთლად ასეც არ არის საქმე. როგორც ყველა დიასახლისი, შინ რაღაცებს ვალაგებ, კერძებს ვამზადებ...

მიშა:

- შესაბამისად, რაც ჩემი საქმეა, თავად ვაკეთებ: ფილმის შერჩევა, საჭმლის ჭამა, მაღაზიაში ჩასვლა...

- რაზე კამათობთ?

ნათია:

- ფილმის შერჩევაზე. ამ მხრივ, ჩვენი გემოვნება არასოდეს ემთხვევა.

- ერთმანეთს სიურპრიზებს უწყ­ობთ?

- ვალენტინობას არ აღვნიშნავთ, მაგრამ ამ დღეს მაინც მხიარულად ვხვდებით. 13 თებერვალს ჩემს მშობლებს ვესტუმრეთ, ვიქეიფეთ. საღამოს 11 საათი ხდებოდა, როცა მიშა აწრიალდა, - ვალენტინობა მოდის, აბა, დავფაცურდეთო... ვერაფერს მივხვდი. მერე მის მეგობართან შევიარეთ და შინ მოსვლა დაგვაგვიანდა. ცოტა არ იყოს, უხასიათოდ ვიყავით, რადგან მიშას სახლში მოსვლა ზუსტად 12 საათზე სურდა.

მიშა:

- სახლში პირველის 4 წუთზე ვიყავით.

ნათია:

- დიდი სიურპრიზი გამიკეთა ჩვენი დიდი ფოტოს სახით, რომელსაც წარწერა ჰქონდა - "მსოფლიოში საუკეთესო მეუღლეს". ძალიან გამიხარდა! ცრემლებიც კი წამომივიდა... არ დავაყოვნე და 14 თებერვალს, მიშას საჩუქრები მეც მივუძღვენი.

მიშა:

- ჩემთვის საჩუქარი უმნიშვნელოა ხოლმე, მაგრამ ძალიან მესიამოვნა: ნათიამ ტყავის მაგარი ქუდი, საათი და საყურე მაჩუქა.

- ნათია, "გააცინე და მოიგეში" რაიმე თანხა მოიგე?

- თანხა - არა, მაგრამ ქმარი მოვიგე (იცინის). მსოფლიოში საუკეთესო მეუღლე მყავს - მზრუნველი და სიმპათიური. ამისათვის მის მშობლებს დიდ მადლობას ვუხდი!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს