პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში არაკონსტიტუციური ცვლილების სასწრაფოდ გაუქმებას ითხოვს
დავით უსუფაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში არაკონსტიტუციური ცვლილების სასწრაფოდ გაუქმებას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს მი­მარ­თავს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში 2010 წელს შე­ტა­ნი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცვლი­ლე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­სა­უქ­მებ­ლად.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გა­ნა­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს ეხე­ბა.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­იჩ­ნევს, ეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ხე­ლოვ­ნუ­რი და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

"მათ შო­რის, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კი­თხში. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის იმუ­ნი­ტეტს, იგი ამომ­წუ­რა­ვა­დაა გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით (პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბა და­კა­ვე­ბა­ზე, და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, ჩხრე­კა­ზე) და გა­ნუხ­რე­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ" ,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევრ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის სა­კი­თხის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, გა­ირ­კვა, რომ:

"ა) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს არ გა­აჩ­ნია რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა (კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლი) და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი (პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი, კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ);

ბ) სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს არ გა­აჩ­ნია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე (სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 167-ე და 169-ე მუხ­ლე­ბი);

გ) ამ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კო­ლი­ზი­ის შე­დე­გად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს პრაქ­ტი­კუ­ლად აბ­სო­ლუ­ტუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა - შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა, მი­უ­ხე­და­ვად და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა უტყუ­ა­რო­ბი­სა;

დ) აღ­ნიშ­ნუ­ლი აბ­სურ­დუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზია 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 167-ე და 169-ე მუხ­ლებ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბა (ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი პ. კუბ­ლაშ­ვი­ლი და ლ.თორ­დია), რა­მაც კა­ნო­ნის დო­ნე­ზე აღად­გი­ნა ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც 2004 წლი­დან გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე. ირ­კვე­ვა ისიც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ ფი­გუ­რი­რებ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტში არც ინი­ცი­რე­ბის და არც პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბის დროს და პრო­ექტს ჩა­ე­მა­ტა მე­ო­რე მოს­მე­ნის დროს, რაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სის უხე­ში დარ­ღვე­ვა­ცაა" ,- აღ­ნიშ­ნუ­ლია უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით უსუფაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში არაკონსტიტუციური ცვლილების სასწრაფოდ გაუქმებას ითხოვს

დავით უსუფაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში არაკონსტიტუციური ცვლილების სასწრაფოდ გაუქმებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის ბიუროს მიმართავს, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად.

ამის შესახებ ნათქვამია დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში, რომელიც როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის საქმეს ეხება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, ეს საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება.

"მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში. რაც შეეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იგი ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით (პარლამენტის თანხმობა დაკავებაზე, დაპატიმრებაზე, ჩხრეკაზე) და განუხრელად იქნება დაცული საქართველოს პარლამენტის მიერ" ,-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ:

"ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და სამართლებრივი პროცედურები (პარლამენტის რეგლამენტი, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ);

ბ) საქართველოს მთავარ პროკურორს არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები);

გ) ამგვარი სამართლებრივი კოლიზიის შედეგად, პარლამენტის წევრს პრაქტიკულად აბსოლუტური იმუნიტეტი ენიჭება - შეუძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებათა უტყუარობისა;

დ) აღნიშნული აბსურდული ვითარების მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებში შეტანილი ცვლილება (ინიციატორები პ. კუბლაშვილი და ლ.თორდია), რამაც კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე. ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული საკითხი არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა კანონპროექტში არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს და პროექტს ჩაემატა მეორე მოსმენის დროს, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაცაა" ,- აღნიშნულია უსუფაშვილის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა