სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდსით დაავადებული ქალის სულისშემძვრელი ინტერვიუ - ძლიერი სიყვარულის მსხვერპლი
შიდსით დაავადებული ქალის სულისშემძვრელი ინტერვიუ - ძლიერი სიყვარულის მსხვერპლი

მას შემ­დეგ, რაც ჟურ­ნალ "გზა­ში" აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვებ­ზე მა­სა­ლა და­ი­ბეჭ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი აივ-და­დე­ბი­თი პირი გა­მო­მეხ­მა­უ­რა. ისი­ნი თა­ვი­ანთ ამ­ბებს და მათი, რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის ფაქ­ტებ­ზე მწერ­დნენ. ბევ­რი მათ­გა­ნი "ფე­ის­ბუკ­ზე" გა­მო­გო­ნი­ლი გვარ-სა­ხე­ლით მწერ­და, ზოგს კი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი არ შე­უ­კა­ვე­ბია. 36 წლის მა­რი­კამ (რო­გორც მისი, ისე სხვა მოქ­მედ პირ­თა სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია) კი ჩემ­თან შეხ­ვედ­რა ისურ­ვა და სა­კუ­თა­რი ამ­ბა­ვი გუ­ლახ­დი­ლად გა­მი­ზი­ა­რა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ჩემ­თან სა­უ­ბა­რი? მე ხომ შენ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნი ვარ.

- შემძრა თქვენ­მა პუბ­ლი­კა­ცი­ამ და მო­მინ­და, ჩემი ამ­ბა­ვიც გცოდ­ნო­დათ. შე­საძ­ლოა, ამის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გავ­ხდე, მაგ­რამ რა ვქნა, გული ტკი­ვილს და სათ­ქმელს ვერ იტევს... და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ. შეძ­ლე­ბულ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ჩემი საზ­რუ­ნა­ვი სწავ­ლა და სი­ბე­ჯი­თე იყო. გა­რეგ­ნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი. თით­ქმის ყვე­ლა თა­ნაკ­ლა­სელ ბიჭს ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ ჩემ­თვის სწავ­ლა იყო მთა­ვა­რი. გეგ­მე­ბიც და­წყო­ბი­ლი მქონ­და: სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა და თბი­ლის­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასეც მოხ­და. პირ­ველ­სა­ვე წელს სტუ­დენ­ტი გავ­ხდი. დე­და­ქა­ლაქ­ში გა­უ­თხო­ვარ მა­მი­დას­თან ვცხოვ­რობ­დი. კა­რის მე­ზო­ბელ­მა თა­ვი­სი ძმა, თა­მა­ზი გა­მაც­ნო. ის უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და გა­რეგ­ნო­ბი­თაც წარ­მო­სა­დე­გი ვაჟ­კა­ცი იყო. მო­ვე­წო­ნე და მი­თხრა: ჩემი ცოლი უნდა გახ­დეო. ამ ფრა­ზამ გა­მაბ­რა­ზა და სას­ტი­კი უარი ვუ­თხა­რი... ვი­ცო­დი, მისი და ლა­მაზ-ლა­მაზ გო­გო­ნებს არ­ჩევ­და ძმის­თვის, მაგ­რამ თა­მა­ზი არა­ვის იკა­რებ­და. მეც არაფ­რად ვაგ­დებ­დი მას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში ჯდე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, თა­მა­ზიც ჩემი რა­ი­ო­ნი­დან იყო. ამ ბიჭ­მა იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ ჩემს მშობ­ლებს და­უ­ახ­ლოვ­და და ბიზ­ნე­სი და­ა­წყე­ბი­ნა. ახლა უკვე დედ-მამა მი­ჩი­ჩი­ნებ­და, მის ცო­ლო­ბა­ზე რომ მე­ფიქ­რა... რა­ღაც პე­რი­ო­დი თა­მა­ზი ჩემი თვალ­სა­წი­ე­რი­დან ქრე­ბო­და, მერე გა­მოჩ­ნდე­ბო­და და მე, მისი და, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი მან­ქა­ნით სა­სე­ირ­ნოდ მივ­ყავ­დით, ეს სე­ირ­ნო­ბა კი აუ­ცი­ლებ­ლად, რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფით მთავ­რდე­ბო­და. ერთხე­ლაც, ჯვარ­ზე ავე­დით. ღვთის­მშობ­ლის ხატ­თან სან­თე­ლი ავან­თე და დედა მა­რი­ამს ვთხო­ვე, ჩემ­თან ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­სუ­ლი­ყო, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით და­ვუ­კავ­ში­რებ­დი ბედს. ამ დროს გვერ­დით თა­მა­ზი და­მიდ­გა და სან­თე­ლი აან­თო, მერე ჩემს გა­სა­გო­ნად წარ­მოთ­ქვა ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვა. არ ვიცი, რა მოხ­და, მაგ­რამ თა­მა­ზი სულ სხვა თვა­ლით და­ვი­ნა­ხე. თუმ­ცა მის­თვის არა­ფე­რი მიგ­რძნო­ბი­ნე­ბია... დრო გა­დი­ო­და. თა­მა­ზი პე­რი­ო­დუ­ლად იკარ­გე­ბო­და და ეს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი გახ­ლდათ ჩემ­თვის, მაგ­რამ სი­ა­მა­ყე უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში გა­მოვ­ტყდო­მო­დი. ერთხე­ლაც, სა­ღა­მოს და­მი­რე­კა. წვიმ­და. მთხო­ვა, - შემ­ხვდი, მან­ქა­ნით გა­ვი­სე­ირ­ნო­თო. სი­ხა­რუ­ლით ცას ვე­წიე. მან­ქა­ნა­ში მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ჩარ­თო. რო­მან­ტი­კულ­მა მე­ლო­დი­ამ გრძნო­ბე­ბი უფრო მე­ტად ამი­შა­ლა. ვხვდე­ბო­დი, რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და, მაგ­რამ ვერ ბე­დავ­და. ჰოდა, თა­ვად გავ­ბე­დე: იქ­ნებ მი­თხრა, რისი თქმაც გსურს. ვხვდე­ბი, რომ უთ­ქმე­ლო­ბით იტან­ჯე­ბი-მეთ­ქი.... მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ ჩურ­ჩუ­ლით მი­თხრა, რომ მისი ცხოვ­რე­ბის არსი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და, რად­გან აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. და­ვი­ნა­ხე, ცრემ­ლე­ბი რო­გორ ჩა­მო­უ­გორ­და. ჯერ გავ­შრი, მერე ავღ­რი­ალ­დი და მო­ვეხ­ვიე. პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ მისი ცოლი გავ­ხდე­ბო­დი.

- შე­უღლდით?

- ბევ­რჯერ სცა­და, ჩემ­გან წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ახლა თა­ვად აღარ ვაძ­ლევ­დი გა­შო­რე­ბის უფ­ლე­ბას. სი­გი­ჟემ­დე შე­მიყ­ვარ­და. თავს ვე­ღარ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. 1 წლის შემ­დეგ დავ­ქორ­წინ­დით. მა­შინ 24 წლის ვი­ყა­ვი. ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო.

- რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა?

- ერ­თად თით­ქმის წე­ლი­წა­დი ვი­ყა­ვით. სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი და­ცუ­ლი გვქონ­და. ვე­ლო­დით ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის დას­რუ­ლე­ბას, რათა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვირუ­სი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო და ბავ­შვის ყო­ლა­ზე გვეზ­რუ­ნა. თუმ­ცა, მოხ­და ისე, რომ თა­მაზ­მა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­უც­ვე­ლი გზით რამ­დენ­ჯერ­მე, ნა­ძა­ლა­დე­ვად და­ამ­ყა­რა ჩემ­თან კონ­ტაქ­ტი. ამ დროს ამ­ბობ­და, რომ შვი­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლი ჰქონ­და და დი­დად ვერც ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი... ზამ­თა­რი იყო. ერთხე­ლად გა­ცივ­და და ვი­ნა­ი­დან და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­და, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

- თუ გი­თხრა, თა­ვად რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და?

- ამ­ბობ­და, - სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის დროს სა­ერ­თო სა­მარ­თებ­ლით ვი­პარ­სავ­დით წვერ­სო, მაგ­რამ მგო­ნია, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვი­ღაც ქა­ლის­გან გა­და­ე­დო. ის თა­ვის დრო­ზე ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ, მისი გა­რეგ­ნო­ბა და ფული ბევ­რს იზი­დავ­და.

- მერე რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი?

- შიდსის ცენ­ტრში მი­ვე­დი, სის­ხლი ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ პა­სუ­ხებს არ მი­ვა­კი­თხე. იმ დროს ისე ვი­ყა­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, რომ მერ­ჩივ­ნა, მოვმკვდა­რი­ყა­ვი, თან - ქვეც­ნო­ბი­ე­რად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის ში­შიც მქონ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის ოჯახ­თან 1 წელი ვი­ცხოვ­რე. ეს იყო ტრა­გი­კუ­ლი პე­რი­ო­დი. დღე და ღამე გო­დე­ბა, ტი­რი­ლი არ მომ­კლე­ბია. ერთი წლის შემ­დეგ მშობ­ლებ­თან დავ­ბრუნ­დი. და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო! კლა­სე­ლე­ბი ხში­რად მა­კი­თხავ­დნენ: ხან თბი­ლის­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ხა­ნაც - რა­ი­ონ­ში. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რს ვუყ­ვარ­დი, მათ შო­რის, თა­ნაკ­ლა­სე­ლის დე­ი­დაშ­ვილ ლე­ვანს. ისიც ჩემი რა­ი­ო­ნი­დან იყო. წარ­სულ­ში მის მი­მართ ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია არა­ნა­ი­რი გრძნო­ბა. როცა გა­უ­გია, - გა­თხოვ­დაო, თა­ვა­დაც მო­უყ­ვა­ნია ცოლი, ოღონდ - უსიყ­ვა­რუ­ლოდ. ჰოდა, როცა უკვე დაქვრი­ვე­ბულს ყო­ფი­ლი კლა­სე­ლე­ბი მა­კი­თხავ­დნენ, ლე­ვა­ნიც მათ­თან ერ­თად მო­დი­ო­და. ასე გაგ­რძელ­და 2 წელი. ვა­ტყობ­დი, ჩემ მი­მართ სხვა­ნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი.

- მისი ცოლი არ ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- რო­გორც კი ლე­ვან­მა სახ­ლში დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბი და­ი­წყო, მის­მა ცოლ­მა და­ი­წყო გა­მო­კი­თხვა, სად და ვის­თან და­დი­ო­და. ჯერ სკან­და­ლე­ბი მო­უ­წყო, შემ­დეგ კი ოჯა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მე­სა­მე შვი­ლიც გა­უ­ჩი­ნა. მე კი სა­ში­ნე­ლი ჭო­რე­ბი და­მი­ყა­რა რა­ი­ონ­ში, ქუ­ჩის ქა­ლად და უკა­ნას­კნელ მე­ძა­ვად შემ­რა­ცხა. სკან­და­ლე­ბი და მა­მა­ჩე­მის ოჯახ­ში მი­ვარ­დნე­ბი ტრა­დი­ცი­ად აქ­ცია. მა­მამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამიკ­რძა­ლა ლე­ვან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან იმ ადა­მი­ა­ნის საყ­ვარ­ლად მა­ცხა­დებ­დნენ, ვის­თვი­საც ნა­კოც­ნიც არ მქონ­და. ისე გავმწარ­დი, რომ ერთხე­ლაც, ლე­ვა­ნი სახ­ლი­დან გა­ვაგ­დე და მო­კი­თხვაც კი ავუკ­რძა­ლე, მაგ­რამ ამ ამ­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ მიყ­ვარ­და. 5 წლის შემ­დეგ ისევ მეწ­ვია სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ მა­ღელ­ვებ­და ის ფაქ­ტი, რომ არ ვი­ცო­დი, აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თუ - არა. ეტყო­ბა, ლე­ვან­მაც ვერ გა­უძ­ლო ამ ორ­კვი­რი­ან გან­შო­რე­ბას. მე­სი­ჯი მომ­წე­რა, - მან­ქა­ნით სად­მე გა­ვი­სე­ირ­ნო­თო. ვუ­პა­სუ­ხე, - ჩემ­თან ამო­დი-მეთ­ქი. მალე მო­ვი­და და მას­თან სა­რე­ცე­ლი გა­ვი­ზი­ა­რე. მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რომ ამ საქ­ცი­ე­ლით ლე­ვა­ნის ცოლს ჩემი უსა­ფუძ­ვლო შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის სა­მა­გი­ე­რო გა­და­ვუ­ხა­დე. მას მთე­ლი 2 წელი მა­ლუ­ლად ვხვდე­ბო­დი. მისი ცოლი ის­ტე­რი­კებ­სა და სკან­და­ლებს არ ერი­დე­ბო­და, მაგ­რამ ამას არც მე ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას და არც - ლე­ვა­ნი, რად­გან ისი­ნი უკვე გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მერე აივ-ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და. მი­ზე­ზი, რის გა­მოც ექიმ­თან მი­ვე­დი, აუ­ტა­ნე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი იყო, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი არ მი­ა­მებ­და. ამას და­ერ­თო პე­რი­ო­დუ­ლად, გუ­ლის წას­ვლაც.

ლე­ი­კო­ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია და­მიდ­გინ­და. ექიმ­მა მი­თხრა: ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა ან ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს ემარ­თე­ბათ, ან... - და აღარ და­უმ­თავ­რე­ბია. აი, მა­შინ მივ­ხვდი, რომ ცუ­დად იყო ჩემი საქ­მე. შიდსის ცენ­ტრში მი­ვე­დი. ექიმ­მა და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიც­ნო და მი­თხრა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ძებ­დნენ, მკურ­ნა­ლო­ბა რომ და­მე­წყო. ანა­ლი­ზებ­მა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უჩ­ვე­ნა.

- ლე­ვანს ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი გა­უმ­ხი­ლე?

- სახ­ლში ცო­ცხალ-მკვდა­რი მი­ვე­დი, თან - სინ­დი­სი მქენ­ჯნი­და. 2 დღე და ღამე ხმას ვერ ვი­ღებ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ლე­ვა­ნი უკვე ჩემ­თან ცხოვ­რობ­და. ჰოდა, გა­და­ი­რია კაცი. ჩა­მა­ცივ­და, - მი­თხა­რი, რა გჭირ­სო? დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და სა­ი­მი­სოდ, რომ სი­მარ­თლე მეთ­ქვა. მე­გო­ნა, გა­მიბ­რაზ­დე­ბო­და, ჩხუბს და­ი­წყებ­და, მაგ­რამ შევ­ცდი, - მთე­ლი ძა­ლით ჩა­მი­ხუ­ტა გულ­ში, თით­ქოს ვინ­მე ჩემს თავს არ­თმევ­და და ალერ­სი­ა­ნად მი­თხრა: შე­გა­ში­ნეს, ჩემო პა­ტა­რავ, მერე და მე რის­თვის ვარ შენ­თა­ნო?!. ხმა­მაღ­ლა ავ­ტირ­დი და ვგრძნობ­დი, უკვე აღა­რაფ­რის მე­ში­ნო­და. მერე მშვი­დად მი­თხრა, - ჩემ­თვის მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია. ად­რეც ვეჭ­ვობ­დი, რომ აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყა­ვიო.

- ასე­თი ეჭვი რა­ტომ გა­უჩ­ნდა?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მეც, ლე­ვა­ნიც და თა­მა­ზიც ერთი და იმა­ვე რა­ი­ო­ნი­დან ვართ. თა­მა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მა­ინც გამ­ჟღავ­ნდა... დი­ლით ლე­ვან­მა გა­მაღ­ვი­ძა და მთხო­ვა, მოვ­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყა­ვი. მერე ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში და შიდსის ცენ­ტრში მი­მიყ­ვა­ნა. თა­ვა­დაც ჩა­ა­ბა­რა ანა­ლი­ზე­ბი და ისიც აივ-და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. და­ვი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა. შე­დეგ­მა არ და­ა­ყოვ­ნა, მალე იმუ­ნი­ტეტ­მაც აი­წია და უკვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, შვი­ლი გაგ­ვე­ჩი­ნა. ახლა უკვე ორი შვი­ლი გვყავს; უფრო სწო­რად: მე ორი შვი­ლი მყავს, ლე­ვანს - ხუთი. ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ვართ და ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ კა­ლა­პოტ­ში მი­დის. უფ­ლის წყა­ლო­ბით, ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი და­ი­ბად­ნენ. ხში­რად დავ­დი­ვართ ეკ­ლე­სი­ა­ში, მო­ძღვა­რიც გვყავს. ჩვენ­მა სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებ­მა და მშობ­ლებ­მაც იცი­ან ჩვე­ნი დი­აგ­ნო­ზი. მშობ­ლებს თა­ვი­დან გა­უ­ჭირ­დათ ამ ფაქტთან შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

- ლე­ვა­ნის მშობ­ლებს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ შენ­თან?

- თა­ვი­დან არ მი­მი­ღეს. მერე, როცა შვი­ლე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა და ლე­ვა­ნიც თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე გახ­და ყვე­ლას მი­მართ, მიხ­ვდნენ, რომ მათი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყო და შე­მი­რიგ­დნენ... მინ­და, ყვე­ლა აივ-და­დე­ბითს ვუ­თხრა, რომ ეს სტა­ტუ­სი ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლი არ არის. გო­დე­ბის ნაც­ვლად, შე­ე­ცა­დეთ, დატ­კბეთ სიყ­ვა­რუ­ლით და ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბით, სი­ცო­ცხლით... ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ხელ­შია. მთა­ვა­რია, თა­ვად იყო წრფე­ლი სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში და მუ­დამ კარ­გი მო­გე­ცე­მა. ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო არ არის. მთა­ვა­რია, მო­უ­ა­რო თავს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნო ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა მოგ­ვარ­დე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შიდსით დაავადებული ქალის სულისშემძვრელი ინტერვიუ - ძლიერი სიყვარულის მსხვერპლი

შიდსით დაავადებული ქალის სულისშემძვრელი ინტერვიუ - ძლიერი სიყვარულის მსხვერპლი

მას შემდეგ, რაც ჟურნალ "გზაში" აივ-ინფიცირებული პაციენტების უფლებების დარღვევებსა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე მასალა დაიბეჭდა, სოციალურ ქსელში არაერთი აივ-დადებითი პირი გამომეხმაურა. ისინი თავიანთ ამბებს და მათი, როგორც პაციენტების უფლებების შელახვის ფაქტებზე მწერდნენ. ბევრი მათგანი "ფეისბუკზე" გამოგონილი გვარ-სახელით მწერდა, ზოგს კი ვინაობის გამხელისგან თავი არ შეუკავებია. 36 წლის მარიკამ (როგორც მისი, ისე სხვა მოქმედ პირთა სახელები შეცვლილია) კი ჩემთან შეხვედრა ისურვა და საკუთარი ამბავი გულახდილად გამიზიარა.

- რატომ გადაწყვიტე ჩემთან საუბარი? მე ხომ შენთვის უცხო ადამიანი ვარ.

- შემძრა თქვენმა პუბლიკაციამ და მომინდა, ჩემი ამბავიც გცოდნოდათ. შესაძლოა, ამის შემდეგ საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გავხდე, მაგრამ რა ვქნა, გული ტკივილს და სათქმელს ვერ იტევს... დასავლეთ საქართველოდან ვარ. შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი. ჩემი საზრუნავი სწავლა და სიბეჯითე იყო. გარეგნობით გამორჩეული ვიყავი. თითქმის ყველა თანაკლასელ ბიჭს ვუყვარდი, მაგრამ ჩემთვის სწავლა იყო მთავარი. გეგმებიც დაწყობილი მქონდა: სკოლის დამთავრება და თბილისში უმაღლესი განათლების მიღება. ასეც მოხდა. პირველსავე წელს სტუდენტი გავხდი. დედაქალაქში გაუთხოვარ მამიდასთან ვცხოვრობდი. კარის მეზობელმა თავისი ძმა, თამაზი გამაცნო. ის უკვე წარმატებული ბიზნესმენი და გარეგნობითაც წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო. მოვეწონე და მითხრა: ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ამ ფრაზამ გამაბრაზა და სასტიკი უარი ვუთხარი... ვიცოდი, მისი და ლამაზ-ლამაზ გოგონებს არჩევდა ძმისთვის, მაგრამ თამაზი არავის იკარებდა. მეც არაფრად ვაგდებდი მას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა. სხვათა შორის, თამაზიც ჩემი რაიონიდან იყო. ამ ბიჭმა იმდენი მოახერხა, რომ ჩემს მშობლებს დაუახლოვდა და ბიზნესი დააწყებინა. ახლა უკვე დედ-მამა მიჩიჩინებდა, მის ცოლობაზე რომ მეფიქრა... რაღაც პერიოდი თამაზი ჩემი თვალსაწიერიდან ქრებოდა, მერე გამოჩნდებოდა და მე, მისი და, საერთო მეგობრები მანქანით სასეირნოდ მივყავდით, ეს სეირნობა კი აუცილებლად, რესტორანში ქეიფით მთავრდებოდა. ერთხელაც, ჯვარზე ავედით. ღვთისმშობლის ხატთან სანთელი ავანთე და დედა მარიამს ვთხოვე, ჩემთან ღირსეული ადამიანი მოსულიყო, რომელსაც სიყვარულით დავუკავშირებდი ბედს. ამ დროს გვერდით თამაზი დამიდგა და სანთელი აანთო, მერე ჩემს გასაგონად წარმოთქვა ღვთისმშობლის ლოცვა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ თამაზი სულ სხვა თვალით დავინახე. თუმცა მისთვის არაფერი მიგრძნობინებია... დრო გადიოდა. თამაზი პერიოდულად იკარგებოდა და ეს გაუჩინარება გაუსაძლისი გახლდათ ჩემთვის, მაგრამ სიამაყე უფლებას არ მაძლევდა, საკუთარ გრძნობებში გამოვტყდომოდი. ერთხელაც, საღამოს დამირეკა. წვიმდა. მთხოვა, - შემხვდი, მანქანით გავისეირნოთო. სიხარულით ცას ვეწიე. მანქანაში მაგნიტოფონი ჩართო. რომანტიკულმა მელოდიამ გრძნობები უფრო მეტად ამიშალა. ვხვდებოდი, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ჰოდა, თავად გავბედე: იქნებ მითხრა, რისი თქმაც გსურს. ვხვდები, რომ უთქმელობით იტანჯები-მეთქი.... მცირე პაუზის შემდეგ ჩურჩულით მითხრა, რომ მისი ცხოვრების არსი ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდოდა, რადგან აივ-ინფიცირებული იყო. დავინახე, ცრემლები როგორ ჩამოუგორდა. ჯერ გავშრი, მერე ავღრიალდი და მოვეხვიე. პირობა მივეცი, რომ მისი ცოლი გავხდებოდი.

- შეუღლდით?

- ბევრჯერ სცადა, ჩემგან წასულიყო, მაგრამ ახლა თავად აღარ ვაძლევდი გაშორების უფლებას. სიგიჟემდე შემიყვარდა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. 1 წლის შემდეგ დავქორწინდით. მაშინ 24 წლის ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი ბედნიერება?

- ერთად თითქმის წელიწადი ვიყავით. სქესობრივი კონტაქტი დაცული გვქონდა. ველოდით ექიმი-ინფექციონისტების რეკომენდაციას და მკურნალობის კურსის დასრულებას, რათა მედიკამენტების საშუალებით ვირუსი მინიმუმამდე შემცირებულიყო და ბავშვის ყოლაზე გვეზრუნა. თუმცა, მოხდა ისე, რომ თამაზმა, ნასვამ მდგომარეობაში, დაუცველი გზით რამდენჯერმე, ნაძალადევად დაამყარა ჩემთან კონტაქტი. ამ დროს ამბობდა, რომ შვილის ყოლის სურვილი ჰქონდა და დიდად ვერც ვეწინააღმდეგებოდი... ზამთარი იყო. ერთხელად გაცივდა და ვინაიდან დასუსტებული იმუნიტეტი ჰქონდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

- თუ გითხრა, თავად როგორ დაინფიცირდა?

- ამბობდა, - სამხედრო სავალდებულო სამსახურის დროს საერთო სამართებლით ვიპარსავდით წვერსო, მაგრამ მგონია, რომ სინამდვილეში, ვიღაც ქალისგან გადაედო. ის თავის დროზე ქალების მოყვარული გახლდათ, მისი გარეგნობა და ფული ბევრს იზიდავდა.

- მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

- შიდსის ცენტრში მივედი, სისხლი ჩავაბარე, მაგრამ პასუხებს არ მივაკითხე. იმ დროს ისე ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ მერჩივნა, მოვმკვდარიყავი, თან - ქვეცნობიერად სავალალო შედეგის შიშიც მქონდა. გარდაცვლილი ქმრის ოჯახთან 1 წელი ვიცხოვრე. ეს იყო ტრაგიკული პერიოდი. დღე და ღამე გოდება, ტირილი არ მომკლებია. ერთი წლის შემდეგ მშობლებთან დავბრუნდი. დავიწყე მუშაობა, მაგრამ ჩემთვის ცხოვრება დასრულებული იყო! კლასელები ხშირად მაკითხავდნენ: ხან თბილისში ვიკრიბებოდით, ხანაც - რაიონში. როგორც უკვე გითხარით, მოსწავლეობის პერიოდში ბევრს ვუყვარდი, მათ შორის, თანაკლასელის დეიდაშვილ ლევანს. ისიც ჩემი რაიონიდან იყო. წარსულში მის მიმართ ნამდვილად არ მქონია არანაირი გრძნობა. როცა გაუგია, - გათხოვდაო, თავადაც მოუყვანია ცოლი, ოღონდ - უსიყვარულოდ. ჰოდა, როცა უკვე დაქვრივებულს ყოფილი კლასელები მაკითხავდნენ, ლევანიც მათთან ერთად მოდიოდა. ასე გაგრძელდა 2 წელი. ვატყობდი, ჩემ მიმართ სხვანაირ ყურადღებას იჩენდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.

- მისი ცოლი არ ეჭვიანობდა?

- როგორც კი ლევანმა სახლში დაგვიანებები დაიწყო, მისმა ცოლმა დაიწყო გამოკითხვა, სად და ვისთან დადიოდა. ჯერ სკანდალები მოუწყო, შემდეგ კი ოჯახის შესანარჩუნებლად, მესამე შვილიც გაუჩინა. მე კი საშინელი ჭორები დამიყარა რაიონში, ქუჩის ქალად და უკანასკნელ მეძავად შემრაცხა. სკანდალები და მამაჩემის ოჯახში მივარდნები ტრადიციად აქცია. მამამ კატეგორიულად ამიკრძალა ლევანთან ურთიერთობა. შეურაცხყოფილი ვიყავი, რადგან იმ ადამიანის საყვარლად მაცხადებდნენ, ვისთვისაც ნაკოცნიც არ მქონდა. ისე გავმწარდი, რომ ერთხელაც, ლევანი სახლიდან გავაგდე და მოკითხვაც კი ავუკრძალე, მაგრამ ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ მიყვარდა. 5 წლის შემდეგ ისევ მეწვია სიყვარული, მაგრამ მაღელვებდა ის ფაქტი, რომ არ ვიცოდი, აივ-ინფიცირებული ვიყავი თუ - არა. ეტყობა, ლევანმაც ვერ გაუძლო ამ ორკვირიან განშორებას. მესიჯი მომწერა, - მანქანით სადმე გავისეირნოთო. ვუპასუხე, - ჩემთან ამოდი-მეთქი. მალე მოვიდა და მასთან სარეცელი გავიზიარე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამ საქციელით ლევანის ცოლს ჩემი უსაფუძვლო შეურაცხყოფისთვის სამაგიერო გადავუხადე. მას მთელი 2 წელი მალულად ვხვდებოდი. მისი ცოლი ისტერიკებსა და სკანდალებს არ ერიდებოდა, მაგრამ ამას არც მე ვაქცევდი ყურადღებას და არც - ლევანი, რადგან ისინი უკვე გაშორებულები იყვნენ. მერე აივ-ტესტის ჩატარება გარდაუვალი გახდა. მიზეზი, რის გამოც ექიმთან მივედი, აუტანელი თავის ტკივილი იყო, რომელსაც არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ მიამებდა. ამას დაერთო პერიოდულად, გულის წასვლაც.

ლეიკოენცეფალოპათია დამიდგინდა. ექიმმა მითხრა: ასეთი დაავადება ან ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ, ან... - და აღარ დაუმთავრებია. აი, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე. შიდსის ცენტრში მივედი. ექიმმა დანახვისთანავე მიცნო და მითხრა, რომ წლების განმავლობაში მეძებდნენ, მკურნალობა რომ დამეწყო. ანალიზებმა კატასტროფული მდგომარეობა უჩვენა.

- ლევანს ანალიზის შედეგები გა­უმხილე?

- სახლში ცოცხალ-მკვდარი მივედი, თან - სინდისი მქენჯნიდა. 2 დღე და ღამე ხმას ვერ ვიღებდი. იმ პერიოდში ლევანი უკვე ჩემთან ცხოვრობდა. ჰოდა, გადაირია კაცი. ჩამაცივდა, - მითხარი, რა გჭირსო? დიდი ძალისხმევა დამჭირდა საიმისოდ, რომ სიმართლე მეთქვა. მეგონა, გამიბრაზდებოდა, ჩხუბს დაიწყებდა, მაგრამ შევცდი, - მთელი ძალით ჩამიხუტა გულში, თითქოს ვინმე ჩემს თავს ართმევდა და ალერსიანად მითხრა: შეგაშინეს, ჩემო პატარავ, მერე და მე რისთვის ვარ შენთანო?!. ხმამაღლა ავტირდი და ვგრძნობდი, უკვე აღარაფრის მეშინოდა. მერე მშვიდად მითხრა, - ჩემთვის მთავარი სიყვარულია. ადრეც ვეჭვობდი, რომ აივ-ინფიცირებული იყავიო.

- ასეთი ეჭვი რატომ გაუჩნდა?

- როგორც აღვნიშნე, მეც, ლევანიც და თამაზიც ერთი და იმავე რაიონიდან ვართ. თამაზის გარდაცვალების რეალური მიზეზი მაინც გამჟღავნდა... დილით ლევანმა გამაღვიძა და მთხოვა, მოვწესრიგებულიყავი. მერე ჩამსვა მანქანაში და შიდსის ცენტრში მიმიყვანა. თავადაც ჩააბარა ანალიზები და ისიც აივ-დადებითი აღმოჩნდა. დავიწყეთ მკურნალობა. შედეგმა არ დააყოვნა, მალე იმუნიტეტმაც აიწია და უკვე შესაძლებლობა მოგვეცა, შვილი გაგვეჩინა. ახლა უკვე ორი შვილი გვყავს; უფრო სწორად: მე ორი შვილი მყავს, ლევანს - ხუთი. ექიმების დაკვირვების ქვეშ ვართ და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიდის. უფლის წყალობით, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. ხშირად დავდივართ ეკლესიაში, მოძღვარიც გვყავს. ჩვენმა საუკეთესო მეგობრებმა და მშობლებმაც იციან ჩვენი დიაგნოზი. მშობლებს თავიდან გაუჭირდათ ამ ფაქტთან შეგუება, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის.

- ლევანის მშობლებს როგორი ურთიერთობა აქვთ შენთან?

- თავიდან არ მიმიღეს. მერე, როცა შვილები გაგვიჩნდა და ლევანიც თბილი, მოსიყვარულე გახდა ყველას მიმართ, მიხვდნენ, რომ მათი შვილი ბედნიერი იყო და შემირიგდნენ... მინდა, ყველა აივ-დადებითს ვუთხრა, რომ ეს სტატუსი ცხოვრების დასასრული არ არის. გოდების ნაცვლად, შეეცადეთ, დატკბეთ სიყვარულით და ზოგადად, ცხოვრებით, სიცოცხლით... ყველაფერი უფლის ხელშია. მთავარია, თავად იყო წრფელი საკუთარ გრძნობებში და მუდამ კარგი მოგეცემა. ეს დაავადება სასიკვდილო არ არის. მთავარია, მოუარო თავს, გაითვალისწინო ექიმის რეკომენდაციები და ყველაფერი ნელ-ნელა მოგვარდება.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია