პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - პარლამენტს როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია
დავით უსუფაშვილი - პარლამენტს როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევრ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის სა­კი­თხის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ:

"ა) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს არ გა­აჩ­ნია რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა (კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლი) და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი (პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი, კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ);

ბ) სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს არ გა­აჩ­ნია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე (სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 167-ე და 169-ე მუხ­ლე­ბი);

გ) ამ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კო­ლი­ზი­ის შე­დე­გად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს პრაქ­ტი­კუ­ლად აბ­სო­ლუ­ტუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა - შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა, მი­უ­ხე­და­ვად და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა უტყუ­ა­რო­ბი­სა;

დ) აღ­ნიშ­ნუ­ლი აბ­სურ­დუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზია 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 167-ე და 169-ე მუხ­ლებ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბა (ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი პ. კუბ­ლაშ­ვი­ლი და ლ.თორ­დია), რა­მაც კა­ნო­ნის დო­ნე­ზე აღად­გი­ნა ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც 2004 წლი­დან გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე. ირ­კვე­ვა ისიც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ ფი­გუ­რი­რებ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტში არც ინი­ცი­რე­ბის და არც პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბის დროს და პრო­ექტს ჩა­ე­მა­ტა მე­ო­რე მოს­მე­ნის დროს, რაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სის უხე­ში დარ­ღვე­ვა­ცაა.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში გა­დავ­წყვი­ტე, მივ­მარ­თო პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში 2010 წელს შე­ტა­ნი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცვლი­ლე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­სა­უქ­მებ­ლად, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ხე­ლოვ­ნუ­რი და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა; მათ შო­რის, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კი­თხში. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის იმუ­ნი­ტეტს, იგი ამომ­წუ­რა­ვა­დაა გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით (პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბა და­კა­ვე­ბა­ზე, და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, ჩხრე­კა­ზე) და გა­ნუხ­რე­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ" ,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით უსუფაშვილი - პარლამენტს როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი - პარლამენტს როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი როლანდ ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ  გაირკვა, რომ:

"ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და სამართლებრივი პროცედურები (პარლამენტის რეგლამენტი, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ);

ბ) საქართველოს მთავარ პროკურორს არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები);

გ) ამგვარი სამართლებრივი კოლიზიის შედეგად, პარლამენტის წევრს პრაქტიკულად აბსოლუტური იმუნიტეტი ენიჭება - შეუძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებათა უტყუარობისა;

დ) აღნიშნული აბსურდული ვითარების მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებში შეტანილი ცვლილება (ინიციატორები პ. კუბლაშვილი და ლ.თორდია), რამაც კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე. ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული საკითხი არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა კანონპროექტში არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს და პროექტს ჩაემატა მეორე მოსმენის დროს, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაცაა.

შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტე, მივმართო პარლამენტის ბიუროს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება; მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში. რაც შეეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იგი ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით (პარლამენტის თანხმობა დაკავებაზე, დაპატიმრებაზე, ჩხრეკაზე) და განუხრელად იქნება დაცული საქართველოს პარლამენტის მიერ" ,-ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა