პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ მოქმედებს რუსეთი, როგორც ჩვენთან 2008 წელს და რატომ მოქმედებს უკრაინა განსხვავებულად?"
"რატომ მოქმედებს რუსეთი, როგორც ჩვენთან 2008 წელს და რატომ მოქმედებს უკრაინა განსხვავებულად?"

"რა­ტომ მოქ­მე­დებს რუ­სე­თი ზუს­ტად ისე, რო­გორც ჩვენ­თან 2008 წელს და რა­ტომ მოქ­მე­დებს უკ­რა­ი­ნა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად?", - კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი და რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბლო­გე­რი გოგი გვა­ხა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აგ­ვის­ტოს ომის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში და დღეს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს შო­რის პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს.

"რად­გან პა­რა­ლე­ლე­ბი მო­და­შია ერთი ძვე­ლი ბლო­გის ("მე და­ვი­წყე ომი") გაგ­რძე­ლე­ბა მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ახა­ლი დის­კუ­სი­ის­თვის:

ბოლო დროს ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში და სხვა­გა­ნაც ისევ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ზე. პა­რას­კევს მო­ვუს­მი­ნე ბა­ტონ ოქ­რუ­აშ­ვილს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერთ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე უფრო გულ­წრფე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ფაქ­ტი­უ­რად აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლი ის კი არ არის რომ ჩა­ე­ბა ომში, არა­მედ ის რომ წა­ა­გო ომი და რომ ომი ქვეყ­ნის "უფ­ლე­ბაა".

ჩემი აზ­რით ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ეს მო­საზ­რე­ბა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და ომის შემ­დეგ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ იცო­და რა რომ ეს მო­საზ­რე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და ხალ­ხში და ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­უ­კარ­გავ­და, ამი­ტო­მაც და­ი­წყო "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის" გა­თა­მა­შე­ბა ("კონ­ცერ­ტი" პარ­ლა­მენ­ტთან).

მაგ­რამ ეს არაა მთა­ვა­რი. დღეს უკ­რა­ი­ნამ ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ფე­რი გა­ა­კე­თა რუ­სე­თის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ომის სა­პა­სუ­ხოდ. არ შე­იყ­ვა­ნა ჯა­რე­ბი ყი­რიმ­ში და ფაქ­ტობ­რი­ვად დათ­მო ნა­ხევ­რა­კუნ­ძუ­ლი. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა იმას, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ამომ­რჩე­ვე­ლი არ გა­მოთ­ქვამს ამის გამო პრო­ტესტს (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ასე ჩანს), არ ეძა­ხის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "მო­ღა­ლა­ტე­ებს" და "ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლებს" და შე­სა­ბა­მი­სად მსოფ­ლი­ოს სიმ­პა­ტია სულ უფრო მე­ტად იხ­რე­ბა უკ­რა­ი­ნის მხა­რეს.

რა­ტომ? იმი­ტომ რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო "გა­გე­ბუ­ლია" და ნაკ­ლე­ბად იმ­პულ­სუ­რი ჩვენ­ზე? თუ იმი­ტომ რომ უკ­რა­ი­ნის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი მე­ტია ვიდ­რე 2008 წელს ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა? რა­ტომ მოქ­მე­დებს რუ­სე­თი ზუს­ტად ისე, რო­გორც ჩვენ­თან 2008 წელს და რა­ტომ მოქ­მე­დებს უკ­რა­ი­ნა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად?", - წერს გვა­ხა­რია.

ბლო­გე­რის პოსტს "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

"უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უფრო ხელ­საყ­რე­ლი იყო რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ი­სათ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა მთი­ან რე­ლი­ეფ­ზე, სა­დაც რუ­სეთს სახ­მე­ლე­თო ძა­ლებ­ში თა­ვი­სი რი­ცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ქონ­და, ვიდ­რე მო­ვა­კე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. უკ­რა­ი­ნას ბევ­რად უფრო მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბი ყავს, რომ­ლებ­საც გაშ­ლილ სივ­რცე­ში მტრის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ოღონდ ამ ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მას ჭირ­დე­ბა თა­ვი­სი ტე­რი­ტო­ტი­ის მა­ტე­რი­კუ­ლი ნა­წი­ლის და­სა­ცა­ვად. ყი­რიმ­ში მათი გა­დას­რო­ლა აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნას და­უც­ველს გახ­დის. ამას­თან, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ბლო­კი­რე­ბა ბევ­რად უფრო ად­ვი­ლია, იქი­დან და­ნარ­ჩე­ნი უკ­რა­ი­ნის სწრა­ფი იზო­ლი­რე­ბის საფრ­თხე ისე­თი არაა რო­გორც ცხინ­ვა­ლი­დან და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სი. რაც არც თუ უმ­ნიშ­ვნე­ლოა, სიმ­ფე­რო­პო­ლი და სე­ვას­ტო­პო­ლი კი­ე­ვის­გან ბევ­რად უფრო და­შო­რე­ბუ­ლია. ეს და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი კარ­ნა­ხო­ბენ ქვე­ყა­ნას სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ას. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ერთი რამ იყო გა­მარ­თლე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში სხვა რამე.

ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნას აქვს ბუ­და­პეშ­ტის 94 წლის მე­მო­რან­დუ­მის იმე­დი და მო­ლო­დი­ნი რომ რუ­სეთს შე­ა­ჩე­რე­ბენ და სრულ ოკუ­პა­ცი­ას გა­რან­ტო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არ და­უშ­ვე­ბენ. უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია 69 ათა­სი კვ კმ არაა, მისი სრუ­ლად და­კა­ვე­ბი­სათ­ვის რუ­სეთს ბევ­რად მეტი დრო და­ჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, ამი­ტომ და­სავ­ლეთს ექ­ნე­ბა დრო შეშ­ფო­თე­ბა-აღ­შფო­თე­ბი­დან ქმე­დით ნა­ბი­ჯებ­ზე გა­და­ვი­დეს. ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით ყი­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სუ­ლი აგ­რე­სია ვი­თომ­და ეროვ­ნუ­ლი თვით­გა­მორ­კვე­ვის მო­სურ­ნე ად­გი­ლობ­რი­ვი მა­რი­ო­ნე­ტე­ბით ვერ ინიღ­ბე­ბა. რუს სამ­ხედ­რო­ებს ყვე­ლა ხე­დავს. ახ­ლან­დელ მოვ­ლე­ნებს 20 წლი­ა­ნი გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის წი­ნა­ის­ტო­რია არ ამ­ძი­მებს. ყვე­ლა­ფე­რი ახლა ხდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ნუ­ზომ­ლად მე­ტია, ამი­ტომ უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ იმე­დი რომ მარ­ტო არ დარ­ჩე­ბი­ან. ეს და ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რი დრო­ის გან­სხვა­ვე­ბულ აღ­ქმას აყა­ლი­ბებს. მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ახლა და უცებ არ მთავ­რდე­ბა, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბია სა­სო­წარ­კვე­თი­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი", - და­წე­რა რა­მიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"რატომ მოქმედებს რუსეთი, როგორც ჩვენთან 2008 წელს და რატომ მოქმედებს უკრაინა განსხვავებულად?"

"რატომ მოქმედებს რუსეთი, როგორც ჩვენთან 2008 წელს და რატომ მოქმედებს უკრაინა განსხვავებულად?"

"რატომ მოქმედებს რუსეთი ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან 2008 წელს და რატომ მოქმედებს უკრაინა სრულიად განსხვავებულად?", - კინოკრიტიკოსი და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აგვისტოს ომის დროს საქართველოში და დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელებს ავლებს.

"რადგან პარალელები მოდაშია ერთი ძველი ბლოგის ("მე დავიწყე ომი") გაგრძელება მინდა შემოგთავაზოთ ახალი დისკუსიისთვის:

ბოლო დროს ინგა გრიგოლიას გადაცემაში და სხვაგანაც ისევ დაიწყო საუბარი 2008 წლის აგვისტოზე. პარასკევს მოვუსმინე ბატონ ოქრუაშვილს, რომელიც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზე უფრო გულწრფელი აღმოჩნდა და ფაქტიურად აღნიშნა, რომ სააკაშვილის ბრალი ის კი არ არის რომ ჩაება ომში, არამედ ის რომ წააგო ომი და რომ ომი ქვეყნის "უფლებაა".

ჩემი აზრით ოქრუაშვილის ეს მოსაზრება ყველაზე პოპულარული იქნებოდა ომის შემდეგ და ნაციონალურმა მოძრაობამ იცოდა რა რომ ეს მოსაზრება პოპულარული გახდებოდა ხალხში და ძალაუფლებას დაუკარგავდა, ამიტომაც დაიწყო "მოდელირებული გამარჯვების" გათამაშება ("კონცერტი" პარლამენტთან).

მაგრამ ეს არაა მთავარი. დღეს უკრაინამ ფაქტობრივად არაფერი გააკეთა რუსეთის მიერ გამოცხადებული ომის საპასუხოდ. არ შეიყვანა ჯარები ყირიმში და ფაქტობრივად დათმო ნახევრაკუნძული. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ უკრაინის საზოგადოება, ამომრჩეველი არ გამოთქვამს ამის გამო პროტესტს (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს), არ ეძახის ახალ ხელისუფლებას "მოღალატეებს" და "ქვეყნის გამყიდველებს" და შესაბამისად მსოფლიოს სიმპატია სულ უფრო მეტად იხრება უკრაინის მხარეს.

რატომ? იმიტომ რომ უკრაინული საზოგადოება უფრო "გაგებულია" და ნაკლებად იმპულსური ჩვენზე? თუ იმიტომ რომ უკრაინის ახალი ხელისუფლების ავტორიტეტი მეტია ვიდრე 2008 წელს ნაცმოძრაობისა? რატომ მოქმედებს რუსეთი ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან 2008 წელს და რატომ მოქმედებს უკრაინა სრულიად განსხვავებულად?", - წერს გვახარია.

ბლოგერის პოსტს "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი ლევან რამიშვილი პასუხობს.

"უკრაინასა და საქართველოს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. სამხედრო თვალსაზრისით საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელი იყო რუსული აგრესიისათვის წინააღმდეგობის გაწევა მთიან რელიეფზე, სადაც რუსეთს სახმელეთო ძალებში თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა არ ქონდა, ვიდრე მოვაკებულ ტერიტორიაზე. უკრაინას ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი სახმელეთო ძალები ყავს, რომლებსაც გაშლილ სივრცეში მტრის შეჩერება შეუძლიათ. ოღონდ ამ ძალების გამოყენება მას ჭირდება თავისი ტერიტოტიის მატერიკული ნაწილის დასაცავად. ყირიმში მათი გადასროლა აღმოსავლეთ უკრაინას დაუცველს გახდის. ამასთან, ყირიმის ნახევარკუნძულის ბლოკირება ბევრად უფრო ადვილია, იქიდან დანარჩენი უკრაინის სწრაფი იზოლირების საფრთხე ისეთი არაა როგორც ცხინვალიდან დანარჩენი საქართველოსი. რაც არც თუ უმნიშვნელოა, სიმფეროპოლი და სევასტოპოლი კიევისგან ბევრად უფრო დაშორებულია. ეს და სხვა ფაქტორები კარნახობენ ქვეყანას სამხედრო სტრატეგიას. ჩვენს შემთხვევაში ერთი რამ იყო გამართლებული, უკრაინის შემთხვევაში სხვა რამე.

ამასთანავე, უკრაინას აქვს ბუდაპეშტის 94 წლის მემორანდუმის იმედი და მოლოდინი რომ რუსეთს შეაჩერებენ და სრულ ოკუპაციას გარანტორი სახელმწიფოები არ დაუშვებენ. უკრაინის ტერიტორია 69 ათასი კვ კმ არაა, მისი სრულად დაკავებისათვის რუსეთს ბევრად მეტი დრო დაჭირდება, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში, ამიტომ დასავლეთს ექნება დრო შეშფოთება-აღშფოთებიდან ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეს. ჩვენგან განსხვავებით ყირიმის შემთხვევაში რუსული აგრესია ვითომდა ეროვნული თვითგამორკვევის მოსურნე ადგილობრივი მარიონეტებით ვერ ინიღბება. რუს სამხედროებს ყველა ხედავს. ახლანდელ მოვლენებს 20 წლიანი გაყინული კონფლიქტის წინაისტორია არ ამძიმებს. ყველაფერი ახლა ხდება და შესაბამისად, დღევანდელი დასავლელი ლიდერების პასუხისმგებლობა განუზომლად მეტია, ამიტომ უკრაინელებს აქვთ იმედი რომ მარტო არ დარჩებიან. ეს და ბევრი სხვა ფაქტორი დროის განსხვავებულ აღქმას აყალიბებს. მათთვის ყველაფერი ახლა და უცებ არ მთავრდება, ამიტომ ნაკლებია სასოწარკვეთილი რეაქციები", - დაწერა რამიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს