პოლიციის ოფიცერმა ავსტრალიაში ღამის კლუბიდან ცუდად ცეკვისთვის გამოგდებული 20 წლის ახალგაზრდა კაცი დააპატიმრა. ახალგაზრდა ავსტრალიის ქალაქ დარვინიდანაა.
"ზოგიერთმა არ უნდა დალიოს და არ უნდა იცეკვოს", - ამბობენ პოლიციაში.
მამაკაცი იმისთვის დააპატიმრეს, რომ ღამის კლუბიდან გამოგდების შემდეგ, გაბრაზებულმა პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. პოლიციის ინსპექტორმა ლუის იორგენსენმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ახალგაზრდა პოლიციის საკუთრების დაზიანების გამო დააკავეს.
"ახალგაზრდა მთვრალი იყო და ძალიან გაღიზიანდა, როდესაც თხოვეს, რომ ღამის კლუბი თავზეხელაღებული ცეკვისთვის დაეტოვებინა", - ამბობს ის.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.