სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება
 კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება

ქა­ლის შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცია ხში­რად 48-50 წლის ასაკ­ში სრულ­დე­ბა. კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი მომ­წი­ფე­ბას წყვე­ტენ, ამის კვა­ლო­ბა­ზე, წყდე­ბა მენსტრუ­ა­ცი­აც და ქალი ერთი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მე­ო­რე­ში გა­და­დის. კლი­მაქ­სი, თუმ­ცა­ღა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, შე­საძ­ლოა 30 წლის ასაკ­შიც დად­გეს, მაგ­რამ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უმე­ტე­სად 50-60 წლის ასაკ­ში დგე­ბა - ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა ხომ ბოლო ხანს საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და.

ერთი სა­ინ­ტე­რე­სო გა­დახ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერთ აღ­რი­ცხულ შემ­თხვე­ვად მი­იჩ­ნე­ვა: 127 წლის თურ­ქი ედირ­გე­რი (1964 წელი, თურ­ქე­თი) გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დარ­ჩა, როცა მე­უღ­ლემ, ფა­ტი­მამ, ტყუ­პი გა­უ­ჩი­ნა. იმ დროს ფა­ტი­მა 95 წლის გახ­ლდათ. ის სრულ­ფა­სო­ვან სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და და კლი­მაქ­სი არ ჰქო­ნია - მის ორ­გა­ნიზ­მში კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი კვლა­ვაც მწიფ­დე­ბო­და და, შე­სა­ბა­მი­სად, მენსტრუ­ა­ცი­აც ჰქონ­და. ხოლო ინ­გლი­სელ­მა ენი ჰატ­ჩეტ­მა პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნა 58 წლის ასაკ­ში მო­ი­სურ­ვა და სურ­ვი­ლი ყო­ველ­გვა­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე აის­რუ­ლა. მას კლი­მაქ­სი 70 წლი­სას და­ე­წყო. კლი­მაქ­სი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ნიშ­ნე­ბა მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვა: მენსტრუ­ა­ცია ზოგ­ჯერ ორი-სამი თვით იგ­ვი­ა­ნებს, ზოგ­ჯერ კი თვე­ში ორ­ჯე­რაც მო­დის, გა­მო­ნა­დე­ნი ხან უხ­ვია, ხან მცი­რე. კლი­მაქ­სის პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად იც­ვლე­ბა ქა­ლის ხა­სი­ა­თიც: იყო მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი ბრა­ზი­ა­ნი და ავი გახ­და; იყო ენერ­გი­უ­ლი და გახ­და დუნე და აპა­თი­უ­რი. ზოგ­ჯერ შე­ი­ნიშ­ნე­ბა სიმ­ხურ­ვა­ლის შეგ­რძნე­ბა, მხურ­ვა­ლე ტალ­ღე­ბის ან "ალე­ბის" შე­მო­ტე­ვა - სახე და კი­სე­რი წი­თე­ლი ლა­ქე­ბით იფა­რე­ბა, იმა­ტებს ოფ­ლი­ა­ნო­ბა, მცირ­დე­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. კლი­მაქ­სი მა­მა­კა­ცებ­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მაგ­რამ ქა­ლებ­ზე ათი წლით გვი­ან იწყე­ბა და შე­უმ­ჩნევ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მხო­ლოდ მა­მა­კაც­თა 10-20%-შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე, ე. წ. პა­თო­ლო­გი­უ­რი კლი­მაქ­სი, რო­მე­ლიც ორი­დან ათ წლამ­დე გრძელ­დე­ბა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ნერ­ვუ­ლი, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით ვლინ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბი უჩი­ვი­ან სა­ხის, კის­რი­სა და სხე­უ­ლის ზედა ნა­წი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ გა­წით­ლე­ბას, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბას, გაძ­ლი­ე­რე­ბულ გუ­ლის­ცე­მას, ქო­შინს, მტევ­ნე­ბი­სა და ტერ­ფე­ბის გა­ცი­ვე­ბას, ში­შის გან­ცდას, დეპ­რე­სი­ას, სი­სუს­ტეს, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, კან­კალს. მცირ­დე­ბა შარ­დის ბუშ­ტის ტო­ნუ­სი. რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე მა­მა­კა­ცებ­შიც კლი­მაქ­სის მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პლექ­სუ­რად ტარ­დე­ბა: შერ­ჩე­ულ უნდა იქ­ნეს შრო­მი­სა და დას­ვე­ნე­ბის სწო­რი რე­ჟი­მი, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლით სხე­უ­ლის გაწ­მენ­და და ცურ­ვა, სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რა, რა­ცი­ო­ნი­დან მლა­შე, ცხა­რე და ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის, სა­ნე­ლებ­ლე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ამო­ღე­ბა, თამ­ბა­ქო­ზე უა­რის თქმა. ინიშ­ნე­ბა ზო­გად­გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, ან­ტისკლე­რო­ზუ­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და ჰორ­მო­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი. მე­დი­კა­მენ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ექიმ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა შე­არ­ჩი­ოს. თვით­მკურ­ნა­ლო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. აკ­რძა­ლუ­ლია ნა­თე­სავ-მე­გობ­რე­ბის "გა­მოც­დი­ლე­ბის" სა­კუ­თარ თავ­ზე მორ­გე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბაც. სხვა­თა შო­რის, კლი­მაქსთან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო გზად რე­გუ­ლა­რუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ით­ვლე­ბა. სა­კა­მა­თო არ არის, რომ კუნ­თე­ბის მატ­რე­ნი­რე­ბე­ლი ვარ­ჯი­ში, სპორ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უწყობს ხელს და ადა­მი­ანს მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის­გან იცავს. და თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი აძ­ლი­ე­რებს ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის კუნ­თებს, აუმ­ჯო­ბე­სებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­სა და ფი­ზი­კურ ფორ­მას, მა­შინ რა­ტომ უნდა უგუ­ლე­ბელ­ვყოთ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­თა კუნ­თე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა? რე­გუ­ლა­რუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა მათ ტრე­ნი­რე­ბას ახ­დენს, ამას­თა­ნა­ვე, აუმ­ჯო­ბე­სებს სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ხა­რისხს. ების­მი­ერ ასაკ­ში, მით უმე­ტეს ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სას, ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა არა­მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნო სწრა­ფად კარ­გავს ფუნ­ქცი­ას და "კვდე­ბა". ექი­მე­ბი ხში­რად ამ­ჩნე­ვენ, რა სწრა­ფად ატრო­ფირ­დე­ბა იმ ქა­ლე­ბის სა­შოს კუნ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა მო­ხუ­ცე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ, მა­გა­ლი­თად, 40-50 წლის ქვრი­ვე­ბი­სა ან იმა­თი, ვინც უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს მარ­ტო­ხე­ლა (უმა­მა­კა­ცო) ცხოვ­რე­ბის წესს. სქე­სობ­რი­ვი თავ­შე­კა­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­თა ანა­ტო­მია სამ­წუ­ხა­რო სუ­რათს წარ­მო­ა­ჩენს. ამ დროს ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რულ სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვი­ან, შე­უძ­ლი­ათ ოთხმო­ცი წლის ასაკ­შიც კი ია­მა­ყონ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და ფუნ­ქცი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბით. ამოკ­ვლე­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კელ­მა სექ­სო­ლო­გებ­მა მას­ტერ­სმა და ჯონ­სონ­მა სქე­სობ­რი­ვი შერ­წყმის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ჩა­ა­ტა­რეს, აჩ­ვე­ნა, რომ 80 წელს მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ი­ტუ­სის (სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის) დროს ნერ­ვუ­ლი და კუნ­თუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბის­გან - რა თქმა უნდა, იმ პი­რო­ბით, თუ პარტნი­ო­რე­ბი რე­გუ­ლა­რულ სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვი­ან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება

 კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება

ქალის შვილოსნობის ფუნქცია ხშირად 48-50 წლის ასაკში სრულდება. კვერცხუჯრედები მომწიფებას წყვეტენ, ამის კვალობაზე, წყდება მენსტრუაციაც და ქალი ერთი ბიოლოგიური მდგომარეობიდან მეორეში გადადის. კლიმაქსი, თუმცაღა ძალიან იშვიათად, შესაძლოა 30 წლის ასაკშიც დადგეს, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, უმეტესად 50-60 წლის ასაკში დგება - ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ხომ ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა.

ერთი საინტერესო გადახვევა, რომელიც ისტორიაში ერთადერთ აღრიცხულ შემთხვევად მიიჩნევა: 127 წლის თურქი ედირგერი (1964 წელი, თურქეთი) განცვიფრებული დარჩა, როცა მეუღლემ, ფატიმამ, ტყუპი გაუჩინა. იმ დროს ფატიმა 95 წლის გახლდათ. ის სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა და კლიმაქსი არ ჰქონია - მის ორგანიზმში კვერცხუჯრედები კვლავაც მწიფდებოდა და, შესაბამისად, მენსტრუაციაც ჰქონდა. ხოლო ინგლისელმა ენი ჰატჩეტმა პირველი შვილის გაჩენა 58 წლის ასაკში მოისურვა და სურვილი ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე აისრულა. მას კლიმაქსი 70 წლისას დაეწყო. კლიმაქსი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. თავდაპირველად აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა: მენსტრუაცია ზოგჯერ ორი-სამი თვით იგვიანებს, ზოგჯერ კი თვეში ორჯერაც მოდის, გამონადენი ხან უხვია, ხან მცირე. კლიმაქსის პერიოდში სხვადასხვაგვარად იცვლება ქალის ხასიათიც: იყო მშვიდი, გაწონასწორებული, მოულოდნელად კი ბრაზიანი და ავი გახდა; იყო ენერგიული და გახდა დუნე და აპათიური. ზოგჯერ შეინიშნება სიმხურვალის შეგრძნება, მხურვალე ტალღების ან "ალების" შემოტევა - სახე და კისერი წითელი ლაქებით იფარება, იმატებს ოფლიანობა, მცირდება შრომისუნარიანობა. კლიმაქსი მამაკაცებშიც შეინიშნება, მაგრამ ქალებზე ათი წლით გვიან იწყება და შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მხოლოდ მამაკაცთა 10-20%-შია მოსალოდნელი მძიმედ მიმდინარე, ე. წ. პათოლოგიური კლიმაქსი, რომელიც ორიდან ათ წლამდე გრძელდება და გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და შარდსასქესო სისტემების დაზიანებით ვლინდება. პაციენტები უჩივიან სახის, კისრისა და სხეულის ზედა ნაწილის მოულოდნელ გაწითლებას, ჰაერის უკმარისობას, გაძლიერებულ გულისცემას, ქოშინს, მტევნებისა და ტერფების გაცივებას, შიშის განცდას, დეპრესიას, სისუსტეს, მეხსიერების დაქვეითებას, კანკალს. მცირდება შარდის ბუშტის ტონუსი. როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც კლიმაქსის მკურნალობა კომპლექსურად ტარდება: შერჩეულ უნდა იქნეს შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, ძალიან სასარგებლოა ოთახის ტემპერატურის წყლით სხეულის გაწმენდა და ცურვა, სამკურნალო ფიზკულტურა, რაციონიდან მლაშე, ცხარე და ცხიმიანი საკვების, სანელებლებისა და ალკოჰოლური სასმელების ამოღება, თამბაქოზე უარის თქმა. ინიშნება ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები, ვიტამინები, ანტისკლეროზული, საჭიროების შემთხვევაში - დამამშვიდებელი და ჰორმონული პრეპარატები. მედიკამენტური საშუალებები ექიმმა სპეციალისტმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. თვითმკურნალობა აკრძალულია. აკრძალულია ნათესავ-მეგობრების "გამოცდილების" საკუთარ თავზე მორგება და გამოყენებაც. სხვათა შორის, კლიმაქსთან ბრძოლის საუკეთესო გზად რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ითვლება. საკამათო არ არის, რომ კუნთების მატრენირებელი ვარჯიში, სპორტი ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ადამიანს მრავალი დაავადებისგან იცავს. და თუ ეს ყველაფერი აძლიერებს ზედა და ქვედა კიდურების კუნთებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და ფიზიკურ ფორმას, მაშინ რატომ უნდა უგულებელვყოთ სასქესო ორგანოთა კუნთების ანალოგიური შესაძლებლობა? რეგულარული სქესობრივი ცხოვრება მათ ტრენირებას ახდენს, ამასთანავე, აუმჯობესებს სქესობრივი აქტის ხარისხს. ებისმიერ ასაკში, მით უმეტეს ხანდაზმულობისას, ადამიანის ყველა არამომუშავე ორგანო სწრაფად კარგავს ფუნქციას და "კვდება". ექიმები ხშირად ამჩნევენ, რა სწრაფად ატროფირდება იმ ქალების საშოს კუნთები, რომლებიც არაფრით არ შეიძლება მოხუცებად მივიჩნიოთ, მაგალითად, 40-50 წლის ქვრივებისა ან იმათი, ვინც უპირატესობას ანიჭებს მარტოხელა (უმამაკაცო) ცხოვრების წესს. სქესობრივი თავშეკავების რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ქალბატონების სასქესო ორგანოთა ანატომია სამწუხარო სურათს წარმოაჩენს. ამ დროს ქალებს, რომლებიც რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, შეუძლიათ ოთხმოცი წლის ასაკშიც კი იამაყონ სასქესო ორგანოების კარგი მდგომარეობითა და ფუნქციური აქტივობით. ამოკვლევებმა, რომლებიც ამერიკელმა სექსოლოგებმა მასტერსმა და ჯონსონმა სქესობრივი შერწყმის ფიზიოლოგიის სფეროში ჩაატარეს, აჩვენა, რომ 80 წელს მიახლოებული ადამიანების კოიტუსის (სქესობრივი აქტის) დროს ნერვული და კუნთური რეაქციები და სისხლის მიმოქცევა არაფრით განსხვავდება საშუალო ასაკის ადამიანების რეაქციებისგან - რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ პარტნიორები რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს