პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NATO წევრი ევროპის ქვეყნები ბირთვულ ბომბებს მიიღებენ
NATO წევრი ევროპის ქვეყნები ბირთვულ ბომბებს მიიღებენ

NATO წევ­რი ევ­რო­პის ხუთი არა­ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ატო­მურ ბომ­ბებს მი­ი­ღებს. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აშშ-ს 2015 წლის სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტ­ში იქ­ნე­ბა ჩა­დე­ბუ­ლი. მო­ცე­მუ­ლი ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბით ტაქ­ტი­კუ­რი ავი­ა­ცი­ის აღ­ჭურ­ვა, ევ­რო­პა­ში ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის საბ­რძო­ლო პო­ტენ­ცი­ალს გაზ­რდის.

ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბი ბელ­გი­ის, ჰო­ლან­დი­ის, თურ­ქე­თის F-16A/B და გერ­მა­ნი­ის და იტა­ლი­ის PA-200 Tornado-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ-ბომბდამ­შე­ნე­ბის არ­სე­ნალ­ში შევა. სა­უ­ბა­რია, В61-12-ის ტი­პის ატო­მურ ბომბზე, რო­მელ­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, 2020 წლის­თვის მი­ი­ღე­ბენ. ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­და­კე­თე­ბის პრო­ცე­სი 2015 წელს და­ი­წყე­ბა და 2-3 წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა.

В61-ის ტი­პის ბომ­ბი ამე­რი­კამ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 1968 წელს მი­ი­ღო. მას შემ­დეგ ის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზი­რე­ბის ძი­რი­თად ამე­რი­კულ ატო­მურ ბომ­ბად ით­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად აშშ-ს სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მისი მე­სა­მე, მე­ო­თხე, მეშ­ვი­დე და მე­თერ­თმე­ტე მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბია. შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ბოლო მე­თორ­მე­ტე მო­დი­ფი­კა­ცი­ის - В61-12 მი­ღე­ბის შემ­დეგ, ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბედ ვა­რი­ანტს ჩა­ე­ნაც­ვლე­ბა. პროგ­რა­მა­ზე 1 მლრდ დო­ლა­რის და­ხარ­ჯვა იგეგ­მე­ბა. და­მა­ტე­ბი­თად 154 მლნ აშშ დო­ლა­რი, ევ­რო­პის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე, ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­უვრცლე­ბე­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მომ­წერ­ნი არი­ან, ამა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნორ­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ military-informant.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

NATO წევრი ევროპის ქვეყნები ბირთვულ ბომბებს მიიღებენ

NATO წევრი ევროპის ქვეყნები ბირთვულ ბომბებს მიიღებენ

NATO წევრი ევროპის ხუთი არაბირთვული სახელმწიფო, ატომურ ბომბებს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ს 2015 წლის სამხედრო ბიუჯეტში იქნება ჩადებული. მოცემული ტიპის შეიარაღებით ტაქტიკური ავიაციის აღჭურვა, ევროპაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბრძოლო პოტენციალს გაზრდის.

ატომური ბომბები ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთის F-16A/B და გერმანიის და იტალიის PA-200 Tornado-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების არსენალში შევა. საუბარია, В61-12-ის ტიპის ატომურ ბომბზე, რომელსაც შეიარაღებაში სავარაუდოდ, 2020 წლისთვის მიიღებენ. ახალი შეიარაღების გამოყენებისთვის, აღნიშნული ქვეყნების თვითმფრინავების გადაკეთების პროცესი 2015 წელს დაიწყება და 2-3 წელიწადში დასრულდება.

В61-ის ტიპის ბომბი ამერიკამ შეიარაღებაში 1968 წელს მიიღო. მას შემდეგ ის საავიაციო ბაზირების ძირითად ამერიკულ ატომურ ბომბად ითვლება. ამჟამად აშშ-ს სამხედრო ავიაციის შეიარაღებაში მისი მესამე, მეოთხე, მეშვიდე და მეთერთმეტე მოდიფიკაციებია. შეიარაღებაში ბოლო მეთორმეტე მოდიფიკაციის - В61-12 მიღების შემდეგ, ეს უკანასკნელი ყველა წინამორბედ ვარიანტს ჩაენაცვლება. პროგრამაზე 1 მლრდ დოლარის დახარჯვა იგეგმება. დამატებითად 154 მლნ აშშ დოლარი, ევროპის სამხედრო ბაზებზე, ბირთვული შეიარაღების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ატომური ბომბების ინტეგრირება იმ სახელმწიფოების სამხედრო თვითმფრინავებზე, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუვრცლებელობის ხელშეკრულების ხელმომწერნი არიან, ამავე ხელშეკრულების ნორმებს ეწინააღმდეგება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა