სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აძლევს თუ არა ისრაელთან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს მუშაობის უფლებას
აძლევს თუ არა ისრაელთან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს მუშაობის უფლებას

13 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან ტუ­რის­ტუ­ლი ან კერ­ძო ვი­ზი­ტით, შე­უძ­ლი­ათ ქვე­ყა­ნა­ში უვი­ზოდ შეს­ვლა და იქ ოთხმოც­და­ათ დღემ­დე ყოფ­ნა ასო­თხმოც დღი­ან პე­რი­ოდ­ში.

მგზავ­რო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პირ­მა იქო­ნი­ოს უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი და მოქ­მე­დი პას­პორ­ტი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის ვადა უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს შეს­ვლი­დან სულ მცი­რე 6 თვეს.

გარ­და ამი­სა, მგზავ­რებს, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვარ­ზე, შე­იძ­ლე­ბა მო­ე­თხო­ვოთ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის, სას­ტუმ­როს ჯავ­შნის და ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნის­თვის საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

უვი­ზოდ შეს­ვლის ნე­ბარ­თვა არ იძ­ლე­ვა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას.

თუმ­ცა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ჯერ­ჯე­რო­ბით, თავი შე­ი­კა­ვონ ის­რა­ელ­ში გამ­გზავ­რე­ბის­გან, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ფი­ცუ­ლია და ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი არ მი­უ­წო­დე­ბია.

რო­გორც ის­რა­ე­ლის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, იუ­ვალ ფუქსმა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­ცე­მულ მო­მენ­ტში ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ფიც­ვის გამო, შე­ჩე­რე­ბუ­ლია რიგი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უწევს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ მო­ცე­მულ მო­მენ­ტში გე­სა­უბ­რე­ბით არა ჰალ­სტუ­ხით, არა­მედ - არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, ვი­ნა­ი­დან ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­თხოვ­ნით გა­ფი­ცუ­ლე­ბი არი­ან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ფიც­ვა და­ი­წყო რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თუმ­ცა რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­ი­ყი­ნა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვი­და, 4 მარტს გა­ფიც­ვა ისევ გა­ნახ­ლდა", - აღ­ნიშ­ნა იუ­ვალ ფუქსმა.

ელჩმა მწუ­ხა­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ელ­ჩომ ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წინა კვი­რას გა­მარ­თულ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფო­რუმ­ში.

"ბო­დიშს გიხ­დით, რომ მო­ცე­მულ მო­მენ­ტში ვერ ვა­კე­თებ ნორ­მა­ლუ­რად კო­მენ­ტარს, ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­გო­რიც არის ის­რა­ელ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბა. ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ორი­ვე ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, როცა გა­ფიც­ვა­ზე ვსა­უბ­რობთ, მინ­და, აღ­ვნიშ­ნო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი, რო­მე­ლიც ამ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა­ში ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს შე­თან­ხმე­ბა გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში იქნა მიღ­წე­უ­ლი, გუ­შინ კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ღე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ ის­რა­ელ­ში უვი­ზოდ იმოგ­ზა­უ­რონ. შე­თან­ხმე­ბა უკვე ძა­ლა­შია და ხალ­ხს შე­უძ­ლია უვი­ზოდ წას­ვლა. ვი­მე­დოვ­ნებ, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა მო­თხოვ­ნე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა და სა­მი­ნის­ტრო სრულ­ფა­სოვ­ნად მუ­შა­ო­ბას და რიგი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და იუ­ვალ ფუქსმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აძლევს თუ არა ისრაელთან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს მუშაობის უფლებას

აძლევს თუ არა ისრაელთან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს მუშაობის უფლებას

13 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში მიემგზავრებიან ტურისტული ან კერძო ვიზიტით, შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ ოთხმოცდაათ დღემდე ყოფნა ასოთხმოც დღიან პერიოდში.

მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

გარდა ამისა, მგზავრებს, ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე, შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა ისრაელის სახელმწიფოში მუშაობის უფლებას.

თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, ჯერჯერობით, თავი შეიკავონ ისრაელში გამგზავრებისგან, რადგან აღნიშნული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფიცულია და ქართული მხარისთვის დამატებითი დეტალები არ მიუწოდებია.

როგორც ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემულ მომენტში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, შეჩერებულია რიგი პროექტები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მოცემულ მომენტში გესაუბრებით არა ჰალსტუხით, არამედ - არაოფიციალურად, ვინაიდან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები არიან. მოგეხსენებათ, გაფიცვა დაიწყო რამდენიმე თვის წინ, თუმცა რაღაც პერიოდი გაიყინა, მაგრამ ვინაიდან ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე არ წავიდა, 4 მარტს გაფიცვა ისევ განახლდა", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ელჩმა მწუხარებით აღნიშნა, რომ საელჩომ ვერ მიიღო მონაწილეობა წინა კვირას გამართულ მნიშვნელოვან ფორუმში.

"ბოდიშს გიხდით, რომ მოცემულ მომენტში ვერ ვაკეთებ ნორმალურად კომენტარს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებითაც, როგორიც არის ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შემოღება. ამ შეთანხმების ხელმოწერა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების აქტიური მუშაობა. თუმცა, როცა გაფიცვაზე ვსაუბრობთ, მინდა, აღვნიშნო განსაკუთრებული წვლილი, რომელიც ამ შეთანხმების მიღწევაში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიტანა. მოგეხსენებათ, ეს შეთანხმება გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული, გუშინ კი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისრაელში უვიზოდ იმოგზაურონ. შეთანხმება უკვე ძალაშია და ხალხს შეუძლია უვიზოდ წასვლა. ვიმედოვნებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება და სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობას და რიგი პროექტების განხორციელებას შეძლებს", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა