მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი ყირიმის საზღვაო აკვატორიის დასაცავად ემზადება
რუსეთი ყირიმის საზღვაო აკვატორიის დასაცავად ემზადება

ყი­რი­მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, მოს­კო­ვი რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას აგ­რძე­ლებს და ამავდრო­უ­ლად ყი­რიმ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კაც შეჰ­ყავს. 16 მარტს სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩებ­ში Бал-ის ტი­პის სა­ნა­პი­რო დაც­ვის მო­ბი­ლუ­რი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი და­ა­ფიქ­სი­რეს. რუ­სეთ­მა ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 2008 წელს მი­ი­ღო.

კომ­პლექ­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბის, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზე­ბი­სა და სა­ნა­პი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­სა­ცა­ვა­დაა გან­კუთ­ვნი­ლი. Бал-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ Х-35Э-ს ტი­პის რა­კე­ტას სა­მიზ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა 120 კმ-ის მან­ძილ­ზე შე­უძ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით რუ­სეთს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში კომ­პლექს "ბა­ლის" მხო­ლოდ ერთი დი­ვი­ზი­ო­ნი ჰყავს, რო­მე­ლიც და­ღეს­ტან­ში დის­ლო­ცირ­დე­ბა. რო­გორც ჩანს, შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის უკეთ გა­კონ­ტრო­ლე­ბის­თვის, რუ­სეთ­მა კომ­პლექ­სე­ბი კას­პი­ის ზღვი­დან ყი­რიმ­ში გად­მო­ის­რო­ლა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს ნა­ბი­ჯი შავ ზღვა­ში ამე­რი­კუ­ლი ფრე­გა­ტის ყოფ­ნის პე­რი­ო­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 8-9 მარ­ტის ღა­მეს სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩებ­ში, თვითმხილ­ვე­ლებ­მა კი­დევ ერთი - Бастион-П-ს ტი­პის ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი შე­ნიშ­ნეს. სტარ­ტის შემ­დეგ, მისი რა­კე­ტა ბგე­რის ორ სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რებს და სა­მიზ­ნეს მაქ­სი­მა­ლურ 300 კმ-ზე ანად­გუ­რებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ military-informant.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რუსეთი ყირიმის საზღვაო აკვატორიის დასაცავად ემზადება

რუსეთი ყირიმის საზღვაო აკვატორიის დასაცავად ემზადება

ყირიმის გარშემო არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მოსკოვი რეგიონში სამხედროთა რაოდენობის ზრდას აგრძელებს და ამავდროულად ყირიმში თანამედროვე სამხედრო ტექნიკაც შეჰყავს. 16 მარტს სევასტოპოლის ქუჩებში Бал-ის ტიპის სანაპირო დაცვის მობილური სარაკეტო კომპლექსი დააფიქსირეს. რუსეთმა ის შეიარაღებაში 2008 წელს მიიღო.

კომპლექსი ტერიტორიული წყლების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის დასაცავადაა განკუთვნილი. Бал-ის შემადგენლობაში შემავალ Х-35Э-ს ტიპის რაკეტას სამიზნის განადგურება 120 კმ-ის მანძილზე შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ამჟამინდელი მდგომარეობით რუსეთს შეიარაღებაში კომპლექს "ბალის" მხოლოდ ერთი დივიზიონი ჰყავს, რომელიც დაღესტანში დისლოცირდება. როგორც ჩანს, შავი ზღვის აკვატორიის უკეთ გაკონტროლებისთვის, რუსეთმა კომპლექსები კასპიის ზღვიდან ყირიმში გადმოისროლა. არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაბიჯი შავ ზღვაში ამერიკული ფრეგატის ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ 8-9 მარტის ღამეს სევასტოპოლის ქუჩებში, თვითმხილველებმა კიდევ ერთი - Бастион-П-ს ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი შენიშნეს. სტარტის შემდეგ, მისი რაკეტა ბგერის ორ სიჩქარეს ავითარებს და სამიზნეს მაქსიმალურ 300 კმ-ზე ანადგურებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა