პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი - შენი გზა მოქალაქეობამდე
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი - შენი გზა მოქალაქეობამდე

დღეს ჩვენ გარ­შე­მო ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც მი­ზეზ­თა გამო პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია არ აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან იმ ძი­რი­თად, ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, რი­თაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე უნდა სარ­გებ­ლობ­დეს. სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცია, შო­ბა­დო­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა და სხვა - ეს იმ მი­ზეზ­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ­ქო­ნის რის­კის ქვეშ დგე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც ამ პრობ­ლე­მებ­ზე გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტი (UNHCR) - "გლუ­კი" მუ­შა­ობს და სრუ­ლი­ად უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რებს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­ში.

სო­ფიო ჯამ­ბა­ზიშ­ვი­ლი-იუ­ჯე­რი, "გლუ­კის" მრჩე­ვე­ლი სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ში: "2007 წელს, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პრობ­ლე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ, რომ­ლე­ბიც დე იურე მო­ქალ­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბი იყ­ვნენ. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამ ადა­მი­ა­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვთ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას და ახ­ლად­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნებს შო­რის კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა. ზო­გიც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მა­შინ კარ­გავ­და, როცა სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის იმე­დით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ტო­ვებ­და და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­საც ვერ იღებ­და. მე­ო­რე კა­ტე­გო­რია ასე­თი პი­რე­ბის კი­დევ 11 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აღი­ნუს­ხა, ვინც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ­ქო­ნის რის­კის ქვეშ იყ­ვენ, ვი­ნა­ი­დან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქონ­და. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ სარ­გებ­ლო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბით, და­ზღვე­ვით, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბით, ვერ გახ­სნი­ან სა­ბან­კო ან­გა­რიშს, ვერ მი­ი­ღე­ბენ პენ­სი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას.

- მაშ რო­გორ ახერ­ხე­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტა­ცი­ას?

- მი­ზეზ­თა გამო ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებ­ზე მიხ­ვდე­ბით თუ რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბი­ან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში დო­კუ­მენ­ტე­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ნ.ხ. მრტო­ხე­ლა და ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას არ ჰქონ­და ვი­ნა­ო­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და არც და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა. დო­კუ­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის გამო, ის ვერ იღებ­და პენ­სი­ას და ვერ სარ­გებ­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვით. პრო­ექ­ტის, "მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა შემ­ცი­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქო­ბის არ­ქო­ნის პრე­ვენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში" დამ­ხა­რე­ბით, ნ.ხ-მ მი­ი­ღო და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. დღეს ის სარ­გებ­ლობს პენ­სი­ით და სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვით.

ე.ბ-ც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, არც მას ჰქონ­და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, რის გა­მოც იყო უმუ­შე­ვა­რი და ბუ­ნებ­რი­ვია, ჰქონ­და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბად მას სჭირ­დე­ბო­და და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არც ეს დო­კუ­მენ­ტი ჰქონ­და. პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით მან მი­ი­ღო, რო­გორც და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. დღეს ის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია და აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­აგ­ვა­როს უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მა.

ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით ასე­ვე ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც მცხე­თა­ში, ძეგ­ვის თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. მას არც და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა აქვს და არც პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მას შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცია ვერ ხდე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ დე­დას არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი. დედა-შვი­ლი ვერ სარ­გებ­ლო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბით, არ აქვთ არც და­ზღვე­ვა, ვერც შემ­წე­ო­ბას იღე­ბენ და ბავ­შვს არ უტარ­დე­ბა გეგ­მი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია.

- და რო­გორ და­ი­წყეთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა?

- დო­კუ­მენ­ტე­ბის არმ­ქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მი­ზე­ზე­ბის კვლე­ვით და­ვი­წყეთ. და­ვინ­ტე­რეს­დით რა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და ად­გი­ლობ­რივ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ მო­დი­ო­და. სტან­დარტს გა­ე­როს ორი მთა­ვა­რი კონ­ვენ­ცია ქმნის - 1954 წლის კონ­ვენ­ცია მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ და 1961 წლის კონ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს. მას შემ­დეგ, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა სა­სი­კე­თოდ. 2010 წელს მოხ­და ძა­ლი­ან კარ­გი ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვერ და­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას თუ მას არ ენი­ჭე­ბა სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ეს არის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა ქვე­ყა­ნა­ში დე იურე, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2000-დან 800-მდე შემ­ცირ­და. 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო მი­უ­ერ­თდა 1954 წლის კონ­ვენ­ცი­ას, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის სტა­ტუს­ზე სა­უბ­რობს. კონ­ვენ­ცი­ა­ში ზედ­მი­წევ­ნით გა­წე­რი­ლია რა უფ­ლე­ბე­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დეს ასე­თი პირი და გვაძ­ლევს დე­ფი­ნი­ცი­ას, რის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია გან­ვსა­ზღვროთ, არის თუ არა პირი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე. ამ დე­ფი­ნი­ცი­ა­ზეა აწყო­ბი­ლი პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უდ­გინ­დე­ბა ადა­მი­ანს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის სტა­ტუ­სი. ასე­თი პრო­ცე­დუ­რა მსოფ­ლი­ო­ში სა­დღაც ცხრა ქვე­ყა­ნას აქვს და მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლოა. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის ქო­ნის გამო სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სტა­ტუ­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­ში. ეს არის სტა­ტუ­სი, რომ­ლის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ანს ეძ­ლე­ვა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი, სამ­გზავ­რო პას­პორ­ტი და აქვს წვდო­მა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ უფ­ლე­ბებ­თან.

2007 წლის შემ­დეგ, სა­მო­ა­ქა­ლა­ქო რე­ესტრი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მჭირ­დო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, დო­კუ­მენ­ტის არმ­ქო­ნე 11 ათა­სი ადა­მი­ა­ნის რა­ო­დე­ნო­ბა, 3 ათა­სამ­დე შემ­ცირ­და.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მარ­თლაც დიდი სა­მუ­შაო გა­წია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ კი­დევ მრავ­ლად არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, ან უკვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე­ნი არი­ან, ან ამ საფრ­თხის რის­კის ქვეშ დგა­ნან. გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­ა­რი­ა­ტი მზად არის, ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­უ­წი­ოს იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა რათა ისი­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში 1954 წლის კონ­ვენ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და თა­ვი­ანთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­საც ას­რუ­ლებ­დნენ".

გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტი (UNHCR)

მის. ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი 2ა ტელ: 238 62 02

ფაქ­სი: 238 54 22 ელ.ფოს­ტა: geotb@unhcr.org

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი - შენი გზა მოქალაქეობამდე

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი - შენი გზა მოქალაქეობამდე

დღეს ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც მიზეზთა გამო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ და შესაბამისად, მოკლებული არიან იმ ძირითად, ფუნდამენტურ უფლებებს, რითაც სხვადასხვა ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე უნდა სარგებლობდეს. სამართლებრივი პრობლემები კანონმდებლობაში, ეთნიკური დისკრიმინაცია, შობადობის რეგისტრაციის არარსებობა და სხვა - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ადამიანები მოქალაქეობის არქონის რისკის ქვეშ დგებიან. საქართველოშიც და მსოფლიოშიც ამ პრობლემებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) - "გლუკი" მუშაობს და სრულიად უანგაროდ ეხმარება მოქალაქეობის არმქონე პირებს შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვებაში.

სოფიო ჯამბაზიშვილი-იუჯერი, "გლუკის" მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში: "2007 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო საქართველოში ამ პრობლემაზე მუშაობა და დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გამოვავლინეთ, რომლებიც დე იურე მოქალქეობის არმქონე პირები იყვნენ. მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანებს მოქალაქეობა არ აქვთ, საბჭოთა კავშირის დაშლას და ახლადჩამოყალიბებულ ქვეყნებში, მოქალაქეობის შესახებ კანონებს შორის კონფლიქტს უკავშირდება. ზოგიც მოქალაქეობას მაშინ კარგავდა, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების იმედით, საქართველოს მოქალაქეობას ტოვებდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც ვერ იღებდა. მეორე კატეგორია ასეთი პირების კიდევ 11 ათასი ადამიანი აღინუსხა, ვინც მოქალაქეობის არქონის რისკის ქვეშ იყვენ, ვინაიდან პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა. ეს ადამიანები ვერ სარგებლობენ განათლების უფლებით, დაზღვევით, საკუთრების უფლებით, ვერ გახსნიან საბანკო ანგარიშს, ვერ მიიღებენ პენსიასა და სოციალურ დახმარებას.

- მაშ როგორ ახერხებენ ეს ადამიანები საზოგადოებაში ადაპტაციას?

- მიზეზთა გამო ამ ადამიანების ვინაობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ კონკრეტულ მაგალითებზე მიხვდებით თუ რა სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიურობაში დოკუმენტების არმქონე პირები. მაგალითად, თბილისში მცხოვრები ნ.ხ. მრტოხელა და ხანდაზმული ქალბატონია. წლების განმავლობაში მას არ ჰქონდა ვინაობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც დაბადების მოწმობა. დოკუმენტების არქონის გამო, ის ვერ იღებდა პენსიას და ვერ სარგებლობდა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით. პროექტის, "მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქობის არქონის პრევენცია საქართველოში" დამხარებით, ნ.ხ-მ მიიღო დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქეობა და პირადობის მოწმობა. დღეს ის სარგებლობს პენსიით და სამედიცინო დაზღვევით.

ე.ბ-ც თბილისში ცხოვრობს, არც მას ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც იყო უმუშევარი და ბუნებრივია, ჰქონდა სოციალური პრობლემები. პირადობის მოწმობის მისაღებად მას სჭირდებოდა დაბადების მოწმობა. სამწუხაროდ, არც ეს დოკუმენტი ჰქონდა. პროექტის დახმარებით მან მიიღო, როგორც დაბადების მოწმობა, ასევე საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. დღეს ის დოკუმენტირებულია და აქვს შესაძლებლობა მოაგვაროს უმუშევრობის პრობლემა.

ჩვენ ვეხმარებით ასევე ახალგაზრდა ქალს, რომელიც მცხეთაში, ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობს. მას არც დაბადების მოწმობა აქვს და არც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. რამდენიმე თვის წინ მას შვილი შეეძინა, რომლის დაბადების რეგისტრაცია ვერ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ დედას არ აქვს შესაბამისი დოკუმენტები. დედა-შვილი ვერ სარგებლობენ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით, არ აქვთ არც დაზღვევა, ვერც შემწეობას იღებენ და ბავშვს არ უტარდება გეგმიური ვაქცინაცია.

- და როგორ დაიწყეთ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება?

- დოკუმენტების არმქონე ადამიანების პრობლემების მოგვარება მიზეზების კვლევით დავიწყეთ. დავინტერესდით რა პრობლემები არსებობდა ადგილობრივ კანონმდებლობაში და აღმოვაჩინეთ უამრავი ხარვეზი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არ მოდიოდა. სტანდარტს გაეროს ორი მთავარი კონვენცია ქმნის - 1954 წლის კონვენცია მოქალაქეობის არმქონე პირების სტატუსის შესახებ და 1961 წლის კონვენცია, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირების შემცირებაზე ზრუნავს. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ. 2010 წელს მოხდა ძალიან კარგი ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე ვერ დატოვებს საქართველოს მოქალაქეობას თუ მას არ ენიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს არის პრევენციული მექანიზმი კანონმდებლობაში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანაში დე იურე, მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობა და ეს მაჩვენებელი 2000-დან 800-მდე შემცირდა. 2011 წელს საქართველო მიუერთდა 1954 წლის კონვენციას, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსზე საუბრობს. კონვენციაში ზედმიწევნით გაწერილია რა უფლებებით უნდა სარგებლობდეს ასეთი პირი და გვაძლევს დეფინიციას, რის მიხედვითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, არის თუ არა პირი მოქალაქეობის არმქონე. ამ დეფინიციაზეა აწყობილი პროცედურა, რომლის მიხედვითაც უდგინდება ადამიანს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. ასეთი პროცედურა მსოფლიოში სადღაც ცხრა ქვეყანას აქვს და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ამ პროცედურების ქონის გამო საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც საუკეთესო მაგალითი მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის დარეგულირების სფეროში. ეს არის სტატუსი, რომლის მინიჭების შემდეგ ადამიანს ეძლევა შესაბამისი დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სამგზავრო პასპორტი და აქვს წვდომა კანონით დადგენილ უფლებებთან.

2007 წლის შემდეგ, სამოაქალაქო რეესტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭირდო თანამშრომლობის შედეგად, დოკუმენტის არმქონე 11 ათასი ადამიანის რაოდენობა, 3 ათასამდე შემცირდა.

ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ორგანიზაციამ მართლაც დიდი სამუშაო გაწია, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, ვისაც სხვადასხვა მიზეზით, ან უკვე მოქალაქეობის არმქონენი არიან, ან ამ საფრთხის რისკის ქვეშ დგანან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომიარიატი მზად არის, ყველა ამ ადამიანს, სრულიად უსასყიდლოდ გაუწიოს იურიდიული დახმარება რათა ისინი ამ ქვეყანაში 1954 წლის კონვენციით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობდნენ და თავიანთ პასუხისმგებლობებსაც ასრულებდნენ".

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)

მის. ყაზბეგის გამზირი 2ა ტელ: 238 62 02

ფაქსი: 238 54 22 ელ.ფოსტა: geotb@unhcr.org

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი