სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისელი ლამაზმანი, რომელსაც ანჯელინა ჯოლისა და შორენა ბეგაშვილს ამსგავსებენ
ქუთაისელი ლამაზმანი, რომელსაც ანჯელინა ჯოლისა და შორენა ბეგაშვილს ამსგავსებენ

ეკა ქუ­თა­თე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა გვერ­დზე ეკას ფო­ტო­ე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მას ხან ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ამ­სგავ­სე­ბენ, ხა­ნაც - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს. ეკა ნამ­დვი­ლად ლა­მა­ზია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, მისი კა­რი­ე­რა მო­დე­ლო­ბით რომ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, დღეს ბევრ ქარ­თველ ვარ­სკვლავ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან გახ­ლავთ. იქ და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და წლე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. მისი ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რა ისე წა­რი­მარ­თა, რომ დღეს ისევ მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს და რვა წლის ნიას ზრდის.

- ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. 30 წლის ვარ. რვა წლის ნია მყავს, მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი ვარ და ქუ­თა­ის­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლა ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე და თბი­ლის­ში გად­მო­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი ეკო­ნო­მი­კის გან­ხრით. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მთხო­ვა მე­გო­ბარ­მა, რომ სოფო ჭყო­ნი­ას სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ამსა"-ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ბედი მე­ცა­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მო­დე­ლად ვმუ­შა­ობ­დი, მქონ­და კარ­გი "პა­ეზდ­კე­ბი", იტა­ლი­ა­შიც ვი­ყა­ვი. შემ­დეგ კონ­ტრაქ­ტი და­ვარ­ღვიე, რად­გან ორ­სუ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. სა­ა­გენ­ტო­დან წა­მო­ვე­დი და ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ვაგ­რძე­ლე ცხოვ­რე­ბა. წლე­ბის შემ­დეგ უკვე ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი, რო­დე­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქალ­ბა­ტონს, მა­ნა­ნა გოგ­ლი­ჩი­ძეს შევ­ხვდი, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ქუ­თა­ის­ში მო­დის სახ­ლი გახ­სნი­ლი­ყო. ახლა იქ ვმუ­შა­ობ, მე­ნე­ჯე­რი ვარ. თან, დამ­წყებ მო­დე­ლებს ვეხ­მა­რე­ბი, სი­ა­რულს ვას­წავ­ლი. ამა­ვე დროს ვე­ძებ კარგ გო­გო­ნებს (იცი­ნის).

- ოჯა­ხი რა ასაკ­ში შექ­მე­ნი?

- მა­შინ 19 წლის ვი­ყა­ვი. თბი­ლის­ში გავ­თხოვ­დი, სიყ­ვა­რუ­ლით. ერ­თმა­ნეთს სამ წე­ლი­წად­ში დავ­შო­რით. აღარ გვინ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან მას ახლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი აქვს.

- შენი ფო­ტო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მახ­სოვს, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს გამ­სგავ­სებ­დნენ.

- არა, შო­რე­ნა ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, მაგ­რამ არ ვგა­ვარ.

- ეკა, ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვი გაქვს? პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია თუ გა­გი­კე-თე­ბია?

- არა­ფე­რი, მხო­ლოდ ტუ­ჩის კონ­ტუ­რი.

- შენს ქა­ლაქ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბი...

- გა­მოვ­დი­ვარ ჩვე­ნე­ბებ­ზე, ახ­ლა­ხან ერთ რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს. ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მქო­ნია, ისე, ვი­ფიქ­რებ­დი... ადრე ქუ­თა­ი­სის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ არ დავ­თან­ხმდი.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გე­ყო­ლე­ბა.

- დიახ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ მო­დის ჩემს გულ­თან ახ­ლოს (იღი­მის).

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- დიახ, ჩემი და მად­რიდ­ში ცხოვ­რობს. მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვს. ჩემი ძმაც მად­რიდ­შია.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქუთაისელი ლამაზმანი, რომელსაც ანჯელინა ჯოლისა და შორენა ბეგაშვილს ამსგავსებენ

ქუთაისელი ლამაზმანი, რომელსაც ანჯელინა ჯოლისა და შორენა ბეგაშვილს ამსგავსებენ

ეკა ქუთათელაძე სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე ეკას ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ხან ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ, ხანაც - შორენა ბეგაშვილს. ეკა ნამდვილად ლამაზია და დარწმუნებული ვართ, მისი კარიერა მოდელობით რომ გაგრძელებულიყო, დღეს ბევრ ქართველ ვარსკვლავზე წარმატებული და პოპულარული იქნებოდა. წარმოშობით ქუთაისიდან გახლავთ. იქ დაიბადა, გაიზარდა და წლების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდა. მისი ცხოვრება და კარიერა ისე წარიმართა, რომ დღეს ისევ მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს და რვა წლის ნიას ზრდის.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. 30 წლის ვარ. რვა წლის ნია მყავს, მეუღლეს გაშორებული ვარ და ქუთაისში მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლა ვეღარ გავაგრძელე და თბილისში გადმოვიტანე საბუთები ეკონომიკის განხრით. სწორედ იმ პერიოდში მთხოვა მეგობარმა, რომ სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო "ამსა"-ში მივსულიყავი და ბედი მეცადა. გარკვეული პერიოდი მოდელად ვმუშაობდი, მქონდა კარგი "პაეზდკები", იტალიაშიც ვიყავი. შემდეგ კონტრაქტი დავარღვიე, რადგან ორსულობა არ შეიძლებოდა. სააგენტოდან წამოვედი და ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. წლების შემდეგ უკვე ქუთაისში ვცხოვრობდი, როდესაც არაჩვეულებრივ ქალბატონს, მანანა გოგლიჩიძეს შევხვდი, რომელსაც სურვილი ჰქონდა, ქუთაისში მოდის სახლი გახსნილიყო. ახლა იქ ვმუშაობ, მენეჯერი ვარ. თან, დამწყებ მოდელებს ვეხმარები, სიარულს ვასწავლი. ამავე დროს ვეძებ კარგ გოგონებს (იცინის).

- ოჯახი რა ასაკში შექმენი?

- მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისში გავთხოვდი, სიყვარულით. ერთმანეთს სამ წელიწადში დავშორით. აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან მას ახლა არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს.

- შენი ფოტოები რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე, მახსოვს, შორენა ბეგაშვილს გამსგავსებდნენ.

- არა, შორენა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ არ ვგავარ.

- ეკა, ყველაფერი ბუნებრივი გაქვს? პლასტიკური ოპერაცია თუ გაგიკე-თებია?

- არაფერი, მხოლოდ ტუჩის კონტური.

- შენს ქალაქში პოპულარული იქნები...

- გამოვდივარ ჩვენებებზე, ახლახან ერთ რეკლამაშიც გადამიღეს. ტელევიზიიდან სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონია, ისე, ვიფიქრებდი... ადრე ქუთაისის ტელევიზიაში შემომთავაზეს მუშაობა, მაგრამ არ დავთანხმდი.

- დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.

- დიახ, თუმცა ჯერჯერობით არავინ მოდის ჩემს გულთან ახლოს (იღიმის).

- დედმამიშვილები გყავს?

- დიახ, ჩემი და მადრიდში ცხოვრობს. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ძალიან ბედნიერი ოჯახი აქვს. ჩემი ძმაც მადრიდშია.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება