ახალმა კომედიურმა არხმა - "ტვ 11" - მაუწყებლობა დაიწყო. ეთერში გადის სერიალი "ქალები", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე ასრულებს. რასაკვირველია, ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქეთა კონკურენტ "კომედი არხთანაც" თანამშრომლობს, სადაც მისივე მონაწილეობით სერიალი "კოქტეილი" გადის, ბუნებრივია, მისი მისამართით შეკითხვები ჩნდება. მსახიობს "თავისუფალ თეატრში" ვეწვიეთ.
- საზოგადოებას გაუკვირდა, როცა სერიალში - "ქალები" გამოჩნდი. ძველ გუნდს დაუბრუნდი?
- ძალიან კარგი შეკითხვაა. არ მიმაჩნია, რომ "ღამის შოუს სტუდია" ჩემი ძველი გუნდია, რადგან მათთან მეგობრობა არასდროს გამიწყვეტია. რაც შეეხება სერიალს - "ქალები", ეს მაშინ გადაიღეს, როცა ჯერ კიდევ მათი გუნდის წევრი ვიყავი. "გოგონა გარეუბნიდან" რომ დაიხურა, მერე გადაწყდა, კომედიური არხი დაეარსებინათ და საცდელი მასალა გადაიღეს. ასე რომ, "ქალებში" მხოლოდ ოთხ სერიაში ვარ და მათთან მუშაობა ამით დავასრულე, რადგან მერე "კომედი არხზე" გადმოვედი. ისე კი, მიმაჩნია, რომ "ქალები" საკმაოდ საინტერესო სერიალია. პირადად მე, სიამოვნებით ვუყურებ. თითო სერია 5-წუთიანია, რადგან ტელევიზიის ფორმატია ასეთი: სერიალიც და სხვა გადაცემებიც მხოლოდ 5-წუთიანი იქნება.
- "კომედი არხის" გუნდს როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა კონკურენტ არხზე შენი მონაწილეობით კიდევ ერთი სერიალის გაშვება დაიწყეს?
- მათ იცოდნენ, რომ ეს ძველი გადაღებული იყო და რაღას იზამდნენ? ისტორიას ვერ წავშლით (იღიმის).
- ამბობ, რომ "ღამის შოუს სტუდიასთან" მეგობრობას აგრძელებ, მაგრამ დავიჯერო, მათზე ნაწყენი საერთოდ არ ხარ?
- არა, რადგან მათთან ერთად საკმაოდ ბევრ პროექტზე ვიმუშავე. როცა "შუა ქალაქიდან" წამოვედი, ვიცოდი, რომ ახალ სერიალში გადამიღებდნენ, მაგრამ იმ პერიოდში მეხუთე შვილი გავაჩინე, რის გამოც, შემოქმედებითი პაუზა გამიხანგრძლივდა. ჩემდა საბედნიეროდ, მათაც ვერ დაიწყეს სერიალის გადაღება, რადგან "პილოტების" ჩაწერა თითქმის ნახევარი წელი გაგრძელდა. ამასობაში, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! წამოიზარდა და დამირეკეს კიდეც. ასე აღმოვჩნდი სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან", სადაც პირველივე სერიიდან ვთამაშობდი. მერე ამ სერიალის მეორე ნაწილში, "გოგონა გარეუბნიდან - მედიარი" - ძველი მსახიობებიდან საკმაოდ ცოტა გადაიყვანეს და მათ შორის ვიყავი მეც. ასე რომ, მათთან სადავო ნამდვილად არაფერი მაქვს, პირიქით - მათი მადლობელი ვარ, რადგან პოპულარული სწორედ მათი სერიალის მეშვეობით გავხდი.
- "ქალების" 4 სერიას გაგრძელებაც ხომ უნდა მოჰყვეს? არადა, შენ იქ ერთ-ერთ მთავარ როლში ხარ.
- "ქალები" ალბათ გაგრძელდება, მაგრამ მასში სხვა მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება მთავარ როლს: იქ სცენარი ისე ვითარდება, რომ თავისუფლად შეიძლება, ჩემი გმირი სხვამ შეცვალოს.
- როგორ მოირგე ისეთი ქალის როლი, რომელიც ქმარს თავიდან იშორებს? ცხოვრებაშიც ხომ არ გქონია მსგავსი გამოცდილება?
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე ქორწინებაში ვარ, არც ერთი ქმარი ჩემი გმირის მეთოდებით არ მომიშორებია. რაღაც იწყება და მთავრდება, მაგრამ მე ამისთვის არაფერი "მიჩალიჩია"; ქმრისთვის ჯიბეში საყურე არ ჩამიდვია, რომ მერე ეჭვიანობის სცენა გამემართა და ეს ჩვენი დაშორების მიზეზი გამხდარიყო... რაც შეეხება ამ როლის მორგებას: იმდენად კარგი რეჟისორი გვყავდა, რომ არაფერი გამჭირვებია. მე და დათო ჭაბაშვილს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა.
- გამორიცხულია, რომ "ღამის შოუს სტუდიამ" მიგიწვიოს?
- გამორიცხული არაფერია. ღმერთმა ქნას, რომ არხებს შორის კონკურენცია და შუღლი დამთავრდეს...
- მაგრამ ეს ხარისხზე ცუდად იმოქმედებს.
- არა მგონია, ასე მოხდეს... კონკურენცია ყველა სფეროშია, მაგრამ ამის გამო ბოღმიანები არ უნდა გავხდეთ. ვიღაცის ნაცვლად ოდესმე მე ვიქნები, ჩემს მაგივრად - ვიღაც სხვა მოვა და ა.შ. ამაში ცუდსა და საწყენს ვერაფერს ვხედავ.
- ბოლო დროს ქართველი რეჟისორები ფილმს ხშირად იღებენ. "მისტერ ძიძას" თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ავთო ვარსიმაშვილის ფილმებში მონაწილეობ.
- მხოლოდ ავთოს ფილმებში არ ვარ. მსახიობი ეკა მჟავანაძე კასტინგების მენეჯერია და მეც ხშირად მეძახის... ავთო ვარსიმაშვილი ჩემთვის მხოლოდ კინორეჟისორი არ არის. თბილისში მისი წყალობით ჩამოვედი და ჩემთვის ყველაზე საყვარელ და საუკეთესო "თავისუფალ თეატრშიც" მან მომიყვანა. "თავისუფალის" მსახიობები ბატონი ავთოს მსახიობებად ვითვლებით. ჰოდა, როცა რაიმე ფილმის გადაღებას იწყებს, პირველ რიგში, როლებზე ჩვენ გვაკავებს. რაც შეეხება სხვა ფილმებს: შემომთავაზეს, რომ უნდა მეთამაშა "ჭამა და სექსში", ამის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ რატომღაც, ვერ მოვილაპარაკეთ. მსგავსი შედეგით არაერთი პროექტი დასრულებულა. დათო იმედაშვილთან ვიმუშავე მოკლემეტრაჟიან ფილმზე "სტიგმა", მარიამ ხაჭვანმაც გადამიღო, მაგრამ ეს სურათი მაყურებელს ჯერ არ უნახავს, რადგან საფრანგეთისა და რუმინეთის ფესტივალებზე იყო წარდგენილი. როგორც მითხრეს, საკმაოდ დიდი წარმატებაც ჰქონდა. თუმცა, ამ საკითხზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. მოკლედ, შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არის, მაგრამ ხან გვიმართლებს, ხან - არა; ზოგი მეუბნება, რომ კონკრეტული როლისთვის უკვე დავბერდი, ზოგი კი ამბობს, რომ ამა თუ იმ როლისთვის ჯერ პატარა ვარ.
- აუცილებლად უნდა გკითხო სერიალზე - "კოქტეილი". ეს პროექტი ისეთი პოპულარული ვერ გახდა, როგორიც თუნდაც - "შუა ქალაქში" ან "გოგონა გარეუბნიდან" იყო.
- ეს ამბავი ძალიან მაწუხებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, სერიალი უკეთესი იყოს. "კოქტეილი" "კომედი არხზე" არსებულ გადაცემებს შორის საკმაოდ რეიტინგულია, მაგრამ სხვა არხებს ვერ ეჯიბრება. ჩამჭრელი შეკითხვაა და არც ვიცი, რა გიპასუხო...
- ამჟამად რომელ სპექტაკლებში ხარ დაკავებული?
- სულ ცოტა ხნის წინ "რიჩარდ მესამის" პრემიერა გვქონდა, რომლის რეჟისორიც ავთო ვარსიმაშვილია. მიმაჩნია, რომ თუკი რაიმე სპექტაკლში მითამაშია, მათ შორის ეს ყველაზე წარმატებულია. ლედი ანას როლს ვასრულებ. ყველას ვურჩევ, ნახოს, რადგან მართლა ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ასევე, ვმონაწილეობ "მექანიკურ ფორთოხალში", რომელშიც სულ ახლახან დამაკავეს: ჩვენი ერთ-ერთი მსახიობი, ანი ალადაშვილი მალე დედა გახდება, ამიტომ მის ფიზიკურ დატვირთვას ვერიდებით. ჰოდა, ამ სპექტაკლში სწორედ მას ვეხმარები. ორივე ერთად, ერთ როლს ვთამაშობთ. ასევე, ვმონაწილეობ წარმოდგენებში: "კავკასიური ცარცის წრე", "მშვენიერი ქალი", "წვიმის გამყიდველი".
- მსახიობები ყოველთვის აღიარებენ, რომ თეატრი კინოს ურჩევნიათ.
- სცენაზე ყოფნა უფრო მეტი ადრენალინია, რადგან "ცოცხალი" ტაში გვაქვს, სპექტაკლის დასრულებისთანავე მაყურებლის დამოკიდებულებას გრძნობ და ა.შ. იქ თამაში ბევრად შრომატევადია, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობა რთული არ არის.
- სამაგიეროდ, ეკრანი უფრო მეტად პოპულარულს გხდის.
- მართალია, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი. სიმართლე გითხრა, ბევრი ვიფიქრე იმაზე, რომელი უფრო მიყვარდა და მივხვდი: ძალიან მიყვარს კამერასთან მუშაობა, მაგრამ თეატრზე უარს არასოდეს ვიტყვი.
- ხუთი შვილის დედა ასეთ დატვირთულ სამუშაო რეჟიმს როგორ ითავსებ?
- ხუთი შვილი რომ არ მყავდეს, ასეთი დღის რეჟიმით მუშაობა უფრო გამიჭირდებოდა. მსახიობი რომ გავხდი, უკვე ორი შვილის დედა ვიყავი. ფეხი ქუთაისის თეატრში ავიდგი, მერე გორის თეატრში ჩავედი და ასე ნელ-ნელა მოვეპარე თბილისს. ამასობაში, ჩემს ცხოვრებაში კიდევ 3 შვილი შემოვიდა. ახლა რომელიმე საქმეს რომ შევეშვა და ორი დღე თავისუფალი მქონდეს, შეიძლება, დეპრესია დამემართოს.... "კომედი არხს" აქვს საბავშვო სტუდია "თავდაყირა", სადაც ბავშვებს მხატვრულ კითხვას ვასწავლი. კვირაში ორი დღე, მთელი დღის განმავლობაში იქ ვარ და ბავშვებთან ერთად რაღაცებს ვკითხულობ. შინ დაბრუნებულმა შვილებსაც უნდა წავუკითხო ზღაპრები. ასეთ დროს გადაღლილობისგან ისეთი "მოქოქილი" ვარ, რომ ზოგჯერ ბავშვებს ერთ ზღაპარს კი არა, ნახევარ წიგნს ვუკითხავ. ჩემი აზრით, როცა ადამიანს ბევრი საქმე არ აქვს, დრო ყველაფრისთვის არ ჰყოფნის, თუ დატვირთულია, ყველაფერს ასწრებს...
- მეექვსე შვილის გაჩენასაც ხომ არ გეგმავ?
- ძალიან მინდა, მაგრამ ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! პრობლემების გამო ვეღარ გავაჩენ და ამას ძალიან ვნანობ.
ნათია ჟივიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)