პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირიმელმა თათრებმა რეფერენდუმი დაბლოკეს და დახმარება ისლამურ ორგანიზაციას სთხოვეს
ყირიმელმა თათრებმა რეფერენდუმი დაბლოკეს და დახმარება ისლამურ ორგანიზაციას სთხოვეს

ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის მე­ჯლის­მა ის­ლა­მუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბი ის­ლა­მუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ ყი­რი­მის კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბა­ში.

დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტურ­მა რე­ჟიმ­მა მე-20 სა­უ­კუ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გე­ნო­ცი­დი ჩა­ი­დი­ნა, კვლავ ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე დგა­ნან.

"გთხოვთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ ის­ლა­მუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტი და გავ­ლე­ნა, კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის­თვის. მო­გი­წო­დებთ, იყოთ სა­მარ­თლი­ა­ნი, ყი­რიმ­ში მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად", - ნათ­ქვა­მია ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის მი­მარ­თვა­ში.

ყი­რიმ­ში, ბახ­ჩი­სა­რის რა­ი­ონ­ში, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბით არის და­სახ­ლე­ბუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბამ ავ­ტო­ნო­მი­ის რეს­პუბ­ლი­კის სტა­ტუს­ზე რე­ფე­რენ­დუ­მი დაბ­ლო­კა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბახ­ჩი­სა­რის რა­ი­ონ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი არ არის შექ­მნი­ლი.

რო­გორც ბახ­ჩი­სა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ილმი უმა­როვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, რა­ი­ონ­ში სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ფორ­მი­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, უმა­როვ­მა რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას გუ­შინ მო­უ­წო­და, არ მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რე­ფე­რენ­დუმ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყირიმელმა თათრებმა რეფერენდუმი დაბლოკეს და დახმარება ისლამურ ორგანიზაციას სთხოვეს

ყირიმელმა თათრებმა რეფერენდუმი დაბლოკეს და დახმარება ისლამურ ორგანიზაციას სთხოვეს

ყირიმელი თათრების მეჯლისმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმელი თათრები ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას დახმარებას სთხოვენ ყირიმის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყირიმელი თათრები, რომელთა წინააღმდეგაც საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა რეჟიმმა მე-20 საუკუნის წინააღმდეგ გენოციდი ჩაიდინა, კვლავ ტრაგედიის წინაშე დგანან.

"გთხოვთ, გამოიყენოთ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ავტორიტეტი და გავლენა, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი, ყირიმში მცხოვრები ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად", - ნათქვამია ყირიმელი თათრების მიმართვაში.

ყირიმში, ბახჩისარის რაიონში, რომელიც ძირითადად ყირიმელი თათრებით არის დასახლებული, მოსახლეობამ ავტონომიის რესპუბლიკის სტატუსზე რეფერენდუმი დაბლოკა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახჩისარის რაიონში საარჩევნო უბნები არ არის შექმნილი.

როგორც ბახჩისარის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა, ილმი უმაროვმა ჟურნალისტებს განუმარტა, რაიონში საარჩევნო კომისიის ფორმირება ვერ მოხერხდა.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უმაროვმა რაიონის მოსახლეობას გუშინ მოუწოდა, არ მიეღოთ მონაწილეობა რეფერენდუმში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა