სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იეჰოვას მოწმეების" ჟურნალი მეგრულ ენაზე - ხობში სეპარატიზმის საფრთხეზე საუბრობენ
"იეჰოვას მოწმეების" ჟურნალი მეგრულ ენაზე - ხობში სეპარატიზმის საფრთხეზე საუბრობენ

ხო­ბის რა­ი­ონ­ში იეჰო­ვას მოწ­მე­ებ­თან ახა­ლი სა­ა­გი­ტა­ციო ჟურ­ნა­ლი მეგ­რულ ენა­ზე გა­მოჩ­ნდა. ჟურ­ნა­ლი ისე­ვე რო­გორც იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის სხვა სა­ა­გი­ტა­ციო ჟურ­ნა­ლე­ბი მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ილუსტრი­რე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც მეგ­რუ­ლია და მას "ქუ­მურ­ჩქი­ლეთ ღო­რონთს" ("ღმერ­თს მო­უს­მი­ნეთ") ჰქვია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჟურ­ნა­ლის მეგ­რულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას სე­პა­რა­ტიზ­მის გაღ­ვი­ვე­ბად აფა­სე­ბენ და თვლი­ან, რომ ეს და­უშ­ვე­ბე­ლი რამ არის, რაც სას­წრა­ფოდ უნდა აღიკ­ვე­თოს.

გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა­საც აპ­რო­ტეს­ტებს. ხო­ბე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხო­ბის ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის დარ­ბა­ზი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს.

მათი თქმით, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს სა­კუ­თა­რი რწმე­ნის არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თუმ­ცა, ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე ეს დარ­ბა­ზი არ უნდა აშენ­დეს.

თა­ვად იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა კა­ნო­ნი­ე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ბუკ­ლე­ტებს, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ მათ უფ­ლე­ბა აქვთ თა­ვი­ან­თი რე­ლი­გი­ის შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­ავ­რცე­ლონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"იეჰოვას მოწმეების" ჟურნალი მეგრულ ენაზე - ხობში სეპარატიზმის საფრთხეზე საუბრობენ

"იეჰოვას მოწმეების" ჟურნალი მეგრულ ენაზე - ხობში სეპარატიზმის საფრთხეზე საუბრობენ

ხობის რაიონში იეჰოვას მოწმეებთან ახალი სააგიტაციო ჟურნალი მეგრულ ენაზე გამოჩნდა. ჟურნალი ისევე როგორც იეჰოვას მოწმეების სხვა სააგიტაციო ჟურნალები მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ილუსტრირებული. ჟურნალის სახელწოდებაც მეგრულია და მას "ქუმურჩქილეთ ღორონთს" ("ღმერთს მოუსმინეთ") ჰქვია.

ადგილობრივები ჟურნალის მეგრულ ენაზე გამოცემას სეპარატიზმის გაღვივებად აფასებენ და თვლიან, რომ ეს დაუშვებელი რამ არის, რაც სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს.

გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობის დაწყებასაც აპროტესტებს. ხობელები მიიჩნევენ, რომ ხობის ცენტრალურ გზაზე იეჰოვას მოწმეების დარბაზი არ უნდა არსებობდეს.

მათი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი რწმენის არჩევანის თავისუფლება, თუმცა, ცენტრალურ გზაზე ეს დარბაზი არ უნდა აშენდეს.

თავად იეჰოვას მოწმეები კი აცხადებენ, რომ იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობა კანონიერია. რაც შეეხება ბუკლეტებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ უფლება აქვთ თავიანთი რელიგიის შესაბამისი ლიტერატურა გაავრცელონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია