კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ" - უკავშირდება თუ არა თარგამაძის წასვლა ასლან აბაშიძის ვაჟის დაბრუნებას
"აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ" - უკავშირდება თუ არა თარგამაძის წასვლა ასლან აბაშიძის ვაჟის დაბრუნებას

"აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვწყვეტ, პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას ჩემი მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი გა­უ­ძღვე­ბა" - აცხა­დებს "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" აწ უკვე ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე. სად აპი­რებს "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას - სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მას "კვი­რის პა­ლიტ­რა" ესა­უბ­რა.

- ბევრ სფე­რო­ში მაქვს ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ამის გა­მო­ყე­ნე­ბას ვა­პი­რებ. ბო­ლოს და ბო­ლოს, 25-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო სტა­ჟი მაქვს და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ 40 წლის ადა­მი­ა­ნის­თვის უნი­კა­ლუ­რი და უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისევ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას და­უბ­რუნ­დე­ბით...

- ყვე­ლა ვერ­სი­ას გან­ვი­ხი­ლავ, რად­გან ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია, სად გა­ვაგ­რძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას. აქამ­დე მა­ინც პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სი მქონ­და და ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად მზღუ­დავ­და.

- თქვენს მიერ გან­ვლი­ლი გზა და კა­რი­ე­რა ახ­სე­ნეთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­გახ­სე­ნოთ თქვე­ნი და ას­ლან აბა­ში­ძის ურ­თი­ერ­თო­ბა. არა­ერ­თხელ ით­ქვა, რომ აბა­ში­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­თვის, "ხრი­კე­ბი, ინ­ტრი­გე­ბი და თარ­გა­მა­ძი­სე­უ­ლი მე­თო­დე­ბი, რი­თაც ეშ­მა­კუ­რად გა­ა­ცუ­რა ამ პა­ტა­რა ბიჭ­მა აჭა­რის ლომი" - ასეც ხა­სი­ათ­დე­ბო­და თქვე­ნი აბა­ში­ძეს­თან მუ­შა­ო­ბა... რო­გო­რია ამა­ზე თქვე­ნი პა­სუ­ხი?

- ამა­ზე შე­გიძ­ლი­ათ, ას­ლან აბა­ში­ძეს­თან ჩემი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მომსწრე ადა­მი­ა­ნებს ესა­უბ­როთ, რომ­ლებ­საც ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი ჭო­რე­ბი კი არა, რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი აქვთ... ამ ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და. ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მათ­განს გავ­ცე პა­სუ­ხი. აბა­ში­ძე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას დღე­საც ვაგ­რძე­ლებ, მათ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა მა­კავ­ში­რებს, რა­ზეც სა­ჯა­როდ ხში­რად არ ვსა­უბ­რობ, რად­გან ამო­რა­ლუ­რად და არა­კო­რექ­ტუ­ლად მი­მაჩ­ნია, თა­ნაც, ამის ზედ­მე­ტად ხაზ­გას­მით, მათ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვა­ყე­ნებ...

ისე კი, იქ­ნებ და­მი­სა­ხე­ლოს ვინ­მემ ისე­თი სფე­რო, რო­მე­ლიც მე მე­ბა­რა და ას­მა­გად წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ გახ­და...

- გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. თუ გაქვთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და პარ­ტი­ი­დან თქვე­ნი წა­მოს­ვლა ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა მის დაბ­რუ­ნე­ბას?

- ჩვენ ყო­ველ­თვის კარ­გი გვინ­დო­და და გვინ­და ერ­თმა­ნე­თის­თვის, ამ ეტაპ­ზე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ამ ეტაპ­ზე ჩვენს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი არ დგას.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ" - უკავშირდება თუ არა თარგამაძის წასვლა ასლან აბაშიძის ვაჟის დაბრუნებას

"აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ" - უკავშირდება თუ არა თარგამაძის წასვლა ასლან აბაშიძის ვაჟის დაბრუნებას

"აქტიურ პოლიტიურ საქმიანობას ვწყვეტ, პარტიის საქმიანობას ჩემი მეგობარი, გიორგი ახვლედიანი გაუძღვება" - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე. სად აპირებს "ქრისტიან-დემოკრატების" ყოფილი ლიდერი საქმიანობის გაგრძელებას  - სამომავლო გეგმებზე მას "კვირის პალიტრა" ესაუბრა.

- ბევრ სფეროში მაქვს ცოდნა და გამოცდილება მიღებული და ამის გამოყენებას ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 40 წლის ადამიანისთვის უნიკალური და უნივერსალური სამუშაო გამოცდილება მაქვს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებით...

- ყველა ვერსიას განვიხილავ, რადგან ჯერ არ გადამიწყვეტია, სად გავაგრძელებ საქმიანობას. აქამდე მაინც პოლიტიკოსის სტატუსი მქონდა და ეს გარკვეულწილად მზღუდავდა.

- თქვენს მიერ განვლილი გზა და კარიერა ახსენეთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ თქვენი და ასლან აბაშიძის ურთიერთობა. არაერთხელ ითქვა, რომ აბაშიძესთან ურთიერთობა გამოიყენეთ წარმატებული კარიერისთვის, "ხრიკები, ინტრიგები და თარგამაძისეული მეთოდები, რითაც ეშმაკურად გააცურა ამ პატარა ბიჭმა აჭარის ლომი" - ასეც ხასიათდებოდა თქვენი აბაშიძესთან მუშაობა... როგორია ამაზე თქვენი პასუხი?

- ამაზე შეგიძლიათ, ასლან აბაშიძესთან ჩემი თანამშრომლობის მომსწრე ადამიანებს ესაუბროთ, რომლებსაც ყურით მოთრეული ჭორები კი არა, რეალური ინფორმაციები აქვთ... ამ ბინძური ჭორების გავრცელება ჩემი პოლიტიკური ოპონენტების ინტერესებში შედიოდა. ნებისმიერ დროს შემიძლია ნებისმიერ მათგანს გავცე პასუხი. აბაშიძეებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ, მათთან ნათელ-მირონობა მაკავშირებს, რაზეც საჯაროდ ხშირად არ ვსაუბრობ, რადგან ამორალურად და არაკორექტულად მიმაჩნია, თანაც, ამის ზედმეტად ხაზგასმით, მათ უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებ...

ისე კი, იქნებ დამისახელოს ვინმემ ისეთი სფერო, რომელიც მე მებარა და ასმაგად წარმატებული არ გახდა...

- გიორგი აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა. თუ გაქვთ მასთან ურთიერთობა და პარტიიდან თქვენი წამოსვლა ხომ არ უკავშირდება მის დაბრუნებას?

- ჩვენ ყოველთვის კარგი გვინდოდა და გვინდა ერთმანეთისთვის, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ჩვენს შორის პოლიტიკური საკითხები არ დგას.

იხილეთ სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა