პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიულეტენებს რუსეთის მოქალაქეებიც ავსებენ - რა ხერხებს იყენებს პუტინი ყირიმის რეფერენდუმზე
ბიულეტენებს რუსეთის მოქალაქეებიც ავსებენ - რა ხერხებს იყენებს პუტინი ყირიმის რეფერენდუმზე

დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე რე­ფე­რენ­დუ­მი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­სახ­ლე­ო­ბამ, რო­მელ­მაც ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სტა­ტუ­სი უნდა გა­და­წყვი­ტოს, ბი­უ­ლე­ტინ­ში წრმოდ­გე­ნილ ორ კი­თხვას უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი: 1. მხარს უჭერთ თუ არა მხარს ყი­რი­მის შე­ერ­თე­ბას რუ­სეთ­თან, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტად? 2. მხარს უჭერთ თუ არა ყი­რი­მის რეს­პუბ­ლი­კის 1992 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბას და ყი­რი­მის, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლის სტა­ტუსს?

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა ყი­რი­მის რა­დას მიერ მი­ღე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თუ 16 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას მის­ცემს ხმას, ყი­რი­მი და­მო­უ­კი­დე­ბელ და სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­მო­ცხად­დე­ბა.

"რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყი­რი­მის რეს­პუბ­ლი­კა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, მიგ­ვი­ღოს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ახა­ლი სუ­ბი­ექ­ტის სა­ხით", - ნათ­ქვა­მია ყი­რი­მის რა­დას მიერ მი­ღე­ბულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ფე­რენ­დუ­მი და რა ხერ­ხებს იყე­ნებს რუ­სე­თი სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად. ამის თა­ო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

ყი­რი­მის რე­ფე­რენ­დუმ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ჩარ­თეს

ყი­რიმ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნებს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ური­გე­ბენ. "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას" ცნო­ბით, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი ურიგ­დე­ბათ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ში არ არი­ან.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მი­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც სი­ებ­ში არ არი­ან, ად­გილ­ზე უქ­სე­რო­ქ­სე­ბენ პას­პორ­ტებს, შეჰ­ყავთ და­მა­ტე­ბით სი­ებ­ში და ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რე­ფე­რენ­დუმ­ში ხმის მი­ცე­მის­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლია 1 მი­ლი­ონ 550 ბი­უ­ლე­ტი­ნი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უა­მინ­დო­ბის გამო ზო­გი­ერთ უბან­ზე გა­თი­შუ­ლია სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი, ბელ­გორსკის რა­ი­ონ­ში კი ორ უბან­ზე ელექტრო­ე­ნერ­გია არ არის.

კა­ზა­კე­ბის როლი

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ზა­კე­ბი ყი­რი­მე­ლე­ბის­გან რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ითხო­ვენ. პრი­მორსკის ოლ­ქში, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას კა­ზა­კებ­მა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, კა­ზა­კე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ვლა­სა და რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­ი­თხო­ვენ.

ეს სწო­რედ ის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლია, რო­მელ­მაც გუ­შინ უარი გა­ნა­ცხა­და რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი

რე­ფე­რენ­დუ­მის ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 20:00 სა­ათ­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "კო­მერ­სან­ტი" წერს, ყი­რიმ­ში ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას - "სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის რეს­პუბ­ლი­კურ ინ­სტი­ტუტს" აქვს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ყი­რიმ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფე­რენ­დუმ­ზე ამ დრო­ის­თვის 1024 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნია გახ­სნი­ლი. რე­ფე­რენ­დუმ­ში ხმის მი­ცე­მის­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლია 1 მი­ლი­ონ 550 ბი­უ­ლე­ტი­ნია გა­ცე­მუ­ლი. ხმის მი­ცე­მა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 20:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

ამას­თან, ყი­რი­მის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­ი­ე­რის, რუს­ტამ ტე­მირ­გა­ლი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­ბა­თილ­დე­ბა, თუ რე­ფე­რენ­დუმ­ზე აქ­ტი­ვო­ბა 50%-ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ამ დრო­ის­თვის რე­ფე­რენ­დუმ­ზე აქ­ტი­ვო­ბა მა­ღა­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბის 10%-მა უკვე და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი.

ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ვა­ლე­რი მედ­ვე­დე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ვას­ტო­პოლ­ში 190 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი მუ­შა­ობს. მი­სი­ვე თქმით, სე­ვას­ტო­პოლ­ში რე­ფე­რენ­დუმს 50-ზე მეტი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და­აკ­ვირ­დე­ბა, 15 ქვეყ­ნი­დან კი 200 ჟურ­ნა­ლის­ტია აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი

ყი­რიმ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფე­რენ­დუმ­ზე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბას 2400-ზე მეტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და­ი­ცავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბიულეტენებს რუსეთის მოქალაქეებიც ავსებენ - რა ხერხებს იყენებს პუტინი ყირიმის რეფერენდუმზე

ბიულეტენებს რუსეთის მოქალაქეებიც ავსებენ - რა ხერხებს იყენებს პუტინი ყირიმის რეფერენდუმზე

დილის 08:00 საათიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ, რომელმაც ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უნდა გადაწყვიტოს, ბიულეტინში წრმოდგენილ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: 1. მხარს უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? 2. მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?

უკრაინის ხელისუფლება რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს, თუმცა ყირიმის რადას მიერ მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიხედვით, თუ 16 მარტის რეფერენდუმში მოსახლეობა ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთთან შეერთებას მისცემს ხმას, ყირიმი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდება.

"რეფერენდუმის შესაბამისი შედეგების შემთხვევაში, ყირიმის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, წინადადებით მიმართავს რუსეთის ფედერაციას, მიგვიღოს რუსეთის შემადგენლობაში რუსეთის ახალი სუბიექტის სახით", - ნათქვამია ყირიმის რადას მიერ მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.

როგორ მიმდინარეობს რეფერენდუმი და რა ხერხებს იყენებს რუსეთი სასურველი შედეგის  მისაღებად. ამის თაობაზე უკრაინული მედია რამდენიმე ინფორმაციას ავრცელებს.

ყირიმის რეფერენდუმში რუსეთის მოქალაქეებიც ჩართეს

ყირიმში ბიულეტენებს რუსეთის მოქალაქეებსაც ურიგებენ. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ბიულეტენები ურიგდებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც საარჩევნო სიებში არ არიან.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს, რომლებიც სიებში არ არიან, ადგილზე უქსეროქსებენ პასპორტებს, შეჰყავთ დამატებით სიებში და ხმის მიცემის უფლებას აძლევენ.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რეფერენდუმში ხმის მიცემისთვის დამზადებულია 1 მილიონ 550 ბიულეტინი.

გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო ზოგიერთ უბანზე გათიშულია სატელეფონო კავშირი, ბელგორსკის რაიონში კი ორ უბანზე ელექტროენერგია არ არის.

კაზაკების როლი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაზაკები ყირიმელებისგან რეფერენდუმში მონაწილეობას ითხოვენ. პრიმორსკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო კვლევითი ცენტრის პირად შემადგენლობას კაზაკებმა სამხედრო ნაწილში შესვლის საშუალება არ მისცეს. უკრაინული მედიის ცნობით, კაზაკები უკრაინელი სამხედროებისგან საარჩევნო უბანზე მისვლასა და რეფერენდუმში მონაწილეობას მოითხოვენ.

ეს სწორედ ის სამხედრო ნაწილია, რომელმაც გუშინ უარი განაცხადა რეფერენდუმში მონაწილეობაზე.

მოსალოდნელი შედეგები

რეფერენდუმის ეგზიტპოლების შედეგები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გახდება ცნობილი.

როგორც რუსული გამოცემა "კომერსანტი" წერს, ყირიმში ეგზიტპოლების ჩატარების უფლება მხოლოდ ერთ ორგანიზაციას - "სოციოლოგიური და პოლიტიკური კვლევების რესპუბლიკურ ინსტიტუტს" აქვს.

უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმზე ამ დროისთვის 1024 საარჩევნო უბანია გახსნილი. რეფერენდუმში ხმის მიცემისთვის დამზადებულია 1 მილიონ 550 ბიულეტინია გაცემული. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდება.

ამასთან, ყირიმის პირველი ვიცე-პრეიერის, რუსტამ ტემირგალიევის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაბათილდება, თუ რეფერენდუმზე აქტივობა 50%-ზე ნაკლები იქნება.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ დროისთვის რეფერენდუმზე აქტივობა მაღალია და მოსახლეობის 10%-მა უკვე დააფიქსირა თავისი არჩევანი.

ამასთან, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვალერი მედვედევის ინფორმაციით, სევასტოპოლში 190 საარჩევნო უბანი მუშაობს. მისივე თქმით, სევასტოპოლში რეფერენდუმს 50-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, 15 ქვეყნიდან კი 200 ჟურნალისტია აკრედიტებული

ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმზე საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას 2400-ზე მეტი სამართალდამცავი დაიცავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა