პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ. უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სეთს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნოს ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უწყე­ბა "მტკი­ცე და კა­ტე­გო­რი­ულ პრო­ტესტს" გა­მოთ­ქვამს, ხერ­სო­ნის ოლ­ქში, გუ­შინ რუ­სე­თის არ­მი­ის სა­დე­სან­ტო და­ნა­ყო­ფე­ბის გა­დას­ხმის თა­ო­ბა­ზე.

"უკ­რა­ი­ნა უფ­ლე­ბას იტო­ვებს, მი­მარ­თოს ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას იმი­სათ­ვის, რომ შე­წყდეს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის მხრი­დან სამ­ხედ­რო შე­მოჭ­რე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გუ­შინ ხერ­სო­ნის ოლ­ქში რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა დე­სან­ტი გა­დას­ხეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ხერ­სო­ნის ოლ­ქის სო­ფელ სტრელ­კო­ვო­ში რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა

ვერ­ტმფრე­ნე­ბი­დან დე­სან­ტი გა­დას­ხეს. რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რი და­ი­კა­ვეს და იქ ბლოკ-პოს­ტი გახ­სნეს.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, იგორ ტე­ნი­უ­ხი­მის გან­ცხა­დე­ბით,

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი დონ­ბას­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის შეს­ვლას არ და­უშ­ვებს. მი­სი­ვე თქმით, ეს სქე­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

"პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც დო­ნეცკ­ში ჰქონ­და ად­გი­ლი, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­მო­სუ­ლი ხალ­ხის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და. უკ­რა­ი­ნის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო ქვეყ­ნის ჯა­რებს არ და­უშ­ვე­ბენ. ისი­ნი სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ზე არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ, რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბი, შე­ვას­რუ­ლებთ ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს", -აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

ორი დღის წინ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სე­თი აც­ნო­ბი­ე­რებს სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სა და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე და უფ­ლე­ბას იტო­ვებს, და­იც­ვას ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ამით უწყე­ბა დო­ნეცკ­ში, 13 მარტს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რაა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დო­ნეცკ­ში თავს და­ესხნენ მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში იმ ხალ­ხის დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად გა­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწო­დე­ბენ.

"არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ უკ­რა­ი­ნის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა მო­ახ­დი­ნოს "ბო­ე­ვი­კე­ბის" გა­ნი­ა­რა­ღე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და მათი კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა – გა­მარ­თონ მი­ტინ­გე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, ეს ასე არ ხდე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აკონ­ტრო­ლებს ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას. რუ­სე­თი აც­ნო­ბი­ე­რებს სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სა და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე და უფ­ლე­ბას იტო­ვებს, და­იც­ვას ეს ადა­მი­ა­ნე­ბი", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება "მტკიცე და კატეგორიულ პროტესტს" გამოთქვამს, ხერსონის ოლქში, გუშინ რუსეთის არმიის სადესანტო დანაყოფების გადასხმის თაობაზე.

"უკრაინა უფლებას იტოვებს, მიმართოს ყველა ძალისხმევას იმისათვის, რომ შეწყდეს ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრები", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ ხერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა დესანტი გადასხეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ხერსონის ოლქის სოფელ სტრელკოვოში რუსმა სამხედროებმა

ვერტმფრენებიდან დესანტი გადასხეს. რუსმა სამხედროებმა გაზგამანაწილებელი სადგური დაიკავეს და იქ ბლოკ-პოსტი გახსნეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, იგორ ტენიუხიმის განცხადებით,

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში რუსული ჯარების შესვლას არ დაუშვებს. მისივე თქმით, ეს სქემა რუსეთის ფედერაციის მიერ არის შემუშავებული.

"პროვოკაციები, რომელსაც დონეცკში ჰქონდა ადგილი, რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ხალხის მიერ განხორციელდა. უკრაინის შეირაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარებს არ დაუშვებენ. ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე არიან გადაყვანილი. ჩვენ, როგორც სამხედროები, შევასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს", -აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ორი დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლეზე და უფლებას იტოვებს, დაიცვას ეს ადამიანები. ამით უწყება დონეცკში, 13 მარტს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურაა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დონეცკში თავს დაესხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ქუჩაში იმ ხალხის დესტრუქციული პოზიციის გასაპროტესტებლად გავიდნენ, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს "ბოევიკების" განიარაღება, უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი კანონიერი უფლება – გამართონ მიტინგები. სამწუხაროდ, როგორც უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, ეს ასე არ ხდება, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას. რუსეთი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლეზე და უფლებას იტოვებს, დაიცვას ეს ადამიანები", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.