პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები''
''რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები''

ატე­ლიე "მა­ტე­რი­ას" დი­ზა­ი­ნერ­მა გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ამ სულ ახ­ლა­ხან და­ამ­თავ­რა გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვის იწყებს მზა­დე­ბას, რო­მე­ლიც მა­ი­სის და­სა­წყის­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. გი­ორ­გი მო­დის კვი­რე­ულ­ზე 2014-15 წლის შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ას წა­რად­გენს, სა­დაც მო­დის მოყ­ვა­რუ­ლებს ნაქ­სო­ვი დე­ტა­ლე­ბი, ბუმ­ბუ­ლი და კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შტრი­ხი ელო­დე­ბათ.

- გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ძა­ლი­ან სპორ­ტუ­ლი და იმავდრო­უ­ლად მა­მა­კა­ცუ­რი სი­ლუ­ე­ტია მო­და­ში, მა­გა­ლი­თად, გა­ნი­ე­რი მა­ი­სუ­რე­ბი, ჩა­ფარ­თხუ­ნე­ბუ­ლი შარ­ვლე­ბი და ა.შ.

- ასეთ სა­მოს­ში ხომ ქალი ქა­ლუ­რო­ბას კარ­გავს? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სპორ­ტულ სა­მოს­ში ქა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თა?

- არა, რაც უნდა ეც­ვას ქალს, ის ქა­ლუ­რო­ბას არას­დროს კარ­გავს. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლუ­რო­ბას, მისი ხაზ­გას­მა შე­იძ­ლე­ბა ში­ფო­ნის ქსო­ვი­ლის­გან სპორ­ტუ­ლი სი­ლუ­ე­ტის სა­მო­სის შექ­მნით, არა­და, რო­გორც იცით, ში­ფო­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ღა­მოს კა­ბე­ბის­თვის, თუმ­ცა მისი, აბ­რე­შუ­მის, ხა­ვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა სპორ­ტუ­ლი თარ­გის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­სის ტო­ნა­ლო­ბას, რას გვირ­ჩევ ამ თვალ­საზ­რი­სით?

- უფრო სიჭ­რე­ლეა მო­და­ში, ასე­ვე არა კლა­სი­კუ­რი, ცოტა უაზ­რო, მჭა­ხე და ნა­თე­ლი ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბა. ამ სა­კი­თხში მოდა ძა­ლი­ან არე­უ­ლია, თუმ­ცა სპორ­ტუ­ლი სტი­ლის გავ­ლე­ნა ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში უნდა იგ­რძნო­ბო­დეს. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი ფეხ­საც­მე­ლი გა­ას­პორ­ტუ­ლონ და ბო­ტასს და­ამ­სგავ­სონ, რომ­ლის მორ­გე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფერ­თან, მათ შო­რის - ჰა­ე­რო­ვან კა­ბას­თან. ამ სე­ზო­ნის ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც უფრო შე­უ­სა­ბა­მოდ უხა­მებ სა­მოსს ერ­თმა­ნეთს, მით უფრო მო­დუ­რი ხდე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

''რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები''

''რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები''

ატელიე ''მატერიას'' დიზაინერმა გიორგი ქებურიამ სულ ახლახან დაამთავრა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე მუშაობა და მოდის კვირეულისთვის იწყებს მზადებას, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს. გიორგი მოდის კვირეულზე 2014-15 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარადგენს, სადაც მოდის მოყვარულებს ნაქსოვი დეტალები, ბუმბული და კიდევ ბევრი საინტერესო შტრიხი ელოდებათ.

- გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ძალიან სპორტული და იმავდროულად მამაკაცური სილუეტია მოდაში, მაგალითად, განიერი მაისურები, ჩაფართხუნებული შარვლები და ა.შ.

- ასეთ სამოსში ხომ ქალი ქალურობას კარგავს? როგორ შეიძლება სპორტულ სამოსში ქალური დეტალების გამოკვეთა?

- არა, რაც უნდა ეცვას ქალს, ის ქალურობას არასდროს კარგავს. რაც შეეხება ქალურობას, მისი ხაზგასმა შეიძლება შიფონის ქსოვილისგან სპორტული სილუეტის სამოსის შექმნით, არადა, როგორც იცით, შიფონი გამოიყენება საღამოს კაბებისთვის, თუმცა მისი, აბრეშუმის, ხავერდის გამოყენება სპორტული თარგისთვისაც შეიძლება.

- რაც შეეხება სამოსის ტონალობას, რას გვირჩევ ამ თვალსაზრისით?

- უფრო სიჭრელეა მოდაში, ასევე არა კლასიკური, ცოტა უაზრო, მჭახე და ნათელი ფერების შეხამება. ამ საკითხში მოდა ძალიან არეულია, თუმცა სპორტული სტილის გავლენა ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. დიზაინერები ცდილობენ, თავიანთი ფეხსაცმელი გაასპორტულონ და ბოტასს დაამსგავსონ, რომლის მორგებაც შესაძლებელია ყველაფერთან, მათ შორის - ჰაეროვან კაბასთან. ამ სეზონის ტენდენციების გათვალისწინებით, რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება