სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ვერ ''უყრის'' ტუჩებს თავს ანუკი ჯავახიშვილი
როდის ვერ ''უყრის'' ტუჩებს თავს ანუკი ჯავახიშვილი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატრს და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი" შე­ე­მა­ტა. მუ­სი­კა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა მან მო­რის მე­ტერ­ლინ­კის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გა. მუ­სი­კა­ლურ მა­სა­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია "ბითლზის" სიმ­ღე­რე­ბი, სა­ნა­ხა­ო­ბას კი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ანი­ჭებს პერ­სო­ნა­ჟე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბი, სცე­ნოგ­რა­ფია და ზღაპ­რუ­ლი ეფექ­ტე­ბის სიმ­რავ­ლე. ეს შთამ­ბეჭ­და­ვი სპექ­ტაკ­ლი ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დი თა­ო­ბის მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა, მერ­წმუ­ნეთ, არც უფ­რო­სე­ბი დარ­ჩე­ბი­ან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გა­რე­შე.

ანუ­კი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ამ სპექ­ტაკლში ერთ-ერთ როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ტე­ლე­ვი­ზი­ით "იმე­დის" მა­ყუ­რე­ბელ­მა იგი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რეს" ანეკ­დო­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო. ახ­ლა­ხან ის "ტვ-11"-ზეც გა­მოჩ­ნდა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სკეტჩში მო­ნა­წი­ლე­ობს. ანუ­კის ახ­ლოს გა­საც­ნო­ბად მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში ვეს­ტუმ­რეთ...

- ჩემ გარ­შე­მო თით­ქმის ყვე­ლა ექი­მია. ბავ­შვო­ბი­დან ყველ­გან მა­ტა­რებ­დნენ - ცეკ­ვა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე და თა­ვის­თა­ვად ისე მოხ­და, რომ ამ სფე­როს ბო­ლომ­დე გავ­ყე­ვი. 11 წლის ასაკ­ში მე­რაბ ჩხა­ი­ძის "ვე­რის უბ­ნის ბავ­შვთა თე­ატ­რში" სპექ­ტაკლში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, შემ­დეგ გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლის "არტ-ჰოლ­ში" დავ­დი­ო­დი. თე­ატ­რა­ლურ­ში რომ ჩა­ვა­ბა­რე, მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. იქ ჩემი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის პე­და­გო­გი კოტე ფურ­ცე­ლა­ძე იყო, რო­მელ­საც ჩემს გამ­ზრდელს ვუ­წო­დებ. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მან რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და­მი­ძა­ხა. მათ შო­რის იყო პრო­ექ­ტი "გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნო­სათ­ვის". შემ­დეგ ამ თე­ატ­რში მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა "ბედ­ნი­ე­რი ერი" დად­გა, მერე იყო აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის "მარ­ტო­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, ანუ მაი სფე­ის" და ამ სპექ­ტაკ­ლებ­ში ვი­თა­მა­შე. შემ­დგ გა­ვი­ცა­ნი დოი და ნელ-ნელა დავმკვიდ­რდი თე­ატ­რში.

- სხვა რო­მე­ლი­მე თე­ატ­რში თუ გი­თა­მა­შია მიწ­ვე­ვით?

- არა, აქ კარ­გად ვარ (იღი­მის).

- რო­მელ ხმას მღე­რი?

- ძი­რი­თა­დად პირ­ველს. მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, კონ­ცერტს ვერ ჩა­ვა­ტა­რებ, მაგ­რამ რო­გორც მსა­ხი­ობს, სპექ­ტაკლში სიმ­ღე­რა გა­მომ­დის.

- რო­მე­ლი­მე სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე გი­ფიქ­რია?

- არა. სულ მინ­დო­და მე­ხა­ტა, მაგ­რამ სა­შინ­ლად ვხა­ტავ, ფურ­ცელ­ზე რა­ღა­ცებს რომ ჯღაბ­ნი­ან, მხო­ლოდ მაგ დო­ნე­ზე. არ მი­ფიქ­რია, მხატ­ვა­რი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე მომ­წონს ეს პრო­ცე­სი.

- ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც გაქვს...

- "იმედ­ში" "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" ვმუ­შა­ობ­დი. ახლა ამ სტუ­დი­ამ გახ­სნა არხი "ტვ-11". "იმედ­ზე" გა­დი­ო­და გა­და­ცე­მა "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე", ახლა მას სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვა, მარ­ტი­დან "მა­ესტრო­ზე" გავა და გა­და­ცე­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა "თქვე­ნი გა­დახ­დი­ლია".

- "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რეს" ჰყავ­და თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი. ქუ­ჩა­ში გცნობ­დნენ?

- კი, ამ­ბობ­დნენ და ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ. ქუ­ჩა­ში ძი­რი­თა­დად ბავ­შვებს უხა­რო­დათ ჩვე­ნი და­ნახ­ვა, უფ­რო­სე­ბის­გა­ნაც იგ­რძნო­ბო­და ეს, თუმ­ცა შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტავ­დნენ. სა­ხე­ზე წა­ი­კი­თხავ­დი: "ვიცი, ვინც ხარ" (იღი­მის).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როდის ვერ ''უყრის'' ტუჩებს თავს ანუკი ჯავახიშვილი

როდის ვერ ''უყრის'' ტუჩებს თავს ანუკი ჯავახიშვილი

რამდენიმე დღის წინ თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრს დავით დოიაშვილის ახალი სპექტაკლი ''ლურჯი ფრინველი'' შეემატა. მუსიკალური წარმოდგენა მან მორის მეტერლინკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. მუსიკალურ მასალად გამოყენებულია ''ბითლზის'' სიმღერები, სანახაობას კი მრავალფეროვნებას ანიჭებს პერსონაჟების კოსტიუმები, სცენოგრაფია და ზღაპრული ეფექტების სიმრავლე. ეს შთამბეჭდავი სპექტაკლი ბავშვებსა და მოზარდი თაობის მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა, მერწმუნეთ, არც უფროსები დარჩებიან შთაბეჭდილების გარეშე.

ანუკი ჯავახიშვილი ამ სპექტაკლში ერთ-ერთ როლს განასახიერებს. ტელევიზიით ''იმედის'' მაყურებელმა იგი იუმორისტული გადაცემა ''რომ გადახვალ, გააჩერეს'' ანეკდოტების მეშვეობით გაიცნო. ახლახან ის ''ტვ-11''-ზეც გამოჩნდა, სადაც რამდენიმე სკეტჩში მონაწილეობს. ანუკის ახლოს გასაცნობად მუსიკისა და დრამის თეატრში ვესტუმრეთ...

- ჩემ გარშემო თითქმის ყველა ექიმია. ბავშვობიდან ყველგან მატარებდნენ - ცეკვაზე, სიმღერაზე და თავისთავად ისე მოხდა, რომ ამ სფეროს ბოლომდე გავყევი. 11 წლის ასაკში მერაბ ჩხაიძის ''ვერის უბნის ბავშვთა თეატრში'' სპექტაკლში ვმონაწილეობდი, შემდეგ გოგა პიპინაშვილის ''არტ-ჰოლში'' დავდიოდი. თეატრალურში რომ ჩავაბარე, მედეა კუჭუხიძის ჯგუფში მოვხვდი. იქ ჩემი ქორეოგრაფიის პედაგოგი კოტე ფურცელაძე იყო, რომელსაც ჩემს გამზრდელს ვუწოდებ. სწავლის დამთავრების შემდეგ მან რამდენიმე პროექტში მონაწილეობის მისაღებად დამიძახა. მათ შორის იყო პროექტი ''გია ყანჩელის მუსიკა ქართული თეატრისა და კინოსათვის''. შემდეგ ამ თეატრში მანანა ბერიკაშვილმა ''ბედნიერი ერი'' დადგა, მერე იყო აჩიკო სოლოღაშვილის ''მარტოობის დღესასწაული, ანუ მაი სფეის'' და ამ სპექტაკლებში ვითამაშე. შემდგ გავიცანი დოი და ნელ-ნელა დავმკვიდრდი თეატრში.

- სხვა რომელიმე თეატრში თუ გითამაშია მიწვევით?

- არა, აქ კარგად ვარ (იღიმის).

- რომელ ხმას მღერი?

- ძირითადად პირველს. მაინცდამაინც კარგი ვოკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი, კონცერტს ვერ ჩავატარებ, მაგრამ როგორც მსახიობს, სპექტაკლში სიმღერა გამომდის.

- რომელიმე სხვა პროფესიაზე გიფიქრია?

- არა. სულ მინდოდა მეხატა, მაგრამ საშინლად ვხატავ, ფურცელზე რაღაცებს რომ ჯღაბნიან, მხოლოდ მაგ დონეზე. არ მიფიქრია, მხატვარი გავმხდარიყავი, მაგრამ ისე მომწონს ეს პროცესი.

- ტელევიზიებში მუშაობის გამოცდილებაც გაქვს...

- ''იმედში'' ''ღამის შოუს სტუდიაში'' ვმუშაობდი. ახლა ამ სტუდიამ გახსნა არხი ''ტვ-11''. ''იმედზე'' გადიოდა გადაცემა ''რომ გადახვალ, გააჩერე'', ახლა მას სახელი გადაერქვა, მარტიდან ''მაესტროზე'' გავა და გადაცემის სახელწოდებაა ''თქვენი გადახდილია''.

- ''რომ გადახვალ, გააჩერეს'' ჰყავდა თავისი მაყურებელი. ქუჩაში გცნობდნენ?

- კი, ამბობდნენ და ძალიან კრიტიკულებიც არ იყვნენ. ქუჩაში ძირითადად ბავშვებს უხაროდათ ჩვენი დანახვა, უფროსებისგანაც იგრძნობოდა ეს, თუმცა შედარებით მოკრძალებულად გამოხატავდნენ. სახეზე წაიკითხავდი: ''ვიცი, ვინც ხარ'' (იღიმის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება