პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ხანჩალიანი: "ყველამ იცის, "ვოისი" ფულთან არის დაკავშირებული, მე კი პროექტი ფულის გარეშე მოვიგე"
ანა ხანჩალიანი: "ყველამ იცის, "ვოისი" ფულთან არის დაკავშირებული, მე კი პროექტი ფულის გარეშე მოვიგე"

ანა ხან­ჩა­ლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ექ­ტი­დან - "ნი­ჭი­ე­რი" - ახ­სოვს და უყ­ვარს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ღე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და, ბო­ლოს კი სომ­ხურ "ახალ ხმა­ში" გა­ი­მარ­ჯვა.

- აგ­ვის­ტო­ში, ძმას­თან ერ­თად, ერე­ვან­ში ვის­ვე­ნებ­დი. იქ ყოფ­ნის დროს სომ­ხურ "ვო­ის­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. გა­მი­მარ­თლა, რომ შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი ჩემი იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა.

- "ბრმა" კას­ტინგზე ჟი­უ­რის რამ­დე­ნი წევ­რი შე­მო­გიბ­რუნ­და?

- სამი წევ­რი შე­მო­მიბ­რუნ­და. მე­ო­თხემ მი­თხრა, - შენი სიმ­ღე­რის­გან ეი­ფო­რი­ა­ში ვი­ყა­ვი და შე­მობ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი, მა­პა­ტი­ეო. მე ჰა­ი­კო ჰა­კო­ფი­ა­ნის გუნდში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ეს ადა­მი­ა­ნი ერე­ვან­ში ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლია. გა­მი­მარ­თლა, რომ მის გუნდში მოვ­ხვდი, თუმ­ცა მან "რინგზე" არ­ჩე­ვა­ნი ჩემს სა­სარ­გებ­ლოდ არ გა­ა­კე­თა. ქრის­ტი­ნა პე­პე­ლი­ან­მა (მომ­ღე­რა­ლი) მო­მი­ტა­ცა - ის "ბრმა" კას­ტინგზე შე­მო­მიბ­რუნ­და, მაგ­რამ მე არ ავირ­ჩიე. მერე ქრის­ტი­ნა გა­ო­ცე­ბუ­ლი ამ­ბობ­და: სწო­რედ ის გახ­და "ჩემი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ვინც არ ამირ­ჩი­აო. მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ. რომ არა ქრის­ტი­ნა, პრო­ექტს დავ­ტო­ვებ­დი... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, როცა "ბრმა" კას­ტინგზე სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორი მწვრთნე­ლი: შუ­შან პეტ­რო­სი­ა­ნი (მომ­ღე­რა­ლი) და ჰა­ი­კო ჰა­კო­ფი­ა­ნი სცე­ნა­ზე ამო­ვიდ­ნენ და აქეთ-იქი­დან მე­ქა­ჩე­ბოდ­ნენ, - არა ჩემ­თან წა­მო­დი, არა - ჩემ­თა­ნო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ ვის გუნდში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, იმ წუთ­ში, სცე­ნა­ზე მი­ვი­ღე.

- ფი­ნა­ლუ­რი ტური რო­გორ და­გა­მახ­სოვ­რდა?

- ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან მარ­თლა ღირ­სე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და. უნდა ვა­ღი­ა­რო, - არ მე­გო­ნა, ფი­ნა­ლამ­დე თუ მი­ვი­დო­დი, რად­გან თბი­ლი­სელს იქ არა­ვინ მიც­ნობ­და. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ უამ­რა­ვი "ესე­მე­სი" მო­მი­ვი­დო­და. მით უმე­ტეს, კონ­კურ­სის ბევ­რი მო­ნა­წი­ლე ამ­ბობ­და, - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის გახ­დე­ბა, ვინც ფულს გა­და­იხ­დი­სო. ეს მეც და­ვი­ჯე­რე, მაგ­რამ ხელი არ ჩა­მიქ­ნე­ვია. ვფიქ­რობ­დი, რომ მა­ინც უნდა მებ­რძო­ლა. ყვე­ლამ იცის, მხო­ლოდ სომ­ხუ­რი კი არა, სა­ერ­თოდ - "ვო­ი­სი" ფულ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მე კი ეს პრო­ექ­ტი ფუ­ლის გა­რე­შე მო­ვი­გე. ვინც იცის ჩემი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო.

- გინ­და თქვა, რომ ქარ­თუ­ლი "ახა­ლი ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მაც ფული გა­და­ი­ხა­დეს?

- დარ­წმუ­ნე­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის "ვო­ის­ზე" სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლა­პა­რა­კობს, რომ ამ კონ­კურ­სში ის იმარ­ჯვებს, ვი­საც ფული არ ენა­ნე­ბა. მაგ­რამ როცა მე გა­ვი­მარ­ჯვე, იქა­უ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ღირ­სე­ულ გა­მარ­ჯვე­ბას გი­ლო­ცავ­თო! სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხალ­ხმა შე­მიყ­ვა­რა და ბევ­რმა მათ­გან­მა და­მი­მე­სი­ჯა. თბი­ლი­სი­და­ნაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწერ­დნენ. მინ­და, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.

- გა­მარ­ჯვე­ბამ რა მო­გი­ტა­ნა?

- ჩემ­თვის ბინა და ფუ­ლა­დი ჯილ­დო არ მო­უ­ცი­ათ. მერ­წმუ­ნეთ, ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია. გარ­და ამი­სა, ეგ­ვიპ­ტის ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი გად­მომ­ცეს, სა­დაც უკვე ვი­ყა­ვი დე­დას­თან ერ­თად და კარ­გა­დაც და­ვის­ვე­ნე. ასე­ვე, სიმ­ღე­რას ჩა­მი­წე­რენ. ასე რომ, ზა­ფხულ­ში ისევ ერე­ვან­ში მო­მი­წევს გამ­გზავ­რე­ბა. ახ­ლაც უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მაქვს, არა­ერთ კონ­კურ­სზე მი­მიწ­ვი­ეს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უა­რის თქმა მო­მიხ­და, რად­გან გა­დავ­წყვი­ტე, ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრა კარ­გად შე­ვის­წავ­ლო. მინ­და, ხალ­ხმა ამ ახალ ამ­პლუ­ა­შიც გა­მიც­ნოს.

- ქარ­თულ "ვო­ის­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი არ გაქვს?

- ეს შე­კი­თხვა არა­ერ­თხელ და­მის­ვეს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხალ­ხმა სწო­რად ვერ გა­მი­გოს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თულ "ვო­ის­ში" ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სწო­რი არ იქ­ნე­ბო­და. ხალ­ხის­თვის რა უნდა მეთ­ქვა? - მარ­თა­ლია, "ნი­ჭი­ერ­ში" და­მეხ­მა­რეთ, მაგ­რამ ახლა კი­დევ ვი­თხოვ თქვენ­გან დახ­მა­რე­ბას-მეთ­ქი? ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ერე­ვან­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თა­ნაც - ერე­ვა­ნიც ხომ ჩემი სამ­შობ­ლოა და მინ­დო­და, ხალ­ხს იქაც გა­ვე­ცა­ნი.

- ე.ი. არ გი­ფიქ­რია, რომ ქარ­თვე­ლებ­მა სა­თა­ნა­დოდ ვერ და­გა­ფა­სეს?

- არა, რას ამ­ბობ, რო­გორ არ და­მა­ფა­სეს?! "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა შე­მიყ­ვა­რა. ისი­ნი დღემ­დე მწე­რენ წე­რი­ლებს და ყვე­ლა­ფერ­ში მხარს მი­ჭე­რენ. მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­თვის ეს გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. თა­ნაც, 1000 ადა­მი­ა­ნი­დან ფი­ნალ­ში რომ გახ­ვალ და მე­ო­თხე ად­გილს და­ი­კა­ვებ, ეს წა­გე­ბას და და­უ­ფა­სებ­ლო­ბას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს.

- "ნი­ჭი­ე­რის" შემ­დეგ "სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­დი...

- დიახ. ჯგუ­ფი "ქენ­დი", რომ­ლის წევ­რიც ვი­ყა­ვი, გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. სხვა­თა შო­რის, ის "ევ­რო­ვი­ზია" ერე­ვან­ში ჩა­ტარ­და და ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ... გარ­და ამი­სა, მა­კე­დო­ნი­ის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე გრან-პრი ავი­ღე (ეს ჩვენ­თან არ გა­უ­შუ­ქე­ბი­ათ), სა­ქარ­თვე­ლო­ში კი "მე­ლო­დია 2010"-შიც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე... სხვა­თა შო­რის, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" რომ წა­ვე­დით, ერე­ვან­ში ლა­პა­რა­კობ­დნენ, - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე გო­გო­ნა გა­მო­დი­სო. იქ ახლა რომ ვი­ყა­ვი, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მიც­ნეს და მკი­თხეს, - ჯგუ­ფი "ქენ­დის" წევ­რი არ ხარო? თუმ­ცა, ამ კონ­კურ­სი­დან ჟი­უ­რის არც ერთ წევ­რს არ ვახ­სოვ­დი... ახლა მინ­და, რო­გორც ვი­ო­ლი­ნო­ზე დამ­კვრე­ლი, ისე გა­მიც­ნონ. კი­დევ ერთი სურ­ვი­ლი მაქვს და გა­გიმ­ხელთ: მსურს, გერ­მა­ნი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრში და­ვუკ­რა და ამ ქვე­ყა­ნა­ში სოლო კონ­ცერ­ტე­ბი გავ­მარ­თო.

- ეს ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი ხომ არ არის?

- თუ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას არ შევ­წყვეტ, ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, ამიხ­დეს. ასე­ვე, მინ­და, სა­ო­პე­რო ვო­კალს გავ­ყვე. ამ­ჟა­მად, ვო­კალ­შიც ვმე­ცა­დი­ნე­ობ. ვფიქ­რობ, ერევ­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვი­ო­ლი­ნოს გან­ხრით ჩა­ვა­ბა­რო, მერე კი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლებ კა­რი­ე­რას. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მოვ­შორ­დე­ბი. აქაც ხში­რად ჩა­მო­ვალ. ხომ იცით, ადა­მი­ა­ნი იმ ად­გილს ვე­რას­დროს და­ი­ვი­წყებს, სა­დაც და­ი­ბა­და.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ანა ხანჩალიანი: "ყველამ იცის, "ვოისი" ფულთან არის დაკავშირებული, მე კი პროექტი ფულის გარეშე მოვიგე"

ანა ხანჩალიანი: "ყველამ იცის, "ვოისი" ფულთან არის დაკავშირებული, მე კი პროექტი ფულის გარეშე მოვიგე"

ანა ხანჩალიანი საზოგადოებას პროექტიდან - "ნიჭიერი" - ახსოვს და უყვარს. მოგვიანებით, მომღერალი რამდენიმე ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა, ბოლოს კი სომხურ "ახალ ხმაში" გაიმარჯვა.

- აგვისტოში, ძმასთან ერთად, ერევანში ვისვენებდი. იქ ყოფნის დროს სომხურ "ვოისში" მონაწილეობა გადავწყვიტე. გამიმართლა, რომ შესარჩევი კონკურსი ჩემი იქ ყოფნის პერიოდს დაემთხვა.

- "ბრმა" კასტინგზე ჟიურის რამდენი წევრი შემოგიბრუნდა?

- სამი წევრი შემომიბრუნდა. მეოთხემ მითხრა, - შენი სიმღერისგან ეიფორიაში ვიყავი და შემობრუნება ვერ მოვასწარი, მაპატიეო. მე ჰაიკო ჰაკოფიანის გუნდში წასვლა გადავწყვიტე. ეს ადამიანი ერევანში ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალია. გამიმართლა, რომ მის გუნდში მოვხვდი, თუმცა მან "რინგზე" არჩევანი ჩემს სასარგებლოდ არ გააკეთა. ქრისტინა პეპელიანმა (მომღერალი) მომიტაცა - ის "ბრმა" კასტინგზე შემომიბრუნდა, მაგრამ მე არ ავირჩიე. მერე ქრისტინა გაოცებული ამბობდა: სწორედ ის გახდა "ჩემი" გამარჯვებული, ვინც არ ამირჩიაო. მისი მადლობელი ვარ. რომ არა ქრისტინა, პროექტს დავტოვებდი... წარმოიდგინეთ, რა რთულ მდგომარეობაში ვიყავი, როცა "ბრმა" კასტინგზე სიმღერის დასრულების შემდეგ ორი მწვრთნელი: შუშან პეტროსიანი (მომღერალი) და ჰაიკო ჰაკოფიანი სცენაზე ამოვიდნენ და აქეთ-იქიდან მექაჩებოდნენ, - არა ჩემთან წამოდი, არა - ჩემთანო. გადაწყვეტილება, თუ ვის გუნდში უნდა წავსულიყავი, იმ წუთში, სცენაზე მივიღე.

- ფინალური ტური როგორ დაგამახსოვრდა?

- ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან მართლა ღირსეული კონ­კურენტები მყავდა. უნდა ვაღიარო, - არ მეგონა, ფინალამდე თუ მივიდოდი, რადგან თბილისელს იქ არავინ მიცნობდა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ უამრავი "ესემესი" მომივიდოდა. მით უმეტეს, კონკურსის ბევრი მონაწილე ამბობდა, - გამარჯვებული ის გახდება, ვინც ფულს გადაიხდისო. ეს მეც დავიჯერე, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია. ვფიქრობდი, რომ მაინც უნდა მებრძოლა. ყველამ იცის, მხო­ლოდ სომხური კი არა, საერთოდ - "ვოისი" ფულთან არის დაკავშირებული, მე კი ეს პროექტი ფულის გარეშე მოვიგე. ვინც იცის ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა, ის დარწმუნებულია, რომ ეს დამსახურებული გამარჯვება იყო.

- გინდა თქვა, რომ ქართული "ახალი ხმის" გამარჯვებულებმაც ფული გადაიხადეს?

- დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის "ვოისზე" საზოგადოება ლაპარაკობს, რომ ამ კონკურსში ის იმარჯვებს, ვისაც ფული არ ენანება. მაგრამ როცა მე გავიმარჯვე, იქაურები მეუბნებოდნენ: ღირსეულ გამარჯვებას გილოცავთო! საბედნიეროდ, ხალხმა შემიყვარა და ბევრმა მათგანმა დამიმესიჯა. თბილისიდანაც ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა, სოციალურ ქსელში მწერდნენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიყვარულისთვის.

- გამარჯვებამ რა მოგიტანა?

- ჩემთვის ბინა და ფულადი ჯილდო არ მოუციათ. მერწმუნეთ, ამაზე მნიშვნელოვანი ხალხის სიყვარულია. გარდა ამისა, ეგვიპტის ორკაციანი საგზური გადმომცეს, სადაც უკვე ვიყავი დედასთან ერთად და კარგადაც დავისვენე. ასევე, სიმღერას ჩამიწერენ. ასე რომ, ზაფხულში ისევ ერევანში მომიწევს გამგზავრება. ახლაც უამრავი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს, არაერთ კონკურსზე მიმიწვიეს, მაგრამ ამ ყველაფერზე უარის თქმა მომიხდა, რადგან გადავწყვიტე, ვიოლინოზე დაკვრა კარგად შევისწავლო. მინდა, ხალხმა ამ ახალ ამპლუაშიც გამიცნოს.

- ქართულ "ვოისში" მონაწილეობის სურვილი არ გაქვს?

- ეს შეკითხვა არაერთხელ დამისვეს. შესაძლებელია, ხალხმა სწორად ვერ გამიგოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართულ "ვოისში" ჩემი მონაწილეობა სწორი არ იქნებოდა. ხალხისთვის რა უნდა მეთქვა? - მართალია, "ნიჭიერში" დამეხმარეთ, მაგრამ ახლა კიდევ ვითხოვ თქვენგან დახმარებას-მეთქი? ამიტომ გადავწყვიტე, ერევანში წავსულიყავი. თანაც - ერევანიც ხომ ჩემი სამშობლოა და მინდოდა, ხალხს იქაც გავეცანი.

- ე.ი. არ გიფიქრია, რომ ქართველებმა სათანადოდ ვერ დაგაფასეს?

- არა, რას ამბობ, როგორ არ დამაფასეს?! "ნიჭიერში" მონაწილეობის დროს უამრავმა ადამიანმა შემიყვარა. ისინი დღემდე მწერენ წერილებს და ყველაფერში მხარს მიჭერენ. მერწმუნეთ, ჩემთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე - პირველი ადგილი. თანაც, 1000 ადამიანიდან ფინალში რომ გახვალ და მეოთხე ადგილს დაიკავებ, ეს წაგებას და დაუფასებლობას სულაც არ ნიშნავს.

- "ნიჭიერის" შემდეგ "საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებულიც გახდი...

- დიახ. ჯგუფი "ქენდი", რომლის წევრიც ვიყავი, გიგა კუხიანიძემ ჩამოაყალიბა. სხვათა შორის, ის "ევროვიზია" ერევანში ჩატარდა და ჩვენ გავიმარჯვეთ... გარდა ამისა, მაკედონიის მუსიკალურ ფესტივალზე გრან-პრი ავიღე (ეს ჩვენთან არ გაუშუქებიათ), საქართველოში კი "მელოდია 2010"-შიც პირველი ადგილი დავიკავე... სხვათა შორის, "ევროვიზიაზე" რომ წავედით, ერევანში ლაპარაკობდნენ, - საქართველოს სახელით ჩვენი თანამემამულე გოგონა გამოდისო. იქ ახლა რომ ვიყავი, მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა მიცნეს და მკითხეს, - ჯგუფი "ქენდის" წევრი არ ხარო? თუმცა, ამ კონკურსიდან ჟიურის არც ერთ წევრს არ ვახსოვდი... ახლა მინდა, როგორც ვიოლინოზე დამკვრელი, ისე გამიცნონ. კიდევ ერთი სურვილი მაქვს და გაგიმხელთ: მსურს, გერმანიის სიმფონიურ ორკესტრში დავუკრა და ამ ქვეყანაში სოლო კონცერტები გავმართო.

- ეს ამბიციური განაცხადი ხომ არ არის?

- თუ მეცადინეობას არ შევწყვეტ, ეს ოცნება შესაძლოა, ამიხდეს. ასევე, მინდა, საოპერო ვოკალს გავყვე. ამჟამად, ვოკალშიც ვმეცადინეობ. ვფიქრობ, ერევნის კონსერვატორიაში ვიოლინოს განხრით ჩავაბარო, მერე კი გერმანიაში გავაგრძელებ კარიერას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატების შემთხვევაში საქართველოს მოვშორდები. აქაც ხშირად ჩამოვალ. ხომ იცით, ადამიანი იმ ადგილს ვერასდროს დაივიწყებს, სადაც დაიბადა.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება