პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აფინანსებს ქართულ იუმორს რუსეთში - საქართველოს მანსანკანელები მოსკოვში არიან
ვინ აფინანსებს ქართულ იუმორს რუსეთში - საქართველოს მანსანკანელები მოსკოვში არიან

სა­ქარ­თვე­ლოს მან­სან­კა­ნის ("კა­ვე­ე­ნის") ნაკ­რე­ბი გუნ­დი მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბა და პრე­მი­ერ ლი­გა­ში, მერ­ვე­დფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში ას­პა­რე­ზო­ბას აპი­რებს.

ამ ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გა­ნაც ისი­ნი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქს მძი­მე პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეწ­ვივ­ნენ.

Ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს მან­სან­კა­ნის ნაკ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, სოფო ბან­ძა­ვას მოს­კოვ­ში და­უ­კავ­შირ­და:

- სოფო, სა­ქარ­თვე­ლოს მან­სან­კა­ნის ნაკ­რე­ბი გუნ­დი მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბით, - პრე­მი­ერ ლი­გა­ში თა­მაშს აპი­რებთ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნიჭი და უნა­რი იუ­მო­რის სფე­რო­ში სა­ზღვრებს მიღ­მა გა­გაქვთ, მაგ­რამ ალ­ბათ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რად რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია თქვე­ნი ამ ეტაპ­ზე მოს­კოვ­ში ჩას­ვლა?

- ჩვენ პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვით და "კა­ვე­ენს" პო­ლი­ტი­კა არ ეხე­ბა...

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ჩა­დი­ხართ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ არც ისე კარ­გად არის გან­წყო­ბი­ლი...

- ამ წუთ­ში და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა?.. ძა­ლი­ან გთხოვთ, პო­ლი­ტი­კა­ში ნუ გაგ­ვრევთ. პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ვერ გა­ვა­კე­თებ. მით უმე­ტეს, გი­თხა­რით, რომ "კა­ვე­ენს" პო­ლი­ტი­კა არ ეხე­ბა. უნდა ვი­თა­მა­შოთ პრე­მი­ერ ლი­გა­ში, მერ­ვე­დფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში. ისე­ვე რო­გორც რაგ­ბის ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ასე უნდა გვი­გულ­შე­მატ­კივ­რონ ჩვენც. ჩემი აზ­რით, არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბა არ არის. თუ რაგ­ბის თა­მა­ში შე­იძ­ლე­ბა რუ­სებ­თან, "კა­ვე­ე­ნის" თა­მა­ში რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა?! მო­რაგ­ბე­ებ­მა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ითა­მა­შეს და ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და და რუ­სეთ­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო მატ­ჩი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი არ უნდა ჩა­სუ­ლი­ყო და ეთა­მა­შა? შე­სა­ბა­მი­სად, ახლა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვაქვს თა­მა­ში და აქ ტარ­დე­ბა და არა სხვა­გან, თო­რემ იქ ჩა­ვი­დო­დით...

- მარ­თა­ლია თუ არა, რომ თქე­ნი გამ­გზავ­რე­ბა მოს­კოვ­ში, რუ­სეთ­ში ქარ­თველ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ამ და­ა­ფი­ნან­სა?

- მერე რა პრობ­ლე­მაა, რომ მიშა ხუ­ბუ­ტია აფი­ნან­სებს კი­დევ ერთ კარგ საქ­მეს და ჩვენც დაგ­ვა­ფი­ნან­სა? ქარ­თვე­ლია და უნდა კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, რო­გორ წარ­სდგე­ბით პრე­მი­ერ ლი­გა­ში, გა­ი­მარ­ჯვებთ?

- წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, შე­დე­გის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ზა­დი­სი, თა­მა­ში 16 მარტს გვაქვს.

- რამ­დენ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ხართ წა­სუ­ლი?

- 15, მე­თხუთ­მე­ტე მე ვარ...

- ისე, პი­რა­დად თქვენ მა­ინ­ცდა­მა­ინც არას­დროს ან­ხართ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს "კა­ვე­ე­ნის" ნაკ­რებ გუნ­დზეა ლა­პა­რა­კი. არა­და, წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობთ...

- ჯერ კი­დევ "თსუ"-ს პირ­ვე­ლი გუნ­დი რომ იყო: გია ჭან­ტუ­რია, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი, და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ნიკა ქავ­თა­რა­ძე, ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, გია ჭან­ტუ­რია, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ. მერე მე­ო­რე გუნ­დი შე­იქ­მნა: ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი, ნიკა გრი­გო­ლია, მიშა ან­დღუ­ლა­ძე და კი­დევ ბევ­რი ცნო­ბი­ლი იუ­მო­რის­ტი იყო ჯგუფ­ში, მა­თაც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი. ახ­ლაც კარ­გი გუნ­დი გვყავს.

მე სა­ერ­თოდ, კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა მიყ­ვარს. ბი­ჭე­ბი სცე­ნა­ზე აგ­ვა­რე­ბენ სა­კი­თხებს, მე - კუ­ლი­სებ­ში. მოკ­ლედ, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებს მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. მწვრთნე­ლე­ბი კი­დევ ცალ­კე გვყავს. ისი­ნი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან და საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: ერთი - სა­მა­რი­დან არის, ორი - მოს­კო­ვი­დან. ვცდი­ლობთ, სა­ქარ­თვე­ლო ვა­სა­ხე­ლოთ და მო­ვი­გოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არის გან­წყო­ბა - რა­ტომ წახ­ვე­დი­თო. აუ­ცი­ლებ­ლად, რო­გორც მო­რაგ­ბე­ებ­მა, უნდა მო­ვუ­გოთ; მგო­ნი, ჯო­ბია. ვი­მე­ო­რებ, პო­ლი­ტი­კა­ში ნუ გაგ­ვრევთ!

- ჰო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­საზ­რე­ბას გა­მო­დის, რომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა­ნა­ი­რად არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, ვი­ღა­ცას არ მო­ე­წო­ნე­ბა ჩვე­ნი აქ ყოფ­ნა, უფრო მეტს კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ე­წო­ნე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა.

- მო­ი­გებთ?

- წი­ნას­წარ არ მინ­და ლა­პა­რა­კი. მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ აფინანსებს ქართულ იუმორს რუსეთში - საქართველოს მანსანკანელები მოსკოვში არიან

ვინ აფინანსებს ქართულ იუმორს რუსეთში - საქართველოს მანსანკანელები მოსკოვში არიან

საქართველოს მანსანკანის ("კავეენის") ნაკრები გუნდი მოსკოვში იმყოფება და პრემიერ ლიგაში, მერვედფინალურ შეხვედრაში ასპარეზობას აპირებს.

ამ ფაქტმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც ისინი რუსეთის დედაქალაქს მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში ეწვივნენ.

Ambebi.ge საქართველოს მანსანკანის ნაკრების ხელმძღვანელს, სოფო ბანძავას მოსკოვში დაუკავშირდა:

- სოფო, საქართველოს მანსანკანის ნაკრები გუნდი მოსკოვში იმყოფებით, - პრემიერ ლიგაში თამაშს აპირებთ. სასიამოვნოა, რომ თქვენი შესაძლებლობა, ნიჭი და უნარი იუმორის სფეროში საზღვრებს მიღმა გაგაქვთ, მაგრამ ალბათ, მოგეხსენებათ, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურად როგორი დაძაბული სიტუაციაა. რამდენად გამართლებულია თქვენი ამ ეტაპზე მოსკოვში ჩასვლა?

- ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით და "კავეენს" პოლიტიკა არ ეხება...

- გასაგებია, მაგრამ ჩადიხართ ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მიმართ არც ისე კარგად არის განწყობილი...

- ამ წუთში დაძაბული სიტუაციაა?.. ძალიან გთხოვთ, პოლიტიკაში ნუ გაგვრევთ. პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. მით უმეტეს, გითხარით, რომ "კავეენს" პოლიტიკა არ ეხება. უნდა ვითამაშოთ პრემიერ ლიგაში, მერვედფინალურ შეხვედრაში. ისევე როგორც რაგბის ვგულშემატკივრობთ ქართველი მაყურებელი, ასე უნდა გვიგულშემატკივრონ ჩვენც. ჩემი აზრით, არანაირი განსხვავება არ არის. თუ რაგბის თამაში შეიძლება რუსებთან, "კავეენის" თამაში რატომ არ შეიძლება?! მორაგბეებმა ჩვენს ტერიტორიაზე ითამაშეს და ამიტომ შეიძლებოდა და რუსეთში რომ ყოფილიყო მატჩი, საქართველოს ნაკრები არ უნდა ჩასულიყო და ეთამაშა? შესაბამისად, ახლა რუსეთის ტერიტორიაზე გვაქვს თამაში და აქ ტარდება და არა სხვაგან, თორემ იქ ჩავიდოდით...

- მართალია თუ არა, რომ თქენი გამგზავრება მოსკოვში, რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ დააფინანსა?

- მერე რა პრობლემაა, რომ მიშა ხუბუტია აფინანსებს კიდევ ერთ კარგ საქმეს და ჩვენც დაგვაფინანსა? ქართველია და უნდა კარგი საქმის კეთება.

- რა მოლოდინი გაქვთ, როგორ წარსდგებით პრემიერ ლიგაში, გაიმარჯვებთ?

- წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ. ახლა მიმდინარეობს სამზადისი, თამაში 16 მარტს გვაქვს.

- რამდენკაციანი ჯგუფი ხართ წასული?

- 15, მეთხუთმეტე მე ვარ...

- ისე, პირადად თქვენ მაინცდამაინც არასდროს ანხართ, როდესაც საქართველოს "კავეენის" ნაკრებ გუნდზეა ლაპარაკი.  არადა, წლებია, საქართველოს ნაკრები გუნდს ხელმძღვანელობთ...

- ჯერ კიდევ "თსუ"-ს პირველი გუნდი რომ იყო: გია ჭანტურია, ალეკო მალხაზიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ნიკა ქავთარაძე, ზურა გაჩეჩილაძე, გია ჭანტურია, ირაკლი კაკაბაძე, იქიდან მოყოლებული ამ გუნდის ხელმძღვანელი ვარ. მერე მეორე გუნდი შეიქმნა: ვანო ჯავახიშვილი, ირაკლი ვახტანგიშვილი, ნიკა გრიგოლია, მიშა ანდღულაძე და კიდევ ბევრი ცნობილი იუმორისტი იყო ჯგუფში, მათაც ვხელმძღვანელობდი. წარმატებულები იყვნენ ყველანი. ახლაც კარგი გუნდი გვყავს.

მე საერთოდ, კულისებში ყოფნა მიყვარს. ბიჭები სცენაზე აგვარებენ საკითხებს, მე - კულისებში. მოკლედ, საორგანიზაციო საკითხებს მე ვხელმძღვანელობ. მწვრთნელები კიდევ ცალკე გვყავს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და საკმაოდ გამოცდილი ადამიანები: ერთი - სამარიდან არის, ორი - მოსკოვიდან. ვცდილობთ, საქართველო ვასახელოთ და მოვიგოთ. საქართველოში კი არის განწყობა - რატომ წახვედითო. აუცილებლად, როგორც მორაგბეებმა, უნდა მოვუგოთ; მგონი, ჯობია. ვიმეორებ, პოლიტიკაში ნუ გაგვრევთ!

- ჰო, მაგრამ საზოგადოების მოსაზრებას გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით...

- საზოგადოება სხვანაირად არის პოლიტიკურად მოტივირებული. ცხადია, ვიღაცას არ მოეწონება ჩვენი აქ ყოფნა, უფრო მეტს კი დარწმუნებული ვარ, მოეწონება ჩვენი გამარჯვება.

- მოიგებთ?

- წინასწარ არ მინდა ლაპარაკი. მერე ვილაპარაკოთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა