პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან გაექცა გოჩა კაპანაძეს კახი კავსაძე
საიდან გაექცა გოჩა კაპანაძეს კახი კავსაძე

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის 2006-2009 წლის სე­ზონ­ზე თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე რე­ჟი­სორ­მა გოჩა კა­პა­ნა­ძემ სპექ­ტაკ­ლი "მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი" წარ­მო­ად­გი­ნა. მას შემ­დეგ დღემ­დე სამი მსა­ხი­ო­ბი გა­მო­აკ­ლდა პირ­ვან­დელ შე­მად­გენ­ლო­ბას. ესე­ნი არი­ან: მე­დეა ჩა­ხა­ვა, ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე და გუ­რამ სა­ღა­რა­ძე. სპექ­ტაკლმა, რო­მე­ლიც ყო­ველ ჯერ­ზე სრუ­ლი ანშლა­გით იმარ­თე­ბო­და, მა­ყუ­რებ­ლის დიდ სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ახ­ლა­ხან რე­ჟი­სორ­მა მისი აღ­დგე­ნა გა­და­წყვი­ტა. გა­ნახ­ლე­ბულ "მო­ხუც ჯამ­ბა­ზებ­ში" და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი: კახი კავ­სა­ძე, ზაზა ლე­ბა­ნი­ძე, მა­ნა­ნა გამ­ცემ­ლი­ძე, თენ­გიზ გი­ორ­გა­ძე, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე, მარი ჯა­ნა­შია, მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი და და­რე­ჯან ხარ­ში­ლა­ძე. გოჩა კა­პა­ნა­ძეს­თან სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, და­ვინ­ტე­რეს­დით, რა გახ­და ამ სპექ­ტაკ­ლის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში აღ­დგე­ნა-დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი...

-"მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი", პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ აღ­ვად­გი­ნეთ, რომ დიდი მო­თხოვ­ნა იყო მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან. ბევ­რი ზარი და გა­ნა­ცხა­დი შე­დი­ო­და თე­ატ­რში, ასე­ვე გვწერ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ბევ­რს ეს სპექ­ტაკ­ლი ორ-სამ­ჯერ ჰქონ­და ნა­ნა­ხი, ზოგ­მა სა­ერ­თოდ ვერ შეძ­ლო, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ის მა­ყუ­რებ­ლის თხოვ­ნით აღგ­ვედ­გი­ნა. სპექ­ტაკლს შე­ე­მატ­ნენ და­რე­ჯან ხარ­ში­ლა­ძე, თენ­გიზ გი­ორ­გა­ძე და მა­ნა­ნა გამ­ცემ­ლი­ძე. თუმ­ცა აქვე გე­ტყვით, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა უკვე მე­დეა ჩა­ხა­ვას დროს თა­მა­შობ­და ამ სპექ­ტაკლში, ის ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას თხოვ­ნით დავ­ნიშ­ნეთ მის დუბ­ლად და როცა თა­ვად შე­უძ­ლოდ ბრძან­დე­ბო­და, ის ცვლი­და... ბა­ტო­ნი გუ­რა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით, ვის და­ვა­კა­ვებ­დით მის როლ­ზე. რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და თე­ატ­რი­სა და ჩემ მიერ და ბო­ლოს არ­ჩე­ვა­ნი თენ­გიზ გი­ორ­გა­ძე­ზე შე­ვა­ჩე­რეთ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, თა­ვად თენ­გიზ გი­ორ­გა­ძე რო­გორ შეხ­ვდა ამ წი­ნა­და­დე­ბას?

- უარ­ყო­ფი­თად. თა­ვი­დან ბა­ტონ თენ­გოს ძა­ლი­ან არ უნ­დო­და, ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტი ჰქონ­და და ვი­ტყო­დი, მის­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლიც კი იყო ამ ამ­ბის გა­გე­ბა. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბა­ტონ გუ­რამ სა­ღა­რა­ძეს ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და და ასეთ დროს, ბუ­ნებ­რი­ვია, მსა­ხი­ობს ეში­ნია, როცა ასე­თი დიდი არ­ტის­ტის რო­ლის თა­მა­ში უწევს. მით უფრო მა­შინ, როცა ბა­ტო­ნი გუ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბით ეს როლი ბევ­რს აქვს ნა­ნა­ხი და თან არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ. ბა­ტო­ნი გუ­რა­მი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმის პატ­რო­ნი ბრძან­დე­ბო­და და მისი ხმა ყვე­ლას ყურ­ში "ჩა­ეს­მის", მათ შო­რის მეც. ამის გა­მე­ო­რე­ბა არც გვიც­დია, თა­ვი­დან­ვე შე­ვე­ცა­დე, თენ­გი­ზის­თვის ამეხ­სნა, რომ მისი გმი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­სე­უ­ლი მო­ხუ­ცი ბა­ბუა, რო­მე­ლიც თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვდა. სა­მუ­შა­ოდ დროც საკ­მა­ოდ გვქონ­და. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პრინ­ციპ­ში თა­ვი­დან დავ­დგით ეს სპექ­ტაკ­ლი, შევ­ცვა­ლეთ სცე­ნე­ბი, რა­ღა­ცე­ბი შევკვე­ცეთ, ფი­ნა­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წუთი სულ სხვაგ­ვა­რია და, რა თქმა უნდა, თენ­გი­ზის როლი სულ სხვაგ­ვა­რი გა­მო­ვი­და. ბა­ტონ გუ­რამს ვერ გა­ვი­მე­ო­რებ­დით და ამის მცდე­ლო­ბა არც გვქონ­და. ბა­ტონ თენ­გოს კო­ლე­გე­ბიც ძა­ლი­ან და­ეხ­მარ­ნენ, გვერ­დით და­უდ­გნენ და მან გა­და­ლა­ხა ის ბა­რი­ე­რი, რა­საც ბა­ტო­ნი გუ­რამ სა­ღა­რა­ძის ფე­ნო­მე­ნი ჰქვია.

- 1-2 მარტს გქონ­დათ პრე­მი­ე­რა და 14 და 30 მარტსაც იგეგ­მე­ბა...

- დიახ. 7 მარტს ქუ­თა­ის­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. იქა­ურ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე მე­სა­მედ მო­ი­თხო­ვა ეს სპექ­ტაკ­ლი. წი­ნას­წარ გა­ი­ყი­და ბი­ლე­თე­ბი, 30 მარტს და­გეგ­მი­ლი სპექ­ტაკ­ლის ბი­ლე­თე­ბი უკვე იყი­დე­ბა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მა­ყუ­რე­ბელს ასე უყ­ვარს "მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი" და ამ დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბის სცე­ნა­ზე ხილ­ვა სურს.

- როცა წლე­ბის წინ პირ­ვე­ლად გა­და­წყვი­ტეთ ამ სპექ­ტაკ­ლის დად­გმა, ერთ-ერთ როლ­ზე ბა­ტო­ნი კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძეც მო­ი­აზ­რე­ბო­და...

- მო­ი­აზ­რე­ბო­და კი არა, მას ერთ-ერთი როლი ჰქონ­და. თით­ქმის ბო­ლომ­დე რე­პე­ტი­ცი­ებ­საც გა­დი­ო­და. უბრწყინ­ვა­ლე­სი ადა­მი­ა­ნი და უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი ბრძან­დე­ბო­და. ერთხელ ბა­ტონ­მა კახი კავ­სა­ძემ თქვა, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში კარ­ლოს ჩა­ვარ­დნი­ლი როლი არ მახ­სოვ­სო. ბოლო დღე­ებ­ში მას ჯან­მრთე­ლო­ბამ უმტყუ­ნა, თუმ­ცა პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო, მოგ­ვი­ლო­ცა. ძა­ლი­ან დას­წყდა გული, სპექ­ტაკ­ლი­დან რომ გა­მოგ­ვაკ­ლდა და ამის გამო კო­ლე­გებს ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­და. მისი როლი მეც ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა და სპექ­ტაკლსაც. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ეს როლი მთლი­ა­ნად ბა­ტონ კარ­ლო­ზე იყო აწყო­ბი­ლი, ის იმ­დე­ნად ძლი­ე­რი გახ­ლდათ თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის გა­და­წყვე­ტა­ში, რომ კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძის პერ­სო­ნა­ჟი სი­უ­ჟე­ტი­დან სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

საიდან გაექცა გოჩა კაპანაძეს კახი კავსაძე

საიდან გაექცა გოჩა კაპანაძეს კახი კავსაძე

რუსთაველის თეატრის 2006-2009 წლის სეზონზე თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სპექტაკლი ''მოხუცი ჯამბაზები'' წარმოადგინა. მას შემდეგ დღემდე სამი მსახიობი გამოაკლდა პირვანდელ შემადგენლობას. ესენი არიან: მედეა ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე და გურამ საღარაძე. სპექტაკლმა, რომელიც ყოველ ჯერზე სრული ანშლაგით იმართებოდა, მაყურებლის დიდ სიყვარული დაიმსახურა. ახლახან რეჟისორმა მისი აღდგენა გადაწყვიტა. განახლებულ ''მოხუც ჯამბაზებში'' დაკავებული არიან მსახიობები: კახი კავსაძე, ზაზა ლებანიძე, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ჯემალ ღაღანიძე, მარი ჯანაშია, მარინა კახიანი და დარეჯან ხარშილაძე. გოჩა კაპანაძესთან საუბრისას, პირველ რიგში, დავინტერესდით, რა გახდა ამ სპექტაკლის რუსთაველის თეატრის რეპერტუარში აღდგენა-დაბრუნების მიზეზი...

-''მოხუცი ჯამბაზები'', პირველ რიგში, იმიტომ აღვადგინეთ, რომ დიდი მოთხოვნა იყო მაყურებლის მხრიდან. ბევრი ზარი და განაცხადი შედიოდა თეატრში, ასევე გვწერდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. ბევრს ეს სპექტაკლი ორ-სამჯერ ჰქონდა ნანახი, ზოგმა საერთოდ ვერ შეძლო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ის მაყურებლის თხოვნით აღგვედგინა. სპექტაკლს შეემატნენ დარეჯან ხარშილაძე, თენგიზ გიორგაძე და მანანა გამცემლიძე. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ქალბატონი მანანა უკვე მედეა ჩახავას დროს თამაშობდა ამ სპექტაკლში, ის ქალბატონი მედეას თხოვნით დავნიშნეთ მის დუბლად და როცა თავად შეუძლოდ ბრძანდებოდა, ის ცვლიდა... ბატონი გურამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, ვის დავაკავებდით მის როლზე. რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა თეატრისა და ჩემ მიერ და ბოლოს არჩევანი თენგიზ გიორგაძეზე შევაჩერეთ.

- საინტერესოა, თავად თენგიზ გიორგაძე როგორ შეხვდა ამ წინადადებას?

- უარყოფითად. თავიდან ბატონ თენგოს ძალიან არ უნდოდა, შინაგანი პროტესტი ჰქონდა და ვიტყოდი, მისთვის გამაღიზიანებელიც კი იყო ამ ამბის გაგება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ გურამ საღარაძეს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ასეთ დროს, ბუნებრივია, მსახიობს ეშინია, როცა ასეთი დიდი არტისტის როლის თამაში უწევს. მით უფრო მაშინ, როცა ბატონი გურამის შესრულებით ეს როლი ბევრს აქვს ნანახი და თან არცთუ ისე დიდი ხნის წინ. ბატონი გურამი განუმეორებელი ხმის პატრონი ბრძანდებოდა და მისი ხმა ყველას ყურში ''ჩაესმის'', მათ შორის მეც. ამის გამეორება არც გვიცდია, თავიდანვე შევეცადე, თენგიზისთვის ამეხსნა, რომ მისი გმირი უნდა ყოფილიყო მისეული მოხუცი ბაბუა, რომელიც თავშესაფარში მოხვდა. სამუშაოდ დროც საკმაოდ გვქონდა. რეპეტიციები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრინციპში თავიდან დავდგით ეს სპექტაკლი, შევცვალეთ სცენები, რაღაცები შევკვეცეთ, ფინალის დაახლოებით 5-6 წუთი სულ სხვაგვარია და, რა თქმა უნდა, თენგიზის როლი სულ სხვაგვარი გამოვიდა. ბატონ გურამს ვერ გავიმეორებდით და ამის მცდელობა არც გვქონდა. ბატონ თენგოს კოლეგებიც ძალიან დაეხმარნენ, გვერდით დაუდგნენ და მან გადალახა ის ბარიერი, რასაც ბატონი გურამ საღარაძის ფენომენი ჰქვია.

- 1-2 მარტს გქონდათ პრემიერა და 14 და 30 მარტსაც იგეგმება...

- დიახ. 7 მარტს ქუთაისში ვიმყოფებოდით. იქაურმა მაყურებელმა უკვე მესამედ მოითხოვა ეს სპექტაკლი. წინასწარ გაიყიდა ბილეთები, 30 მარტს დაგეგმილი სპექტაკლის ბილეთები უკვე იყიდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ მაყურებელს ასე უყვარს ''მოხუცი ჯამბაზები'' და ამ დიდი მსახიობების სცენაზე ხილვა სურს.

- როცა წლების წინ პირველად გადაწყვიტეთ ამ სპექტაკლის დადგმა, ერთ-ერთ როლზე ბატონი კარლო საკანდელიძეც მოიაზრებოდა...

- მოიაზრებოდა კი არა, მას ერთ-ერთი როლი ჰქონდა. თითქმის ბოლომდე რეპეტიციებსაც გადიოდა. უბრწყინვალესი ადამიანი და უნიჭიერესი მსახიობი ბრძანდებოდა. ერთხელ ბატონმა კახი კავსაძემ თქვა, რუსთაველის თეატრში კარლოს ჩავარდნილი როლი არ მახსოვსო. ბოლო დღეებში მას ჯანმრთელობამ უმტყუნა, თუმცა პრემიერას დაესწრო, მოგვილოცა. ძალიან დასწყდა გული, სპექტაკლიდან რომ გამოგვაკლდა და ამის გამო კოლეგებს ბოდიშიც კი მოუხადა. მისი როლი მეც ძალიან დამაკლდა და სპექტაკლსაც. იმდენად, რამდენადაც ეს როლი მთლიანად ბატონ კარლოზე იყო აწყობილი, ის იმდენად ძლიერი გახლდათ თავისი ხასიათის გადაწყვეტაში, რომ კარლო საკანდელიძის პერსონაჟი სიუჟეტიდან საერთოდ ამოვიღე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება