პარტნიორები:

    ვიქტორ პონტა - თავს ვგრძნობ ბებერ პრემიერად, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ჩემზე 10 წლით უმცროსია

    ვიქტორ პონტა -  თავს ვგრძნობ ბებერ პრემიერად, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ჩემზე 10 წლით უმცროსია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ როგორც იქნა, თავს ვგრძნობ ბებერ პრემიერ-მინისტრად, რადგან ის არის ჩემზე 10 წლით უმცროსი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მისი თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალ წლებში წარმატებებს უსურვებს. "მინდა გამოვხატო რუმინეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის იმ გადაწყვეტილებისადმი, რომელიც მათ მიიღეს ვილნიუსის სამიტზე. მე დღეს აქ ვარ იმიტომ, რომ ვთქვა - ევროპა და ევროკავშირის ქვეყნებმა, რუმინეთმა, როგორც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს მყოფმა ქვეყანამ, უნდა გააკეთოს უფრო მეტი ამ ორი ქვეყნისთვის. დოკუმენტების გარდა, უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, რომლითაც საქართველო და მოლდოვა იგრძნობენ დახმარებას და იმას, რომ მათი მიღება უნდათ ევროკავშირში და მათ ჰყავთ პარტნიორები. რუმინეთი თავს ვალდებულად გრძნობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას დაეხმაროს და იყოს მათი ადვოკატი ევროკავშირში", - განაცხადა ვიქტორ პონტამ.

    მისივე თქმით, რუმინეთი შვიდი წელია უკვე ევროკავშირის წევრია და სურს ამ გამოცდილებით დაუჭიროს მხარი საქართველოს და მისი გამოცდილება გაუზიაროს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. "ასევე მინდა აღვნიშნო, რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებისთვის. რუმინეთი ამ პროცესს ყოველთვის მხარს დაუჭერს და ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კარგად ვიცით რას ნიშნავს მარტოობა და დახმარების არქონა, კრიზისები. საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში არის რუმინეთის სწორი არჩევანი და დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვისაც სწორი არჩევანი იქნება", - განაცხადა ვიქტორ პონტამ.

    მან ასევე ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ არის ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობა, რადგან საქართველო რუმინეთის მთავარი პარტნიორია ამ რეგიონში. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ტრანსპორტი ქვეყნის პორტებს შორის.

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა