პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაყინის დანადგარში გაცვლილი ველოსიპედი და ბავშვობაში წამოწყებული ბიზნესი
ნაყინის დანადგარში გაცვლილი ველოსიპედი და ბავშვობაში წამოწყებული ბიზნესი

მსა­ხი­ობ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლის­თვის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მუ­შა­ო­ბა უჩ­ვე­უ­ლო არ არის: წლე­ბის წინ თე­ლა­ვის, რუს­თა­ვი­სა და თბი­ლი­სის თე­ატ­რებ­თან ერ­თდრო­უ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­და. ამ­ჟა­მად თე­ლა­ვის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლავთ და "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთე­რის შემ­დეგ, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, მერე ისევ უკან ბრუნ­დე­ბა და ა.შ. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, საქ­მი­ან მსა­ხი­ობს შე­მო­სავ­ლის პირ­ვე­ლი წყა­რო ად­რე­ულ ასაკ­ში გა­უჩ­ნდა - მსა­ხი­ო­ბო­ბა­ში აღე­ბუ­ლი გა­სამ­რჯე­ლო, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, "ბავ­შვუ­რი" ბიზ­ნე­სის წა­მო­სა­წყე­ბად გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

- პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა...

- ეს ალ­ბათ მა­შინ მოხ­და, როცა სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი. იმ პე­რი­ოდ­ში 3 წლის ვი­ყა­ვი. თე­ლა­ვის თე­ატ­რში რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის პი­ე­სის - "ჩემი წყა­ლ­ჭა­ლის ხმე­ბი" - მი­ხედ­ვით სპექ­ტაკლს დგამ­დნენ. რე­ჟი­სო­რი ნუკ­რი ქან­თა­რია გახ­ლდათ. წარ­მოდ­გე­ნის­თვის 3 წლის ბავ­შვი რომ დას­ჭირ­დათ, მა­მას ჩემ­ზე ჰკი­თხეს, - თა­მაშს თუ შეძ­ლებ­სო? სცე­ნა­ზე და­მა­ყე­ნეს და კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა მომ­ცეს, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვარ­თვი თავი. სხვა­თა შო­რის, ამ სპექ­ტაკ­ლით ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვით.

- პირ­ვე­ლი მე­ტო­ქე...

- ეს პირ­ველ სიყ­ვა­რულს უკავ­შირ­დე­ბა: ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთი გო­გო­ნა არ­სე­ბობ­და, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 9 წელი მიყ­ვარ­და. ჩემი მე­ტო­ქე მის უბან­ში ცხოვ­რობ­და, რის გა­მოც სულ იმის გან­ცდა მქონ­და, რომ გო­გო­ნას­თან ის უფრო ახ­ლოს იყო... მე და ჩემს მე­ტო­ქეს გვი­ჩხუ­ბია კი­დეც. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ლა­ხუ­ლი მე ვრჩე­ბო­დი, რად­გან მას 2 ძმა ჰყავ­და, მე კი 9 წლით უმ­ცრო­სი და. ახლა ვმე­გობ­რობთ, ერ­თად ვქე­ი­ფობთ ხოლ­მე.

- პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი...

- პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი სცე­ნა­ზე ჩემს გა­მოს­ვლებს უკავ­შირ­დე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით ვე­ლო­სი­პე­დი - "დესნა 2" ვი­ყი­დე, რო­მე­ლიც მა­შინ ბი­ჭე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი და სა­ოც­ნე­ბო იყო. მერე ეს ვე­ლო­სი­პე­დი ბამ­ბის ნა­ყი­ნის გა­სა­კე­თე­ბელ და­ნად­გარ­ში გავცვა­ლე. ჩემს მე­გო­ბარ დათო ბე­ბოშ­ვილს ბავ­შვო­ბი­დან ბიზ­ნე­სის­კენ ჰქონ­და მიდ­რე­კი­ლე­ბა. მო­ი­ფიქ­რა, რომ სა­ფოს­ტო რუ­ლო­ნე­ბის­გან სა­ფერ­ფლე­ე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. სა­ფერ­ფლე­ებს უცხო­ე­ლებ­ზე ვყიდ­დით ან 1 შეკ­ვრა სა­ღეჭ რე­ზინ­ში ვუც­ვლი­დით ხოლ­მე. თე­ლავ­ში ნა­დიკ­ვა­რის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პარ­კია, სა­დაც ერთი კაცი "მა­მა­ლო­ებს" ყიდ­და. ერთ დღე­საც, და­თომ მი­თხრა: ის კაცი ამ­ბობ­და, - თბი­ლის­ში ბამ­ბის ნა­ყი­ნის და­ნად­გა­რი ვნა­ხე, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვი­ძენ­დიო. და­თომ და­ნად­გა­რი მარ­ტი­ვად აა­წყო (ჩემი ვე­ლო­სი­პე­დი სწო­რედ ამ და­ნად­გა­რის­თვის სა­ჭი­რო "მა­ტორ­ში" გავცვა­ლეთ). ნა­ნახ­მა გა­მა­ო­ცა. მე­გო­ბარს ვუ­თხა­რი, - კი არ მივ­ყი­დოთ, მი­ვა­ქი­რა­ოთ-მეთ­ქი. და­ნად­გა­რი ნა­დიკ­ვარ­თან დავ­დგით - "მა­მა­ლო­ე­ბის" გამ­ყიდ­ველ კაცს მი­ვა­ქი­რა­ვეთ. მარ­თა­ლია, მი­ზე­რულ თან­ხას ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ჩვენს ბიზ­ნესს ვა­მუ­შა­ვებ­დით, რა.

- ამ ბიზ­ნეს­მა რამ­დენ ხანს გას­ტა­ნა?

- სხვა­თა შო­რის, კარ­გა ხანს გვქონ­და ეს ბიზ­ნე­სი. ჩემი ოჯა­ხიც და­მე­მოწ­მე­ბა, რომ მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ტან­საც­მლის ყიდ­ვას სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ვა­ხერ­ხებ­დით. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე, ბა­ზარ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი, უფრო დახ­ვე­წი­ლი და­ნად­გა­რე­ბი შე­მო­ვი­და და იმ კაც­მაც თა­ვის საქ­მეს მი­ხე­და.

- თქვენ მიერ მო­ყო­ლი­ლი პირ­ვე­ლი ანეკ­დო­ტი, რო­მელ­ზეც გა­ე­ცი­ნათ...

- თე­ლა­ვის თე­ატ­რში გოგი მა­მუ­ჩიშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო იყო. იმ პე­რი­ოდ­ში, ბი­ძი­ნა მა­ხა­რა­ძე ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან იუ­მო­რის­ტულ ამ­ბებს ჰყვე­ბო­და ხოლ­მე. მის მიერ მო­ყო­ლილ ერთ-ერთ ფე­ლე­ტონ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, ისე მომ­წონ­და! რო­გორ­ღაც, ტექ­სტი ამო­ვი­წე­რე და იმი­ტა­ცია გა­ვა­კე­თე. სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, როცა წამ­ყვანს ვუ­თხა­რი: - ასე­თი რა­ღაც მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი და თუ შე­იძ­ლე­ბა, ძია გო­გის სა­ღა­მო­ზე მოვ­ყვე-მეთ­ქი? - აბა, მო­მი­ყე­ვიო, - მი­თხრა. მო­ვუ­ყე­ვი. მახ­სოვს, საგ­რი­მი­ო­რო­ში 3 კაცი იყო და ლა­მის სი­ცი­ლით და­ი­ხოც­ნენ. წამ­ყვან­მა მი­თხრა, - ეს ამ სა­ღა­მო­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოჰ­ყვეო... ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო. ჩემ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სას­ცე­ნო ნომ­რის ერთი "ნა­კა­დი" რომ შე­ვას­რუ­ლე, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა - დარ­ბაზ­მა იგ­რი­ა­ლა! ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან თირკმე­ლი მეტ­კი­ნა და კი­ნა­ღამ წა­ვი­ქე­ცი...

- პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი...

- ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ანა ჩიკ­ვა­ი­ძე იყო. შემ­დეგ სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც ინ­გლი­სურ ენას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ას­წავ­ლიდ­ნენ. ინ­გლი­სურს დალი ქევ­ხიშ­ვი­ლი მას­წავ­ლი­და. "გა­დამ­კვდა­რი" მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ იყო საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და... სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის - მაყ­ვა­ლა ელი­სა­ბე­დაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე თა­მა­და გახ­ლდით...

- პირ­ვე­ლი სიმ­თვრა­ლე...

- ოო, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო! ადრე ცნო­ბი­ლი ბა­ნა­კი - "არ­ტე­კი" არ­სე­ბობ­და. პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ტიპი უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, იქ რომ გა­ეგ­ზავ­ნეთ. მოკ­ლედ, რა­ი­ონ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ "არ­ტეკ­ში" მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი გახ­ლდით. გამ­გზავ­რე­ბის წი­ნა­დღეს ბი­ჭებ­მა კლა­სელ­თან - მაკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს­თან ქე­ი­ფი გა­დავ­წყვი­ტეთ. მას­პინ­ძლის პაპა გვე­უბ­ნე­ბო­და, - და­ლი­ეთ, და­ლი­ე­თო... ჰოდა, მეც ვსვამ­დი. სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი - "მკვდა­რი" ვი­ყა­ვი. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან რომ ვერ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, მა­მა­ჩემს და­უ­რე­კეს. მა­მამ მან­ქა­ნით მო­მა­კი­თხა. ცხა­დია, ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და და ოჯახ­მა ბა­ნაკ­ში აღარ გა­მიშ­ვა, - შენ აქ რას აკე­თებ და იქ რას ჩა­ი­დე­ნო?! ასე დავ­რჩი "არ­ტე­კის" გა­რე­შე... შემ­დეგ კარ­გა ხანს ვსვამ­დი. ახლა 1 თვეა, არ და­მი­ლე­ვია, დი­ე­ტა­ზე ვარ...

- პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა...

- ინ­სტი­ტუ­ტში მი­სა­ღებ გა­მოც­დებს როცა ვა­ბა­რებ­დი, ქულა და­მაკ­ლდა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყველ­გან წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, უცებ კი ჩა­რი­ცხულ­თა სი­ა­ში არ ვე­წე­რე! გა­და­ვი­რიე! მერე ფა­სი­ან ჯგუფ­ში სწავ­ლა შე­მომ­თა­ვა­ზეს. სა­ერ­თოდ, რად­გან კა­ხე­ლი ხარ, ჰგო­ნი­ათ, რომ ზვრე­ბი გაქვს (იცი­ნის)... მოკ­ლედ, მე­დი­კო მეზვრიშ­ვილ­თან და­რე­კეს და "ჩა­წყო­ბა" მოხ­და, - რად­გან კარ­გი ბი­ჭია, 1 ქუ­ლა­ზეა ლა­პა­რა­კი და სწავ­ლის სა­ფა­სურს თუ ვერ გა­და­იხ­დის, იყოს, ის­წავ­ლო­სო... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სექ­ტემ­ბერ­ში აუ­დი­ტო­რი­ის კარი რომ შე­ვა­ღე, მკი­თხეს: ვინ ხარ? შენი სა­კი­თხი გა­და­სა­წყვე­ტი­აო და უკან გა­მო­მიშ­ვეს. ვიდ­რე სწავ­ლის უფ­ლე­ბას მომ­ცემ­დნენ, მახ­სოვს, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვას რო­გორ ვე­ლო­დი... შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის: წი­ნა­სა­კურ­სო სპექ­ტაკლში - "ტყუ­ი­ლი გრძელ ფე­ხებ­ზე" ვი­თა­მა­შე. პი­ე­სას ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის სცე­ნებ­ზე ვთა­მა­შობ­დით. ჩემს სფე­რო­ში ძა­ლი­ან მი­მარ­თლებს: სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდე­ბი ხოლ­მე. თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბა ალ­ბათ ჩემი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­დე­გიც არის.

- პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან...

- რო­ბერტ სტუ­რუ­ამ ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი: ბი­ნის ქი­რის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და და ღა­მეს ხან "ვაგ­ზალ­ზე" ვა­თევ­დი, ხან - მე­გო­ბარ­თან ვრჩე­ბო­დი... ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ლავ­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, სა­დაც სა­ე­ტა­პო რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შე. მერე სარ­დაფ­ში - ჭო­ლას­თან წა­ვე­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად, თავი­სუ­ფალ და სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი. ყველ­გან "მო­დე­ბუ­ლი" ვი­ყა­ვი, გი­ჟი­ვით დავ­რბო­დი... ერთხე­ლაც ჩემ­მა პე­და­გოგ­მა - გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და რუს­თა­ვის თე­ატ­რში მთა­ვარ როლ­ზე მი­მიწ­ვია. მი­თხრა, - გარ­კვე­ულ თან­ხას იხ­დი­ა­ნო. მა­შინ 300 ლარი ფული იყო! დავ­თან­ხმდი... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ფარ­და გა­იხ­სნა და დარ­ბაზ­ში მჯდო­მი ბა­ტო­ნი რო­ბერტ სტუ­რუა და­ვი­ნა­ხე! თურ­მე, რუს­თა­ვის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო კონ­სულ­ტან­ტი გახ­ლდათ და რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შე­მო­ი­ხე­და. მოკ­ლედ, იმ სპექ­ტაკ­ლის წყა­ლო­ბით მე, გოგა ბარ­ბა­ქა­ძე და ბესო ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მოვ­ხვდით...

- პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი ეთე­რი...

- ეს ალ­ბათ იყო "რუს­თა­ვი 2"-ზე პირ­და­პი­რი ჩარ­თვა. ახლა პირ­და­პირ ეთერს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, მაგ­რამ მა­ინც, საქ­მეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. იცით, უც­ნა­უ­რი რა არის? ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჩემ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ხალ­ხმა მათი გვარ-სა­ხე­ლი არ იცის, მე კი ორი ეთე­რის შემ­დეგ უკვე მიც­ნობ­დნენ. ხში­რად მსმე­ნია, - პო­პუ­ლა­რო­ბა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი­აო. ეს მატ­რაკ­ვე­ცუ­ლი ნათ­ქვა­მი მგო­ნია. მსა­ხი­ო­ბის­თვის იმა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა რა უნდა იყოს, როცა სა­კუ­თა­რი საქ­მის გამო ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ?! ჩემ­თვის თავი არა­სო­დეს მო­უ­ბეზ­რე­ბი­ათ. მეც ძალ­ზე კონ­ტაქ­ტუ­რი ვარ.

- პირ­ვე­ლი შვი­ლი...

- ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი გუგა გახ­ლავთ... სა­ხე­ლი "პა­ა­ტა"არას­დროს მომ­წონ­და. მა­შინ მო­დუ­რი "გიო" იყო და ამ სა­ხელ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი! ჩემს მა­მი­დაშ­ვილ­საც პა­ა­ტა ერ­ქვა და ჩე­მებს ვე­კი­თხე­ბო­დი: - მთელ ჯიშს პა­ა­ტა რა­ტომ დაგ­ვარ­ქვით-მეთ­ქი?.. მა­მა­ჩემს ავთო ერ­ქვა. გა­ვაფრ­თხი­ლე: - არ გე­წყი­ნოს, თუ ჩემი ძმა ხარ, შვილს შენს სა­ხელს ვერ და­ვარ­ქმევ-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა: - ხომ არ გა­გიჟ­დი? ამ სა­ხელს ვერ ვი­ტა­ნო! ჩემს მა­შინ­დელ საქ­ცი­ელს ვნა­ნობ: რომ მცოდ­ნო­და, მამა ასე მალე გა­მოგ­ვეც­ლე­ბო­და ხე­ლი­დან, "გა­ვუს­წო­რებ­დი" - ალ­ბათ გუ­ლის სიღ­რმე­ში ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და, თუკი შვილს მის სა­ხელს და­ვარ­ქმევ­დი... მახ­სოვს, შინ ნა­ქე­ი­ფა­რი მი­ვე­დი. ღა­მის 3 სა­ა­თი იყო, როცა მე­უღ­ლის სამ­შო­ბი­ა­რო­ში წაყ­ვა­ნა მო­მიხ­და. მთა­ვარ ქუ­ჩამ­დე ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი გა­ვიყ­ვა­ნე, მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე და სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­ვე­დით. ბავ­შვი დი­ლამ­დე არ გაჩ­ნდა. მისი და­ბა­დე­ბა მა­გა­რი გან­ცდა იყო!.. გუ­გა­ზე მზე და მთვა­რე ამომ­დის, მაგ­რამ მა­მო­ბა მე­ო­რე შვი­ლის - ნი­კუ­შას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ უფრო მე­ტად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა­ში ბე­ბია და პაპა იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. თან, მა­შინ ნი­ნოს მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობ­დით... მერე, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ჩვე­ნი კერა შევ­ქმე­ნით. ახლა გუგა დიდი ბი­ჭია. თბი­ლი ბავ­შვია. მი­ზან­ში მაგ­რად ის­ვრის. გვინ­და, ნინო სა­ლუქ­ვა­ძის სკო­ლა­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ.

- პირ­ვე­ლი ავ­ტოგ­რა­ფი...

- პირ­ვე­ლი ავ­ტოგ­რა­ფი არ მახ­სოვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი, როცა კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი "მზის დარ­ტყმის" მა­ხე­ში გა­ვა­ბით: მო­ვა­ტყუ­ეთ, თით­ქოს კო­ბას სა­ხე­ლო­ბის სკო­ლას ვხსნი­დით. ად­გილ­ზე მი­სულს პრო­დი­უ­სერ­მა და­მი­რე­კა - უკვე ამო­დით და კო­ბას აუხ­სე­ნით, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში "მზის დარ­ტყმა­ში" მოხ­ვდაო. არა­და, ბავ­შვე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გარს მეხ­ვე­ოდ­ნენ, მეც ავ­ტოგ­რა­ფებს ვუ­წერ­დი... ვე­რაფ­რით გა­მო­ვე­დი და თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი. ამა­სო­ბა­ში, პრ­ოდი­უ­სერ­მა ისევ და­რე­კა, - მოდი, კაცი ჭკუ­ი­დან გა­და­ვი­და! ჰგო­ნია, რომ მარ­თლა მისი სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­აო! რო­გორც იქნა, ხალ­ხის ტალ­ღა გა­ვარ­ღვიე და სკო­ლა­ში ავირ­ბი­ნე. იმ გა­და­ცე­მის კადრშიც ჩანს, რო­გორ გავ­რბო­დი და უკან ხალ­ხი მომ­დევ­და (იცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნაყინის დანადგარში გაცვლილი ველოსიპედი და ბავშვობაში წამოწყებული ბიზნესი

ნაყინის დანადგარში გაცვლილი ველოსიპედი და ბავშვობაში წამოწყებული ბიზნესი

მსახიობ პაატა გულიაშვილისთვის სხვადასხვა ქალაქში მუშაობა უჩვეულო არ არის: წლების წინ თელავის, რუსთავისა და თბილისის თეატრებთან ერთდროულად თანამშრომლობდა. ამჟამად თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ და "რუსთავი 2"-ის დილის ეთერის შემდეგ, მშობლიურ ქალაქში მიემგზავრება, მერე ისევ უკან ბრუნდება და ა.შ. როგორც გავარკვიეთ, საქმიან მსახიობს შემოსავლის პირველი წყარო ადრეულ ასაკში გაუჩნდა - მსახიობობაში აღებული გასამრჯელო, საბოლოო ჯამში, "ბავშვური" ბიზნესის წამოსაწყებად გამოუყენებია.

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება...

- ეს ალბათ მაშინ მოხდა, როცა სცენაზე პირველად დავდექი. იმ პერიოდში 3 წლის ვიყავი. თელავის თეატრში რეზო ინანიშვილის პიესის - "ჩემი წყალჭალის ხმები" - მიხედვით სპექტაკლს დგამდნენ. რეჟისორი ნუკრი ქანთარია გახლდათ. წარმოდგენისთვის 3 წლის ბავშვი რომ დასჭირდათ, მამას ჩემზე ჰკითხეს, - თამაშს თუ შეძლებსო? სცენაზე დამაყენეს და კონკრეტული დავალება მომცეს, რომელსაც დამოუკიდებლად გავართვი თავი. სხვათა შორის, ამ სპექტაკლით ბევრ ქვეყანაში გასტროლზე ვიყავით.

- პირველი მეტოქე...

- ეს პირველ სიყვარულს უკავშირდება: ჩემს ცხოვრებაში ერთი გოგონა არსებობდა, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული, 9 წელი მიყვარდა. ჩემი მეტოქე მის უბანში ცხოვრობდა, რის გამოც სულ იმის განცდა მქონდა, რომ გოგონასთან ის უფრო ახლოს იყო... მე და ჩემს მეტოქეს გვიჩხუბია კიდეც. ხშირ შემთხვევაში, გალახული მე ვრჩებოდი, რადგან მას 2 ძმა ჰყავდა, მე კი 9 წლით უმცროსი და. ახლა ვმეგობრობთ, ერთად ვქეიფობთ ხოლმე.

- პირველი ჰონორარი...

- პირველი ჰონორარი სცენაზე ჩემს გამოსვლებს უკავშირდება. მიღებული თანხით ველოსიპედი - "დესნა 2" ვიყიდე, რომელიც მაშინ ბიჭებისთვის სასურველი და საოცნებო იყო. მერე ეს ველოსიპედი ბამბის ნაყინის გასაკეთებელ დანადგარში გავცვალე. ჩემს მეგობარ დათო ბებოშვილს ბავშვობიდან ბიზნესისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მოიფიქრა, რომ საფოსტო რულონებისგან საფერფლეები გაგვეკეთებინა. საფერფლეებს უცხოელებზე ვყიდდით ან 1 შეკვრა საღეჭ რეზინში ვუცვლიდით ხოლმე. თელავში ნადიკვარის დასასვენებელი პარკია, სადაც ერთი კაცი "მამალოებს" ყიდდა. ერთ დღესაც, დათომ მითხრა: ის კაცი ამბობდა, - თბილისში ბამბის ნაყინის დანადგარი ვნახე, რომელსაც სიამოვნებით შევიძენდიო. დათომ დანადგარი მარტივად ააწყო (ჩემი ველოსიპედი სწორედ ამ დანადგარისთვის საჭირო "მატორში" გავცვალეთ). ნანახმა გამაოცა. მეგობარს ვუთხარი, - კი არ მივყიდოთ, მივაქირაოთ-მეთქი. დანადგარი ნადიკვართან დავდგით - "მამალოების" გამყიდველ კაცს მივაქირავეთ. მართალია, მიზერულ თანხას ვიღებდით, მაგრამ ჩვენს ბიზნესს ვამუშავებდით, რა.

- ამ ბიზნესმა რამდენ ხანს გასტანა?

- სხვათა შორის, კარგა ხანს გვქონდა ეს ბიზნესი. ჩემი ოჯახიც დამემოწმება, რომ მე და ჩემი მეგობარი ტანსაცმლის ყიდვას საკუთარი შემოსავლით ვახერხებდით. გარკვეული პერიოდის მერე, ბაზარზე სპეციალური, უფრო დახვეწილი დანადგარები შემოვიდა და იმ კაცმაც თავის საქმეს მიხედა.

- თქვენ მიერ მოყოლილი პირველი ანეკდოტი, რომელზეც გაეცინათ...

- თელავის თეატრში გოგი მამუჩიშვილის საიუბილეო საღამო იყო. იმ პერიოდში, ბიძინა მახარაძე ტელეეკრანიდან იუმორისტულ ამბებს ჰყვებოდა ხოლმე. მის მიერ მოყოლილ ერთ-ერთ ფელეტონზე ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა! როგორღაც, ტექსტი ამოვიწერე და იმიტაცია გავაკეთე. საიუბილეო საღამო უნდა დაწყებულიყო, როცა წამყვანს ვუთხარი: - ასეთი რაღაც მაქვს მომზადებული და თუ შეიძლება, ძია გოგის საღამოზე მოვყვე-მეთქი? - აბა, მომიყევიო, - მითხრა. მოვუყევი. მახსოვს, საგრიმიოროში 3 კაცი იყო და ლამის სიცილით დაიხოცნენ. წამყვანმა მითხრა, - ეს ამ საღამოზე აუცილებლად უნდა მოჰყვეო... ღონისძიებაზე უამრავი ხალხი იყო. ჩემ მიერ მომზადებული სასცენო ნომრის ერთი "ნაკადი" რომ შევასრულე, ყველას მოეწონა - დარბაზმა იგრიალა! ნერვიულობისგან თირკმელი მეტკინა და კინაღამ წავიქეცი...

- პირველი მასწავლებელი...

- ჩემი პირველი მასწავლებელი ანა ჩიკვაიძე იყო. შემდეგ სხვა სკოლაში გადავედი, სადაც ინგლისურ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ. ინგლისურს დალი ქევხიშვილი მასწავლიდა. "გადამკვდარი" მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ იყო საგნები, რომლებიც ძალიან მიყვარდა... სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ სკოლის დირექტორის - მაყვალა ელისაბედაშვილის დაბადების დღეზე თამადა გახლდით...

- პირველი სიმთვრალე...

- ოო, საშინელება იყო! ადრე ცნობილი ბანაკი - "არტეკი" არსებობდა. პიონერთა სასახლეში გამორჩეული ტიპი უნდა ყოფილიყავი, იქ რომ გაეგზავნეთ. მოკლედ, რაიონმა გადაწყვიტა, რომ "არტეკში" მე წავსულიყავი, რადგან ძალზე აქტიური გახლდით. გამგზავრების წინადღეს ბიჭებმა კლასელთან - მაკა სიხარულიძესთან ქეიფი გადავწყვიტეთ. მასპინძლის პაპა გვეუბნებოდა, - დალიეთ, დალიეთო... ჰოდა, მეც ვსვამდი. საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი - "მკვდარი" ვიყავი. მდგო­მარეობიდან რომ ვერ გამომიყვანეს, მამაჩემს დაურეკეს. მამამ მანქანით მომაკითხა. ცხადია, ძალიან გაბრაზდა და ოჯახმა ბანაკში აღარ გამიშვა, - შენ აქ რას აკეთებ და იქ რას ჩაიდენო?! ასე დავრჩი "არტეკის" გარეშე... შემდეგ კარგა ხანს ვსვამდი. ახლა 1 თვეა, არ დამილევია, დიეტაზე ვარ...

- პირველი იმედგაცრუება...

- ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებს როცა ვაბარებდი, ქულა დამაკლდა. წარმოიდგინეთ, ყველგან წარჩინებული ვიყავი, უცებ კი ჩარიცხულთა სიაში არ ვეწერე! გადავირიე! მერე ფასიან ჯგუფში სწავლა შემომთავაზეს. საერთოდ, რადგან კახელი ხარ, ჰგონიათ, რომ ზვრები გაქვს (იცინის)... მოკლედ, მედიკო მეზვრიშვილთან დარეკეს და "ჩაწყობა" მოხდა, - რადგან კარგი ბიჭია, 1 ქულაზეა ლაპარაკი და სწავლის საფასურს თუ ვერ გადაიხდის, იყოს, ისწავლოსო... მიუხედავად ამისა, სექტემბერში აუდიტორიის კარი რომ შევაღე, მკითხეს: ვინ ხარ? შენი საკითხი გადასაწყვეტიაო და უკან გამომიშვეს. ვიდრე სწავლის უფლებას მომცემდნენ, მახსოვს, სიტუაციის გარკვევას როგორ ველოდი... შემდგომი პერიოდი იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის: წინასაკურსო სპექტაკლში - "ტყუილი გრძელ ფეხებზე" ვითამაშე. პიესას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ პროფესიული თეატრის სცენებზე ვთამაშობდით. ჩემს სფეროში ძალიან მიმართლებს: საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდები ხოლმე. თუმცა, წარმატება ალბათ ჩემი შრომისმოყვარეობის შედეგიც არის.

- პირველი შეხვედრა რობერტ სტურუასთან...

- რობერტ სტურუამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სტუდენტობისას საშინელ სიტუაციაში ვიყავი: ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ მქონდა და ღამეს ხან "ვაგზალზე" ვათევდი, ხან - მეგობართან ვრჩებოდი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თელავში წასვლა გადავწყვიტე, სადაც საეტაპო როლები ვითამაშე. მერე სარდაფში - ჭოლასთან წავედი. პარალელურად, თავი­სუფალ და სამეფო უბნის თეატრებში ვთამაშობდი. ყველგან "მოდებული" ვიყავი, გიჟივით დავრბოდი... ერთხელაც ჩემმა პედაგოგმა - გიორგი შალუტაშვილმა დამირეკა და რუსთავის თეატრში მთავარ როლზე მიმიწვია. მითხრა, - გარკვეულ თანხას იხდიანო. მაშინ 300 ლარი ფული იყო! დავთანხმდი... ერთ მშვენიერ დღეს ფარდა გაიხსნა და დარბაზში მჯდომი ბატონი რობერტ სტურუა დავინახე! თურმე, რუსთავის თეატრის სამხატვრო კონსულტანტი გახლდათ და რეპეტიციაზე შემოიხედა. მოკლედ, იმ სპექტაკლის წყალობით მე, გოგა ბარბაქაძე და ბესო ზანგური რუსთაველის თეატრში მოვხვდით...

- პირველი პირდაპირი ეთერი...

- ეს ალბათ იყო "რუსთავი 2"-ზე პირდაპირი ჩართვა. ახლა პირდაპირ ეთერს მიჩვეული ვარ, მაგრამ მაინც, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. იცით, უცნაური რა არის? ბევრი ადამიანი ტელევიზიაში ჩემზე დიდხანს მუშაობდა, მაგრამ ხალხმა მათი გვარ-სახელი არ იცის, მე კი ორი ეთერის შემდეგ უკვე მიცნობდნენ. ხშირად მსმენია, - პოპულარობა მოსაბეზრებელიაო. ეს მატრაკვეცული ნათქვამი მგონია. მსახიობისთვის იმაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს, როცა საკუთარი საქმის გამო ხალხს უყვარხარ?! ჩემთვის თავი არასოდეს მოუბეზრებიათ. მეც ძალზე კონტაქტური ვარ.

- პირველი შვილი...

- ჩემი პირველი შვილი გუგა გახლავთ... სახელი "პაატა"არასდროს მომწონდა. მაშინ მოდური "გიო" იყო და ამ სახელზე ვგიჟდებოდი! ჩემს მამიდაშვილსაც პაატა ერქვა და ჩემებს ვეკითხებოდი: - მთელ ჯიშს პაატა რატომ დაგვარქვით-მეთქი?.. მამაჩემს ავთო ერქვა. გავაფრთხილე: - არ გეწყინოს, თუ ჩემი ძმა ხარ, შვილს შენს სახელს ვერ დავარქმევ-მეთქი. მიპასუხა: - ხომ არ გაგიჟდი? ამ სახელს ვერ ვიტანო! ჩემს მაშინდელ საქციელს ვნანობ: რომ მცოდნოდა, მამა ასე მალე გამოგვეცლებოდა ხელიდან, "გავუსწორებდი" - ალბათ გულის სიღრმეში ესიამოვნებოდა, თუკი შვილს მის სახელს დავარქმევდი... მახსოვს, შინ ნაქეიფარი მივედი. ღამის 3 საათი იყო, როცა მეუღლის სამშობიაროში წაყვანა მომიხდა. მთავარ ქუჩამდე ხელში აყვანილი გავიყვანე, მანქანა გავაჩერე და სამშობიაროში წავედით. ბავშვი დილამდე არ გაჩნდა. მისი დაბადება მაგარი განცდა იყო!.. გუგაზე მზე და მთვარე ამომდის, მაგრამ მამობა მეორე შვილის - ნიკუშას დაბადების შემდეგ უფრო მეტად გავაცნობიერე. პირველი შვილის გაზრდაში ბებია და პაპა იყვნენ ჩართულები. თან, მაშინ ნინოს მშობლებთან ვცხოვრობდით... მერე, მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი კერა შევქმენით. ახლა გუგა დიდი ბიჭია. თბილი ბავშვია. მიზანში მაგრად ისვრის. გვინდა, ნინო სალუქვაძის სკოლაში მივიყვანოთ.

- პირველი ავტოგრაფი...

- პირველი ავტოგრაფი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როცა კობა სუბელიანი "მზის დარტყმის" მახეში გავაბით: მოვატყუეთ, თითქოს კობას სახელობის სკოლას ვხსნიდით. ადგილზე მისულს პროდიუსერმა დამირეკა - უკვე ამოდით და კობას აუხსენით, რომ სინამდვილეში "მზის დარტყმაში" მოხვდაო. არადა, ბავშვები, მასწავლებლები გარს მეხვეოდნენ, მეც ავტოგრაფებს ვუწერდი... ვერაფრით გამოვედი და თავი უხერხულად ვიგრძენი. ამასობაში, პრ­ოდიუსერმა ისევ დარეკა, - მოდი, კაცი ჭკუიდან გადავიდა! ჰგონია, რომ მართლა მისი სახელობის სკოლააო! როგორც იქნა, ხალხის ტალღა გავარღვიე და სკოლაში ავირბინე. იმ გადაცემის კადრშიც ჩანს, როგორ გავრბოდი და უკან ხალხი მომდევდა (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)