ცნობილმა რუსმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა LifeNews-თან ინტერვიუში ქართული მხარის მიერ მისი სპექტაკლის გაუქმების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მსახიობი იმედოვნებს, რომ სპექტაკლის ჩაშლის შესახებ გადაწყვეტილება კონკრეტული პირის მიერ არის მიღებული და არა ქართველი მაყურებლის მიერ, რადგან ბეზრუკოვის თქმით, ქართველ ხალხს ის ძალიან უყვარს.
"რუსეთის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და პოზიცია. ის შეიძლება არ ემთხვეოდეს პრეზიდენტის პოზიციას, მაგრამ როცა რუსეთის თითქმის ყველა მოქალაქე გამოდის ყირიმის დასახმარებლად, არ შეიძლება გვერდზე გადგე. დიახ, მე მხარს ვუჭერ ყირიმს. ჩვენ ძლიერი კავშირი გვაქვს ყირიმთან და სევასტოპოლთან. არცერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ უნდა ომი, მაგრამ არიან ისინი, ვინც ამისკენ მიილტვიან", - აცხადებს მსახიობი.