მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდემდე იქნება დასვენებული მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში - პატრიარქის მდივანის განცხადება
როდემდე იქნება დასვენებული მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში - პატრიარქის მდივანის განცხადება

პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნის, დე­კა­ნოზ მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის ნეშ­ტის სა­მე­ბა­ში დაბ­რძა­ნე­ბის დრო, შე­საძ­ლოა, გა­ხან­გრძლივ­დეს.

მამა მი­ქა­ე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს იმა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჯვარ­თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რის, ანუ 23 მარ­ტის შემ­დეგ, კი­დევ თუ იქ­ნე­ბა წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის ნა­წი­ლე­ბის მო­ლოც­ვის მსურ­ველ­თა სიმ­რავ­ლე სა­მე­ბის ტა­ძარ­ში.

პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და ნეშ­ტი სა­მე­ბა­ში ჯვარ­თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რამ­დე უნდა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ გა­მო­რი­ცხავს, თუ მრევ­ლის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი იქ უფრო მეტი დრო­ით დარ­ჩეს.

"მას შემ­დეგ რაც სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, რომ დიდი მარ­ხვის და­წყე­ბის დღი­დან სამი კვი­რა დარ­ჩე­ბო­და ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა. მო­მა­ვალ კვი­რას, ანუ ჯვარ­თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რას მთავ­რდე­ბა ეს სამი კვი­რა. მაგ­რამ ამ წუთ­ში ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, წმინ­და ნა­წი­ლე­ბი სა­მე­ბა­ში რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბა. თუ ხალ­ხის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და ეს რი­გე­ბი არ შე­წყდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გაგ­რძელ­დეს. ამას ვამ­ბობ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ ასე­თი დიდი მოს­ვლა იქ­ნე­ბა ხალ­ხის, ხომ არ ავაც­ლით მათ და არ მივ­ცემთ მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას?! ვუშ­ვებთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ეს დრო კი­დევ გა­ხან­გრძლივ­დეს. და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხალ­ხის დიდ სურ­ვილ­ზე, რომ წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის ნა­წი­ლე­ბი მო­ი­ლო­ცონ", - დას­ძი­ნა მამა მი­ქა­ელ­მა.

ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როდემდე იქნება დასვენებული მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში - პატრიარქის მდივანის განცხადება

როდემდე იქნება დასვენებული მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში - პატრიარქის მდივანის განცხადება

პატრიარქის მდივანის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წმინდა მამა გაბრიელის ნეშტის სამებაში დაბრძანების დრო, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

მამა მიქაელის განცხადებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ჯვართაყვანისცემის კვირის, ანუ 23 მარტის შემდეგ, კიდევ თუ იქნება წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების მოლოცვის მსურველთა სიმრავლე სამების ტაძარში.

პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, რომ წმინდა ნეშტი სამებაში ჯვართაყვანისცემის კვირამდე უნდა დაბრძანებულიყო, მაგრამ არ გამორიცხავს, თუ მრევლის სურვილი იქნება, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იქ უფრო მეტი დროით დარჩეს.

"მას შემდეგ რაც საპატრიარქოს მიერ განცხადება გაკეთდა, რომ დიდი მარხვის დაწყების დღიდან სამი კვირა დარჩებოდა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მომავალ კვირას, ანუ ჯვართაყვანისცემის კვირას მთავრდება ეს სამი კვირა. მაგრამ ამ წუთში ზუსტად ვერ გეტყვით, წმინდა ნაწილები სამებაში რამდენ ხანს დარჩება. თუ ხალხის მოთხოვნილება იქნება და ეს რიგები არ შეწყდება, შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ამას ვამბობ რეალობიდან გამომდინარე. თუ ასეთი დიდი მოსვლა იქნება ხალხის, ხომ არ ავაცლით მათ და არ მივცემთ მისვლის საშუალებას?! ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ეს დრო კიდევ გახანგრძლივდეს. დამოკიდებული იქნება ხალხის დიდ სურვილზე, რომ წმინდა მამა გაბრიელის ნაწილები მოილოცონ", - დასძინა მამა მიქაელმა.

ეკა ბახუტაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია