პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - 2013 წლის არჩევნებს კონკურენციას მხოლოდ 1990 წელს ჩატარებული არჩევნები უწევს
დავით უსუფაშვილი - 2013 წლის არჩევნებს კონკურენციას მხოლოდ 1990 წელს ჩატარებული არჩევნები უწევს

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" საქ­მით და­ამ­ტკი­ცა, თუ რო­გო­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

"ის, თუ რო­გორ არ­ჩევ­ნებს ატა­რებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამა­ზე სი­ტყვებ­ზე მე­ტად უკე­თე­სი დას­ტუ­რი 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლას მხრი­დან - დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან შე­ფას­და რო­გორც სა­უ­კე­თე­სო არ­ჩევ­ნე­ბი ამ სა­უ­კუ­ნე­ში. წინა სა­უ­კუ­ნის არ­ჩევ­ნებს შო­რის მას 1990 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას. ასე, რომ საქ­მემ და­ა­დას­ტუ­რა რო­გო­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია და უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მო­მა­ვა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი წინ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბით ის­მენს ოპო­ზი­ცი­ის მო­საზ­რე­ბებს, მათ წი­ნა­და­დე­ბებს, მაგ­რამ მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა მო­წო­ნე­ბუ­ლი და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი.

"რაც მო­ვის­მი­ნეთ და რაც ჩავ­თვა­ლეთ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად და სწო­რად, ის გა­ვი­ზი­ა­რეთ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკე­თე­სი რო­გორც სის­ტე­მის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე პრო­ცე­დუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დავით უსუფაშვილი - 2013 წლის არჩევნებს კონკურენციას მხოლოდ 1990 წელს ჩატარებული არჩევნები უწევს

დავით უსუფაშვილი - 2013 წლის არჩევნებს კონკურენციას მხოლოდ 1990 წელს ჩატარებული არჩევნები უწევს

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საქმით დაამტკიცა, თუ როგორი არჩევნების ჩატარება სურს ხელისუფლებას.

"ის, თუ როგორ არჩევნებს ატარებს ახალი ხელისუფლება, ამაზე სიტყვებზე მეტად უკეთესი დასტური 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია. საპრეზიდენტო არჩევნები ყველას მხრიდან - დამკვირვებლების და ოპოზიციის მხრიდან შეფასდა როგორც საუკეთესო არჩევნები ამ საუკუნეში. წინა საუკუნის არჩევნებს შორის მას 1990 წელს ჩატარებული არჩევნები უწევს კონკურენციას. ასე, რომ საქმემ დაადასტურა როგორი არჩევნების ჩატარება შეუძლია და უნდა ხელისუფლებას. მომავალი ადგილობრივი არჩევნები იქნება კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯი წინ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ყურადღებით ისმენს ოპოზიციის მოსაზრებებს, მათ წინადადებებს, მაგრამ მისივე განმარტებით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება მოწონებული და გაზიარებული.

"რაც მოვისმინეთ და რაც ჩავთვალეთ მიზანშეწონილად და სწორად, ის გავიზიარეთ. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობა არის მნიშვნელოვნად უკეთესი როგორც სისტემის თვალსაზრისით, ასევე პროცედურების თვალსაზრისითაც", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა