საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერისთვის მინისტრების არაკომპეტენტურობაზე დასმულ კითხვას კახა კალაძემ უცნაური უწოდა
პრემიერისთვის მინისტრების არაკომპეტენტურობაზე დასმულ კითხვას კახა კალაძემ უცნაური უწოდა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე მი­ნის­ტრე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის მიერ დას­მულ კი­თხვას უც­ნა­ურს უწო­დებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ზო­გა­დად შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სო იყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას დას­მულ შე­კი­თხვას, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი კი­თხვა იყო, რად­გან ამ გო­გო­ნას გად­მო­ცე­მით, გა­ნათ­ლე­ბის აზრი მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ პრო­ფი­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი უნდა იყოს ესა თუ ის პი­როვ­ნე­ბა. მე ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე აზ­რით, თუ ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მას, რა თქმა უნდა, აქვს ის თვი­სებ­რი­ვი უნა­რი, უხელ­მძღვა­ნე­ლოს ამა თუ იმ დარ­გს და ეს, ნამ­დვი­ლად არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს.

"კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რო­დე­საც შეხ­ვედ­რა დას­რულ­და, როცა რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე და მე ვფიქ­რობ, ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რაც მი­ი­ღო პრე­მი­ერ­მა, ნამ­დვი­ლად დრო­უ­ლი იყო, - გა­ნა­ცხა­და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა.

გუ­შინ, თსუ-ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე სტუ­დენ­ტმა, მა­რი­ამ ქო­ბა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც ფეხ­ბურ­თელს ხე­დავს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად, შს მი­ნის­ტრი რო­დე­საც არ არის იუ­რის­ტი, უჩ­ნდე­ბა შეგ­რძნე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბას სა­ერ­თოდ აზრი ეკარ­გე­ბა. სტუ­დენ­ტმა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კი­თხვა და­უს­ვა - "კარ­გი ფი­ლო­სო­ფო­სი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში, იქ­ნე­ბა თუ არა კარ­გი ექი­მი?".

"ეს კი­თხვა გა­მიჩ­ნდა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვხე­დავ ფეხ­ბურ­თელს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად, ვხე­დავ, რომ შს მი­ნის­ტრი არ არის იუ­რის­ტი, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რორს ვხე­დავ დამ­ნა­შა­ვედ. უსა­მარ­თლო­ბის შეგ­რძნე­ბა მიჩ­ნდე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბას სა­ერ­თოდ აზრი ეკარ­გე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სტუ­დენ­ტმა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით კი, მი­ნის­ტრე­ბი ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბენ.

"თქვენ მი­ნის­ტრე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეთ. არ ვიცი რო­გორ გი­პა­სუ­ხოთ. მე მგო­ნი, ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და თუ რა­ი­მე კი­თხვე­ბი აქვს ვინ­მეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრემიერისთვის მინისტრების არაკომპეტენტურობაზე დასმულ კითხვას კახა კალაძემ უცნაური უწოდა

პრემიერისთვის მინისტრების არაკომპეტენტურობაზე დასმულ კითხვას კახა კალაძემ უცნაური უწოდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მინისტრების არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით გუშინ პრემიერ-მინისტრისთვის ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმულ კითხვას უცნაურს უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა კალაძემ განუცხადა, ზოგადად შეხვედრა საინტერესო იყო და დარწმუნებულია, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

"რაც შეეხება გოგონას დასმულ შეკითხვას, ძალიან უცნაური კითხვა იყო, რადგან ამ გოგონას გადმოცემით, განათლების აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ პროფილური სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს ესა თუ ის პიროვნება. მე ამას ნამდვილად არ ვეთანხმები", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე აზრით, თუ ადამიანი პროფესიონალია, მას, რა თქმა უნდა, აქვს ის თვისებრივი უნარი, უხელმძღვანელოს ამა თუ იმ დარგს და ეს, ნამდვილად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც შეხვედრა დასრულდა, როცა რამდენიმე სტუდენტის განცხადება მოვისმინე და მე ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება რაც მიიღო პრემიერმა, ნამდვილად დროული იყო, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

გუშინ, თსუ-ში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სტუდენტმა, მარიამ ქობალიამ განაცხადა, რომ როდესაც ფეხბურთელს ხედავს ენერგეტიკის მინისტრად, შს მინისტრი როდესაც არ არის იურისტი, უჩნდება შეგრძნება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება. სტუდენტმა პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვა - "კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი?".

"ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, ვხედავ, რომ შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალური პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება", - აღნიშნა სტუდენტმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით კი, მინისტრები ეფექტურად მუშაობენ.

"თქვენ მინისტრების კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ. არ ვიცი როგორ გიპასუხოთ. მე მგონი, ეფექტურად მუშაობენ ეს ადამიანები და თუ რაიმე კითხვები აქვს ვინმეს, სიამოვნებით მოვისმენ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა