გავლენიანი ამერიკული გამოცემის The New York Times-ის არქივში ქართველ ტელეწამყვანსა და მსახიობ შორენა ბეგაშვილზე საინტერესო სტატია აღმოვაჩინეთ. სტატია 2011 წელს დაიბეჭდა. სტატიის - "სექსუალური ხასიათის გამოწვევა კონსერვატიულ საქართველოში" ავტორი ჟურნალისტი ელენ ბარია.
როგორც ელენი აღნიშნავს, საქართველოში რთულია, "ფლეიბოის" სახე გახდე. ჟურნალისტი შორენას ქართულ "ფლეიბოიში" გამოჩენასა და მის ეროტიკულ სატელევიზიო შოუზე - "ღამე შორენასთან" წერს.
"წლების წინ საქართველოში შეყვარებული კაცები პატარძლებს იტაცებდნენ, ქალები ამჯობინებდნენ, ქორწილამდე ქალწულებად დარჩენილიყვნენ - სასიძოს დედა ზეწრებს ამოწმებდა. ამასთან, ქორწინების შემდეგ კაცები აგრძელებენ თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას", - წერს ელენი.
ელენის თქმით, სწორედ შორენაა ის საჯარო პირი, ვინც შეეცადა ამ თემებზე იერიში მიეტანა. ჟურნალისტი ბეგაშვილის შოუს ერთ-ერთ ეპიზოდს იშველიებს, სადაც შორენა ამბობს, რომ წყვილები, რომლებიც ქორწინდებიან ისე, რომ ინტიმური კავშირი არ აქვთ, დიდი შანსია, განქორწინდნენ.
როგორც The New York Times წერს, შორენა 16 წლის ასაკში გათხოვდა, ქალწული იყო, 18 წლის ასაკში სახლში ბავშვთან ერთად იჯდა და უყურებდა, თუ როგორ გადიოდა მისი ქმარი ღამით სახლიდან.
"საკუთარ თავს სარკეში ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ვაცნობიერებდი, რომ ნებისმიერ დროს ის მომატყუებდა. 5 წელი ვფიქრობდი და ბოლოს დავშორდი", - ციტირებს შორენას სიტყვებს ჟურნალისტი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, მისი კარიერა სკანდალით დაიწყო, "ფლეიბოის" გარეკანზე გამოჩენის ძალიან ეშინოდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დათანხმდა. შორენა რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს", - წერია სტატიაში.
ასევე დაგაინტერესებთ: მამაკაცების რიგი შორენა ბეგაშვილთან აუზზე (VIDEO +5 ინტიმური ფოტო)
მომზადებულია New York Times-ის მიხედვით.