შსს მაყაშვილზე, მანქანაში აღმოჩენილ "ლიმონკასთან" დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შსს მაყაშვილზე, მანქანაში აღმოჩენილ "ლიმონკასთან" დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მაყაშვილის ქუჩაზე მანქანაში აღმოჩენილი "ლიმონკა" არც საბრძოლო და არც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მანქანაში აღმოჩენილი ნივთი გადატანილია ექსპერტიზაზე და პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის მსუბუქი ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და მანქანაში ე.წ. ლიმონკა ჩააგდეს. მანქანის მფლობელმა ჩამსხვრეული მინა და ხელყუმბარა დილით აღმოაჩინა. ამ დროისთვის მაყაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე ასევე იყო კინოლოგიური სამსახურიც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მანქანის მფლობელმა, ნოდარ თოფურიძემ განუცხადა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა. მისი თქმით, დილით, 9 საათისთვის აღმოაჩინეს, რომ მისი მსუბუქი ავტომობილის წინა მინა იყო ჩამსხვრეული, ხოლო მანქანაში ეგდო ასაფეთქებელი მოწყობილობა.

თოფურიძის განმარტებით, მისთვის ამ დრომდე უცნობია, "ლიმონკა" იყო თუ არა ვარგისი, ის უკვე ექსპერტიზაზეა გადატანილი.

როგორც თოფურიძე აღნიშნავს, არც მას და არც მეზობლებს ღამით ხმაური არ გაუგიათ. მისთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო მანქანაში ხელყუმბარის ჩადების მიზეზი.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია