სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან
ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ახალ­გო­რის ქარ­თულ სკო­ლებ­ში ცხინ­ვალ­ში ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მულ ის­ტო­რი­ის წიგ­ნებს შე­ი­ტანს. მათ­ში ახალ­გო­რის სკო­ლებ­ში ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის ახა­ლი კურ­სი შევა, სა­დაც რუ­სე­თი "ოკუ­პან­ტად" და "აგ­რეს­ო­რად" წარ­მო­ჩე­ნი­ლი აღარ იქ­ნე­ბა. რო­გორც "რე­ზო­ნან­სმა" ახალ­გო­რის ქარ­თუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, ისი­ნი ამის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში არი­ან.

"ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში რუ­სე­თი წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც აგ­რე­სო­რი და ოკუ­პან­ტი, სა­ქარ­თვე­ლო კი მსხვერ­პლად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამი­ტო­მაც ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან მათ ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ექ­ნე­ბათ ისევ ქარ­თულ ენა­ზე", - აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რედ ისე­თი პო­ზი­ცია აქვს დე ფაქ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა "კავ­კაზ­სკი უზელ­მა" გა­აჟ­ღე­რა.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი რო­მელ­თა შეც­ვლაც იგეგ­მე­ბა, არის ასე­თი პა­რაგ­რა­ფე­ბი "რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი", "რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში", "კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შე­დე­გად სა­ქარ­თვლე­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია". ამ პა­რაგ­რა­ფებს ერ­თვის კა­რი­კა­ტუ­რე­ბიც.

ახალ­გო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვიცე-ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე ბა­რა­თაშ­ვი­ლი "კავ­კაზ­სკი უზელ­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის 11 სკო­ლი­დან 6 ქარ­თუ­ლია, 5 ოსუ­რი. რა­ი­ო­ნის ქარ­თუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ნინო ამი­რა­ნაშ­ვი­ლის თქმით, სკო­ლებ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი თბი­ლი­სი­დან შე­მო­დის.

"ქარ­თულ სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი­დან 11 კლა­სამ­დე 55 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. სწავ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს, რად­გან ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს", - უცხა­დებს ამი­რა­ნაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მას. მი­სი­ვე თქმით, მოს­წავ­ლე­ე­ბი 5 ენას სწავ­ლო­ბენ: ინ­გლი­სურს, გერ­მა­ნულს, რუ­სულს, ქარ­თულს და ოსურს. დი­რექ­ტო­რი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ენა, გარ­და ქარ­თუ­ლი­სა, ის­წავ­ლე­ბა რო­გორც უცხო­უ­რი.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და პროგ­რა­მებს ყო­ველ­წლი­უ­რად სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ათან­ხმებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის შვი­ლე­ბიც ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ან, "კავ­კაზ­სკი უზელ"-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "ქარ­თულ სკო­ლებ­ში გა­მო­საშ­ვე­ბი კლა­სი მე­თერ­თმე­ტე კი არა, მე­თორ­მე­ტეა. ჩემი გოგო მე-8 კლას­შია, ბიჭი - მე-11-ში. სას­წავ­ლო წლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ფულს ვაგ­რო­ვებთ იმი­სათ­ვის, რომ თბი­ლის­ში წიგ­ნე­ბი ვი­ყი­დოთ".

აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვლე­ლად სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას გეგ­მავს.

"ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, თუ რო­გორ და რო­გო­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით ას­წავ­ლი­ან ის­ტო­რი­ას ქარ­თულ სკო­ლებ­ში. ჩვენ ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უკვე ავ­კრძა­ლეთ. მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი სკო­ლებ­ში შევა ის­ტო­რი­ის ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ქარ­თულ ენა­ზე, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ ოსეთ­ში გა­მო­ი­ცე­მა", - აცხა­დე­ბენ დე ფაქ­ტო უწყე­ბი­დან.

ცხინ­ვა­ლი მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი სა­ა­გენ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის" დი­რექ­ტო­რი დინა ალ­ბო­რო­ვა, რო­მე­ლიც ქარ­თულ-ოსუ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო და­ი­ლო­გე­ბის ძა­ლი­ან ხში­რი მო­ნა­წი­ლეა, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცე­სი სამ­ხრეთ ოსურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ერთი ქვეყ­ნი­სა და ტე­რი­ტო­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ას სწავ­ლო­ბენ. სა­უ­ბა­რია არა ენა­ზე; რო­მელ ენა­ზე ილა­პა­რა­კებს პირი - ეს მისი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნია, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჩვენ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბი უნდა და­ვიც­ვათ...

"როცა ვსა­უბ­რობთ ლე­ნინ­გო­რის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი, არა­მედ ოსი ეროვ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც, რომ­ლე­ბიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს­კენ.

"თუკი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ, რუსი ჯა­რის­კა­ცის სა­ხეს შე­ის­წავ­ლი­ან, რო­გორც აგ­რე­სორს და ოკუ­პანტს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი რუს სამ­ხედ­როს უყუ­რებს, რო­გორც სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის­გან დამ­ცველს, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მო­მავ­ლოდ იქ­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბის არ­სე­ბი­თი მი­ზე­ზი", - ამ­ბობს დინა ალ­ბო­რო­ვა.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი არას­წო­რი ის­ტო­რი­ით - ეს არის რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი, ასე­ვე რა­ი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის ნა­წი­ლი. ალ­ბო­რო­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ახალ­გო­რი-ცხინ­ვა­ლის იშ­ვი­ა­თი საგ­ზაო კავ­ში­რე­ბი, რა­ი­ონ­ში არარ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო პი­რო­ბე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი სა­კი­თხი, რაც ნორ­მა­ლურ სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, მი­მარ­თუ­ლია იქეთ­კენ, რომ "ახალ­გორ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­წყვე­ტი­ლია სამ­ხრეთ ოსე­თის და­ნარ­ჩენ ნა­წი­ლებს".

ახალ­გო­რის ქარ­თუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­სა­ხებ მათ­თვის ცნო­ბი­ლია.

"დიახ, ამის შე­მოწ­მე­ბა, თუ რო­გორ ხდე­ბა ქარ­თულ სკო­ლებ­ში ის­ტო­რი­ის საგ­ნის სწავ­ლე­ბა, მარ­თლაც იყო. მე-9 კლა­სის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში მარ­თლაც არის რუ­სე­თი წარ­მო­ჩე­ნი­ლი საკ­მა­ოდ არა­კო­რექ­ტუ­ლად, რაც იწ­ვევს აქა­უ­რი მმარ­თვე­ლი ძა­ლის (და არა მარ­ტო მმარ­თვე­ლი ძა­ლის, ოსი ეროვ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბი­საც) გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას.

"ამი­ტო­მაც და­ი­გეგ­მა ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შეც­ვლა. მაგ­რამ რამ­დე­ნად სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს და ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან შე­მო­ი­ტა­ნენ თუ არა ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს ჩვენს სკო­ლებ­ში, ეს სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა.

გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ თუ არა აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გე­ბი, ამა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

მარი ოთა­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან

ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალგორის ქართულ სკოლებში ცხინვალში ქართულ ენაზე გამოცემულ ისტორიის წიგნებს შეიტანს. მათში ახალგორის სკოლებში ისტორიის სწავლების ახალი კურსი შევა, სადაც რუსეთი "ოკუპანტად" და "აგრესორად" წარმოჩენილი აღარ იქნება. როგორც "რეზონანსმა" ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლებისგან შეიტყო, ისინი ამის შესახებ საქმის კურსში არიან.

"ახალგორის რაიონის ქართული სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებში რუსეთი წარმოდგენილია როგორც აგრესორი და ოკუპანტი, საქართველო კი მსხვერპლად არის წარმოჩენილი. სწორედ ამიტომაც ახალი სასწავლო წლიდან მათ ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ ისევ ქართულ ენაზე", - აღნიშნულთან დაკავშირებით სწორედ ისეთი პოზიცია აქვს დე ფაქტო განათლების სამინისტროს, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა "კავკაზსკი უზელმა" გააჟღერა.

სახელმძღვანელოები რომელთა შეცვლაც იგეგმება, არის ასეთი პარაგრაფები "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი", "რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში", "კავკასიაში რუსეთის გავლენის შედეგად საქართვლეოში არსებული სიტუაცია". ამ პარაგრაფებს ერთვის კარიკატურებიც.

ახალგორის ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი ალექსანდრე ბარათაშვილი "კავკაზსკი უზელთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალგორის რაიონის 11 სკოლიდან 6 ქართულია, 5 ოსური. რაიონის ქართული სკოლის დირექტორის ნინო ამირანაშვილის თქმით, სკოლებში სახელმძღვანელოები თბილისიდან შემოდის.

"ქართულ სკოლაში პირველიდან 11 კლასამდე 55 მოსწავლე სწავლობს. სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. კადრებთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, რადგან ყველა საგნის მასწავლებელი გვყავს", - უცხადებს ამირანაშვილი აღნიშნულ ინტერნეტ-გამოცემას. მისივე თქმით, მოსწავლეები 5 ენას სწავლობენ: ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულს და ოსურს. დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა ენა, გარდა ქართულისა, ისწავლება როგორც უცხოური.

სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ სასწავლო გეგმასა და პროგრამებს ყოველწლიურად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროსთან ათანხმებს.

ადგილობრივი ქალბატონი, რომლის შვილებიც ქართულ სკოლაში დადიან, "კავკაზსკი უზელ"-თან საუბარში ამბობს, რომ "ქართულ სკოლებში გამოსაშვები კლასი მეთერთმეტე კი არა, მეთორმეტეა. ჩემი გოგო მე-8 კლასშია, ბიჭი - მე-11-ში. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ფულს ვაგროვებთ იმისათვის, რომ თბილისში წიგნები ვიყიდოთ".

აღნიშნული სიტუაციის შესაცვლელად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ზომების მიღებას გეგმავს.

"ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ და როგორი სახელმძღვანელოებით ასწავლიან ისტორიას ქართულ სკოლებში. ჩვენ ეს სახელმძღვანელოები უკვე ავკრძალეთ. მომავალი წლიდან კი სკოლებში შევა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში გამოიცემა", - აცხადებენ დე ფაქტო უწყებიდან.

ცხინვალი მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის "სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სააგენტო სამხრეთ ოსეთის განვითარებისთვის" დირექტორი დინა ალბოროვა, რომელიც ქართულ-ოსური სამოქალაქო დაილოგების ძალიან ხშირი მონაწილეა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალგორის მოსახლეობის ინტეგრირების პროცესი სამხრეთ ოსურ საზოგადოებაში არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

"ერთი ქვეყნისა და ტერიტორიის საზოგადოებაში სხვადასხვა ისტორიას სწავლობენ. საუბარია არა ენაზე; რომელ ენაზე ილაპარაკებს პირი - ეს მისი პირადი არჩევანია, მითუმეტეს, რომ ჩვენ ეთნიკური უმცირესობების უფლებები უნდა დავიცვათ...

"როცა ვსაუბრობთ ლენინგორის რაიონის მოსახლეობის ინტეგრირებაზე, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ქართველი, არამედ ოსი ეროვნების მოსახლეობაც, რომლებიც ორიენტირებულები არიან საქართველოსკენ.

"თუკი ჩვენი შვილების ერთი ნაწილი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ, რუსი ჯარისკაცის სახეს შეისწავლიან, როგორც აგრესორს და ოკუპანტს, მეორე ნაწილი კი რუს სამხედროს უყურებს, როგორც სამხედრო აგრესიისგან დამცველს, ეს ყველაფერი სამომავლოდ იქნება კონფლიქტის გაღვივების არსებითი მიზეზი", - ამბობს დინა ალბოროვა.

მისივე მოსაზრებით, სახელმძღვანელოები არასწორი ისტორიით - ეს არის როგორც ცენტრალური, ასევე რაიონული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის ნაწილი. ალბოროვა მიიჩნევს, რომ ახალგორი-ცხინვალის იშვიათი საგზაო კავშირები, რაიონში არარსებული საჭირო სამედიცინო პირობები და სხვა მრავალი საკითხი, რაც ნორმალურ სოციალურ განვითარებას გულისხმობს, მიმართულია იქეთკენ, რომ "ახალგორში არსებული საზოგადოება მოწყვეტილია სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ნაწილებს".

ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ყოველივე ამის შესახებ მათთვის ცნობილია.

"დიახ, ამის შემოწმება, თუ როგორ ხდება ქართულ სკოლებში ისტორიის საგნის სწავლება, მართლაც იყო. მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში მართლაც არის რუსეთი წარმოჩენილი საკმაოდ არაკორექტულად, რაც იწვევს აქაური მმართველი ძალის (და არა მარტო მმართველი ძალის, ოსი ეროვნების მოსახლეობისაც) გაღიზიანებას.

"ამიტომაც დაიგეგმა ისტორიის სახელმძღვანელოს შეცვლა. მაგრამ რამდენად სწრაფად განხორციელდება ეს და ახალი სასწავლო წლიდან შემოიტანენ თუ არა ახალ სახელმძღვანელოებს ჩვენს სკოლებში, ეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული", - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

გააპროტესტებენ თუ არა აღნიშნულ ფაქტს ქართველი პედაგოგები, ამაზე არ საუბრობენ.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია