პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისთვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?
როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისთვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?

რო­გორ უნდა ვლო­ცუ­ლობ­დეთ იმი­სათ­ვის, რომ უფალ­მა ჩვე­ნი ლოც­ვა შე­ის­მი­ნოს? შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობ­დეს თა­ვი­სი სი­ტყვე­ბით? აქვს თუ არა "იე­სოს ლოც­ვას" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძალა? შე­იძ­ლე­ბა თუ არა ლოც­ვა მო­უ­ნათ­ლა­ვის ან სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სათ­ვის? - ამ და სხვა კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვე­სა­უბ­რე­ბა ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის (ლურ­ჯი მო­ნას­ტრის) ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი და­ვით შა­რა­შე­ნი­ძე.

- რო­გორ უნდა ვლო­ცუ­ლობ­დეთ იმი­სათ­ვის, რომ უფალ­მა ჩვე­ნი ლოც­ვა შე­ის­მი­ნოს?

- იმი­ტომ ვერ ვი­ღებთ ნა­ყოფს ლოც­ვი­სას, - ამ­ბობს ია­კობ მო­ცი­ქუ­ლი, - რად­გან თქვე­ნი ლოც­ვა არ არის ერ­თგუ­ლე­ბით და გულ­მოდ­გი­ნე­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი. ლოც­ვის დროს, ლოც­ვე­ბი არ უნდა ვი­კი­თხოთ მე­ქა­ნი­კუ­რად. ღმერ­თს უნდა შევ­თხო­ვოთ ის, რაც სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის სუ­ლის­თვის და კარ­გად დავ­რწმუნ­დეთ იმა­ში, რომ რა­საც ვი­თხოვთ, ნამ­დვი­ლად სათ­ნო­ე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი რა­საც ითხოვს, მარ­თლაც სათ­ნო­ე­ბაა, მაგ­რამ არ ვლო­ცუ­ლობთ გუ­ლის­ყუ­რით. ამი­ტომ, უნდა ვი­ლო­ცოთ გულ­მოდ­გი­ნედ, სიმ­დაბ­ლით და ყუ­რა­დღე­ბით. ამას­თა­ნა­ვე უნდა გან­ვიც­დი­დეთ და გო­ნე­ბი­თაც მივსდევ­დეთ იმას, რა­საც ვკი­თხუ­ლობთ და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ვი­ლო­ცოთ რწმე­ნით და ღმერ­თის შემ­წე­ო­ბის იმე­დად.

- რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ლოც­ვის დროს თავს ვერ ვაღ­წევთ უკე­თურ აზ­რებს?

- წმინ­და მა­მე­ბი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ორგვარ რჩე­ვას გვაძ­ლე­ვენ: 1) არ შევ­წყვი­ტოთ ლოც­ვა და მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რით ჩა­ვუღ­რმავ­დეთ მას; 2) შევ­წყვი­ტოთ ლოც­ვა, შე­ვე­ვედ­როთ უფალს, რომ გან­გვა­რი­დოს უსი­ა­მოვ­ნო აზ­რე­ბი და მცი­რე ხნის შემ­დეგ, ლოც­ვა გან­ვაგ­რძოთ.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობ­დეს თა­ვი­სი სი­ტყვე­ბით?

- არა­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი - აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა, რად­გან ასე­თი ლოც­ვა ღმერ­თს ბავ­შვის ტი­ტი­ნი­ვით სი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­თხო­ვოთ ის, რაც ჩვე­ნი სუ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლოა.

- რა­ტომ იწო­დე­ბა "მა­მაო ჩვე­ნო" "სა­უფ­ლო ლოც­ვად" ანუ "ლოც­ვე­ბის გვირ­გვი­ნად" და რა­ტომ არის ეს ლოც­ვა ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნი­სათ­ვის უმ­თავ­რე­სი?

- "მა­მაო ჩვე­ნო" თვი­თონ უფალ­მა იესო ქრის­ტემ ას­წავ­ლა თა­ვის მო­წა­ფე­ებს, რომ­ლებ­მაც შემ­დეგ, ის გა­დას­ცეს ყვე­ლა ქრის­ტი­ანს. სწო­რედ ამი­ტომ ეწო­დე­ბა ამ ლოც­ვას "სა­უფ­ლო ლოც­ვა". იმის გამო, რომ "მა­მაო ჩვე­ნო" შე­ი­ცავს მო­წო­დე­ბა­საც, თხოვ­ნა­საც და დი­დე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბა­საც, ყვე­ლას­თვის უმ­თავ­რე­სი და უსა­ჭი­რო­ე­სია.

- არ­სე­ბობს აზრი, რომ "იე­სოს ლოც­ვას" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძალა აქვს. რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ეს ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით?

- სა­ერ­თოდ, მორ­წმუ­ნემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ყვვე­ლა ლოც­ვას ერ­თნა­ი­რი ძალა აქვს - "იე­სოს ლოც­ვა" იქ­ნე­ბა ეს, "დე­დის ლოც­ვა", "მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის ლოც­ვა" თუ სხვა. ყვე­ლა­ზე მარ­ტივ ლოც­ვა­ზეც - "უფა­ლო შეგ­ვი­წყა­ლენ", ღმერ­თი წყა­ლო­ბას მოგ­ვცემს, თუ მას გულ­შე­მუს­ვრი­ლე­ბი წარ­მოვ­თქვამთ. ამი­ტომ, მად­ლი­სა და წყა­ლო­ბის მო­ცე­მა რო­მე­ლი­მე ლოც­ვას კი არა, თვი­თონ ლოც­ვის სი­ნა­ნუ­ლით და გუ­ლის­ყუ­რით აღ­ვლე­ნას შე­უძ­ლია.

- რო­დე­საც ფი­ზი­კუ­რი უძ­ლუ­რე­ბის გამო წა­მოდ­გო­მა არ შეგ­ვიძ­ლია, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ლოც­ვა წა­ვი­კი­თხოთ სა­წოლ­ში?

- თუ ადა­მი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ ახერ­ხებს წა­მოდ­გო­მას, შე­უძ­ლია, ლოც­ვა და­წო­ლილ­მაც წარ­მოთ­ქვას. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთელ ადა­მი­ანს, ლოც­ვას ფეხ­ზე მდგო­მი უნდა კი­თხუ­ლობ­დეს.

- თუ ადა­მი­ან­მა ყო­ველ­თვის ფეხ­ზე მდგომ­მა უნდა ილო­ცოს, რა­ტომ არ­სე­ბობს და­უჯ­დო­მე­ლი ლოც­ვე­ბი?

- ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ლოც­ვე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და­უჯ­დო­მელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იკი­თხე­ბა, მაგ­რამ მორ­წმუ­ნე უნდა კი­თხუ­ლობ­დეს ფსალ­მუ­ნებ­საც, რომ­ლის კი­თხვის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­მოჯ­დო­მა. თუმ­ცა იო­ა­ნე კრონშტა­დტე­ლის სწავ­ლე­ბით: "ჯო­ბია, იჯდე და იფიქ­რო ღმერ­თზე, ვიდ­რე იდგე და იფიქ­რო ფეხ­ზე". ამი­ტომ, თუ ფი­ზი­კუ­რი უძ­ლუ­რე­ბის გამო, ფეხ­ზე დგო­მა გვი­ჭირს, შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ლოც­ვის დროს ჩა­მოვ­ჯდეთ.

- უნდა შევ­წყვი­ტოთ თუ არა ლოც­ვა, რო­დე­საც სტუ­მა­რი გვეწ­ვე­ვა?

- გა­აჩ­ნია, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვსტუმ­რო­ბენ. თუ ადა­მი­ა­ნი მო­დის უქ­მად მე­ტყვე­ლე­ბის­თვის, სხვა­თა გან­სა­კი­თხა­ვად და სხვა, ღვთის­თვის არა­სათ­ნო საქ­მის გამო, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ლოც­ვა არ უნდა შევ­წყვი­ტოთ.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ვი­ლო­ცოთ მო­უ­ნათ­ლა­ვის ან სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის?

- მო­უ­ნათ­ლავ­თა და სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის ვლო­ცუ­ლობთ კერ­ძო მოხ­სე­ნი­ე­ბის (პი­რა­დი ლოც­ვე­ბის) დროს. დი­ლის ლოც­ვებ­ში არის სპე­ცი­ა­ლუ­რი პუნ­ქტი, რომ­ლის კი­თხვის დრო­საც შევ­თხოვთ უფალს, რომ შე­ე­წი­ოს ამ ადა­მი­ა­ნებს და ისი­ნი და­ად­გნენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზას. მაგ­რამ ჩვენ ლოც­ვას აღ­ვავ­ლენთ მხო­ლოდ ცო­ცხალ­თათ­ვის.

- სა­სურ­ვე­ლია თუ არა, ლო­ცუ­ლობ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს რწმე­ნა, მაგ­რამ არ ცხოვ­რობს ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით?

- სა­სურ­ვე­ლია, ადა­მი­ა­ნი ასეთ დრო­საც ლო­ცუ­ლობ­დეს, რად­გან ლოც­ვა ასე­თი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან, უფ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. ეკ­ლე­სი­ამ­დეც სწო­რედ ლოც­ვის მად­ლით და ძა­ლით მივა.

- რით გან­სხვავ­დე­ბა კერ­ძო ლოც­ვა სა­ზო­გა­დო ლოც­ვის­გან?

- კერ­ძო ლოც­ვის დროს ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობს მარ­ტო - დი­ლის ლოც­ვე­ბი იქ­ნე­ბა ეს, სა­დი­ლის­წი­ნა ლოც­ვე­ბი თუ სხვა პი­რა­დი ლოც­ვი­თი კა­ნო­ნე­ბი. სა­ზო­გა­დო ლოც­ვა ის მსა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში აღეს­რუ­ლე­ბა.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#50 12.12.2002

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისთვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?

როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისთვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?

როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს? შეიძლება თუ არა, ადამიანი ლოცულობდეს თავისი სიტყვებით? აქვს თუ არა "იესოს ლოცვას" განსაკუთრებული ძალა? შეიძლება თუ არა ლოცვა მოუნათლავის ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენლისათვის? - ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით, გვესაუბრება ანდრია პირველწოდებულის სახელობის (ლურჯი მონასტრის) ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შარაშენიძე.

- როგორ უნდა ვლოცულობდეთ იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს?

- იმიტომ ვერ ვიღებთ ნაყოფს ლოცვისას, - ამბობს იაკობ მოციქული, - რადგან თქვენი ლოცვა არ არის ერთგულებით და გულმოდგინებით განმტკიცებული. ლოცვის დროს, ლოცვები არ უნდა ვიკითხოთ მექანიკურად. ღმერთს უნდა შევთხოვოთ ის, რაც სასარგებლოა ადამიანის სულისთვის და კარგად დავრწმუნდეთ იმაში, რომ რასაც ვითხოვთ, ნამდვილად სათნოებაა. შეიძლება, ადამიანი რასაც ითხოვს, მართლაც სათნოებაა, მაგრამ არ ვლოცულობთ გულისყურით. ამიტომ, უნდა ვილოცოთ გულმოდგინედ, სიმდაბლით და ყურადღებით. ამასთანავე უნდა განვიცდიდეთ და გონებითაც მივსდევდეთ იმას, რასაც ვკითხულობთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვილოცოთ რწმენით და ღმერთის შემწეობის იმედად.

- როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ლოცვის დროს თავს ვერ ვაღწევთ უკეთურ აზრებს?

- წმინდა მამები ასეთ შემთხვევაში ორგვარ რჩევას გვაძლევენ: 1) არ შევწყვიტოთ ლოცვა და მთელი გულისყურით ჩავუღრმავდეთ მას; 2) შევწყვიტოთ ლოცვა, შევევედროთ უფალს, რომ განგვარიდოს უსიამოვნო აზრები და მცირე ხნის შემდეგ, ლოცვა განვაგრძოთ.

- შეიძლება თუ არა ადამიანი ლოცულობდეს თავისი სიტყვებით?

- არათუ შესაძლებელი - აუცილებელიცაა, რადგან ასეთი ლოცვა ღმერთს ბავშვის ტიტინივით სიამოვნებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვითხოვოთ ის, რაც ჩვენი სულისთვის სასარგებლოა.

- რატომ იწოდება "მამაო ჩვენო" "საუფლო ლოცვად" ანუ "ლოცვების გვირგვინად" და რატომ არის ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისათვის უმთავრესი?

- "მამაო ჩვენო" თვითონ უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს, რომლებმაც შემდეგ, ის გადასცეს ყველა ქრისტიანს. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ლოცვას "საუფლო ლოცვა". იმის გამო, რომ "მამაო ჩვენო" შეიცავს მოწოდებასაც, თხოვნასაც და დიდებისმეტყველებასაც, ყველასთვის უმთავრესი და უსაჭიროესია.

- არსებობს აზრი, რომ "იესოს ლოცვას" განსაკუთრებული ძალა აქვს. რამდენად გამართლებულია ეს ეკლესიური სწავლებით?

- საერთოდ, მორწმუნემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ყვველა ლოცვას ერთნაირი ძალა აქვს - "იესოს ლოცვა" იქნება ეს, "დედის ლოცვა", "მიცვალებულთათვის ლოცვა" თუ სხვა. ყველაზე მარტივ ლოცვაზეც - "უფალო შეგვიწყალენ", ღმერთი წყალობას მოგვცემს, თუ მას გულშემუსვრილები წარმოვთქვამთ. ამიტომ, მადლისა და წყალობის მოცემა რომელიმე ლოცვას კი არა, თვითონ ლოცვის სინანულით და გულისყურით აღვლენას შეუძლია.

- როდესაც ფიზიკური უძლურების გამო წამოდგომა არ შეგვიძლია, შეიძლება თუ არა, ლოცვა წავიკითხოთ საწოლში?

- თუ ადამიანი ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს წამოდგომას, შეუძლია, ლოცვა დაწოლილმაც წარმოთქვას. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანს, ლოცვას ფეხზე მდგომი უნდა კითხულობდეს.

- თუ ადამიანმა ყოველთვის ფეხზე მდგომმა უნდა ილოცოს, რატომ არსებობს დაუჯდომელი ლოცვები?

- ეს არის სპეციალური ლოცვები, რომელიც მხოლოდ დაუჯდომელ მდგომარეობაში იკითხება, მაგრამ მორწმუნე უნდა კითხულობდეს ფსალმუნებსაც, რომლის კითხვის დროს შესაძლებელია ჩამოჯდომა. თუმცა იოანე კრონშტადტელის სწავლებით: "ჯობია, იჯდე და იფიქრო ღმერთზე, ვიდრე იდგე და იფიქრო ფეხზე". ამიტომ, თუ ფიზიკური უძლურების გამო, ფეხზე დგომა გვიჭირს, შეგვიძლია ნებისმიერი ლოცვის დროს ჩამოვჯდეთ.

- უნდა შევწყვიტოთ თუ არა ლოცვა, როდესაც სტუმარი გვეწვევა?

- გააჩნია, რასთან დაკავშირებით გვსტუმრობენ. თუ ადამიანი მოდის უქმად მეტყველებისთვის, სხვათა განსაკითხავად და სხვა, ღვთისთვის არასათნო საქმის გამო, ასეთ შემთხვევაში ლოცვა არ უნდა შევწყვიტოთ.

- შეიძლება თუ არა, ვილოცოთ მოუნათლავის ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთათვის?

- მოუნათლავთა და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთათვის ვლოცულობთ კერძო მოხსენიების (პირადი ლოცვების) დროს. დილის ლოცვებში არის სპეციალური პუნქტი, რომლის კითხვის დროსაც შევთხოვთ უფალს, რომ შეეწიოს ამ ადამიანებს და ისინი დაადგნენ ჭეშმარიტების გზას. მაგრამ ჩვენ ლოცვას აღვავლენთ მხოლოდ ცოცხალთათვის.

- სასურველია თუ არა, ლოცულობდეს ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენა, მაგრამ არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით?

- სასურველია, ადამიანი ასეთ დროსაც ლოცულობდეს, რადგან ლოცვა ასეთი ადამიანის მხრიდან, უფლისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. ეკლესიამდეც სწორედ ლოცვის მადლით და ძალით მივა.

- რით განსხვავდება კერძო ლოცვა საზოგადო ლოცვისგან?

- კერძო ლოცვის დროს ადამიანი ლოცულობს მარტო - დილის ლოცვები იქნება ეს, სადილისწინა ლოცვები თუ სხვა პირადი ლოცვითი კანონები. საზოგადო ლოცვა ის მსახურებაა, რომელიც ეკლესიაში აღესრულება.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

#50 12.12.2002