პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გააუქმა სააკაშვილმა გადადგომამდე ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა?
რატომ გააუქმა სააკაშვილმა გადადგომამდე ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა?

"მწვა­ნე­თა პარ­ტია" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თავს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში 17 მარტს შევა. გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ჩვენ გვსურს, ბირ­თვუ­ლი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­ში დაბ­რუნ­დეს ის მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ატო­მუ­რი სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იყო აკ­რძა­ლუ­ლი. ეს აკ­რძალ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ აქ­ტი­ურ სე­ის­მურ ზო­ნა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ფუ­კუ­სი­მას მა­გა­ლით­მაც გვაჩ­ვე­ნა, რომ აქ­ტი­ურ სე­ის­მურ ზო­ნებ­ში ატო­მუ­რი სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა არის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნო­ცი­დი­სა და ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის ტოლ­ფა­სი. ავა­რი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბას და­ეს­მე­ბა წერ­ტი­ლი. ამის მა­გა­ლი­თი არის ჩერ­ნო­ბი­ლი".

გა­ჩე­ჩი­ლა­ძის თქმით, ატო­მუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის აკ­რძალ­ვა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 2012 წლის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში მკა­ფი­ოდ ჰქონ­და გა­წე­რი­ლი, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ­მა პარ­ტი­ამ ეკო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ნა­წი­ლი ამ დრომ­დე არ მო­იყ­ვა­ნა სის­რუ­ლე­ში.

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის პარ­ლა­მენ­ტარ­სა და მე­რო­ბის კან­დი­დატს, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო გია, ეს მუხ­ლი ვინ და რა მი­ზე­ზით ამო­ი­ღო?

- "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ამ" 1993 წელს გა­ვა­კე­თეთ ბირ­თვუ­ლი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი. სხვა­თა შო­რის, უნდა გი­თხრათ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ამას ძა­ლი­ან კარ­გი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, იმი­ტომ რომ იმ კა­ნო­ნით ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი ავ­კრძა­ლეთ: რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნარ­ჩე­ნის ექ­სპორ­ტი, ბირ­თვუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მო­ტა­ნა, ტრან­ზი­ტი, სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი აიკ­რძა­ლა და ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში გა­მოჩ­ნდა, რო­გორც ბირ­თვუ­ლი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა.

მარ­ტის ბო­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ემ­გზავ­რე­ბა ჰა­ა­გა­ში, ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მიტ­ზე. ეს არის უდი­დე­სი ფო­რუ­მი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს 5 ათა­სამ­დე დე­ლე­გა­ტი, 58 სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პირი და 3 ათა­სი ჟურ­ნა­ლის­ტი. ამას ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს გე­უბ­ნე­ბით და რამ­ხე­ლა ტრი­ბუ­ნაა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­დეს და თქვას, რო­გორც ეს 1993 წელს მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის უბირ­თვო ზონა, ყო­ველ­გვა­რი ატო­მუ­რი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი ია­რა­ღის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­გან. ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი მე­სი­ჯი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა მუხ­ლის ამო­ღე­ბას, 2012 წელს, ერთი კვი­რით ადრე, სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მიტ­ზე წა­ვი­დო­და, პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ატო­მუ­რი აკ­რძალ­ვის მუხ­ლი ამო­ი­ღო კა­ნო­ნი­დან. სა­ა­კაშ­ვი­ლი 2007 წელს პა­რიზ­ში ჩა­ვი­და, იქ ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მოა ერთ-ერთ დიდ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ატო­მურ სად­გუ­რებს აშე­ნებს. ისი­ნი ფა­რუ­ლად შე­თან­ხმდნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშენ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ჩერ­ნო­ბი­ლი­სა და ფუ­კუ­სი­მას სი­დი­დის ატო­მუ­რი სად­გუ­რი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო 4 მი­ლი­არდ ევ­რომ­დე. ამ კომ­პა­ნი­ას მა­ში­ნაც და ახ­ლაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რად­გან ატო­მუ­რი სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა პრობ­ლე­მაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყველ­გან ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და უჭირთ ხოლ­მე ნაკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბა. შენ რომ ჩა­დი­ხარ და სთა­ვა­ზობ, შენს ქვე­ყა­ნა­ში აა­შე­ნოს ატო­მუ­რი სად­გუ­რი, იქ "ატ­კა­ტი" და­ახ­ლო­ე­ბით 5-დან 10%-მდეა. ახლა იან­გა­რი­შეთ 4 მი­ლი­არ­დი­დან რამ­დე­ნი გა­მო­დის "ატ­კა­ტი". ჩვენ ეს შემ­თხვე­ვით გა­ვი­გეთ ჩვე­ნი ფრან­გი მგე­ობ­რე­ბის­გან და ავ­ტე­ხეთ ერთი ამ­ბა­ვი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- ფიქ­რობთ, პარ­ლა­მენ­ტი, თქვენს კა­ნონპ­რო­ექტს მხარს და­უ­ჭერს? უმ­რავ­ლე­სო­ბა რომ და­ტო­ვეთ, გა­ნა­ცხა­დეთ, იმი­ტომ წა­მო­ვე­დი, რომ ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნე­ნო.

- კა­ნონპ­რო­ექ­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად მზად მაქვს, ცოტა რე­დაქ­ტი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, შე­ვი­ტან პარ­ლა­მენ­ტში და იმე­დი მაქვს, რომ მი­ი­ღე­ბენ. იმი­ტომ მაქვს მი­ღე­ბის იმე­დი, რომ ჩვენ როცა პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", გა­რე­მოს დაც­ვის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა ჰქონ­და, იქ გა­რე­მოს დაც­ვის ნა­წილ­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ აიკ­რძა­ლე­ბა ატო­მუ­რი სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი წი­ნა­და­დე­ბა ემ­თხვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მას და რო­გორ არ და­უ­ჭე­რენ მხარს? როცა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი დგე­ბა, რო­მე­ლი­მე სა­გა­რეო იმიჯს ას­წევს და მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს, მე იმე­დი მაქვს, რომ მხარს და­მი­ჭე­რენ და თუ არ და­მი­ჭე­რენ, მა­შინ კი­დევ ერთხელ მო­უ­წევთ იმის თქმა, რომ არ­ღვე­ვენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს. მე უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან ხომ გა­მო­ვე­დი, ვარ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ჩემი მტრე­ბი არ არი­ან.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებ­ში ისიც იყო, რომ გი­გან­ტუ­რი ჰე­სე­ბი აღარ უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ "ოც­ნე­ბას" "და­ა­ვი­წყდა".

- სხვა­თა შო­რის, იმ მუხ­ლში წე­რია ამ გი­გან­ტუ­რი ჰე­სე­ბის სა­კი­თხი, სა­დაც ატო­მურ სად­გუ­რებ­ზეა სა­უ­ბა­რი. გი­გან­ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც სირ­თუ­ლე­ე­ბია. ცნე­ბა "გი­გან­ტუ­რი", სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­იძ­ლე­ბა გი­გან­ტუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი აჭა­რის­თვის სხვა იყოს, სვა­ნე­თის­თვის სხვა და კა­ხე­თის­თვის სხვა. ჩვენ ვე­ძებთ კრი­ტე­რი­უმს, რომ­ლი­თაც და­ვად­გენთ, რე­გი­ო­ნე­ბის­თვის რო­მე­ლი იქ­ნე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი და რო­მე­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს გი­გან­ტუ­რად, სა­შუ­ა­ლოდ და მცი­რედ.

- ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ სა­დაც დიდი ფუ­ლია, იქ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­პი­რე­ბე­ბი ავი­წყდე­ბა...

- არა, მანდ სხვა პრობ­ლე­მაა. სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბია ესე­ნი და ფუ­ლე­ბია გა­დახ­დი­ლი, ესაა პრობ­ლე­მა. მანდ სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, ამი­ტომ ისე უნდა გა­კეთ­დეს და ისე უნდა შე­ვა­ჩე­როთ ეს მშე­ნებ­ლო­ბა, ხუ­დო­ნ­ჰეს­ზე მაქვს პირ­ველ რიგ­ში აქ­ცენ­ტი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს და იმის უხე­შად დარ­ღვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში სა­ჩი­ვარს ნიშ­ნავს.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ გააუქმა სააკაშვილმა გადადგომამდე ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა?

რატომ გააუქმა სააკაშვილმა გადადგომამდე ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა?

"მწვანეთა პარტია" საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომელიც პარლამენტში 17 მარტს შევა. გაჩეჩილაძის განცხადებით, "ჩვენ გვსურს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონში დაბრუნდეს ის მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ატომური სადგურების მშენებლობა იყო აკრძალული. ეს აკრძალვა მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურ სეისმურ ზონაში ვიმყოფებით. ფუკუსიმას მაგალითმაც გვაჩვენა, რომ აქტიურ სეისმურ ზონებში ატომური სადგურების მშენებლობა არის მოსახლეობის გენოციდისა და ქვეყნის განადგურების ტოლფასი. ავარიის შემთხვევაში, ქვეყნის არსებობას დაესმება წერტილი. ამის მაგალითი არის ჩერნობილი".

გაჩეჩილაძის თქმით, ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა "ქართულ ოცნებას" 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში მკაფიოდ ჰქონდა გაწერილი, თუმცა ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ ეკოლოგიასთან დაკავშირებული პროგრამის ნაწილი ამ დრომდე არ მოიყვანა სისრულეში.

"ალია" კომენტარისთვის პარლამენტარსა და მერობის კანდიდატს, გია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო გია, ეს მუხლი ვინ და რა მიზეზით ამოიღო?

- "მწვანეთა პარტიამ" 1993 წელს გავაკეთეთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ საერთაშორისო დონეზე ამას ძალიან კარგი რეაქცია მოჰყვა, იმიტომ რომ იმ კანონით ჩვენ, ფაქტობრივად, ყველაფერი ავკრძალეთ: რადიაციული ნარჩენის ექსპორტი, ბირთვული ტექნოლოგიების შემოტანა, ტრანზიტი, საერთოდ ყველაფერი აიკრძალა და ფაქტობრივად, საქართველო მსოფლიოში გამოჩნდა, როგორც ბირთვული და რადიაციული თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა.

მარტის ბოლოს პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე. ეს არის უდიდესი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს 5 ათასამდე დელეგატი, 58 სახელმწიფოს პირველი პირი და 3 ათასი ჟურნალისტი. ამას ოფიციალურ მონაცემებს გეუბნებით და რამხელა ტრიბუნაა საქართველოსათვის, სადაც შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდეს და თქვას, როგორც ეს 1993 წელს მოხდა, რომ საქართველო არის უბირთვო ზონა, ყოველგვარი ატომური და რადიაციული იარაღის ტექნოლოგიებისგან. ეს არის ძალიან კარგი მესიჯი საზოგადოებისთვის და მთელი მსოფლიოს კაცობრიობისთვის. რაც შეეხება მუხლის ამოღებას, 2012 წელს, ერთი კვირით ადრე, სანამ სააკაშვილი სამიტზე წავიდოდა, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ატომური აკრძალვის მუხლი ამოიღო კანონიდან. სააკაშვილი 2007 წელს პარიზში ჩავიდა, იქ ფარული მოლაპარაკებები აწარმოა ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში ატომურ სადგურებს აშენებს. ისინი ფარულად შეთანხმდნენ, რომ საქართველოში აშენდებოდა დაახლოებით ჩერნობილისა და ფუკუსიმას სიდიდის ატომური სადგური, რომლის ღირებულება უნდა ყოფილიყო 4 მილიარდ ევრომდე. ამ კომპანიას მაშინაც და ახლაც პრობლემები ჰქონდა, რადგან ატომური სადგურების მშენებლობა პრობლემაა, საზოგადოება ყველგან ეწინააღმდეგება და უჭირთ ხოლმე ნაკვეთების მიღება. შენ რომ ჩადიხარ და სთავაზობ, შენს ქვეყანაში ააშენოს ატომური სადგური, იქ "ატკატი" დაახლოებით 5-დან 10%-მდეა. ახლა იანგარიშეთ 4 მილიარდიდან რამდენი გამოდის "ატკატი". ჩვენ ეს შემთხვევით გავიგეთ ჩვენი ფრანგი მგეობრებისგან და ავტეხეთ ერთი ამბავი ამასთან დაკავშირებით.

- ფიქრობთ, პარლამენტი, თქვენს კანონპროექტს მხარს დაუჭერს? უმრავლესობა რომ დატოვეთ, განაცხადეთ, იმიტომ წამოვედი, რომ ჩვენს ინიციატივებს არ ითვალისწინებდნენო.

- კანონპროექტი პრაქტიკულად მზად მაქვს, ცოტა რედაქტირება სჭირდება, შევიტან პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ. იმიტომ მაქვს მიღების იმედი, რომ ჩვენ როცა პარლამენტში შევედით, "ქართულ ოცნებას", გარემოს დაცვის წინასაარჩევნო პროგრამა ჰქონდა, იქ გარემოს დაცვის ნაწილში პირდაპირ წერია, რომ აიკრძალება ატომური სადგურების მშენებლობა საქართველოში. ჩემი წინადადება ემთხვევა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას და როგორ არ დაუჭერენ მხარს? როცა სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რომელიმე საგარეო იმიჯს ასწევს და მოსახლეობის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ არ დამიჭერენ, მაშინ კიდევ ერთხელ მოუწევთ იმის თქმა, რომ არღვევენ წინასაარჩევნო დაპირებებს. მე უმრავლესობიდან ხომ გამოვედი, ვარ დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანი, თუმცა ძალიან კარგი ხალხია უმრავლესობაში, ჩემი მტრები არ არიან.

- წინასაარჩევნო დაპირებებში ისიც იყო, რომ გიგანტური ჰესები აღარ უნდა აშენებულიყო, რომელიც მერე ხელისუფლებაში მოსულ "ოცნებას" "დაავიწყდა".

- სხვათა შორის, იმ მუხლში წერია ამ გიგანტური ჰესების საკითხი, სადაც ატომურ სადგურებზეა საუბარი. გიგანტურთან დაკავშირებით რაღაც სირთულეებია. ცნება "გიგანტური", საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს, მით უმეტეს საქართველოში. შეიძლება გიგანტური ელექტროსადგური აჭარისთვის სხვა იყოს, სვანეთისთვის სხვა და კახეთისთვის სხვა. ჩვენ ვეძებთ კრიტერიუმს, რომლითაც დავადგენთ, რეგიონებისთვის რომელი იქნება საფრთხის შემცველი და რომელი შეიძლება ჩაითვალოს გიგანტურად, საშუალოდ და მცირედ.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სადაც დიდი ფულია, იქ "ქართულ ოცნებას" დაპირებები ავიწყდება...

- არა, მანდ სხვა პრობლემაა. სააკაშვილის მიერ დატოვებული მემორანდუმებია ესენი და ფულებია გადახდილი, ესაა პრობლემა. მანდ სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ ისე უნდა გაკეთდეს და ისე უნდა შევაჩეროთ ეს მშენებლობა, ხუდონჰესზე მაქვს პირველ რიგში აქცენტი, რომ საერთაშორისო სკანდალი არ გამოვიწვიოთ. ხელშეკრულებები არსებობს და იმის უხეშად დარღვევა საერთაშორისო არბიტრაჟში საჩივარს ნიშნავს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა