პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლიანი ხელები ჰქონდა, მითხრა, ცოლი მოვკალიო" - ტრაგედია რუსთავში ექჭვიანობის ნიადაგზე
"სისხლიანი ხელები ჰქონდა, მითხრა, ცოლი მოვკალიო" - ტრაგედია რუსთავში ექჭვიანობის ნიადაგზე

გა­სულ კვი­რას კი­დევ ერთი ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­და სის­ხლის ღვრით. 51 წლის ოლეგ შუ­ბი­თი­ძემ მე­უღ­ლე, 37 წლის ბელა ძამ­საშ­ვი­ლი და­ნით დაჭ­რა, შემ­დეგ მისი გა­დარ­ჩე­ნა სცა­და და და­სახ­მა­რებ­ლად "სას­წრა­ფოს" ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხა. დაჭ­რი­ლი რუს­თა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა და ბელა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ოლეგ შუ­ბი­თი­ძე და ბელა ძამ­საშ­ვი­ლი წლე­ბის წინ და­ქორ­წინ­დნენ, მას მერე რუს­თავ­ში, მე-11 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ორი­ვეს­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს დე­კემ­ბერ­ში და­შორ­და. მას მერე ბელა ძამ­საშ­ვილ­მა გვერ­დით მდე­ბა­რე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ბინა იქი­რა­ვა და შვი­ლებ­თან ერ­თად იქ ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ოლე­გი ყო­ფი­ლი ცო­ლის­გან იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბას და სა­ცხოვ­რებ­ლად მის­გან მო­შო­რე­ბით გა­დას­ვლას მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ მის თხოვ­ნას ბელა არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რაც ამ ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ბე­ლას დიდი ვალი და­ე­დო მა­ღა­ზი­ა­ში და ცოლ-ქმარს კონ­ფლიქ­ტი ამის გამო ჰქონ­და.

რუს­თავ­ში მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი და­ლუ­ქუ­ლი დამ­ხვდა. გვერ­დით კორ­პუს­ში ოლეგ შუ­ბი­თი­ძის ბი­ნაც და­კე­ტი­ლი იყო, ამი­ტომ ვერც შუ­ბი­თი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნახ­ვა შევ­ძე­ლი. მომ­ხდა­რის გამო წუხ­და ერთ-ერთი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი. მი­თხრა, ბე­ლამ ოლე­გის გო­გო­ნა, ქე­თი­ნო თა­ვი­სი შვი­ლი­ვით გა­ზარ­და, ბე­ლას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გოგო ჰყავს, ხა­ტია და ისი­ნი ღვიძ­ლი დე­ბი­ვით გა­ი­ზარ­დნე­ნო. მე­ზობ­ლე­ბი და­კა­ვე­ბულს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. კორ­პუს­თან შეკ­რე­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მომ­ხდარ­ში მოკ­ლულს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ ცო­ლის ქცე­ვამ ქმა­რი უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლურ მი­ზეზს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ოლეგ შუ­ბი­თი­ძემ უკვე მის­ცა ჩვე­ნე­ბა ძა­ლო­ვა­ნებს და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. მას შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა არ უც­დია, თურ­მე თა­ვად და­რე­კა ჯერ "სას­წრა­ფო­ში", შემ­დეგ - პო­ლი­ცი­ა­ში და კორ­პუ­სის წინ ელო­დე­ბო­და სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟს.

მე­ზო­ბე­ლი ოთარ ხვე­დე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ოლე­გი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ეზო­ში ნახა.

- იმ დღეს ოლე­გი ვნა­ხე. ქვა­ზე იჯდა, ხელ­ში ტე­ლე­ფო­ნი ეჭი­რა და ვი­ღა­ცას აღელ­ვე­ბუ­ლი ელა­პა­რა­კე­ბო­და. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მი­ვე­სალ­მე და ვკი­თხე, რო­გორ ხარ-მეთ­ქი? ხელი ჩა­მო­მარ­თვა, სის­ხლი­ა­ნი ჰქონ­და. მი­თხრა, ქალი მოვ­კა­ლიო. - რას ამ­ბობ, კაცო! - შეშ­ფო­თე­ბულ­მა წა­მო­ვი­ძა­ხე. - მგო­ნი, ცოლი მოვ­კა­ლი, "სას­წრა­ფო­შიც" დავ­რე­კე და პო­ლი­ცი­ა­შიც, ამ­დე­ნი ხა­ნია ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ არც ერთი არ ჩან­სო. ამ სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ მო­ვას­წა­რით, რად­გან პატ­რუ­ლი გა­მოჩ­ნდა და ოლე­გი პატ­რუ­ლის მან­ქა­ნის­კენ გა­იქ­ცა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­საც იგი­ვე უთხრა, მოვ­კა­ლი, მგო­ნი, და მი­ხე­დე­თო. მა­შინ­ვე აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. რა­ტომ მოკ­ლა, ამ კი­თხვის დას­მა მის­თვის ვერ მო­ვას­წა­რი. სის­ხლი­ა­ნი ხე­ლე­ბით თა­ვად ჩაჯ­და პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა­ში და გაჰ­ყვა ძა­ლო­ვა­ნებს. ჩა­ბა­რე­ბა რომ არ ნდო­მე­ბო­და, ცხინ­ვალს გა­ცი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. გაქ­ცე­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, სა­ღა­მომ­დე ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და, ქალი მკვდა­რი რომ იყო, კარს ჩა­კე­ტავ­და და წა­ვი­დო­და.

- დიდი ხა­ნია, ამ ოჯახს იც­ნობთ?

- ოლეგს ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ. ის ახალ­ცი­ხე­ლია, მაგ­რამ ჯა­რის მერე სულ რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და. ჯერ ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, მერე ხე­ლო­ბა ის­წავ­ლა და კა­ფელ­ზე მუ­შა­ობ­და. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბი­ჭია. რამ­დე­ნი­მე წელი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ, ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით. საძ­მა­კა­ცო­შიც რო­გორც ალალ ბიჭს, ისე იც­ნო­ბენ, თა­ვი­სას გა­იხ­დი­და და სხვას ჩა­აც­მევ­და. მის პირ­ველ მე­უღ­ლე­საც კარ­გად ვიც­ნობ­დი. ძა­ლი­ან კარ­გი ქალი იყო. მას­თან ორი შვი­ლი ჰყავს. ბიჭი უკვე 25 წლი­საა, მუ­შა­ობს. ოლე­გის მე­უღ­ლეს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა. მახ­სოვს, ექი­მებ­მა ურ­ჩი­ეს, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნე და შე­იძ­ლე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის­გან გა­ნი­კურ­ნოო. მა­ნაც გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა. 2 წლის იყო ბავ­შვი, ოლეგს მე­უღ­ლე რომ გარ­და­ეც­ვა­ლა. მარ­ტო დარ­ჩა პა­ტა­რა შვი­ლებ­თან ერ­თად. დამ­ხმა­რე არ ჰყავ­და. ბავ­შვებს ხომ მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­დათ და ბელა შე­ირ­თო ცო­ლად. ბელა ქმარს გა­ცი­ლე­ბუ­ლი იყო და მა­საც შვი­ლი ჰყავ­და, გო­გო­ნა. მერე სა­ერ­თო შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ. გი­ორ­გი უკვე 7 წლი­საა, სკო­ლა­ში და­დის. ბოლო დროს ოლეგს ვერ ვხვდე­ბო­დი, რად­გან სხვა­გან ვცხოვ­რობ და აქ ხში­რად არ ვარ. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო მოკ­ლა.

სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი, ბა­ჩუ­კი შან­ში­აშ­ვი­ლიჩა­ერ­თო:

- მიც­ვა­ლე­ბულ­ზე ცუდს არ ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია, ამ ქა­ლის საქ­ცი­ელ­მა ეს კაცი გა­ა­ბო­რო­ტა და ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. არა­და, ოჯახ­ზე მზრუნ­ვე­ლი კაცი იყო. აქ ერთ ადა­მი­ანს ვერ იპო­ვით, ვინც მას­ზე ცუდს იტყვის. სულ შრო­მობ­და. ცოლი რომ და­ე­ღუ­პა, რა ექნა?.. ბავ­შვი მო­სავ­ლე­ლი იყო. 9 თვის მერე ეს ქალი მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ქალი იყო. თით­ქმის 10 წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ოლე­გის ბავ­შვი მან გა­ზარ­და. ამ ქალ­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გო­გო­ნა ჰყავ­და და ოლე­გი სულ ხუმ­რობ­და, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა ვარო. მშრო­მე­ლი კა­ცია, არც მო­ჩხუ­ბა­რი ყო­ფი­ლა, არც ლოთი და არც ცუ­დის გამ­კე­თე­ბე­ლი. იმ დღეს 11-ის ნა­ხე­ვა­რი იყო, სახ­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დი. გა­ვი­გო­ნე, უბ­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლი ელა­პა­რა­კე­ბო­და ვი­ღა­ცას, - ის და­კა­ვე­ბუ­ლია და მან­ქა­ნა­ში გვყავ­სო. მერე მეც მი­თხრა, ოლე­გას ცოლი და­უჭ­რი­აო. ეზო­ში ვი­დე­ქი, სა­კა­ცით დაჭ­რი­ლი ქალი რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ამ ქვეყ­ნის არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ამ­ბობს, სახ­ლი­დან ჩა­მოვ­დი­ო­დი, კი­ბეს­თან შემ­ხვდა ოლე­გი, თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ცო­ლის ბი­ნა­ში ადი­ო­და და მო­მე­სალ­მა; ცოტა ხან­ში უკან დავ­ბრუნ­დი, ის უკვე ჩა­მო­დი­ო­და და მი­თხრა, დედა ვუ­ტი­რე, დავ­ჭე­რი ჩემი ცო­ლიო. მე­ზო­ბელს ამ სი­ტყვე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია მა­შინ... მკვლე­ლო­ბის დროს ისი­ნი მარ­ტო­ე­ბი იყ­ვნენ, ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. წა­სუ­ლი­ყო იქი­დან და რაც უნ­დო­და, ის გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რას აღი­ზი­ა­ნებ­და ამ კაცს?!.

"რა გა­მარ­თლე­ბა აქვს მკვლე­ლო­ბას?! ღმერ­თმა იცის მტყუ­ან-მარ­თა­ლი. ამ­ბო­ბენ, ვა­ლე­ბი ჰქო­ნია ბე­ლას და თურ­მე ბი­ნაც ჩა­უდ­ვია ვალ­ში, ამის გამო ჩხუ­ბობ­დნენ. ისე, ჩვენს კორ­პუს­ში ახა­ლი გად­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ და სულ ხმა­უ­რი ის­მო­და მათი ბი­ნი­დან. ოლე­გი ამ ამ­ბამ­დე ორი დღით ადრე შემ­ხვდა და მა­საც შევ­ჩივ­ლე, სულ ხმა­უ­რო­ბენ-მეთ­ქი. მი­თხრა, უჩივ­ლეთ და გა­აგ­დეთ კორ­პუ­სი­და­ნო. ღმერ­თის წი­ნა­შე უდი­დე­სი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა", - მი­თხრა კი­დევ ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა, მა­რი­ნამ.

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ა­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლის ილია ჩიკ­ვა­ი­ძის თქმით, ცოლ-ქმარს ამ ფაქ­ტამ­დეც ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი.

"რო­გორც ბე­ლას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ბელა თურ­მე მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და და წი­ნა­დღეს სა­მუ­შა­ოს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს­თან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მოს­ვლია. იმ დღეს პატ­რუ­ლიც კი გა­მო­უ­ძა­ხია ქალს. მე­ო­რე დღეს ქმა­რი მას­თან სახ­ლში მი­სუ­ლა, რად­გან ბელა მარ­ტო ეგუ­ლე­ბო­და და შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს და­ნით და­უჭ­რია. მუ­ცელ­ში აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი დიდი ხა­ნია, იყო და ამი­ტომ და­შორ­დნენ სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს. მი­ზე­ზე­ბი გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვე­ვა", - მი­თხრა ბა­ტონ­მა ილია ჩიკ­ვა­ი­ძემ.

მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურთ. ბე­ლას ძმის­შვილ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გვი­თხრა:

"ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი გე­ცო­დი­ნე­ბათ, არაფ­რის თქმა არ გვინ­და ამ თე­მა­ზე, თავი დაგ­ვა­ნე­ბეთ. რა უნდა გი­თხრათ ისე­თი, რაც თქვენ არ იცით?.. უნდა გავ­თი­შო ტე­ლე­ფო­ნი. მხო­ლოდ ეს და­წე­რეთ, რომ უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი მი­ე­ცეს დამ­ნა­შა­ვეს და ძა­ლი­ან გვინ­და, იქ­ნებ ბავ­შვებს ვინ­მე და­ეხ­მა­როს. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - გვი­თხრა ბე­ლას ძმის­შვილ­მა, თა­მუ­ნამ და ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა.

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. მოკ­ლუ­ლი ძამ­საშ­ვი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში, დე­დის სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს და 11 მარტს, მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში დაკ­რძა­ლეს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"სისხლიანი ხელები ჰქონდა, მითხრა, ცოლი მოვკალიო" - ტრაგედია რუსთავში ექჭვიანობის ნიადაგზე

"სისხლიანი ხელები ჰქონდა, მითხრა, ცოლი მოვკალიო" - ტრაგედია რუსთავში ექჭვიანობის ნიადაგზე

გასულ კვირას კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი დასრულდა სისხლის ღვრით. 51 წლის ოლეგ შუბითიძემ მეუღლე, 37 წლის ბელა ძამსაშვილი დანით დაჭრა, შემდეგ მისი გადარჩენა სცადა და დასახმარებლად "სასწრაფოს" ბრიგადა გამოიძახა. დაჭრილი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და ბელა მალევე გარდაიცვალა.

ოლეგ შუბითიძე და ბელა ძამსაშვილი წლების წინ დაქორწინდნენ, მას მერე რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მდებარე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დეკემბერში დაშორდა. მას მერე ბელა ძამსაშვილმა გვერდით მდებარე საერთო საცხოვრებელში ბინა იქირავა და შვილებთან ერთად იქ ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. მეზობლების თქმით, ოლეგი ყოფილი ცოლისგან იქაურობის დატოვებას და საცხოვრებლად მისგან მოშორებით გადასვლას მოითხოვდა, მაგრამ მის თხოვნას ბელა არ დაემორჩილა, რაც ამ ტრაგედიით დასრულდა. მეორე ვერსიით, ბელას დიდი ვალი დაედო მაღაზიაში და ცოლ-ქმარს კონფლიქტი ამის გამო ჰქონდა.

რუსთავში მკვლელობის ადგილი დალუქული დამხვდა. გვერდით კორპუსში ოლეგ შუბითიძის ბინაც დაკეტილი იყო, ამიტომ ვერც შუბითიძის ოჯახის წევრების ნახვა შევძელი. მომხდარის გამო წუხდა ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი. მითხრა, ბელამ ოლეგის გოგონა, ქეთინო თავისი შვილივით გაზარდა, ბელას პირველი ქორწინებიდან გოგო ჰყავს, ხატია და ისინი ღვიძლი დებივით გაიზარდნენო. მეზობლები დაკავებულს დადებითად ახასიათებენ და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. კორპუსთან შეკრებილი მამაკაცები მომხდარში მოკლულს ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ცოლის ქცევამ ქმარი უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა.

მკვლელობის რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ოლეგ შუბითიძემ უკვე მისცა ჩვენება ძალოვანებს და დანაშაული აღიარა. მას შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდია, თურმე თავად დარეკა ჯერ "სასწრაფოში", შემდეგ - პოლიციაში და კორპუსის წინ ელოდებოდა საპატრულო ეკიპაჟს.

მეზობელი ოთარ ხვედელიძე ამბობს, რომ ოლეგი მკვლელობის შემდეგ ეზოში ნახა.

- იმ დღეს ოლეგი ვნახე. ქვაზე იჯდა, ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას აღელვებული ელაპარაკებოდა. მივუახლოვდი, მივესალმე და ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი? ხელი ჩამომართვა, სისხლიანი ჰქონდა. მითხრა, ქალი მოვკალიო. - რას ამბობ, კაცო! - შეშფოთებულმა წამოვიძახე. - მგონი, ცოლი მოვკალი, "სასწრაფოშიც" დავრეკე და პოლიციაშიც, ამდენი ხანია ველოდები, მაგრამ არც ერთი არ ჩანსო. ამ საუბრის გაგრძელება ვერ მოვასწარით, რადგან პატრული გამოჩნდა და ოლეგი პატრულის მანქანისკენ გაიქცა. პოლიციელებსაც იგივე უთხრა, მოვკალი, მგონი, და მიხედეთო. მაშინვე აღიარა დანაშაული. რატომ მოკლა, ამ კითხვის დასმა მისთვის ვერ მოვასწარი. სისხლიანი ხელებით თავად ჩაჯდა პატრულის მანქანაში და გაჰყვა ძალოვანებს. ჩაბარება რომ არ ნდომებოდა, ცხინვალს გაცილებული იქნებოდა. გაქცევა არ გაუჭირდებოდა, საღამომდე ვერავინ გაიგებდა, ქალი მკვდარი რომ იყო, კარს ჩაკეტავდა და წავიდოდა.

- დიდი ხანია, ამ ოჯახს იცნობთ?

- ოლეგს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. ის ახალციხელია, მაგრამ ჯარის მერე სულ რუსთავში ცხოვრობდა. ჯერ ქარხანაში მუშაობდა, მერე ხელობა ისწავლა და კაფელზე მუშაობდა. ძალიან მშრომელი ბიჭია. რამდენიმე წელი ერთმანეთის გვერდიგვერდ, ნაქირავებში ვცხოვრობდით. საძმაკაცოშიც როგორც ალალ ბიჭს, ისე იცნობენ, თავისას გაიხდიდა და სხვას ჩააცმევდა. მის პირველ მეუღლესაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ქალი იყო. მასთან ორი შვილი ჰყავს. ბიჭი უკვე 25 წლისაა, მუშაობს. ოლეგის მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა. მახსოვს, ექიმებმა ურჩიეს, ბავშვი გააჩინე და შეიძლება, დაავადებისგან განიკურნოო. მანაც გოგონა გააჩინა. 2 წლის იყო ბავშვი, ოლეგს მეუღლე რომ გარდაეცვალა. მარტო დარჩა პატარა შვილებთან ერთად. დამხმარე არ ჰყავდა. ბავშვებს ხომ მოვლა სჭირდებოდათ და ბელა შეირთო ცოლად. ბელა ქმარს გაცილებული იყო და მასაც შვილი ჰყავდა, გოგონა. მერე საერთო შვილიც შეეძინათ. გიორგი უკვე 7 წლისაა, სკოლაში დადის. ბოლო დროს ოლეგს ვერ ვხვდებოდი, რადგან სხვაგან ვცხოვრობ და აქ ხშირად არ ვარ. როგორც მეზობლები ამბობენ, ეჭვიანობის გამო მოკლა.

საუბარში კიდევ ერთი მეზობელი, ბაჩუკი შანშიაშვილი ჩაერთო:

- მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ფაქტია, ამ ქალის საქციელმა ეს კაცი გააბოროტა და ასეთი დანაშაული ჩაიდინა. არადა, ოჯახზე მზრუნველი კაცი იყო. აქ ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვინც მასზე ცუდს იტყვის. სულ შრომობდა. ცოლი რომ დაეღუპა, რა ექნა?.. ბავშვი მოსავლელი იყო. 9 თვის მერე ეს ქალი მოიყვანა ცოლად. ძალიან გამხდარი ქალი იყო. თითქმის 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ოლეგის ბავშვი მან გაზარდა. ამ ქალსაც პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავდა და ოლეგი სულ ხუმრობდა, მრავალშვილიანი მამა ვარო. მშრომელი კაცია, არც მოჩხუბარი ყოფილა, არც ლოთი და არც ცუდის გამკეთებელი. იმ დღეს 11-ის ნახევარი იყო, სახლიდან რომ გამოვედი. გავიგონე, უბნის რწმუნებული ელაპარაკებოდა ვიღაცას, - ის დაკავებულია და მანქანაში გვყავსო. მერე მეც მითხრა, ოლეგას ცოლი დაუჭრიაო. ეზოში ვიდექი, საკაცით დაჭრილი ქალი რომ ჩამოიყვანეს. ფაქტობრივად, გარდაცვლილი იყო, ამ ქვეყნის არაფერი ეტყობოდა. ჩვენი მეზობელი ამბობს, სახლიდან ჩამოვდიოდი, კიბესთან შემხვდა ოლეგი, თავისი ყოფილი ცოლის ბინაში ადიოდა და მომესალმა; ცოტა ხანში უკან დავბრუნდი, ის უკვე ჩამოდიოდა და მითხრა, დედა ვუტირე, დავჭერი ჩემი ცოლიო. მეზობელს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მაშინ... მკვლელობის დროს ისინი მარტოები იყვნენ, ბავშვები სკოლაში იყვნენ წასულები. წასულიყო იქიდან და რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, რას აღიზიანებდა ამ კაცს?!.

"რა გამართლება აქვს მკვლელობას?! ღმერთმა იცის მტყუან-მართალი. ამბობენ, ვალები ჰქონია ბელას და თურმე ბინაც ჩაუდვია ვალში, ამის გამო ჩხუბობდნენ. ისე, ჩვენს კორპუსში ახალი გადმოსულები იყვნენ და სულ ხმაური ისმოდა მათი ბინიდან. ოლეგი ამ ამბამდე ორი დღით ადრე შემხვდა და მასაც შევჩივლე, სულ ხმაურობენ-მეთქი. მითხრა, უჩივლეთ და გააგდეთ კორპუსიდანო. ღმერთის წინაშე უდიდესი ცოდვა ჩაიდინა", - მითხრა კიდევ ერთმა მეზობელმა, მარინამ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის რწმუნებულის ილია ჩიკვაიძის თქმით, ცოლ-ქმარს ამ ფაქტამდეც ჰქონდა სერიოზული კონფლიქტები.

"როგორც ბელას ოჯახის წევრები ამბობენ, ბელა თურმე მაღაზიაში მუშაობდა და წინადღეს სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მეუღლესთან სერიოზული კონფლიქტი მოსვლია. იმ დღეს პატრულიც კი გამოუძახია ქალს. მეორე დღეს ქმარი მასთან სახლში მისულა, რადგან ბელა მარტო ეგულებოდა და შელაპარაკების დროს დანით დაუჭრია. მუცელში აქვს ჭრილობა მიყენებული. როგორც ჩანს, მათ შორის კონფლიქტი დიდი ხანია, იყო და ამიტომ დაშორდნენ საბოლოოდ ერთმანეთს. მიზეზები გამოძიებით გაირკვევა", - მითხრა ბატონმა ილია ჩიკვაიძემ.

მოკლულის ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ. ბელას ძმისშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა:

"ისედაც ყველაფერი გეცოდინებათ, არაფრის თქმა არ გვინდა ამ თემაზე, თავი დაგვანებეთ. რა უნდა გითხრათ ისეთი, რაც თქვენ არ იცით?.. უნდა გავთიშო ტელეფონი. მხოლოდ ეს დაწერეთ, რომ უმაღლესი სასჯელი მიეცეს დამნაშავეს და ძალიან გვინდა, იქნებ ბავშვებს ვინმე დაეხმაროს. მეტს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ბელას ძმისშვილმა, თამუნამ და ტელეფონი გაგვითიშა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. მოკლული ძამსაშვილი ექსპერტიზის შემდეგ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, დედის სახლში გადაასვენეს და 11 მარტს, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ