მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბანკმა" 176 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააფინანსა
"საქართველოს ბანკმა" 176 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააფინანსა

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის მხა­რა­და­ჭე­რა­სა და და­ფი­ნან­სე­ბას გა­ნაგ­რძობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან" აც­ნო­ბეს, დღეს, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ბან­კის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მო­ი­ნა­ხუ­ლეს, რო­მელ­საც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია შპს "გდგ" ახორ­ცი­ე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის ასა­შე­ნებ­ლად, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ი. აბა­ში­ძის 70-ში მდე­ბა­რე­ობს, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა" შპს "გდგ"-ს ჯამ­ში 7 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხი გა­მო­უ­ყო.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბა­ში­ძის 70-ში მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს 176 ბი­ნას, 206 ავ­ტო­სად­გომს, 2,052 კვ.მ მო­ცუ­ლო­ბის სა­ვაჭ­რო და სა­ო­ფი­სე ფართს. კომ­პლექ­სის მთლი­ა­ნი სა­სარ­გებ­ლო ფარ­თის მო­ცუ­ლო­ბა ჯამ­ში 27,003 კვ.მ-ს შე­ად­გენს (ავ­ტო­სად­გო­მე­ბის ფარ­თე­ბის გა­რე­შე). სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ცუ­რაო აუზი და ფიტ­ნეს კლუ­ბი.

"ხსე­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის 6 სარ­თუ­ლი უკვე აშე­ნე­ბუ­ლია. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის 90% მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. ხსე­ნე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რი­გით მე­სა­მეა, რო­მელ­საც შპს "გდგ" "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მხარ­და­ჭე­რით ახორ­ცი­ე­ლებს. შპს "გდგ"-მ, შპს "გიგ­სი"-სთან ერ­თად, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" და­ფი­ნან­სე­ბით უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორი პრო­ექ­ტი თბი­ლის­ში, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე, რის­თვი­საც ბან­კმა ჯამ­ში 10 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხი გა­მო­ყო", - აცხა­დე­ბენ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში".

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წამ­ყვა­ნი, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ბან­კო სეს­ხე­ბის პორ­ტფე­ლი, 2013 წლის 31 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 1.8 მი­ლი­არდ ლარს შე­ად­გენს. მათ შო­რის, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბი 122 მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"საქართველოს ბანკმა" 176 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააფინანსა

"საქართველოს ბანკმა" 176 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააფინანსა

"საქართველოს ბანკი" სამშენებლო სექტორის მხარადაჭერასა და დაფინანსებას განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, დღეს, "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებმა, ბანკის მიერ დაფინანსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მოინახულეს, რომელსაც სამშენებლო კომპანია შპს "გდგ" ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, რომელიც თბილისში, ი. აბაშიძის 70-ში მდებარეობს, "საქართველოს ბანკმა" შპს "გდგ"-ს ჯამში 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გამოუყო.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, აბაშიძის 70-ში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 176 ბინას, 206 ავტოსადგომს, 2,052 კვ.მ მოცულობის სავაჭრო და საოფისე ფართს. კომპლექსის მთლიანი სასარგებლო ფართის მოცულობა ჯამში 27,003 კვ.მ-ს შეადგენს (ავტოსადგომების ფართების გარეშე). საცხოვრებელ კომპლექსს ექნება საკუთარი საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი.

"ხსენებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 6 სართული უკვე აშენებულია. სამშენებლო სამუშაოების 90% მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ხსენებული პროექტი, რიგით მესამეა, რომელსაც შპს "გდგ" "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ახორციელებს. შპს "გდგ"-მ, შპს "გიგსი"-სთან ერთად, "საქართველოს ბანკის" დაფინანსებით უკვე განახორციელა ორი პროექტი თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, რისთვისაც ბანკმა ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გამოყო", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

მათივე ინფორმაციით, კორპორატიული საბანკო საქმიანობის მიმართულებით წამყვანი, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული საბანკო სესხების პორტფელი, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის, სამშენებლო სექტორზე გაცემული სესხები 122 მილიონ ლარამდეა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია