ნიუ-იორკში მდებარე ბაპტისტური ეკლესია (The Grace Baptist Church) ლატარეაში გამარჯვებულს საჩუქრად AR-15-ს, ნახევრად ავტომატურ შაშხანას გადასცემს.
გათამაშება 23 მარტს გაიმართება და გამარჯვებული ბილეთის პატრონი AR-15-ით დაჯილდოვდება. როგორც ნიუ-იორკის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრი სტივ მაკლოგლინი ამბობს, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს და ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ ეს პროცესი შტატში იარაღის შესახებ დაკანონებული ყველა წესის მიხედვით ჩატარდება. ამასთან, მისი თქმით, ბევრ ნიუ-იორკელ პასტორს თან იარაღი დააქვს, მაგრამ ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არიან.
შაშხანა რომ მოიგოთ, 18 წელს გადაცილებული უნდა იყოთ და გქონდეთ მართვის ლიცენზია. იარაღი ეკლესიას მაღაზია Oakwood Trading Post-მა მიჰყიდა. ეკლესია უფლებას იტოვებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს "საეჭვო ხასიათი" შენიშნა, გამარჯვებული დისკვალიფიცირებულად გამოაცხადონ.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.