ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში

ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში

"წადი, ჩვენ გვინდა ნანა მასწავლებელი", "აღდგეს სამარათალი, დაგვიბრუნეთ დირექტორი ნანა დათაშვილი" - ამ ტრანსფარანტებით აპროტესტებენ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლაში ახალი დირექტორის დანიშვნას. პროტესტს სკოლის პედაგოგებიც უერთდებიან.

მეხუთე საჯარო სკოლას ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელად ინგა ვარდიძე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ხათუნა ხმალაძემ დღეს წარუდგინა. ვარდიძემ ნანა დათაშვილი შეცვალა, რომელიც მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას 11 თვის განმავლობაში ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ყოფილ დირექტორს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დედას, ჟენია მერაბიშვილს სკოლა დაატოვებინეს.

მოსწავლეები გარეთ პროტესტის გამოსახატად პირველივე შესვენებაზე გამოვიდნენ. სკოლასთან ამ დრომდე ხმაურია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა