"დედამისმა თვითონ შეუწყო ხელი, რომ ეს ბიჭი ასეთია - ეს ქალი ოჯახის ქალი არ არის, ხან ერთ კაცთან იყო და ხან მეორესთან, ეს ბავშვი და მისი და კიდევ, ამ ამბებს პირდაპირ უყურებდნენ..."
ჰოლივუდი ხანდახან აჭარბებს, მაგრამ არა ყოველთვის, - ფრაზა, რომელიც მას შემდეგ ამეკვიატა, რაც ეს ამბავი შევიტყვე, ალბათ კიდევ დიდხანს გამყვება; ის, რაც ყვარლის რაიონში მოხდა, რეალურ ამბავზე მეტად ჰოლივუდის იაფფასიან საშინელებათა ფილმის სცენარს უფრო ჰგავს - სოფლის 21 წლის მწყემსი 68 წლის ქალბატონს დედიშობილა შეუვარდა და დანით დასერა. უკვე ირკვევა, რომ ამ ტიპის დამნაშავედ ბიჭი საკუთარ ოჯახშივე ყალიბდებოდა.. თავდასხმას ლამის მსხვერპლის გარდაცვალება მოჰყვა. ეს უკანასკნელი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ მან მანიაკზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედება შეძლო.
21 წლის ლ.დ., თანასოფლელთა თქმით, იმ გარემოს მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელშიც აღიზარდა.
მ.შ: - მთელი სოფელი შოკში ვართ, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და იმ ბიჭის მსხვერპლი სათითაოდ ყველანი შეიძლება აღმოვჩენილიყავით. სიმართლე რომ ვთქვათ ეს ამბავი ამ ბიჭისაგან მოსალოდნელი იყო. სანამ ამ ქალს დაჭრიდა, მანამდეც იყო შემჩნეული უცნაურობებში - სახლებში იპარებოდა, "შკაფებში" ძვრებოდა და ქალის საცვლებს იპარავდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა პატარის თუ დიდისას, ყველა საცვალს იპარავდა. რაში უნდა დასჭირვებოდა ეს საცვლები ავადმყოფი თუ არ იყო!! ამოალაგებდა ამ საცვლებს, გადაიკიდებდა ხელზე და გარბოდა.