სტუდენტი პრემიერს - ვხედავ ფეხბურთელს მინისტრად, შს მინისტრი არ არის იურისტი, მიჩნდება შეგრძნება, რომ განათლებას აზრი ეკარგება.
ფეხბურთელს როდესაც ვხედავ ენერგეტიკის მინისტრად, შს მინისტრი როდესაც არ არის იურისტი, მიჩნდება შეგრძნება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სტუდენტმა, მარიამ ქობალიამ ისაუბრა. მან პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვა - "კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი?".
"ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, ვხედავ, რომ შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალური პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება", - აღნიშნა სტუდენტმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით კი, მინისტრები ეფექტურად მუშაობენ.
"თქვენ მინისტრების კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ. არ ვიცი როგორ გიპასუხოთ. მე მგონი ეფექტურად მუშაობენ ეს ადამიანები და თუ რაიმე კითხვები აქვს ვინმეს, სიამოვნებით მოვისმენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.