სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ მეკადრებოდა" - გოგა ხაჩიძე საჯაროდ ბოდიშს იხდის
"ეს არ მეკადრებოდა" - გოგა ხაჩიძე საჯაროდ ბოდიშს იხდის

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­ჯა­როდ ბო­დიშს უხ­დის.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კი­თხი ჩვენს მი­მართ ძა­ლი­ან მძი­მე ბრალ­დე­ბას (ომის დროს ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა) ეხე­ბა;

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ში­ნაც და ახ­ლაც ვფიქ­რობ, ამ კონ­კრე­ტუ­ლი სა­უბ­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, ბ-ნი ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის პი­რად ღირ­სე­ბას არა­ნა­ი­რი ჩრდი­ლი არ მი­ად­გა;

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში მამა-შვი­ლის პი­რა­დი სა­უბ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­საც აღარ ერი­დე­ბი­ან;

მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პი­რა­დად ბ-ნ ირაკ­ლის, ასე­ვე სა­ჯა­როდ მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში, ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა ვა­ღი­ა­რებ, ეს არ მე­კად­რე­ბო­და არც მე, არც სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბას", - წერს ხა­ჩი­ძე.

დე­პუ­ტატ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­ლე­გას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ამით, იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას შე­ე­ცა­და, რომ მმარ­თველ გუნდში არც კი აქვთ ინ­ფორ­მა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­ზეც ხში­რად აპე­ლი­რე­ბენ, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­ცალ­ნენ.

"ბ-ნ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­თან სა­უ­ბარს არა­ნა­ი­რად არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი, რამე კერ­ძო, ან პი­რად სა­კი­თხზე რომ გვე­ლა­პა­რა­კა. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ აქ და­სა­მა­ლი და მი­თუ­მე­ტეს, პი­რა­დი არა­ფე­რია. ბ-ნ ირაკ­ლის, ამ მო­მენ­ტის­თვის არ აქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია 2008 წელს "გაქ­ცე­უ­ლი" თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბას დამ­პირ­და, რა­საც ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებს", - და­წე­რა გოგა ხა­ჩი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რიც იქვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე: გოგა ხა­ჩი­ძე ომი­დან "გაქ­ცე­უ­ლი" ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის გამო ფა­რულ ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ეს არ მეკადრებოდა" - გოგა ხაჩიძე საჯაროდ ბოდიშს იხდის

"ეს არ მეკადრებოდა" - გოგა ხაჩიძე საჯაროდ ბოდიშს იხდის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საჯაროდ ბოდიშს უხდის.

"მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჩვენს მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებას (ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა) ეხება;

მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული საუბრის გამოქვეყნებით, ბ-ნი ირაკლი სესიაშვილის პირად ღირსებას არანაირი ჩრდილი არ მიადგა;

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ რეალობაში მამა-შვილის პირადი საუბრების გასაჯაროებასაც აღარ ერიდებიან;

მინდა, საზოგადოებას და პირადად ბ-ნ ირაკლის, ასევე საჯაროდ მოვუხადო ბოდიში, ჩვენი სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა ვაღიარებ, ეს არ მეკადრებოდა არც მე, არც საპარლამენტო მუშაობას", - წერს ხაჩიძე.

დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა და ამით, იმის დემონსტრირებას შეეცადა, რომ მმართველ გუნდში არც კი აქვთ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესახებ, რომლებზეც ხშირად აპელირებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს გაეცალნენ.

"ბ-ნ ირაკლი სესიაშვილთან საუბარს არანაირად არ გავასაჯაროებდი, რამე კერძო, ან პირად საკითხზე რომ გველაპარაკა. უკაცრავად, მაგრამ აქ დასამალი და მითუმეტეს, პირადი არაფერია. ბ-ნ ირაკლის, ამ მომენტისთვის არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია 2008 წელს "გაქცეული" თანამდებობის პირების შესახებ, თუმცა დახმარებას დამპირდა, რასაც ძალიან ვაფასებ და ვიმედოვნებ, რომ პირობას შეასრულებს", - დაწერა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში და საუბრის აუდიოჩანაწერიც იქვე გამოაქვეყნა.

იხილეთ ასევე: გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს