პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
San Diego Reader - "ესტუმრეთ საქართველოს, გაიცანით ამაყი და გულთბილი ქართველები"
San Diego Reader - "ესტუმრეთ საქართველოს, გაიცანით ამაყი და გულთბილი ქართველები"

აშშ-ში სან-დი­ე­გო­ში გა­მო­ცე­მა San Diego Reader სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ელის და­ი­ა­მონ­დის სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მკი­თხველს ქვეყ­ნის შე­სა­ხებ გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის.

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სია. რა­ტომ უნდა ეს­ტუმ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს? ჩვე­ნი სიის პირ­ველ ად­გილს ზღაპ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო იკა­ვებს. ქარ­თვე­ლებს მდი­და­რი, გემ­რი­ე­ლი და პი­კან­ტუ­რი კერ­ძე­ბი აქვთ. ამ ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს სხვა­გან ვერ­სად მი­ირ­თმევთ, მა­გა­ლი­თად, ხა­ჭა­პურს. თბი­ლი­სის შემ­დეგ კა­ხეთს, ღვი­ნის სამ­შობ­ლოს ვეს­ტუმ­რეთ. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ვიმ­გზავ­რეთ ბუ­ნებ­რივ, ეკო­ნო­მი­ურ გაზ­ზე იყო, რო­გორც ჩანს, აქ გაზს საწ­ვა­ვად ხში­რად იყე­ნე­ბენ. მი­წის ყო­ველ მო­ნაკ­ვეთ­ზე ყუ­რძე­ნი გვხვდე­ბო­და. ყუ­რძე­ნი ყვე­ლა სახ­ლის ეზო­ში იყო. მე­ო­რე მი­ზე­ზი, რის­თვი­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში უნდა ჩახ­ვი­დეთ, მო­ნას­ტრე­ბია", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც ელი­სი წერს, ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბე იგ­რძნო­ბა და ძველ შე­ნო­ბებს სას­წრა­ფო რეს­ტავ­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, მაგ­რამ ამის ფონ­ზე ბევ­რი ახა­ლი და ლა­მა­ზი ნა­გე­ბო­ბა­ცაა.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხს ბევ­რი ფული არ აქვს, მაგ­რამ მათ აქვთ ის, რაც სხვა­გან არ­სად შეგ­ხვდე­ბათ - სტუ­მარ­თმოყ­ვა­რო­ბა.

"ეს­ტუმ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს და აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ამა­ყი, გულ­თბი­ლი და კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე ქარ­თვე­ლე­ბი. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა მათი ცხოვ­რე­ბის წე­სია. გახ­დით ამ აღ­მო­ჩე­ნის ნა­წი­ლი", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია sandiegoreader.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

San Diego Reader - "ესტუმრეთ საქართველოს, გაიცანით ამაყი და გულთბილი ქართველები"

San Diego Reader - "ესტუმრეთ საქართველოს, გაიცანით ამაყი და გულთბილი ქართველები"

აშშ-ში სან-დიეგოში გამოცემა San Diego Reader საქართველოს შესახებ ელის დაიამონდის სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი მკითხველს ქვეყნის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას აწვდის.

"საქართველოს დედაქალაქი თბილისია. რატომ უნდა ესტუმროთ საქართველოს? ჩვენი სიის პირველ ადგილს ზღაპრული სამზარეულო იკავებს. ქართველებს მდიდარი, გემრიელი და პიკანტური კერძები აქვთ. ამ ქვეყნის ტრადიციულ კერძებს სხვაგან ვერსად მიირთმევთ, მაგალითად, ხაჭაპურს. თბილისის შემდეგ კახეთს, ღვინის სამშობლოს ვესტუმრეთ. ავტომობილი, რომლითაც ვიმგზავრეთ ბუნებრივ, ეკონომიურ გაზზე იყო, როგორც ჩანს, აქ გაზს საწვავად ხშირად იყენებენ. მიწის ყოველ მონაკვეთზე ყურძენი გვხვდებოდა. ყურძენი ყველა სახლის ეზოში იყო. მეორე მიზეზი, რისთვისაც ამ ქვეყანაში უნდა ჩახვიდეთ, მონასტრებია", - წერია სტატიაში.

როგორც ელისი წერს, ქვეყანაში სიღარიბე იგრძნობა და ძველ შენობებს სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება, მაგრამ ამის ფონზე ბევრი ახალი და ლამაზი ნაგებობაცაა.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ხალხს ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ მათ აქვთ ის, რაც სხვაგან არსად შეგხვდებათ - სტუმართმოყვარობა.

"ესტუმრეთ საქართველოს და აღმოაჩინეთ ამაყი, გულთბილი და კარგი იუმორის მქონე ქართველები. სტუმართმოყვარეობა მათი ცხოვრების წესია. გახდით ამ აღმოჩენის ნაწილი", - წერია სტატიაში.

მომზადებულია sandiegoreader.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია