საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ეროტიკა: "სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი"
ქართული ეროტიკა: "სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი"

პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ვინც ქარ­თულ კი­ნო­ში გა­ი­ხა­და, ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნია. 44 წლის ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ანს კი­ნო­ფილმში "ანე­მია" პარტნი­ო­რო­ბას 24 წლის ლე­ვან აბა­ში­ძე უწევ­და. შემ­დეგ იყო ია ფა­რუ­ლა­ვა. წლე­ბის შემ­დეგ ერო­ტი­კუ­ლი კად­რე­ბი ქარ­თულ ფილ­მებ­ში აღა­რა­ვის უკ­ვირს. მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავს სცე­ნებ­ში თა­მაშს თან­ხმდე­ბი­ან, მა­ყუ­რე­ბელს არას­დროს ავი­წყდე­ბა. გა­შიშ­ვლე­ბას და ერო­ტი­კულ სცე­ნებს კი­ნო­ფილმში ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბო­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი, თუმ­ცა ფაქ­ტია, ყვე­ლა ასე­თი ფილ­მი რე­ი­ტინ­გუ­ლია. მსა­ხი­ობ­მა ჯაბა კი­ლა­ძემ ერო­ტი­კულ სცე­ნებ­ში პირ­ვე­ლად 2001 წელს, საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ითა­მა­შა, სა­დაც მას პარტნი­ო­რო­ბას, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი უწევ­და.

- ად­ვი­ლად და­თან­ხმდით შე­მო­თა­ვა­ზე­ბას?

- გეხ­ვე­წე­ბი, იმათ­ში არ გამ­რი­ოთ, ორა­ლი მო­რა­ლი რომ ჰგო­ნი­ათ. პორ­ნოგ­რა­ფია და ერო­ტი­კა სხვა­დას­ხვა რა­მეა. პირ­ვე­ლი ასე­თი სე­რი­ა­ლი იყო "მტვრის გემო" და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკუ­რე­აქ­ცია არ გა­მო­უწ­ვე­ვია. ნე­ბის­მი­ე­რი რამ შე­გიძ­ლია ისე­თი ფორ­მით მი­ა­წო­დო მა­ყუ­რე­ბელს, რომ არ მო­გიტ­რი­ალ­დეს და გი­თხრას - ეს რა არი­სო. სხვა დრო იყო, სხვა ხა­რის­ხის კა­მე­რით გა­და­ვი­ღეთ. მა­შინ უფრო ჩა­კე­ტი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ნორ­მა­ლუ­რად მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. დღეს არა­ვის არა­ფე­რი უკ­ვირს. ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სვლე­ბი რაში სჭირ­დე­ბათ, არ ვიცი. დღე­საც რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ მსგავ­სი როლი, კარ­გად ავ­წონ-დავ­წო­ნი, თუ "პა­ხაბ­ნი" თემა არ იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, დავ­თან­ხმდე­ბი.

- ერო­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბი­სას უხერ­ხუ­ლო­ბას არ გრძნობ­დით?

- მსა­ხი­ო­ბი ვარ, ეს ჩვე­ნი პრო­ფე­სი­აა. არც გა­მით­ვლია ეს პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე. მა­რი­ნა დე­და­ჩე­მის მე­გო­ბა­რია, დიდ პა­ტივს ვცემ. თა­ვი­დან ცოტა მე­რი­დე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და­ლაგ­და. მგო­ნი იმ დრო­ის­თვის ნორ­მა­ლუ­რი სე­რი­ა­ლი იყო.

- ამის შემ­დეგ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ ერო­ტი­კულ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- არა. სხვა­თა შო­რის, ერთი-ორ­ჯერ შე­მომ­თა­ვა­ზეს რა­ღაც ფო­ტო­სე­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ჩემს ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს ეს არ მო­უხ­დე­ბო­და. ამი­ტომ უარი ვთქვი.

ქარ­თუ­ლი ფილ­მი "ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქი" დღემ­დე გვახ­სოვს. მა­ყუ­რე­ბელს ყვე­ლა­ზე მე­ტად შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის, ქეთი ფარ­ცვა­ნი­ას და პა­ა­ტა პა­პუ­აშ­ვი­ლის ერო­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბი და­ა­მახ­სოვ­რდა. ფილ­მი რე­ჟი­სორ­მა და­ვით იმე­დაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის რე­ჟი­სო­რია.

და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი: ად­ვი­ლად და­ვი­თან­ხმე ქეთი ფარ­ცვა­ნია და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ამ როლ­ზე. ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს მე ვერ შე­ვა­ფა­სებ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი მახ­სოვს - ამ­ბობ­დნენ, ეს რა არის, რა­ტომ გა­ი­ხა­დე­სო. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მძაფ­რი რე­აქ­ცია არ ყო­ფი­ლა. არ ვიცი, რა­ტომ. იმ გო­გო­ნას ნათ­ქვამს რომ მოჰ­ყვა დიდი აჟი­ო­ტა­ჟი (თინა მა­ხა­რა­ძეს გუ­ლის­ხმობს) ორა­ლურ სექსთან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, მათ შო­რის მა­მა­კა­ცებ­საც - თუ ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ძი­ნონ.

- ამ­ბო­ბენ, რომ მათ ამ რო­ლის სა­ნაც­ვლოდ 12 ათა­სი გა­და­უ­ხა­დეთ?

- მერ­წმუ­ნეთ, 12 ათას­ლა­რი­ან ჰო­ნო­რარს ქარ­თულ ფილმში არ იხ­დი­ან.

იუნა შა­ფა­თა­ვამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი სწო­რედ ერო­ტი­კუ­ლი რო­ლით და­ა­მახ­სოვ­რა. "მა­მა­ჩე­მის გერლფ­რენდში" შეს­რუ­ლე­ბულ­მა მცი­რე როლ­მა მას სექსსიმ­ბო­ლოს ტი­ტუ­ლი მო­უ­ტა­ნა. იუ­ნამ შოთა კა­ლან­და­ძის ფილმშიც გა­ნა­სა­ხი­ე­რა თა­მა­მი რო­ლე­ბი.

იუნა შა­ფა­თა­ვა: სცე­ნარ­ში უბ­რა­ლოდ ეწე­რა ხვევ­ნა-კოც­ნა. რე­ა­ლუ­რად კი, გა­მოდ­გა ლო­გი­ნის სცე­ნა. ისე მინ­დო­და მა­შინ ფილმში გა­და­ღე­ბა, უარი არ მით­ქვამს. მე ჰო­ლი­ვუ­დის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის ფილ­მებ­ზე ვარ გაზ­რდი­ლი და არ ვი­ცო­დი, ასე თუ უყუ­რებ­დნენ ჩვენ­თან ამ ყვე­ლა­ფერს. მსა­ხი­ო­ბი რომ ლო­გინ­ში წვე­ბა, ჩემ­თვის ნორ­მა­ლუ­რია. რაც მო­ი­თხო­ვა იმ სცე­ნებ­მა, ის გა­ვა­კე­თე, მანდ პი­კან­ტუ­რი არა­ფე­რია. შო­თი­კო კა­ლან­და­ძის ფილ­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, იქ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის სცე­ნა­ში ვთა­მა­შობ, როცა მა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, ხომ არ ვე­ტყო­დი, უკაც­რა­ვად ხელი არ მახ­ლოთ-მეთ­ქი? რა­საც სცე­ნა­რი ითხოვ­და და რე­ჟი­სო­რი ხე­დავ­და, ის გა­ვა­კე­თე. სამი კაცი მა­უ­პა­ტი­უ­რებ­და და რე­ჟი­სორს ხომ არ ვე­ტყო­დი, ერთი კაცი მო­მა­კე­ლი-მეთ­ქი. თუ მექ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და ჩავ­თვლი, რომ სა­ინ­ტე­რე­სოა, დავ­თან­ხმდე­ბი. მკვლე­ლი იქ­ნე­ბა - მკვლე­ლი ვიქ­ნე­ბი, ქურ­დი იქ­ნე­ბა - ქურ­დი ვიქ­ნე­ბი და ბოზი იქ­ნე­ბა და - ბოზი ვიქ­ნე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო: ერო­ტი­უ­ლი სცე­ნე­ბი ქარ­თულ ფილ­მებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ქართული ეროტიკა: "სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი"

ქართული ეროტიკა: "სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი"

პირველი მსახიობი, ვინც ქართულ კინოში გაიხადა, ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ხათუნა იოსელიანია. 44 წლის ხათუნა იოსელიანს კინოფილმში "ანემია" პარტნიორობას 24 წლის ლევან აბაშიძე უწევდა. შემდეგ იყო ია ფარულავა. წლების შემდეგ ეროტიკული კადრები ქართულ ფილმებში აღარავის უკვირს. მსახიობები, რომლებიც მსგავს სცენებში თამაშს თანხმდებიან, მაყურებელს არასდროს ავიწყდება. გაშიშვლებას და ეროტიკულ სცენებს კინოფილმში ყოველთვის მოჰყვებოდა ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები, თუმცა ფაქტია, ყველა ასეთი ფილმი რეიტინგულია. მსახიობმა ჯაბა კილაძემ ეროტიკულ სცენებში პირველად 2001 წელს, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ითამაშა, სადაც მას პარტნიორობას, ცნობილი ქართველი მსახიობი მარინა კახიანი უწევდა.

- ადვილად დათანხმდით შემოთავაზებას?

- გეხვეწები, იმათში არ გამრიოთ, ორალი მორალი რომ ჰგონიათ. პორნოგრაფია და ეროტიკა სხვადასხვა რამეა. პირველი ასეთი სერიალი იყო "მტვრის გემო" და საზოგადოებაში უკურეაქცია არ გამოუწვევია. ნებისმიერი რამ შეგიძლია ისეთი ფორმით მიაწოდო მაყურებელს, რომ არ მოგიტრიალდეს და გითხრას - ეს რა არისო. სხვა დრო იყო, სხვა ხარისხის კამერით გადავიღეთ. მაშინ უფრო ჩაკეტილი იყო საქართველო, მაგრამ ნორმალურად მიიღო საზოგადოებამ. დღეს არავის არაფერი უკვირს. იაფფასიანი სვლები რაში სჭირდებათ, არ ვიცი. დღესაც რომ შემომთავაზონ მსგავსი როლი, კარგად ავწონ-დავწონი, თუ "პახაბნი" თემა არ იქნება, ალბათ, დავთანხმდები.

- ეროტიკული სცენების გადაღებისას უხერხულობას არ გრძნობდით?

- მსახიობი ვარ, ეს ჩვენი პროფესიაა. არც გამითვლია ეს პორნოვარსკვლავობაზე. მარინა დედაჩემის მეგობარია, დიდ პატივს ვცემ. თავიდან ცოტა მერიდებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად დალაგდა. მგონი იმ დროისთვის ნორმალური სერიალი იყო.

- ამის შემდეგ შემოუთავაზებიათ ეროტიკულ სცენებში მონაწილეობა?

- არა. სხვათა შორის, ერთი-ორჯერ შემომთავაზეს რაღაც ფოტოსესიებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემს ფიზიკურ მონაცემებს ეს არ მოუხდებოდა. ამიტომ უარი ვთქვი.

ქართული ფილმი "ოცნების ქალაქი" დღემდე გვახსოვს. მაყურებელს ყველაზე მეტად შორენა ბეგაშვილის, ქეთი ფარცვანიას და პაატა პაპუაშვილის ეროტიკული სცენები დაამახსოვრდა. ფილმი რეჟისორმა დავით იმედაშვილმა გადაიღო, რომელიც არაერთი წარმატებული პროექტის რეჟისორია.

დავით იმედაშვილი: ადვილად დავითანხმე ქეთი ფარცვანია და შორენა ბეგაშვილი ამ როლზე. ზედმეტი ძალისხმევა არ დამჭირვებია. საკუთარ ნამუშევარს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ რამდენიმე უარყოფითი კომენტარი მახსოვს - ამბობდნენ, ეს რა არის, რატომ გაიხადესო. თუმცა განსაკუთრებული მძაფრი რეაქცია არ ყოფილა. არ ვიცი, რატომ. იმ გოგონას ნათქვამს რომ მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი (თინა მახარაძეს გულისხმობს) ორალურ სექსთან დაკავშირებით, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მამაკაცებსაც - თუ ასეთი გამოცდილება არ აქვთ, აუცილებლად შეიძინონ.

- ამბობენ, რომ მათ ამ როლის სანაცვლოდ 12 ათასი გადაუხადეთ?

- მერწმუნეთ, 12 ათასლარიან ჰონორარს ქართულ ფილმში არ იხდიან.

იუნა შაფათავამ საზოგადოებას თავი სწორედ ეროტიკული როლით დაამახსოვრა. "მამაჩემის გერლფრენდში" შესრულებულმა მცირე როლმა მას სექსსიმბოლოს ტიტული მოუტანა. იუნამ შოთა კალანდაძის ფილმშიც განასახიერა თამამი როლები.

იუნა შაფათავა: სცენარში უბრალოდ ეწერა ხვევნა-კოცნა. რეალურად კი, გამოდგა ლოგინის სცენა. ისე მინდოდა მაშინ ფილმში გადაღება, უარი არ მითქვამს. მე ჰოლივუდის, საფრანგეთის, იტალიის ფილმებზე ვარ გაზრდილი და არ ვიცოდი, ასე თუ უყურებდნენ ჩვენთან ამ ყველაფერს. მსახიობი რომ ლოგინში წვება, ჩემთვის ნორმალურია. რაც მოითხოვა იმ სცენებმა, ის გავაკეთე, მანდ პიკანტური არაფერია. შოთიკო კალანდაძის ფილმებს რაც შეეხება, იქ გაუპატიურების სცენაში ვთამაშობ, როცა მაუპატიურებდნენ, ხომ არ ვეტყოდი, უკაცრავად ხელი არ მახლოთ-მეთქი? რასაც სცენარი ითხოვდა და რეჟისორი ხედავდა, ის გავაკეთე. სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი. თუ მექნება მომავალში მსგავსი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და ჩავთვლი, რომ საინტერესოა, დავთანხმდები. მკვლელი იქნება - მკვლელი ვიქნები, ქურდი იქნება - ქურდი ვიქნები და ბოზი იქნება და - ბოზი ვიქნები.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: ეროტიული სცენები ქართულ ფილმებში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება