მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის გზები 3-4 კვირაში შეკეთდება - ირწმუნებიან მერიაში
თბილისის გზები 3-4 კვირაში შეკეთდება - ირწმუნებიან მერიაში

3-4 კვი­რა­ში თბი­ლი­სის გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა - ასე პა­სუ­ხო­ბენ ას­ფალ­ტის სა­ფა­რის მდგო­მა­რე­ო­ბით აღ­შფო­თე­ბულ მძღო­ლებ­სა და საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში და აცხა­დე­ბენ, რომ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ხელს უა­მინ­დო­ბა უშ­ლის და არა თან­ხის უქონ­ლო­ბა, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის და­თეს­ვის მცდე­ლო­ბა, რა­საც მათ ბევ­რი აბ­რა­ლებს.

ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში "იამ­კე­ბის" მომ­რავ­ლე­ბა­სა და ამა­ზე ურე­აქ­ცი­ო­ბას ბოლო დროს რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ისე საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მე­რი­ას სხვა­დას­ხვა სა­ხის ბრალ­დე­ბებს უყე­ნე­ბენ - საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი - ას­ფალ­ტის სა­ფა­რის უხა­რის­ხოდ და­გე­ბა­ში, "ფუ­ლის მო­ტეხ­ვა­სა" და გულ­გრი­ლო­ბა­ში.

"ბოლო დროს თბი­ლის­ში მოძ­რა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ქუ­ჩე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ში­ნელ დღე­შია. იმის გარ­და, რომ სა­ში­ნე­ლი სა­ცო­ბე­ბის ატა­ნა გვი­წევს, თურ­მე "იამ­კე­ბიც" უნდა ავი­ტა­ნოთ. გზე­ბი დან­გრე­უ­ლია, თან ისეთ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც, ზუს­ტად მახ­სოვს, რომ ცოტა ხნის წინ და­ა­გეს. რა ენაღ­ვლე­ბათ, ყო­ველ წელს და­ა­გე­ბენ. ამ საქ­მე­ში ხომ ფუ­ლის მო­ტეხ­ვა ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლია.

"ვინ არის ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? ვინ უნდა გა­ა­კე­თოს? დრო­ზე მი­ხე­დონ საქ­მეს, სა­ნამ სულ დაგ­ვენგრა ნერ­ვე­ბიც და მან­ქა­ნე­ბიც", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა, რო­მელ­საც მძღო­ლო­ბის 13-წლი­ა­ნი სტა­ჟი აქვს.

მთე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, გზის სა­ფა­რის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯაბა სა­მუ­შია და კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თად ქუ­თა­ი­სის ქუჩა მოჰ­ყავს. მისი თქმით, თბი­ლი­სის 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია და იგი 64 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, გზებ­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯე­რაც არ და­წყე­ბუ­ლა.

სა­მუ­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს, რად­გან დე­და­ქა­ლაქ­ში არ დარ­ჩა არც ერთი უბა­ნი, სა­დაც გზის სა­ფა­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის.

დე­პუ­ტატ­მა ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის თა­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გამ­გე­ო­ბე­ბი, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თით­ქოს­და უუ­ნა­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნას ამ გზით ცდი­ლო­ბენ.

ჯაბა სა­მუ­შია ასე­ვე აცხა­დებს, რომ 7 მარ­ტამ­დეც, ანუ სა­ნამ ბი­უ­ჯე­ტი დამ­ტკიც­დე­ბო­და, 1/12-ის პრინ­ცი­პით ხარ­ჯვის პი­რო­ბებ­შიც და დღე­საც, რო­დე­საც თბი­ლისს უკვე ბი­უ­ჯე­ტი აქვს, მე­რი­ას პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად საკ­მა­რი­სი სახ­სრე­ბი ჰქონ­და.

"მე­რია სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბას ხე­ლოვ­ნუ­რად აჯან­ჯლებს, რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვენ საქ­მე სა­ბო­ტაჟ­თან ან რა­ი­მე კო­რუფ­ცი­ულ სქე­მას­თან გვაქვს. მივ­მარ­თავ მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძეს, სას­წრა­ფოდ მო­იწ­ვი­ოს მთავ­რო­ბის სხდო­მა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა სას­წრა­ფოდ და­ი­წყოს. არ შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სი და­ემ­სგავ­სოს ქა­ლაქს, სა­დაც მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა არა კომ­ფორ­ტი, არა­მედ დიდი ტვირ­თია", - აღ­ნიშ­ნა სა­მუ­ში­ამ.

მე­რი­ა­ში ბრალ­დე­ბებს უარ­ყო­ფენ და ამ­ბო­ბენ, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 11 ქუ­ჩა­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათი თქმით, დღი­სით, ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე, ტრან­სპორ­ტის სიმ­რავ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბენ. გა­რე­უბ­ნებ­ში კი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღი­სი­თაც მი­დის.

მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი ყო­ჩი­აშ­ვილ­მა ის ქუ­ჩე­ბიც ჩა­მოგ­ვით­ვა­ლა, სა­დაც მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ესე­ნია: სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ხიდი, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუჩა გლ­დან­ში, ბაგ­რა­ტი­ო­ნის, ცა­ბა­ძის, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩე­ბი, და­ვი­თა­ი­ას ქუჩა ისან­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა, თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ლერ­მონ­ტო­ვი.

ანუ, ყო­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ტენ­დერებ­ში გა­ი­მარ­ჯვეს და რომ­ლებ­თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია, ათი­ვე რა­ი­ონ­ში მუ­შა­ო­ბენ.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ხე­ლის­შემ­შლე­ლად კი კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­ლე­ქი და­ა­სა­ხე­ლა. მისი თქმით, წვი­მი­ან და თოვ­ლი­ან ამინ­დში მუ­შა­ო­ბა, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამ დროს უფრო მეტი ორმო ჩნდე­ბა. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხის უქონ­ლო­ბას, მისი თქმით, ეს მი­ზე­ზი არა­ფერ შუ­ა­შია და გზე­ბის შე­სა­კე­თებ­ლად თან­ხა საკ­მა­რი­სია.

"თბი­ლი­სე­ლე­ბი ქუ­ჩა­ში რომ გა­ივ­ლი­ან, თა­ვა­დაც და­ი­ნა­ხა­ვენ, რამ­ხე­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 კვი­რა­ში ამ პრობ­ლე­მას მთლი­ა­ნად მო­ვაგ­ვა­რებთ. თუ, რა თქმა უნდა, წვი­მი­ან­მა ამინდმა ხელი ისევ არ შეგ­ვი­შა­ლეს. რო­გორც გი­თხა­რით, ნა­ლე­ქი­ან ამინ­დში საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გვი­თხრა ყო­ჩი­აშ­ვილ­მა.

ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მან ასე­ვე უარ­ყო ბრალ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ას­ფალ­ტი თა­ვის დრო­ზე უხა­რის­ხოდ და­ი­გო და ორ­მო­ე­ბი მა­ლე­ვე გაჩ­ნდა. მისი თქმით, პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ იმ ქუ­ჩებ­ზე შე­იქ­მნა, სა­დაც ას­ფალ­ტი 10-12 წლის წი­ნაა და­გე­ბუ­ლი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა გა­უ­ვი­და.

"მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის ზღვის შე­მოვ­ლით 13-კი­ლო­მეტ­რი­ან გზა­ზე, რო­მე­ლიც 4 წლის უკან და­ვა­გეთ, ერთ ორ­მო­საც ვერ ნა­ხავთ. ასე­ვე იპოდ­რო­მის მიმ­დე­ბა­რე გზას, რო­მე­ლიც 2 წლის წინ გა­კეთ­და, ხარ­ვეზს ვერ უპოვ­ნით. მა­ნა­ხეთ ორმო აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ზე, რო­მე­ლიც 8 წლის წინ გა­კეთ­და. ყვე­ლა გზა, სა­დაც ნა­ლე­ქი­სა და ყინ­ვის­გან გა­ჩე­ნილ ორ­მო­ებს შეხ­ვდე­ბით, მი­ნი­მუმ 10-12 წლის წი­ნაა და­გე­ბუ­ლი.

"სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად კი­თხუ­ლობ, 1 წლის წინ გა­ა­კე­თეს გზე­ბი და რა­ტომ გა­ფუჭ­დაო, გა­რან­ტია 15-20 წელი უნდა ჰქო­ნო­დე­სო. მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სამ­შე­ნებ­ლო-საგ­ზაო ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 15-20 წლი­ა­ნი გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვადა 4-5 წე­ლია. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 6 წე­ლიც. გა­აჩ­ნია ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას, ას­ფალ­ტის სის­ქე­სა და გზის დატ­ვირ­თვას. ამის შემ­დგომ კი გზე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, ანუ რა­საც ახლა ჩვენ ვა­კე­თებთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია", - გა­ნა­ცხა­და ყო­ჩი­აშ­ვილ­მა.

თაკო მა­თეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისის გზები 3-4 კვირაში შეკეთდება - ირწმუნებიან მერიაში

თბილისის გზები 3-4 კვირაში შეკეთდება - ირწმუნებიან მერიაში

3-4 კვირაში თბილისის გზებზე არსებული პრობლემები მოგვარდება - ასე პასუხობენ ასფალტის საფარის მდგომარეობით აღშფოთებულ მძღოლებსა და საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მერიაში და აცხადებენ, რომ პრობლემების მოგვარებას ხელს უამინდობა უშლის და არა თანხის უქონლობა, ან საზოგადოებაში უკმაყოფილების დათესვის მცდელობა, რასაც მათ ბევრი აბრალებს.

ქალაქის ქუჩებში "იამკების" მომრავლებასა და ამაზე ურეაქციობას ბოლო დროს როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები აქტიურად აპროტესტებენ და მერიას სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებენ - საკრებულოს წევრები ქალაქის ხელისუფლებას საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებენ, მოქალაქეები კი - ასფალტის საფარის უხარისხოდ დაგებაში, "ფულის მოტეხვასა" და გულგრილობაში.

"ბოლო დროს თბილისში მოძრაობა შეუძლებელი გახდა. ქუჩების უმეტესობა საშინელ დღეშია. იმის გარდა, რომ საშინელი საცობების ატანა გვიწევს, თურმე "იამკებიც" უნდა ავიტანოთ. გზები დანგრეულია, თან ისეთ ქუჩებზე, სადაც, ზუსტად მახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ დააგეს. რა ენაღვლებათ, ყოველ წელს დააგებენ. ამ საქმეში ხომ ფულის მოტეხვა ყველაზე ადვილია.

"ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ უნდა გააკეთოს? დროზე მიხედონ საქმეს, სანამ სულ დაგვენგრა ნერვებიც და მანქანებიც", - უთხრა "რეზონანსს" ბატონმა ლევანმა, რომელსაც მძღოლობის 13-წლიანი სტაჟი აქვს.

მთელი თბილისის მასშტაბით, გზის საფარის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია და კონკრეტულ მაგალითად ქუთაისის ქუჩა მოჰყავს. მისი თქმით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და იგი 64 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ამის მიუხედავად, გზებზე სამშენებლო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.

სამუშიას განცხადებით, თბილისის გზებზე არსებული მდგომარეობა საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, რადგან დედაქალაქში არ დარჩა არც ერთი უბანი, სადაც გზის საფარი დაზიანებული არ არის.

დეპუტატმა ასევე ხელოვნურად გაჭიანურებული ტენდერის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამგეობები, ამჟამინდელი ხელისუფლების თითქოსდა უუნარობის წარმოჩენას ამ გზით ცდილობენ.

ჯაბა სამუშია ასევე აცხადებს, რომ 7 მარტამდეც, ანუ სანამ ბიუჯეტი დამტკიცდებოდა, 1/12-ის პრინციპით ხარჯვის პირობებშიც და დღესაც, როდესაც თბილისს უკვე ბიუჯეტი აქვს, მერიას პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი სახსრები ჰქონდა.

"მერია სამუშაოების დაწყებას ხელოვნურად აჯანჯლებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საქმე საბოტაჟთან ან რაიმე კორუფციულ სქემასთან გვაქვს. მივმართავ მერის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს, სასწრაფოდ მოიწვიოს მთავრობის სხდომა და აღნიშნული პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება სასწრაფოდ დაიწყოს. არ შეიძლება თბილისი დაემსგავსოს ქალაქს, სადაც მანქანით გადაადგილება არა კომფორტი, არამედ დიდი ტვირთია", - აღნიშნა სამუშიამ.

მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ სამუშაოები, 11 ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს. მათი თქმით, დღისით, ცენტრალურ ქუჩებზე, ტრანსპორტის სიმრავლიდან გამომდინარე, მუშაობა შეუძლებელია, ამიტომ ღამის საათებში მუშაობენ. გარეუბნებში კი სამუშაოები დღისითაც მიდის.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ყოჩიაშვილმა ის ქუჩებიც ჩამოგვითვალა, სადაც მუშაობა უკვე დაწყებულია. ესენია: სარაჯიშვილის ხიდი, ხიზანიშვილის ქუჩა გლდანში, ბაგრატიონის, ცაბაძის, ჯავახეთის ქუჩები, დავითაიას ქუჩა ისანში, ვაზისუბნის დასახლება, თაბუკაშვილი, ლერმონტოვი.

ანუ, ყოჩიაშვილის თქმით, კომპანიები, რომლებმაც ტენდერებში გაიმარჯვეს და რომლებთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ათივე რაიონში მუშაობენ.

სამუშაოების ყველაზე დიდ ხელისშემშლელად კი კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა ნალექი დაასახელა. მისი თქმით, წვიმიან და თოვლიან ამინდში მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია და ამ დროს უფრო მეტი ორმო ჩნდება. ხოლო რაც შეეხება თანხის უქონლობას, მისი თქმით, ეს მიზეზი არაფერ შუაშია და გზების შესაკეთებლად თანხა საკმარისია.

"თბილისელები ქუჩაში რომ გაივლიან, თავადაც დაინახავენ, რამხელა სამუშაოებია გაჩაღებული. დაახლოებით 3-4 კვირაში ამ პრობლემას მთლიანად მოვაგვარებთ. თუ, რა თქმა უნდა, წვიმიანმა ამინდმა ხელი ისევ არ შეგვიშალეს. როგორც გითხარით, ნალექიან ამინდში საგზაო სამუშაოების წარმოება შეუძლებელია", - გვითხრა ყოჩიაშვილმა.

ჩვენთან საუბარში მან ასევე უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ასფალტი თავის დროზე უხარისხოდ დაიგო და ორმოები მალევე გაჩნდა. მისი თქმით, პრობლემები მხოლოდ იმ ქუჩებზე შეიქმნა, სადაც ასფალტი 10-12 წლის წინაა დაგებული და ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა.

"მაგალითად, თბილისის ზღვის შემოვლით 13-კილომეტრიან გზაზე, რომელიც 4 წლის უკან დავაგეთ, ერთ ორმოსაც ვერ ნახავთ. ასევე იპოდრომის მიმდებარე გზას, რომელიც 2 წლის წინ გაკეთდა, ხარვეზს ვერ უპოვნით. მანახეთ ორმო აღმაშენებლის ხეივანზე, რომელიც 8 წლის წინ გაკეთდა. ყველა გზა, სადაც ნალექისა და ყინვისგან გაჩენილ ორმოებს შეხვდებით, მინიმუმ 10-12 წლის წინაა დაგებული.

"სოციალურ ქსელებში ხშირად კითხულობ, 1 წლის წინ გააკეთეს გზები და რატომ გაფუჭდაო, გარანტია 15-20 წელი უნდა ჰქონოდესო. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მოქმედი სამშენებლო-საგზაო ნორმების შესაბამისად, 15-20 წლიანი გარანტია არ არსებობს. ნორმების მიხედვით, საექსპლუატაციო ვადა 4-5 წელია. ზოგ შემთხვევაში 6 წელიც. გააჩნია ადგილმდებარეობას, ასფალტის სისქესა და გზის დატვირთვას. ამის შემდგომ კი გზების მოვლა-პატრონობა, ანუ რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ჩვეულებრივი პროცესია", - განაცხადა ყოჩიაშვილმა.

თაკო მათეშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია