ალბათ ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ფოტოების გადაღება არ უყვარს. მით უმეტეს, დღევანდელ სამყაროში, როდესაც სმარტფონებმა ჩვენი თითოეული ნაბიჯის ასახვის შესაძლებლობა მოგვცეს. ყოველდღიურობის ფოტოზე გადატანა კი ბოლო დროს ქართველ ვარსკვლავებსაც ერთგვარ ჩვევად ექცათ.
სოციალურ ქსელში იმდენად მოდური გახდა ფოტოებით გადმოცემული ქართველი ''სელებრითების'' ცხოვრება, რომ თითქმის მთელმა საქართველომ იცის, რომელმა ცნობილმა რა ჭამა, სად იყო, როგორ ხუმრობენ მათი შვილები, რა სერიალს უყურებენ მათი ძიძები.
რაც შეეხება იმათ, ვისთვისაც სოციალური ქსელი ერთგვარი გასართობი ან კონკრეტული ადამიანებისთვის თავის მოწონების საშუალებაა, ხშირად აქვეყნებენ ცნობილ ადამიანებთან გადაღებულ ფოტოებს. თინეიჯერ გოგონებში ერთ დროს თუ როსტო ლიდერობდა, ახლა სიამოვნებით აქვეყნებენ გიგა ტაბიძესთან, ანუ ''ჭამე, ნოდარისთან'' გადაღებულ ფოტოებს.
ქალბატონებიდან პოპულარულობას შორენა ბეგაშვილი არავის უთმობს, ''იღბლიან ბორბალში'' მისული თითქმის ყველა სტუმარი, ასაკისა და სქესის განურჩევლად, შორენასთან გადაღებულ თითო სურათს მაინც გამოაყოლებს ხელს.
ქართველი ვარსკვლავები ამ მხრივაც არაფრით ჩამორჩებიან საკუთარ ფანებს. საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ვარსკვლავებს ლამის კონტრაქტში ჩაუწერონ, რომ გულშემატკივრების გარდა, ქართველ ''სელებრითებთან'' უნდა იპოზიორონ. მნიშვნელობა არ აქვს, უყვართ თუ არა ის მსახიობი ან მომღერალი, მთავარია, მათ მსოფლიო იცნობს.
გთავაზობთ ქართველი ვარსკვლავების ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა დროს უცხოელ ვარსკვლავებთან გადაიღეს.
ზაზა შენგელიასა და უიტნი ჰიუსტონის საერთო ფოტო მთელმა საქართველომ ნახა. მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ მომღერლის გარდაცვალებას პირადად ბატონ ზაზასაც კი უსამძიმრებდნენ, თუმცა მისი არქივი მხოლოდ ლეგენდარულ უიტნისთან გადაღებული ფოტოებით არ შემოიფარგლება.
იხილეთ სტატიის გაგრძელება