"ფორმულა 1"ის ავტომრბოლელის, მიხეილ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაში სასიკეთო ძვრები შეინიშნება. ამის შესახებ განცხადება შუმახერის პრესმდივანმა საბინა კემმა გააკეთა.
პრესმდივანმა საზოგადოებას მრბოლელის ოჯახის წევრების განცხადება გააცნო. ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამასთან, ისინი გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მრბოლელი ალპებში თხილამურებით სრიალებდა, რა დროსაც დაეცა და ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო. უბედური შემთხვევა კურორტ მერიბელზე მოხდა, სადაც სპორტსმენი ოჯახთან ერთად ისვენებდა.
მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.