ვაზისუბნის მიკრორაიონებს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეუწყდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დღეს განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ვაზისუბნის III მ/რ, კვ. 1, კორპ. 6-ის მიმდებარედ საშ/წნევის გაზსადენზე ავარიის აღდგენასთან დაკავშირებით, 13 მარტის 10:.00 საათიდან 17:00 საათამდე დაიკეტება ვაზისუბანში გმპ #89-თან დ-150 მმ ურდული, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდება ვაზისუბნის დასახლების კორპ. 20ა, 21ა, 23, 26, 27, ვაზისუბნის IV მ/რ – კვ. 1, კვ. 2-ის, ვაზისუბნის III მრ-კვ. 2-ის და კვ. 1-ის, ვაზისუბნის I, II, IIა მ/რ-ის კორპუსებისა და მხატვრების დასახლების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების, კომუნალურ და კომერციულ ობიექტებს.
კომპანიის განცხადებით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.