მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი დონის კოჰაბიტაციას ხალხი ვერ გადაიტანს... გეშონოდეთ ხალხის"
"ასეთი დონის კოჰაბიტაციას ხალხი ვერ გადაიტანს... გეშონოდეთ ხალხის"

მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რას გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს ახ­სე­ნებს და "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­ლო­დინ­ში ხალ­ხს მოთ­მი­ნე­ბა ეწუ­რე­ბა.

"თუ გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თე­ბი არ და­ი­სა­ჯნენ - ამან შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ­დე­ნი ხა­ნია ხალ­ხი სა­მარ­თალს ელო­დე­ბა. დათა ახა­ლა­ი­ას თუ უხ­სნი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მა­შინ ის მა­ინც თქვან, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე ამ სა­ზა­რელ ამ­ბავ­ში! ასე­თი დო­ნის 'პერ­ვერ­სი­ულ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას' ხალ­ხი ვერ გა­და­ი­ტანს. რას აკე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში, როცა ეს საქ­მე უკვე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­მაც გა­მო­ი­ძია და გა­ნა­ჩე­ნიც დადო?!.... გე­შო­ნო­დეთ ხალ­ხის", - წერს კა­კა­ბა­ძე.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დათა ახა­ლა­ი­ას სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა. რო­გორც ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო.

"სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წა­მე­ბა­ში ბრა­ლი არც ერთ პირს არ აქვს წარ­დგე­ნი­ლი. გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის, საქ­მე გა­უხ­სნე­ლია. სა­ბო­ლო­ოდ გა­მოჩ­ნდა, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მით პრო­კუ­რა­ტუ­რა ახორ­ცი­ე­ლებ­და და­ვით ახა­ლა­ი­ას პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას, შავი პი­ა­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას და სა­მარ­თლებ­რივ ჯამ­ბა­ზო­ბას!", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ასეთი დონის კოჰაბიტაციას ხალხი ვერ გადაიტანს... გეშონოდეთ ხალხის"

"ასეთი დონის კოჰაბიტაციას ხალხი ვერ გადაიტანს... გეშონოდეთ ხალხის"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე პროკურატურას გირგვლიანის საქმეს ახსენებს და "ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში ხალხს მოთმინება ეწურება.

"თუ გირგვლიანის მკვლელები და, რაც მთავარია, მკვლელობის დამკვეთები არ დაისაჯნენ - ამან შეიძლება საერთო-სახალხო აჯანყება გამოიწვიოს. ამდენი ხანია ხალხი სამართალს ელოდება. დათა ახალაიას თუ უხსნიან პასუხისმგებლობას, მაშინ ის მაინც თქვან, ვინ არის დამნაშავე ამ საზარელ ამბავში! ასეთი დონის 'პერვერსიულ კოჰაბიტაციას' ხალხი ვერ გადაიტანს. რას აკეთებს პროკურატურა გირგვლიანის საქმეში, როცა ეს საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიძია და განაჩენიც დადო?!.... გეშონოდეთ ხალხის", - წერს კაკაბაძე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა. როგორც ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, ბრალდების მოხსნის გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო.

"სანდრო გირგვლიანის წამებაში ბრალი არც ერთ პირს არ აქვს წარდგენილი. გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები გამოძიებით დადგენილი არ არის, საქმე გაუხსნელია. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გირგვლიანის საქმით პროკურატურა ახორციელებდა დავით ახალაიას პოლიტიკურ დევნას, შავი პიარის ორგანიზებას და სამართლებრივ ჯამბაზობას!", - აღნიშნა ადვოკატმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს