საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორა ლობჟანიძე - მიუნხენში მოღვაწე ქართველი ფიტნეს-გურუ (+ფოტოსესია)
ნორა ლობჟანიძე - მიუნხენში მოღვაწე ქართველი ფიტნეს-გურუ (+ფოტოსესია)

ნორა ლობ­ჟა­ნი­ძე 24 წლი­საა და მი­უნ­ხენ­ში უკვე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ის პრო­ფე­სი­ით მო­ცეკ­ვა­ვე და ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რი გახ­ლავთ.

ნორა შე­სა­ნიშ­ნავ ფი­ზი­კურ ფორ­მა­შია და ის დატ­ვირ­თუ­ლი დღის გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფერს ას­წრებს. მოდი, უფრო ახა­ლოს გა­ვიც­ნოთ ნორა...

- ნორა, გვი­ამ­ბე შენი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

- რო­გორც უკვე გი­თხა­რით, პრო­ფე­სი­ით მო­ცეკ­ვა­ვე და ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რი ვარ. ამ­ჟა­მად, მი­უნ­ხენ­ში ჩემს პარტნი­ორ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ სა­კუ­თა­რი ცეკ­ვის სკო­ლა­ში, სა­დაც მე და ჩემი პარტნი­ო­რი ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებთ.

- რო­დის და რა­ტომ წახ­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- სა­ქარ­თვე­ლო12-13 წლის ასაკ­ში დავ­ტო­ვე. მშობ­ლებ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნეს და არა­ვის უკი­თხავს ჩემ­თვის, მინ­დო­და თუ არა.

- მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ და­ი­წყო შენი კა­რი­ე­რა. რა­ტომ აირ­ჩიე ეს სფე­რო?

- ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ტან­ვარ­ჯიშ­ზე და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი ამ სფე­რო­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ვე­დი ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ სწო­რედ ცეკ­ვი­თა და ვარ­ჯი­შით მი­ვაღ­წევ­დი იმას, რაც ახლა მაქვს... ეს იყო ჩემი სფე­რო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სცე­ნა­ზე დგო­მა, მუ­სი­კის ფონ­ზე მოძ­რა­ო­ბა და ზო­გა­დად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ამ­ჟა­მად რა ეტაპ­ზე ხარ და რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ვარ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ცეკ­ვა­ვე და ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რი. ჩემი ცეკ­ვის სკო­ლა ორი წე­ლია რაც არ­სე­ბობს და საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია მი­უნ­ხენ­ში. აპ­რი­ლის თვე­ში კი პირ­ვე­ლად გავ­დი­ვარ გერ­მა­ნი­ის ფიტ­ნე­სის შე­ჯიბ­რზე. პა­რა­ლე­ლუ­რად, ფო­ტო­მო­დე­ლა­დაც ვმუ­შა­ობ და კლუ­ბებ­შიც ვცეკ­ვავ.

- რას აკე­თებ იმის­თვის, რომ ასეთ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში იყო?

- სპორ­ტი, ძა­ლი­ან ბევ­რი სპორ­ტი და სწო­რი კვე­ბა!

შენი ფო­ტო­ე­ბი ხომ არ გამ­ხდა­რა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი? შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი

- რო­გორ უყუ­რე­ბენ შენს საქ­მი­ა­ნო­ბას?

- ჩემი მშობ­ლე­ბი არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან იცი­ან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­მეს სჭირ­დე­ბა. თა­ვი­დან უფრო იყო პრობ­ლე­მა ჩემი სუ­რა­თე­ბი, რად­გან მა­ინც ქარ­თულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. დე­და­ჩე­მი ნერ­ვი­უ­ლობს, რო­დე­საც ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ან ახ­ლობ­ლე­ბი ნა­ხუ­ლო­ბენ ჩემს სუ­რა­თებს, მა­გა­ლი­თად ფე­ის­ბუქ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემს ძმას ჰქონ­და პრობ­ლე­მა ამის გამო და რამ­დე­ნი­მე წელი ნორ­მა­ლუ­რად არც ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვთვლი, რომ ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა და თუ ვინ­მეს არ სი­ა­მოვ­ნებს, ნუ შე­ხე­დავს ჩემს სუ­რა­თებს, - რა პრობ­ლე­მაა?

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ? გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ად­ვი­ლად იღებ ხოლ­მე?

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე დიდ­ხანს ვფიქ­რობ. ყო­ველ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­უძ­ლია მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლოს, ამი­ტომ კარ­გად უნდა და­ფიქ­რდეს ყვე­ლა და ისე გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი.

- რა­ი­მე სკან­დალ­ში ხომ არ გახ­ვე­ულ­ხარ? რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ მი­უნ­ხენ­ში?

- აქ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ. სკან­და­ლებს ვე­რი­დე­ბი და შორს ვი­ჭერ თავს... ვცდი­ლობ, დის­ტან­ცია და­ვი­ჭი­რო ჩემს ფა­ნებ­თან, რაც არ არის ად­ვი­ლი. მე გულ­ღია ადა­მი­ა­ნი ვარ და მინ­და, ყვე­ლას და­ვეხ­მა­რო. ძა­ლი­ან რთუ­ლია დის­ტან­ცი­ის და­ჭე­რა, მა­გა­ლი­თად, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან.

- რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- მე ჩემს პარტნი­ორ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. ის მშვი­დი და წყნა­რი ადა­მი­ა­ნია, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით. ასე რომ, ერ­თმა­ნეთს ვა­ბა­ლან­სებთ. ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო პო­ზი­ტი­ურ და ენერ­გი­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო.

- რა არის შენი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი?

- მინ­და ხალ­ხის გა­ო­ცე­ბა და მათი მო­ტი­ვა­ცია ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბით მო­ვახ­დი­ნო. ასე­ვე, გარ­თო­ბა და კარ­გი დროს გა­ტა­რე­ბა.

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც შენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რა?

- პირ­ვე­ლი, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად და მე­ო­რე, რო­დე­საც ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი ორი წლით, მო­ცეკ­ვა­ვის სტა­ტუ­სით წა­სუ­ლი...

- აპი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნორა ლობჟანიძე - მიუნხენში მოღვაწე ქართველი ფიტნეს-გურუ (+ფოტოსესია)

ნორა ლობჟანიძე - მიუნხენში მოღვაწე ქართველი ფიტნეს-გურუ (+ფოტოსესია)

ნორა ლობჟანიძე 24 წლისაა და მიუნხენში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. ის პროფესიით მოცეკვავე და ფიტნეს-ტრენერი გახლავთ.

ნორა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და ის დატვირთული დღის გრაფიკის მიუხედავად, ყველაფერს ასწრებს. მოდი, უფრო ახალოს გავიცნოთ ნორა...

- ნორა, გვიამბე შენი საქმიანობის შესახებ.

- როგორც უკვე გითხარით, პროფესიით მოცეკვავე და ფიტნეს-ტრენერი ვარ. ამჟამად, მიუნხენში ჩემს პარტნიორთან ერთად ვცხოვრობ და ვმუშაობ საკუთარი ცეკვის სკოლაში, სადაც მე და ჩემი პარტნიორი ცეკვის გაკვეთილებს ვატარებთ.

- როდის და რატომ წახვედი საქართველოდან?

- საქართველო12-13 წლის ასაკში დავტოვე. მშობლებმა წამომიყვანეს და არავის უკითხავს ჩემთვის, მინდოდა თუ არა.

- მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი კარიერა. რატომ აირჩიე ეს სფერო?

- ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას ბავშვობიდან დავდიოდი ტანვარჯიშზე და საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი ამ სფეროში. მოგვიანებით გადავედი ქართულ ცეკვებზე. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ სწორედ ცეკვითა და ვარჯიშით მივაღწევდი იმას, რაც ახლა მაქვს... ეს იყო ჩემი სფერო. ძალიან მიყვარს სცენაზე დგომა, მუსიკის ფონზე მოძრაობა და ზოგადად ძალიან აქტიური ადამიანი ვარ.

- ამჟამად რა ეტაპზე ხარ და რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- ვარ ინტერნაციონალური მოცეკვავე და ფიტნეს-ტრენერი. ჩემი ცეკვის სკოლა ორი წელია რაც არსებობს და საკმაოდ პოპულარულია მიუნხენში. აპრილის თვეში კი პირველად გავდივარ გერმანიის ფიტნესის შეჯიბრზე. პარალელურად, ფოტომოდელადაც ვმუშაობ და კლუბებშიც ვცეკვავ.

- რას აკეთებ იმისთვის, რომ ასეთ შესანიშნავ ფორმაში იყო?

- სპორტი, ძალიან ბევრი სპორტი და სწორი კვება!

შენი ფოტოები ხომ არ გამხდარა ქართული საზოგადოების განხილვის საგანი? შენი ოჯახის წევრები

- როგორ უყურებენ შენს საქმიანობას?

- ჩემი მშობლები არაფერს მეუბნებიან, რადგან იციან, რომ ეს ყველაფერი საქმეს სჭირდება. თავიდან უფრო იყო პრობლემა ჩემი სურათები, რადგან მაინც ქართულ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი ნერვიულობს, როდესაც ჩემი ნათესავები ან ახლობლები ნახულობენ ჩემს სურათებს, მაგალითად ფეისბუქზე. განსაკუთრებით, ჩემს ძმას ჰქონდა პრობლემა ამის გამო და რამდენიმე წელი ნორმალურად არც ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ეს ჩემი პროფესიაა და თუ ვინმეს არ სიამოვნებს, ნუ შეხედავს ჩემს სურათებს, - რა პრობლემაა?

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ? გადაწყვეტილებებს ადვილად იღებ ხოლმე?

- დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს ვფიქრობ. ყოველ გადაწყვეტილებას შეუძლია მთელი ცხოვრება შეცვალოს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა და ისე გააკეთოს არჩევანი.

- რაიმე სკანდალში ხომ არ გახვეულხარ? რამდენად პოპულარული ხარ მიუნხენში?

- აქ ძალიან პოპულარული ვარ. სკანდალებს ვერიდები და შორს ვიჭერ თავს... ვცდილობ, დისტანცია დავიჭირო ჩემს ფანებთან, რაც არ არის ადვილი. მე გულღია ადამიანი ვარ და მინდა, ყველას დავეხმარო. ძალიან რთულია დისტანციის დაჭერა, მაგალითად, ჩემს მოსწავლეებთან.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- მე ჩემს პარტნიორთან ერთად ვცხოვრობ და ვმუშაობ. ის მშვიდი და წყნარი ადამიანია, ჩემგან განსხვავებით. ასე რომ, ერთმანეთს ვაბალანსებთ. ვცდილობ, თავისუფალი დრო პოზიტიურ და ენერგიულ ადამიანებთან ერთად გავატარო.

- რა არის შენი ცხოვრების მიზანი?

- მინდა ხალხის გაოცება და მათი მოტივაცია ჩემი წარმატებებით მოვახდინო. ასევე, გართობა და კარგი დროს გატარება.

- ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შენს ცხოვრებაში მომხდარა?

- პირველი, როდესაც გერმანიაში გადმოვედით საცხოვრებლად და მეორე, როდესაც ამერიკაში ვიყავი ორი წლით, მოცეკვავის სტატუსით წასული...

- აპირებ საქართველოში დაბრუნებას?

- ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია