საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბეზრუკოვს თბილისში სპექტაკლები გაუუქმეს - პასუხი რუს მსახიობს ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო
ბეზრუკოვს თბილისში სპექტაკლები გაუუქმეს - პასუხი რუს მსახიობს ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო

ყი­რიმ­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის გამო, სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვის თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი სპექ­ტაკ­ლი გა­უქ­მე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტა ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სო­დეს არც ერთ მსა­ხი­ობს არ ჩა­მო­ვიყ­ვან, ვინც ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით. ეს იგი­ვეა, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცი­ას", - აცხა­დებს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პა­ლა­ტის გან­ცხა­დე­ბას, მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბის წე­რი­ლის გამო, რო­მე­ლიც მხარს უჭერს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­უქ­მდეს მა­ის­ში და­გეგ­მი­ლი სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვის თე­ატ­რის გას­ტრო­ლე­ბი თბი­ლის­ში. კი­დევ ერთხელ გვინ­და, გა­მო­ვუ­ცხა­დოთ მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნას, მის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და ჩვენ მე­გო­ბარ გმირ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი უკ­რა­ი­ნის, კერ­ძოდ, ყი­რი­მის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ. ხე­ლო­ვა­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცელ­და.

"რო­დე­საც ყი­რი­მის და ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ბედი წყდე­ბა, რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან მხო­ლოდ გულ­გრი­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი. ჩვე­ნი სა­ერ­თო ის­ტო­რია, სა­ერ­თო ფეს­ვე­ბი, კულ­ტუ­რა, სუ­ლი­ე­რე­ბა, ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ენა, სა­მუ­და­მოდ გვა­ერ­თი­ა­ნებს. ჩვენ გვინ­და, რომ ჩვენს ხალ­ხს და კულ­ტუ­რას ჰქონ­დეს მო­მა­ვა­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ვუ­ცხა­დებთ მხარ­და­ჭე­რას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას უკ­რა­ი­ნას­თან, ყი­რიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

ამ ეტაპ­ზე მხარ­დამ­ჭერ გან­ცხა­დე­ბას 86 ხე­ლო­ვა­ნი აწე­რეს ხელს. მათ შო­რის არი­ან: რუ­სე­თის ხე­ლოვ­ნე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი, რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ბა­ლე­რო­ნი ნიკა ცის­კა­რი­ძე, ცნო­ბი­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი და სხვე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბეზრუკოვს თბილისში სპექტაკლები გაუუქმეს - პასუხი რუს მსახიობს ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო

ბეზრუკოვს თბილისში სპექტაკლები გაუუქმეს - პასუხი რუს მსახიობს ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო

ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო, სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს.

"საქართველოში არასოდეს არც ერთ მსახიობს არ ჩამოვიყვან, ვინც ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ნებისმიერი ფორმით. ეს იგივეა, რომ მხარი დაუჭირონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას", - აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ პალატის განცხადებას, მასში აღნიშნულია, რომ "დღეს გავრცელებული რუსეთის სახალხო არტისტების წერილის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მეზობელი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში, საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები თბილისში. კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას, მის სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის კულტურის მოღვაწეები უკრაინის, კერძოდ, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებენ. ხელოვანების მხარდამჭერი განცხადება რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"როდესაც ყირიმის და ჩვენი თანამემამულეების ბედი წყდება, რუსეთის კულტურის მოღვაწეები ვერ იქნებიან მხოლოდ გულგრილი დამკვირვებლები. ჩვენი საერთო ისტორია, საერთო ფესვები, კულტურა, სულიერება, ფუნდამენტური ღირებულებები და ენა, სამუდამოდ გვაერთიანებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ხალხს და კულტურას ჰქონდეს მომავალი. სწორედ ამიტომ ვუცხადებთ მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასთან, ყირიმთან დაკავშირებით", - ნათქვამია მიმართვაში.

ამ ეტაპზე მხარდამჭერ განცხადებას 86 ხელოვანი აწერეს ხელს. მათ შორის არიან: რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი, რუსეთის სახალხო არტისტი, ბალერონი ნიკა ცისკარიძე, ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და სხვები.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება